შვეიცარიის არქეოლოგებმა კვლევითი სამუშაოების დროს ბოდენის ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს მეგალითური ნაგებობების ნანგრევები, რომელიც 5500 წლისაა. ბოდენის ტბა სამი ქვეყნას ესაზღვრება: შევეიცარიას, გერმანიასა და ავსტრიას.
როგორც Ancient Origins იტყობინება, სამუშაოები შევეიცარიის ტურგაუს კანტონის არქეოლოგიურმა სამსახურმა ჩაატარა. ქვის "ხეივნები" აღმოაჩინეს წყლის ზედაპირიდან არც თუ ისე ღრმად 4,6 მ-ზე.
არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ ამ უცნაური ქვების ასაკი, რომელიც ნამდვილად ადამიანის ხელითაა დაწყობილი, 5500 წელია. ლოდები ფსკერზე განლაგებულია ერთამენთისგან თანაბარ მანძილზე. უფრო მეტიც, ისინი ბოდენის ტბის სანაპირო ზოლის გაყოლებაზეა. ამ ტბას შევეიცარიაში მეორენაირად კონსტანცა ჰქვია.
მეცნიერებს სჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება, რათა გაირკვეს ლოდები როგორ აღმოჩნდა იმ ადგილზე. არქეოლოგები იყენებენ 15 მ. გემს, სადაც დაყენებულია ექსკავატორი გრძელი მანიპულატორით. ამ "მექანიკური ხელის" დახმარებით იქნა მიღებული პირველადი მონაცემები ამ საიდუმლო ობიექტის შესასწავლად. ამავე დროს, მეცნიერები იყენებენ წყალქვეშა გეორადარსაც.
დაფიქსირდა ელექტრომაგნიტური იმპულსების მაღალი სიხშირე იმ ადგილზე, სადაც მდებარეობს ობიექტი. თავიდან ფიქრობდნენ, რომ ქვები გამყინვარების ხანაში, ბუნებრივი პროცესების შედეგად განლაგდა აქ.
ვარაუდობდნენ, რომ ქვების ასაკი 18 000 წელი იქნებოდა. მაგრამ, როგორც შემდეგ გაირკვა და მეცნიერულად დადასტურდა, ქვები ბუნებრივი წარმონაქმნი არაა, ის ადამიანის ხელითაა დალაგებული და განეკუთვნება ნეოლითის ხანას. მაშინ ტბის სანაპირო ზოლი უფრო დაბლა იყო და მეგალითები იდგა ნაპირთან.
ზოგიერთებმა მას უკვე "შევეიცარული სტოუნჰენჯიც" კი შეარქვეს. თუმც ის არაფრით ჰგავს ბრიტანულ არქეოლოგიურ ძეგლს. მკველვარებმა 170 ასეთი ქვა აღმოაჩინეს ტბაში. შესაძლოა ის უფრო მეტიცაა, მაგრამ უკვე აღმოჩენილი დაფარული იყო ლამის სქელი ფენის ქვეშ.
ფიქრობენ ობიქტი მსხვილი სამარხი კომპლექსი ან სალოცავი უნდა ყოფილიყო. არსებობს ასევე ვარაუდი, რომ ქვები ასრულებდა გზის მაჩვენებლის ფუნქციას. ობიექტის შესწავლა დიდხანს გაგრძელდება. სპეციალისტები იმდეოვნებენ, რომ ახალი არტეფაქტების აღმოჩენის მომსწრენი გახდებიან.
Your Affiliate Money Printing Machine is ready -
ReplyDeleteAnd earning money online using it is as simple as 1 . 2 . 3!
Here is how it all works...
STEP 1. Tell the system which affiliate products the system will promote
STEP 2. Add some PUSH BUTTON TRAFFIC (it LITERALLY takes 2 minutes)
STEP 3. Watch the system grow your list and sell your affiliate products all on it's own!
Do you want to start making money???
Click here to make money with the system