ქვის ხანის ადამიანის ხელით შექმნილი ერთ-ერთ ყველაზე გამოუცნობ საგნად რჩება გამოჩუქმურთმებული ქვის ბურთულები. თითეული მათგანი ბეისბოლის ბურთისხელაა.
უკვე 200 წელია, რაც ეს ქვის ბურთულები აოცებს არქეოლოგებს. ეს 5000 წლის არტეფაქტები ნაპოვნია ძირითადად შოტლანდიაში, ასევე ორკნეის კუნძულებზე, ინგლისში, ირლანდიასა და ნორვეგიაში.
მუზეუმმა განათავსა 60 3D-ქვის ბურთულის მოდელი ონლაინში, რათა ყველამ შეძლოს მისი ნახვა.
140 ორიგინალური ნეოლითის ხანის ქვის სხვადასხვა ბურთულა შოტლანდიიდან და ორკნეის კუნძულებიდან ინახება შოტლანდიის ეროვნულ მუზეუმში, ედინბურგში.
წლების განმავლობაში ქვის ბურთულების დანიშნულებას სხვადასხვა ახსნას აძლევდნენ. გამოითქმებოდა შემდეგი მოსაზრებები: ქვის ბურთულებს იყენებდნენ იარაღის ბუნიკად; შესაძლოა ეს იყო სტანდარტული სასწორი ნეოლითური ხანის ვაჭრებისთვის ან ისინი ასრულებდნენ გორგოლაჭების ფუნქციას უშველებელი ლოდების გადასაზიდად მეგალითების ასაგებად.
ერთი თეორიის მიხედვით, ქვის ბურთულები წარმოადგენდა სატყორცნ იარაღს სანადიროდ, რომელიც ქამრისგან ან ქამრების შეკვრისგან იყო დამზადებული, რომლის ბოლოებზე მიმაგრებული იყო ტყავში გახვეული მრგვალი ქვები ან ქვის ბურთულები. სამხრეთ ამერიკის ინდიელები ნადირობდნენ ასეთი ბოლასებით. ბოლა-ესპანურად ბურთულას ნიშნავს.
სხვები ფიქრობენ, რომ ეს ბურთულები რელიგიური კულტის ობიექტები ან მათი პატრონის სოციალური სტატუსის სიმბოლო იყო.
ორნამენტების ბევრი მოტივები, რომელიც გამოყენებულია სხვადასხვა ქვის ბურთულებზე, დეტალურად გამობურცული წრეებისა და სპირალების ჩათვლით, ასევე აღმოჩნდა ნეოლითური ხანის სამარხებში, სადაც არის მიწისქვეშა სამრხი კამერები. ასეთია მეგალითური საკულტო ნაგებობა ირლანდიაში, ნიუგრეიჯში.
ვერსიები ბევრია, მაგრამ ჯერჯერობით ქვების დანიშნულება კვლავ გამოუცნობი რჩება. სავარაუდოდ, ერთი ასეთი ქვის ბურთულის დამზადების პროცესი ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო. შესაძლოა სამუშაო რამდნიმე წელიც კი გრძელდებოდა.
არქეოლოგები დააბნია 5000 წლის ამ მოჩუქურთმებულმა ნივთებმა, ვერ ხვდებიან ნეოლითური ხანის ქვის ბურთულების შექმნელთა საწყის ჩანაფიქრსა და მიზანს. ისინი უკვე აღიარებულია ნეოლითური ხანის ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშებად.
არქეოლოგები დააბნია 5000 წლის ამ მოჩუქურთმებულმა ნივთებმა, ვერ ხვდებიან ნეოლითური ხანის ქვის ბურთულების შექმნელთა საწყის ჩანაფიქრსა და მიზანს. ისინი უკვე აღიარებულია ნეოლითური ხანის ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშებად.
No comments:
Post a Comment