"ეგვიპტეში აღმოჩენილი ნაწრთობი იარაღი შავი ზღვის
აღმოსავლეთით მდებარე ადგილებიდან მიჰქონდათ."
პ.ფონ ვინკლერი
საქართველოში ლითონის მოპოვება და დამუშავება ძვ.წ. მერვე ათასწლეულიდან იღებს სათავეს. ამის დასტურია გალის რაიონში, სოფელ ფიჩორაში, რაჭის და შიდა ქართლის მთიანეთში მოძიებული რკინის მდნობელი საამქროების სიმრავლე. "არქეოლოგიური მონაპოვრების საფუძველზე ცხადი გახდა, რომ საბადოებიდან მადნის მიღებას სწორედ ამ პერიოდში უნდა ჩაჰყროდა საფუძველი და სავარაუდოდ თვით მადანი, მადნეული საბადოებით მდიდარი კავკასიონის მთაგრეხილებიდან უნდა მოეპოვებინათ. ადრეულ გამოკვლევებში აღნიშნულია, რომ ლითონის არტეფაქტებში დარიშხანისა და ანთიმონის შემცველობა მიუთითებს ადგილობრივი ნედლეული ბაზის გამოყენებაზე ძვ.წ. III ათასწლეულში უმთავრესად კავკასიურ მადნებზე იყო დაფუძნებული. როგორც ცნობილია, პრეისტორიული ანთიმონის მოპოვების ერთდაერთ მხარეს საქართველოში რაჭა წარმოადგენს." (ირ.ღამბაშიძე, თ შტოლნერი, ა.ჰაუპტმანი)
სოფელ ღების მიდამოებში გამოვლინდა 30 ანთიმონისა (სურმა) და 100-მდე სპილენძის მაღარო. ამ სოფლის სახელწოდება ეგვიპტური მიწის ღმერთი ღ ე ბ ი ს სახელის იდენტურია. "ღებ" სვანურად გეჯას ნიშნავს. ასევე ვნახულობთ საერთოს ონის სახელწოდებასთანაც, რომელიც ემთხვევა ეგვიპტური მზის ღვთაების სახელს. ეგვიპტური ქალაქ ჰელიოპოლისის სახელწოდება ბერძნულია და მას ეგვიპტურად ერქვა ონი.
სოფელ ღების მიდამოებში გამოვლინდა 30 ანთიმონისა (სურმა) და 100-მდე სპილენძის მაღარო. ამ სოფლის სახელწოდება ეგვიპტური მიწის ღმერთი ღ ე ბ ი ს სახელის იდენტურია. "ღებ" სვანურად გეჯას ნიშნავს. ასევე ვნახულობთ საერთოს ონის სახელწოდებასთანაც, რომელიც ემთხვევა ეგვიპტური მზის ღვთაების სახელს. ეგვიპტური ქალაქ ჰელიოპოლისის სახელწოდება ბერძნულია და მას ეგვიპტურად ერქვა ონი.
ირკვევა, რომ მესტიის ძველი სახელწოდება ყოფილა "სეთი'', ხოლო თავკუდიანი მგლის ტყავის მოსხმის ჩვეულებამ აქ მეოცე საუკუნემდე მოაღწია. თვით ეგვიპტური წყაროების ზოგიერთი ვერსიით, სეთი ჩრდილოელი იყო (ისევე როგორც რა და ოზირისი). მან ეგვიპტეს ომში დახმარება გაუწია და თეთრი პირისახე ჰქონდა. ეგვიპტეში ხე-ტყე და ლითონის ნაწარმი მოჰქონდა, მზეს შველოდა და გველეშაპ აფოფის მოკვლა მხოლოდ მას შეეძლო, ტრაბახი უყვარდა, ოდესღაც მიჯაჭვული ჰყავდათ ჩრდილოეთში. თავდაპირველად ის ღვთაება რას ეხმარებოდა. მითის მიხედვით, სეთმა მოკლა ოზირისი და მიითვისა მისი გვირგვინი. ამის შემდეგ, სეთი და ჰორი ერთმანეთს ებრძვიან სამყაროზე სრული ძალაუფლების მოსაპოვებლად.
