Friday, 28 April 2017

საიდუმლო ენა და საიდუმლო ნიშნები



უხსოვარი დროიდან გაუჩნდა ადამიანს სურვილი დაეფარა საკუთარი  აზრი.  სურვილი საკომუნიკაციო ენის შენიღბვისა დიდი იყო, იქნებოდა ეს წერითი თუ ზეპირი მეტყველება. ასე გაჩნდა ნაწერი ტექსტის დაშიფვრის სხვადასხვა ხერხი და სალაპარაკო ჟარგონი, იგივე არგო.

ფულკანელი თავის ნაშრომში "ტაძრების საიდუმლო" საუბრობს გოთური ეკლესიების ფარულ სიმბოლიკაზე როგორც ურთულეს და საგულდაგულოდ დაშიფრულ ალქიმიურ ცოდნაზე. გოთური ტაძრების სახელწოდებას არანაირად საერთო აქვთ გოთებთან. ეს გახლავთ კაბალისტურ, ფონეტიკური შიფრი, რომელმაც დროთა განმავლობაში დაკარგა საკრალური ხასიათი. არქიტექტურის გოთური სტილი არის შიფრი. ეს შიფრია ძველი არგო, სლენგი ცნობილი "მწვანე ენით" (langua verte). მწვანე გახლავთ ხელდასმის ფერი. ლინგვისტური თვალსაზრისით კი მისი ეტიმოლოგია არგოელი-დან მოდის. ფულკანელის აზრით ტაძრების არქიტექტურა დაკავშირებულია არა გოთებთან, არამედ არგოსთან. ტერმინ ჟარგონის ეტიმოლოგია უკავშირდება სიტყვა არგოს. არგოს ენა კი მნიშვნელოვნად განსხვავდება თანამედროვე გაგებით ჟარგონისგან-სლენგი, რომელიც ისევე ჟღერს როგორც ფრანგული "art gotique"-გოთური ხელოვნება. არგო გახლავთ საიდუმლო ენა, რომელიც შექმნილია სპეციალურად, რათა რომელიმე სოციალური ჯგუფის ენა გაუგებარი იყოს უცხოსთვის. ჟარგონში კი ჭარბობს მოცემული ჯგუფისთვის დამახასიათებელი გამოთქმები (ასე მაგ. ქურდული ჟარგონი).

ფულკანელი არგოზე მოსაუბრეებად მიიჩნევს არგონავტთა ჰერმეტულ მემკვიდრეებს. ოქროს საწმისის საძიებლად წასულნი  ერთმანეთში საუბრობდნენ მათთვის გასაგებ ენაზე, არგოულ ენაზე.
ავაჰმე, შვილო ჩემო, დადგება დღე როცა წმინდა იეროგლიფები  იქცევა უბრალო კერპებად. ქვეყნიერება მეცნიერების ნიშნებს შეცდომით მიიღებს ღმერთებად და დაადანაშაულებს ძველ ეგვიპტეს  ჯოჯოხეთის ურჩხულების თაყვანისცემაში. მაგრამ ის ვინც ასეთ ცილს დაგვწამებს, თავად ეთაყვანება სიკვდილს და არა სიცოცხლეს, სიგიჟეს და არა სიბრძნეს.   (ჰერმეს ტრისმეგისტოსი XXVII ჟ.შამპოლიონი, ძველი ეგვიპტე)
 ყველა ხელდასმული საუბრობს ჟარგონით, მათ შორის ქვის მთლელი მასონებიც. არგო რჩება უმცირესობის ენად, ვინც ცხოვრობს პირობითად დადგენილი ნორმების, ფორმებისა და სურათხატების გარეშე. სწორედ ასეთ ადამიანებს ეწოდება მზის შვილები. ფულკანელი ამ ენას უწოდებდა "ფილოსოფოსთა და დიპლომატთა ენას". ეს გახლავთ სულის ენა, რომელიც ავლენს ფარულ ჭეშმარიტებას. ამ ენაზე საუბრობდა ქრისტე თავის მოციქულებთან. ეს გახლავთ "ღმერთების ენა". არგო არის იმათი ენა  ვინც არ ემორჩილება საერთო კანონებს. ბაბილონის გოდოლის აგებამდე ხალხი ამ ენაზე საუბრობდა. ამის შემდეგ უმრავლესობამ ეს ენა დაივიწყა.

