Showing posts with label უცნაური არტეფაქტები და აღმოჩენები არქეოლოგიაში. Show all posts
Showing posts with label უცნაური არტეფაქტები და აღმოჩენები არქეოლოგიაში. Show all posts

Monday, 20 February 2023

იაპონურ სამარხში დემონთა გამანადგურებელი 2.37 მ. ხმალი და სარკე აღმოაჩინეს

იაპონიაში, უძველესი სამარხის გათხრებისას, არქეოლოგებმა უშველებელი ფარის ფორმის ბრინჯაოს სარკე და 2, 37 მ. სიგრძის ხმალი აღმოაჩინეს. გათხრების შედეგები 25 იანვარს კაშიჰარას არქეოლოგიურ ინსტიტუტში გამოცხადდა. მას “უპრეცედენტო და გამაოგნებელი” უწოდეს, ვინაიდან ეს ხმალი ყველაზე დიდია აქამდე აღმოჩენილ ხმლებს შორის.

Sunday, 15 January 2023

რა საერთო აქვს ცნობილ “ლონდონის ქვას” ტროასთან

ლონდონის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე დევს კირქვის ლოდი, რომელსაც ჰქვია London Stone-ლონდონის ქვა. ლონდონელებისთვის ეს ქვა დიდი მნიშვნელობის მატარებელია. მას ბევრი გადმოცემა და მისტიკით მოსილი ლეგენდა უკავშირდება. საიდან გაჩნდა ეს ქვა და რატომ ითვლება ლონდონის სიმბლოდ?

ლონდონის ქვა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ ღირშესანშნაობად ითვლება. შესაძლოა გვერდი ისე აუარო, რომ არცკი მიაქციო მას ყურადღება. ქვა  სპეციალურად აგებულ ნიშაშია განთავსებული გისოსებს მიღმა. ხანდახან მას მუზეუმში გამოფენენ ხოლმე, მაგრამ შემდეგ ისევ უკან აბრუნებენ, ვინაიდან ძალიან ძველია. ქვა პირველად ნახსენებია ჯერ კიდევ მე-12 საუკუნის დოკუმენტებში. იმ დროს მასზე წერდნენ, როგორც უძველეს ორიენტირზე. ლონდონელებმა უძველესი დროიდან დაუკავშირეს ქვას ქალაქის ბევრი ტრადიცია. მისი დახმარებით შეეძლოთ სახლებისა და ტერიტორიის მითითება. ქვასთან ცხადდებოდა ხელისუფლების ბრძანებები, იდებოდა ხელშეკრულებები და ფიცი. ძველ დროს ქალაქის მერები ამ ქვასთან დებდნენ ფიცს, რის შემდეგ საკუთარ კვერთხს ურტყავდნენ მას. საოცარი დამთხვევის გამო, ლონდონის პირველი მერის ჰენრი დე ლონდსთოუნის გვარი ითარგმნა როგორც ლონდონის ქვა.

Tuesday, 3 January 2023

გალაქტიკური დისკი


"გალაქტიკური დისკი" გახლავთ უძველესი, უცნაური არტეფაქტი, რომლის წარმოშობის დადგენას ბევრი მკვლევარი ცდილობს. ეს ნივთი კვლავ საიდუმლოებითაა მოცული დღემდე.  ამ არტეფაქტმა ხელახლა გააჩინა კითხვა, თუ საიდანაა ადამიანთა რასა და წარმოადგენს თუ არა ერთადერთ ცივილიზაციას დედამიწაზე  და სამყაროში.

Tuesday, 20 December 2022

სთოუნჰენჯის მახლობლად ნაპოვნი ქვები ოქროს დასამუშავებელი იარაღი აღმოჩნდა

 

ყორღანი, სადაც ეს აღმოჩენა გაკეთდა მიახლოებით 3800 წლისაა. ის მდებარეობს ინგლისის სამხრეთით, სთოუნჰენჯის მახლობლად. ყორღანი აღმოაჩენეს 1801 წელს, მაგრამ მისი დაწვრილებით შესწავლა ახლახან განხორციელდა. სამარხში ორი ჩონჩხი იყო. ერთ მათგანი დაკრძალეს მწოლიარე, მეორე მჯდომარე მდგომარეობაში. პირველი დაკრძალული იყო ოფიციალურ თუ რიტუალურ სამოსში, რომელსაც მიმაგრებული ჰქონდა სხვადასხვა ცხოველის ძვლები, ასევე ტახის ეშვები, რომელთა მდებარეობის მიხედვით ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ ძვლები და ეშვები ოდესღაც მიმაგრებული იყო სამოსზე, მაგრამ ქსოვილის დაშლის შემდეგ დაცვივდა.