ლითონზე მოთხოვნილების ზრდას ექსპორტი მოჰყვა. არისტოტელეს გადმოცემით, სწორედ კოლხთა ტომი ხალიბები ქმნიან პირველ მაღაროებსა და რკინის სადნობ ღუმელებს. ბიბლიის მიხედვით თუბალ-კაენი იყო კაენის შთამომავალი, რომელმაც ადამიანებს ლითონის დნობა ასწავლა (კაენი-მჭედელი). "ესე იყო კვერით ხუროი, მჭედელი რვალისა და რკინისა".
ჩვენი წინაპრების მეტალურგიულ მრავალფეროვნებაზე მოწმობენ ბერძენი და რომაელი
მეცნიერ-ავტორები, რომლებსაც აოცებდა ქართველთა წინაპარი ტომების-მოსინიკების, ხალიბების, თუბალების ხელოვნება ლითონთან მუშაობისას. მოსინიკები ტრადიციულად მიწათმოქმედებასა და მეთევზეობას მისდევდნენ, თუმც მათ შეიარაღებაში ქსენოფონტე აღნიშნავს რკინის სეკირების-ორმაგი ცულის არსებობას. მოსინიკები სახელგანთქმულნი იყვნენ სპილენძის, ბრინჯაოს და ლატუნის დამზადების ტექნიკით. არისტოტელეს აზრით მათ ბრინჯაოს გააჩნდა განსაკუთრებული ბრწყინვალება და გამოირჩეოდა სითეთრით. ისინი ბრინჯაოს ნაწარმის დამზადებისას სპილენძს ტყვიას კი არ ურევდნენ, არამედ ადგილობრივ მიწას. სპეციალისტთა აზრით ეს უნდა ყოფილიყო მაგნეტიტური სილა, რომელიც დღევანდელი ურეკის ტერიტორიაზეა. ხალიბთა ერთადერთი საქმიანობა იყო ლითონის გამოდნობა, მიუთითებს ა.როდოსელი და ქსენოფონტე. ხალიბთა ფოლადის ფართოდ გავრცელება ახლო აღმოსავლეთში განპირობებული იყო მისი მაღალი ხარისხით. არისტოტელე ხაზს უსვამს, რომ ხალიბთა ფოლადი საუკეთესო იყო, ვინაიდან მათ იცოდნენ განსაკუთრებული ხერხი მისი დამზადების. თეთრი ხალიბური ფოლადი-უჟანგავი ფოლადი მეტისმეტად ფასობდა ანტიკურ სამყაროში.
მეცნიერ-ავტორები, რომლებსაც აოცებდა ქართველთა წინაპარი ტომების-მოსინიკების, ხალიბების, თუბალების ხელოვნება ლითონთან მუშაობისას. მოსინიკები ტრადიციულად მიწათმოქმედებასა და მეთევზეობას მისდევდნენ, თუმც მათ შეიარაღებაში ქსენოფონტე აღნიშნავს რკინის სეკირების-ორმაგი ცულის არსებობას. მოსინიკები სახელგანთქმულნი იყვნენ სპილენძის, ბრინჯაოს და ლატუნის დამზადების ტექნიკით. არისტოტელეს აზრით მათ ბრინჯაოს გააჩნდა განსაკუთრებული ბრწყინვალება და გამოირჩეოდა სითეთრით. ისინი ბრინჯაოს ნაწარმის დამზადებისას სპილენძს ტყვიას კი არ ურევდნენ, არამედ ადგილობრივ მიწას. სპეციალისტთა აზრით ეს უნდა ყოფილიყო მაგნეტიტური სილა, რომელიც დღევანდელი ურეკის ტერიტორიაზეა. ხალიბთა ერთადერთი საქმიანობა იყო ლითონის გამოდნობა, მიუთითებს ა.როდოსელი და ქსენოფონტე. ხალიბთა ფოლადის ფართოდ გავრცელება ახლო აღმოსავლეთში განპირობებული იყო მისი მაღალი ხარისხით. არისტოტელე ხაზს უსვამს, რომ ხალიბთა ფოლადი საუკეთესო იყო, ვინაიდან მათ იცოდნენ განსაკუთრებული ხერხი მისი დამზადების. თეთრი ხალიბური ფოლადი-უჟანგავი ფოლადი მეტისმეტად ფასობდა ანტიკურ სამყაროში.
