ანდროგინი-ანთროპომორფული, ორსქესიანი არსება, რომელსაც გააჩნია მამაკაცისა და ქალის სასქესო ორგანოები. ბერძნულ მითოლოგიაში ასეთი გახლავთ ჰემოფროდიტი-ჰერმესისა და აფროდიტეს შვილი, არაჩვეულებრივი სილამაზის ყმაწვილი. შეყვარებულ ნიმფას თხოვნით ღმერთებმა ის შერწყეს ჰემოფროდიტს ერთ, ორსქესიან არსებაში. ეგვიპტური მითის თანახმად, ღვთაება რას ჰქონდა ანდროგინული ბუნება, რომელიც შეერწყა საკუთარ თავს და გააჩინა სხვა ღმერთები, ადამიანები და სამყარო. ვედური ადიტები-ერთდროულად ღვთაებრივი ძროხა და ხარი, ღმერთების დედა და მამა. ცნობილია ასევე არდჰანარიშარვა-დუალისტური ღვთაება, ბრაჰმა და პრაკრიტი(მაია) შეერთებულნი. სკანდინავიური მითი სამყაროს შექმნაზე გვახსენებს, რომ პირველმა ქირურგმა იმირმა დამოუკიდებლად, თავად ჩაისახა და გააჩინა შვილები.
ანდროგინის სემანტიკას მივყავართ კოსმოგონიურ წარმოდგენასთან, დედამიწის (ქალური) და ცის (მამაკაცური) განუყოფლობაზე, პირველად ქაოსზე, ოქროს საუკუნეზე ადამიანთა ისტორიაში, როცა ბიბლიური ენით მათ არ იცოდნენ ცოდვით დაცემა. სხვა სიტყვებით, ანდროგინი-- სამყაროს საპირისპირო პრინციპების ბალანსი, აქტიურისა და პასიურის.
ოკულტურ ტრადიციაში ანდროგინი ადამიანის სულის ჰარმონიის, ასევე სიბრძნისა და უკვდავების სიმბოლოა. ასტროლოგიასა და ალქიმიაში ორსქესიანად ითვლება მერკური. თავად ასო მ-ს გააჩნია ანდროგინული ბუნება და განმარტებულია, როგორც წყლის საწყისი მდგომარეობა ანუ პირველადი ქაოსი.
ამრიგად, თითეული ჩვენგანი არის დიდი დაყოფის შედეგად მიღებული მეორე ნახევარი. ესაა მზისა და მთვარის ერთობა, მეფისა და დედოფლისა.
No comments:
Post a Comment