Sunday, 22 March 2020

ალეგორიები და მათი ატრიბუტები



კლასიკურ მითოლოგიაში ღმერთები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ არა იმდენად გარეგნობით, რამდენადაც დამახასიათებელი ნივთებით, რომელიც მათი მოქმედების სფეროს მაჩვენებელი იყო: ჰერაკლეს გამოსახავდნენ ლომის ტყავით, პოსეიდონს-სამკაპით, ჰერმესს-ფრთიანი ჩაფხუტით და ხელში  კადუცეით (გველებშემოხვეული კვერთხი), ათენა-ეგიდით (ფარი)და ხელში ბუთი და ა.შ. 

სწორედ ეს დამახასიათებელი ნივთები, რომელიც სწრაფი და ზუსტი ამოცნობის საშუალებას იძლევა, ცნობილია ატრიბუტების სახელით. შუასაუკუნეებში ატრიბუტების  დამატება გადაიტანეს ღმერთებიდან ალეგორიებზე-ქალისა ან მამაკაცის ფიგურები, რომელიც ადამიანის რაღაც თვისებას აღნიშნავდა, მის მანკიერ ან სათნო მხარეს და სხვა უნივერსალურ თვისებებს. სათნოება შვიდი იყო: ოთხი პლატონისეული-სიბრძნე, სიმამაცე, ზომიერება და სამართლიანობა; და კიდევ სამი, რომელიც დაუმატეს საწყის რიცხვს პლატონისა და არისტოტელეს მიმდევრებმა-რწმენა, იმედი და სიყვარული.

ამ ყველას გამოსახავდნენ გრძელ სამოსში გამოწყობილი ქალის ფიგურით. ყოველ მათგანს ჰქონდა თავისი ატრიბუტი. სიბრძნეს განასხვავებდა ორი სახე, ხანდაზმული და ახალგაზრდა; ფიგურის ფეხთან იწვა გველეშაპი ან გველი. ზომიერებას ხელში ეკავა დოქები. ერთიდან მოედინებოდა წყალი, მეორე ხელშეუხებლად რჩებოდა.


სიმამაცეს ერთ ხელში ეკავა კვერთხი, მეორე ორად აპობდა სვეტს; ფიგურის ფეხებთან ლომი იწვა. სამართლიანობა გამოისახებოდა ხმლითა და სასწორით ხელში; მის ფეხებთან იდგა წერო, რომელიც აღნიშნავდა სიფხიზლეს.



რწმენას ერთი ხელის გულზე ედო ბროლის თასი, მეორეში ეჭირა ჯვარი; მის ფერხთით იწვა ძაღლი-ერთგულების სიმბოლო. იმედს ხელები სალოცავად ჰქონდა აღმართული და ზეცისკენ იმზირებოდა; მის ფერხთით იჯდა ფენიქსი ახლად გაჩაღებულ ცეცხლზე. 




სიყვარული ერთი ხელით მიწაზე თესლებს ჰყრიდა, ხოლო მეორე გულზე ჰქონდა მიდებული; მის ფერხთით ვარხვი კვებავდა საკუთარი სისხლით ბარტყებს.

დროთა განმავლობაში ამ და სხვა ატრიბუტებმა მიიღეს თითქმის უნივერსალური მნიშვნელობა (ქრისტიანული ცივილიზაციის ჩარჩოში), რისი დამსახურებითაც დამოუკიდებლად აღიქმებოდნენ, ანუ თავად იქცნენ ალეგორიად. ალეგორიების ატრიბუტებს განეკუთვნება თუნდაც ნაწნავი-სიკვდილის ატრიბუტი, ქვიშის საათი-დროის ატრიბუტი. თანამედროვე საზოგადოებაში ასეთი ატრიბუტ-ალეგორიებია მაგ. ტანსაცმელი haute-couture, როგორც წარმატებისა და კეთილდღეობის სიმბოლო.






No comments:

Post a Comment