ჩვენი უძველესი წინაპრების აქტიურ სავაჭრო ურთიერთობებეზე მიუთითებს რაჭაში ბრილის არქეოლოგიური გათხრების დროს დიდი რაოდენობით აღმოჩენილი ეგვიპტური მძივები და ავგაროზები ე.წ. სკარაბეოსები.
'ნოქალაქევი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრ-კომბინატად გვევლინება ძვ.წ-ის მე-8-6 ს-ის კოლხეთში, სადაც ერთ ფენაში წარმოდგენილია, როგორც მეტალურგიის, ასევე მძივების დასამზადებლად საკმაოდ დიდი სახელოსნოს ნაშთები. დაფიქსირებულია ძვ.წ-აღ-ის მე-8-6 ს-ით დათარიღებული ბრინჯაოს ნივთების განძებად აღმოჩენის ფაქტები. ყოველივე ამის ფონზე, ჩვენის აზრით, წინა პლანზე იწევს ისევ საკითხი, როგორიცაა კოლხურ-ეგვიპტური და კოლხურ-ბერძნული ურთიერთობანი ძვ.წ.აღ-ის მე-2 ათასწ. ბოლოსა და 1 ათასწლეულის დასაწყისში....სარდიონისგან მძივების დამზადების პროცესი ეგვიპტის მე-12-18 (2000-1314) და შემდეგდროინდელი დინასტიების დროს და ძვ. წ.აღ-ის 1 ათასწლეულის ნოქალაქევში აბსოლუტურად იდენტურია...ყოველივე ამის ფონზე, ჩვენ არ გამოვრიცხავთ ეგვიპტესა და სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რეგიონს შორის ძალზედ მრავლისმეტყველ ეთნოკულტურული კონტაქტების არსებობას და გარკვეული ეთნიკური მასის გადაადგილების ვარაუდსაც ვუშვებთ ძვ.წ-აღ-ის მე-2 ნახევარში. კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებში დამზადებული პროდუქცია იმავდროულად წარმოადგენდა ექსპორტის საგანს.''- დ. ლომიტაშვილი
ძველი ეგვიპტის სახელოსნო წარმოების ცნობილ ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ რკინის აღმოჩენა და მისი შემდგომი დამუშავება არ იყო ეგვიპტელი ოსტატების შემოქმედება. ხმელთაშუა ზღვის აუზში მიმოსვლისთვის ჩვენს უძველეს წინაპრებს ჰქონდათ საექსპორტო პროდუქციის განთავსების ადგილი საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე და კვიპროსზე. 1928-29წ. ეგვიპტეში აღმოჩენილი სამარულო ეტლის წარმომავლობაზე მსჯელობისას, ერთ-ერთ სპეც.სამეცნიერო ჟურნალში, ჰ.შეფერი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ სამარულო ეტლისთვის საჭირო ხის მასალის მიმწოდებელიც და თავად ეტლის ეგვიპტეში შემტანიც (ძვ.წ. 1700 წ) ამიერკავკასია უნდა ყოფილიყო. ქართველმა არქეოლოგმა ლ.მუსხელისვილმაც ეს აზრი დაადასტურა.
ჩვენი უძველესი წინაპრების კავშირი მხოლოდ ამით არ ამოიწურებოდა. ბერძნული და ლათინური მითები ეგვიპტელების მასწავლებლად ასახელებენ კოლხებს. მზის მთავარი ღვთაების ქალაქ ჰელიოპოლის დაარსება გახლდათ სწორედ კოლხი აქციუსის(აიეტის ძმის) პირველი გმირობა სასწაული. ისინი ხომ მზის ღმერთ ჰელიოსის შვილებად ითვლებოდნენ. ჰელიოპოლი კი 9 ღმერთის ქალაქი იყო. ქართულში "9" მზის საკრალური ციფრია. ეგვიპტური მითების თანახმად "მზე"(ღმერთის), სინათლეს ყოველ დილით შობდა ქალღმერთი "ნუთ", რომელიც ძროხის სახეს იღებდა-"დიდი ციური ძროხა". ახალშობილი მზე იყო "ოქროს ხბო". კოლხურში "ნოთე" არის სინათლე (ნათება) . ამგვარ კავშირზე გაამახვილა ყურადღება სწორედ აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ, როცა იხილავდა ეგვიპტურ თოთსა და ქართული მთვარის ღვთაების ანალოგიის საკითხს. მან გამოსცა ერთი აგიოგრაფიული ძეგლი,რომელიც მხოლოდ ქართულად არის შემონახული (“ფილეთეოსის მარტვილობა”-ქართულ-კოპტურ-ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან) კ. კეკელიძე წერს: "უფრო საყურადღებოა ამ ძეგლში ცნობები თოთის შესახებ''. ძეგლში მოთხრობილია, რომ ფილეთეოსის მშობლები თაყვანს სცემდნენ თივის მჭამელ ძროხას, რომელსაც სახელად ერქვა "თოთი პატიოსანი''.