მსოფლიო რელიგიების უმეტესობა და ფილოსოფიური სისტემა უძველესი დროიდან ერთდროულად ავითარებს როგორც ეზოთერულ, ისე ეგზოთერულ სწავლებას. რაც ყველაზე კარგად ჩანს მათეს სახარებაში 13:10. სიტყვა ქვა გამოიყენება როგორც ქრისტიანულ, ისე ჰერმეტულ დოქტრინაში-ქვაკუთხედი, სიმონ-პეტრე (ბერძნულად ნიშნავს ქვას).
                            
                                                   შაგბოროს წარწერა                                                  
                                                   
მემორიალური ძეგლი შაგბორო მდებარეობს ინგლისში, ლორდ ლიჩფილდის კუთვნილ მამულში. ის  XVIII საუკუნეს განეკუთვნება. მემორიალი გახლავთ პუსენის ცნობილი ნახატის "არკადიელი მწყემსების" სკულპტურული ინტერპრეტაცია. მაგრამ მასზე ზოგიერთი დეტალი შეცვლილია. პუსენს ამ სიუჟეტზე ორი ვარიანტი ჰქონდა დახატული.




პუსენის ცნობილ სურათზე არკადიელი მწყემსები ათვალიერებენ საფლავის ქვას, რომელზეც წარწერა ლათინურადაა შესრულებული. ისინი ცდილობენ წარწერის გარჩევას-Et in Arcadia ego რაც ნიშნავს არკადიაშიც ვარ მე. ეს იმის მანიშნებელია, რომ სიკვდილი არკადიაშიცაა, მიუხედავად იმისა, რომ არკადიის მხარეს სამოთხეს ადარებდნენ ხოლმე. გამოსახულების თავზე ორი ქვის თავია-მომღიმარი მელოტი მამაკაცი, ასევე მამაკაცი თხის რქებით და წაგრძელებული ყურებით.


შაგბოროს ბარელიეფზე გამოსახულია პუსენის ნახატის მეორე ვარიანტის ასლი

 ბარელიეფის დაბლა ამოკვეთილია შემდეგი ასოები O U O S V A V V--D და M ასოებს შორის. D M შესაძლოა ნიშნავდეს Diis Manibus-ღვთის ხელი. ცენეტრალური აბრავიატურა გამოუცნობი რჩება. მისი გაშიფრვა ბევრმა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები. ზოგი მას მასონებს უკავშირებს, ზოგი ტამპლიერებს, წმინდა გრაალს და ა.შ. კოდის ამოხსნა 250 წელია ჯერ ვერავინ შეძლო, ჩარლზ დიკენსისა და ჩარლზ დარვინის ჩათვლით.                        


                                                       ვოინიჩის ხელნაწერი

ამ ხელნაწერში გამოყენებულია უნიკალური ანბანი. წიგნში 240 გვერდია, უცნობი ყვავილების, შიშველი ნიმფებისა და ასტროლოგიური სიმბოლოების ნახატებით.



პირველად ეს წიგნი გამოჩნდა XVI საუკუნეში, როცა წმინდა რომის იმპერატორმა რუდოლფ II-მ იყიდა პრაღაში 600 დუკატად უცნობი ვაჭრისგან. შემდეგ  ის სხვადსხვა ხელში  გადადიოდა. XVII საუკუნის ბოლოს კი გაქრა. ხელნაწერი კვლავ გამოჩნდა დაახლოებით 1912 წელს, როცა ის შეისყიდა ამერიკელმა ბუკინისტმა ვილფრიდ ვოინიჩმა. სწორედ მის სახელს ატარებს ახლა ხელნაწერი. ტექსტში თავისებურებებია, რაც არცერთი ენისთვისაა დამახასიათებელი. მეორე მხრივ, სიტყვების სიგრძე, ასოებისა და მარცვლების შეერთების ხერხი ჰგავს თამანედროვე ენებისთვის დამახასიათებელს.

არსებობს წიგნის შექმნის სხვადასხვა ვერსია. ერთი მათგანის მიხედვით, ის დაწერილია მკვდარ აცტეკურ ენაზე. მეორეს მიხედვით, კი ხელნაწერი მოგვითხრობს შუა საუკუნეების იტალიის საიდუმლო ტექნოლოგიებზე და შეიცავს ალქიმიურ ცოდნას, ავტორი უცნობია. რადიონახშირბადის ანალიზმა აჩვენა, რომ ხელნაწერი შესრულებულია 1404 და 1438 წლების შუალედში. მას უწოდეს ყველაზე გამოუცნობი ხელნაწერის სახელი.