თოთის სახელწოდებით ტოპონიმიკა საქართველოში რამდენიმე ადგილზე გვხვდება: თოთი- სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სიონის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე; თოთი-კლდოვანი მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე 4000 მ.; თოთი -კარულ ხეობის ტიპის მყინვარი სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მულხრის აუზში (ენგურის მარჯვენა შენაკადი); თოთი-უღელტეხილი სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ გვერდით განშტოებაზე (მესტიის რაიონი).
ცნობილი ეგვიპტოლოგი ბ.ტურაევი, სპეციალურ გამოკვლევაში ეგვიპტური თოთის შესახებ, ვრცლად ეხება მრავალ მეცნიერთა ცდას ახსნან მნიშვნელობა და ეტიმოლოგია მთვარის ღვთაების სახელისა, მაგრამ რას ნიშნავდა სიტყვა dhut, რომლისგანაც არის ნაწარმოები ღვთაების სახელი ვერ გაარკვია. თოთის ეტიმოლოგია ეგვიპტურის საშუალებით არ ხერხდება.
"ეგვიპტის პრივილეგირებული ფენა ყველა დროში კავკასიელებისგან შედგებოდა(კავკასიური თავის ქალები, ეგვიპტის ელიტის მუმიები), სრულიად შესაძლებელია ითქვას, რომ თოთ-ჰერმესი კავკასიური წარმოშობისაა, ისევე როგორც ცნობილი "ზურმუხტის ფილები"-ესაა კავკასიური ენოქის წიგნი"- ვ.ბოლოვი
კეკელიძე სხვადასხვა მეცნიერთა შრომებზე დაყრდნობით, ხაზს უსვამს იმას, რომ თოთი ეგვიპტეში მთავარი ღვთაება იყო და ის იყო მთვარის ღვთაება. ამიტომ მეცნიერმა უყურადღებოდ ვერ დატოვა ეგვიპტური თოთისა და ქართული მთვარის ღვთაების ანალოგები და ის ნიშნები, რომლებიც საერთოა ამ ორივე კულტისათვის. კეკელიძის აზრით, თოთის სახელთან დაკავშირებული უნდა იყოს ფონეტიკურად ქართველური ტომების სახელწოდება თუთა, მთვარისა.: მეგრულ-ჭანურში მთვარეს ეწოდება ქართულში-თუთე. ქართველების წარმოდგენით, მთვარე მამაკაცია, ასეთივე წარმოდგენა ჰქონდათ ეგვიპტელებსაც. თოთის სახელით ეგვიპტეში აღინიშნებოდა როგორც მნათობი, მთვარე, ისე წელიწადის თვე. სწორედ ამის მსგავსად ქართველური ტომები თუთა-თუთეს სახელით აღნიშნავდნენ მნათობსაცა და თვესაც(თთუე). როგორც ეგვიპტეში, ისე იმ დროის საქართველოში მთავარი კულტი იყო მთვარის კულტი.
მკვლევარი როლანდ ბურჭულაძე წლებია რაც აქტიურად ამუშავებს სავარაუდო ეგვიპტური წარმომავლობის ტოპონომიკას ქართველურ, კავკასიურ და ზოგადად, აზიის არეალში, იკვლევს საკუთრივ ეგვიპტის ტოპონომასტიკას (ნილოსი, ხაპი), ეგვიპტურიდან პირდაპირი გზით ან სხვადასხვა ენობრივი არეალის გავლით ქართველურ ტოპონომიკაში დადასტურებულ ნასესხობებს (კავკასია, ქუთაისი, აფხაზი, ურარტუ, სვანეთი, რაჭა, მესხი, ჯავახი და ა.შ.)
"ურარტუს ეტიმოლოგია ასირიულ-ბაბილონური წყაროების მიხედვით არ ხერხდება. თავდაპირველად ეს უფრო გეოგრაფიული ტერმინი იყო, ვიდრე პოლიტიკური, ყოველგვარი საზღვრების დაკონკრეტების გარეშე. წყაროებში მოხსენიებული არიან უ რ ი დ ე ბ ი, რომელთა შესახებ ნათქვამია, რომ ისინი საზოგადოების იმ ნაწილს ეკუთვნიან, ვინც რაღაც შეღავათით სარგებლობს. ასირიული ხ ა ფ ხ ი, ძველბერძნული კ ა ვ კ ა ს-ი და კავკასიური ა ბ ხ ა ზ ი-ეს ტერმინი საერთო წარმომავლობისაა, მომდინარეობს ძველი ეგვიპტური კულტურული გარემოდან და წარმოადგენს ეგვიპტურ იეროგლიფურ აბრავიატურას, რომელიც იშიფრება, როგორც "მთებისა და ჭაობების ქვეყანა'', რაც ეჭვს აღარ იწვევს ეგვიპტელთა ყოფნასთან დაკავშირებით შავი ზღვის აკვატორიაში ეგვიპტური იეროგლიფის ჩიტის გამოსახულებას ფონეტიკური მნიშვნელობაა WR , რაც ერთდროულად ნიშნავს ''მერცხალს'' და ''დიდს''. WR ხმაბაძვის დონეზე უახლოვდება მერცხლის ჟღურტულს(WR|WR). ეგვიპტელები ხედავდნენ, რომ წელიწადის გარკვეულ დროს მერცხლები მიფრინავდნენ ჩრდილოეთისაკენ და შემდგომ გამრავლებულნი უკან ბრუნდებოდნენ. რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩრდილოეთში არსებობდა ქვეყანა, რომელიც შესაძლოა მერცხლების სამშობლოდ მიეჩნიათ, რადგან სწორედ აქ ხდებოდა მათი გამრავლება. ამ ქვეყანას ერთი სახელი შეეფერებოდა:მერცხლების ქვეყანა.''-რ.ბურჭულაძე
ძველ ეგვიპტეში დიდი ხნის განმავლობაში გამარჯვებული მეომარი მტერს აჭრიდა მარჯვენას, რომ შემდეგ მასში ანაზღაურება მიეღო, რასაც ერქვა "სიმამაცის ოქრო".ამ ჩვეულების არსებობის შესახებ ვგებულობთ ძველი ეგვიპტური ლიტერატურიდან. მეცნიერებმა ჯერ ვერ გაარკვიეს საიდან გაჩნდა ეს ჩვეულება ეგვიპტეში. გამოითქვა აზრი ჰიქსოსებთან სავარაუდო კავშირის შესახებ. ჩვენთვის ყურადსაღებია, რომ მსგავსი ჩვეულება არსებობდა საქართველოს მთის მოსახლეობაში, კერძოდ ხევსურეთში.
ტაციტუსის "ისტორიებში"(IV 83-84) და კლიმენტი ალექსანდრიელის "წარმართთა შეგონებაში" მოთხრობილია ეგვიპტელთა მიერ სერაპისის ქანდაკების სინოპიდან ალექსანდრიაში გადატანისა და მასთან დაკავშირებულ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ. ამავე საკითხზე ცნობას იძლევა პლუტარქე: "ხოლო პტოლემაიოს სოტერმა აღმართა პლუტონის დიდი ქანდაკება, რომელიც სინოპეში იყო''. სინოპიდან სერაპისის კულტის გადატანის საკითხს ეხება გერმანელი მკვლევარი მოვერსიც, რომელიც ფიქრობს, რომ სერაპისის კულტის სამშობლო სინოპი უნდა იყოს და აქედან არის გადასული იგი ეგვიპტესა და ბაბილონში. სერაპისის კულტის ალექსანდრიაში გადატანაზე საუბრობს ერნსტ შმიდტიც. მასაც სერაპისის სამშობლოდ მიაჩნია სინოპი.