                                                     "ტამან შუდის" საქმე

ტამან შუდი ანუ  სომერტონელი იდუმალი პიროვნების შემთხვევა. ეს გახლავთ გაუხსნელი სისხლის სამართლის საქმე უცნობი მოკლული მამაკაცის ფაქტზე. 1948 წელს, ავსტრალიის ქალაქ ადელაიდას სომერტონის სანაპიროზე აღმოაჩინეს მამაკაცის გვამი. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ სიკვდილი ბარბიტურატების(ფსიქოტროპული წამალი) მიღების შედეგად იყო გამოწვეული, მაგრამ ყველანაირი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ მოხერხდა მიცვალებული პიროვნების დადგენა.

 ამას გარდა, დიდი რეზონანსი გამოიწვია დაღუპულის  შარვლის საიდუმლო ჯიბეში აღმოჩენილმა ქაღალდის ნაგლეჯმა, რომელიც ამოხეული იყო ომარ ხაიმის წიგნის იშვიათი ეგზემპლარიდან. მასზე ეწერა მხოლოდ ორი სიტყვა ტამან შუდ.


პოლიციამ ძიების შედეგად მოიპოვა ომარ ხაიამის ლექსების კრებული, საიდანაც ეს ბოლო ფურცელი იყო ამოხეული. წიგნის მეორე მხარეს რამდენიმე სიტყვა ეწერა, რომელიც წააგავდა შიფრს. ყოველგვარი ცდა ტექსტის გაშიფვრისა უშედეგოდ დასრულდა. ამგვარად, ტამან შუდი ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობ და ჩახლართულ საქმედ ითვლება.


                             ჯორჯიის სახელმძღვანელო ქვები (Georgia Guidestones)


 მონუმენტი გრანიტისაა და მას ამერიკულ სთოუნჰენჯსაც კი უწოდებენ. ის აღმართულია 1979 წელს ელბერტ ქაუნთზე. ქვებზე წარწერები რვა ენაზეა შერულებული-ინგლისურ, ესპანურ, ჰინდის, ივრითის, არაბულ, ჩინურ, რუსულ, სუახილის ენებზე. ყოველი წარწერა შეიცავს "გონების საუკუნის" ახალი "ათი მცნებიდან" ერთ მცნებას.

თავად ძეგლი თითქოს არ შეიცავს დაშიფრულ ცნობებს, მაგრამ მისი დანიშნულება და წარმოშობა საიდუმლოებითაა მოცული.  მონუმენტი შექმნა პიროვნებამ, რომელიც მხოლოდ რ.კ ქრისტიანის ფსევდონიმითაა ცნობილი.

  ათ მცნებაში გვხვდება საკმაოდ სადავო მცნებაც. მაგალითად: " დედამიწის მოსახლეობის 500 000 000 რაოდენობის შენარჩუნება ბუნებასთან მუდმივი წონასწორობის  მიზნით. შეთქმულების თეორიების მოყვარულებს სწამთ, რომ მცნებები შეიმუშავა საიდუმლო საზოგადოებამ ახალი მსოფლიო წესრიგის შესაქმნელად.


                                                                      კრიპტოსი 


კრიპტოსი-სკულპტურა დაშიფრული ტექსტით, რომელიც მხატვარმა ჯიმ სანბორნმა შექმნა. სკულპტურა განთავსებულია ცენტრალური სადაზერვო სამმართველოს შტაბ-ბინის წინ ლენგლიში, ვირჯინიის შტატში. სკულპტურა 1990 წელს გაიხსნა, მაგრამ მას მერე მიმდინარეობს დისკუსია მასზე ამოტვიფრული ტექსტის დეშიფრირების ირგვლივ. ამდენი დროის გასვლის მიუხედავად  ტქსტის ამოხსნა ჯერ ვერავინ შეძლო. მსოფლიოს კრიპტოანალიტიკოსებმა ცსს თანამშრლობთან ერთად მხოლოდ სამი პირველი სექციის ამოხსნა შეძლეს.

ამოუხსნელი რჩება ბოლო ნაწილის 97 სიმბოლო, ცნობილი როგორც K4.  შიფრის ამოხსნათან დაკავშირებით სანბორნმა განაცხადა, რომ მან ყველა ღონე იხმარა, რომ მისი სიკვდილის შემდეგაც კი ვერავინ შეძლოს ამ თავსატეხის ამოხსნა.















                                                                                                                                                           
                                                                                                                                                                    

No comments:

Post a Comment