"მეგალითური ნაგებობების მთელი არეალის ცენტრი არის კავკასია, სადაც მატრიარქალური თასის კულტის გავლენა-ქალური საწყისის სიმბოლო-ჩანს ქვის ქალების პოლოვეცკის ხანამდე. კავკასიელი ტიტანების მეგალითური არქიტექტურის აპოთეოზად იქცა ეგვიპტური პირამიდები".-ვ.ბოლოვი
"როგორც ბოლო დროს ჩატარებულმა სამთო-არქეოლოგიურმა და საბუნებისმეტყველო კვლევებმა აჩვენა, საქართველოში, კერძოდ ბოლნისის რაიონში, ადგილ საყდრისში, დადასტურდა ოქროს წარმოების უძველესი კერა მთელს ევრაზიაში, რომელიც მოძიებული მასალების მიხედვითა და ინტერდისცი პლინარული კვლევების შედეგად ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით თარიღდება. ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ აღმოჩენილია უძველესი ოქროს მოპოვებისათვის განკუთვნილი ყველა ის იარაღი, რომელიც განვითარებულ პრეისტორიულ ეტაპზე სამთო საქმიანობაში გამოიყენებოდა. საყდრისს, როგორც მიწისქვეშა გამონამუშევარს, გააჩნია ყველა კომპონენტი, რომელიც მას ძვ.წ. IV-III ათასწლეულების წინა აზიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის მსგავს ძეგლებთან აკავშირებს. საყდრისში მოპოვებული მტკვარ-არაქსის კულტურის ტიპიური კერამიკა და 14C-ის თარიღები ეჭვგარეშე აყენებენ მის ასეთ ადრეულ ასაკს. გამომდინარე აქედან, საყდრისი ერთ-ერთი უძველესი ოქროს მაღაროა მსოფლიოში.
საყდრისის გამონამუშევრები თითქმის ნახევარი ათასწლეულით უსწრებს წინ ეგვიპტის აღმოსავლეთ უდაბნოდან ცნობილ უძველეს ოქროს მაღაროებს. იგი უძველესი ძეგლია, სადაც პრესტიჟული ლითონის – ოქროს - სამთო წესით მოპოვების დეტალების შესწავლაა შესაძლებელი." (ირ.ღამბაშიძე, თ.შტოლნერი, ა.ჰაუპტმანი)
სამთო წესით ოქროს არც ეგვიპტეში მოიპოვებდნენ. ყველასთვის ცნობილია იქ აღმოჩენილი ოქროს ექსპონატების რაოდენობა. მკვლევართა ერთი მოსაზრებით, ეგვიპტელებს სილიანი ოქრო აღმოსავლეთით (სუდანის საზღვართან) არსებული უდაბნოდან გამოჰქონდათ ვირებით. იმის გამო რომ იქ წყალი არ იყო, მას ნილოსში რეცხავდნენ. რამდენად რეალურია 100-160 კილომეტრით მოშორებული უდაბნოდან სილის ტრანსპორტირება (ისიც მხოლოდ ვარაუდთ) ამ რაოდენობის ოქროს გამოსადნობად? სამთო წესით ოქროს მოპოვება მოგვიანებით ფიქსირდება-ჩვ.წ.აღ-მდე მე-XVI ს-ში. ეგვიპტელებს იმ დროს ოქრო უკვე ნუბიიდან(სუდანი) შემოჰქონდათ, სადაც აღმოჩენილია იმ დროისთვის არსებული ოქროს მაღაროები.
საყდრისის გამოკვლევა ითვალისწინებდა ოქროს შედარებით ანალიზს, რასაც განაპირობებდა არსებული მასალები. ბოხუმის სამთო უნივესიტეტში გაკეთდა ჰასან სუს (თანამედროვე თურქეთი) აღმოჩენილი ოქროს ხვიის ანალიზი. ოქროს ხვიებმა ზუსტად გაიმეორეს საყდრისის ოქროს გეოქიმიური შემადგენლობა. ასეთი შედეგი კი გახლდათ კიდევ ერთი მტკიცებულება უკვე არსებული ვარაუდებისა.
No comments:
Post a Comment