 


სპეციალისტები თვლიან, რომ ორივე მიცვალებული ერთდროულად არ დაუკრძალავთ. პირველი, უფრო მაღალი სტატუსის მატარებელი იყო ან სამანი, ან ლითონის მდნობელი. მეორეზე აზრის გამოთქმა უფრო გართულდა არტეფაქტების ნაკლებობის გამო.

Friday, 9 December 2022

თურქეთში სანტა-კლაუსის ანუ წმინდა ნიკოლოზის ნამდვილი სამარხი აღმოაჩინეს


ყველასთვის საყვარელი სანტა-კლაუსი მითოლოგიური პერსონაჟი გახლავთ. მაგრამ გამოგონილ, მხიარულ წმინდა ნიკოლოზს სული შთაბერა ნამდვილმა წმინდანმა ნიკოლოზმა, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსის ყინულოვან საფარზე კი არა, არამედ თანამედროვე სამხრეთ თურქეთის მიწაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. წმინდა ნიკოლოზი გარდაიცვალა ჩვ.წ.აღ-ის მე-4 საუკუნეში. ის იმავე ეკლესიაში დაკრძალეს სადაც მსახურებდა, ანტალიის პროვინციაში. 

სანტა-კლაუსის წინარე სახე ნიკოლოზი დაიბადა 270 წელს თანამედროვე თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, საპორტო ქალაქ პატარაში. იმ დროს ეს ტერიტორია რომის იმპერიის მმართველობის ქვეშ გახლდათ. ნიკოლოზი და მისი ოჯახი როგორც ერთგული ქრისტიანები რომის იმპერიის ქვეშევრდომნი იყვნენ. მომავალი წმინდანი მდიდარი და გავლენიანი ოჯახიშვილი იყო. დედ-მამა ძალიან ადრე დაეხოცა, ეპიდემიამ იმსხვერპლა. ნაცვლად იმისა, მემკვიდრეობით მიღებული ფული თავად მოეხმარა, ნიკოლოზმა ქონება დაარიგა და ცხოვრება ღარიბთა და ავადმყოფთა მსახურებას მიუძღვნა. უფრო მეტად ღარიბ ბავშვებსა და უსახლკარო ოჯახებს ეხმარებოდა მალულად და საჩუქრებს ურიგებდა. ისე გაუვარდა სახელი, რომ  ბავშვებმა წინდებისა და ფეხსაცმელების ჩამოკიდება დაიწყეს იმ იმედით, რომ ნიკოლოზი მათთანაც მივიდოდა და საჩუქრებით შეავსებდა, რასაც ხშირად  უსრულებდა კიდეც.

ჯერ ისევ ყმაწვილკაცი აკურთხეს ნიკოლოზი მირას ეპისკოპოსად. მის ხელგაშლილობას დიდი ძალა ჰქონდა და ხალხში აღფრთოვანებას იწვევდა. 343 წლის 6 დეკემბერს წმინდანის გარდაცვალების მერე, მალევე წესად შემოიღეს ამ დღეს, მის სახელზე  ბავშვების დასაჩუქრება. რეფორმაციის შემდეგ საჩუქრების გაცემის დღე გადაიტანეს დეკემბრის ბოლოს, რამაც შექმნა ქრისტეს დაბადების თარიღთან ამ დღის ასოციაცია. წმინდა ნიკოლოზის სახელთან დაკავშირებული ქველმოქმედება შემოინახა სანტა-კლაუსმა, რომელიც იქცა განუზომლად გულუხვი პერსონაჟის მითოლოგიურ  განსახიერებად.

წმინდა ნიკოლოზის საფლავი მირაში მომლოცველებში დიდი პოპულარულარობით სარგებლობდა. ამ რეგიონში ხშირი იყო ომები და თავდასხმები მუსლიმთა მხრიდან. ქრისტიანები შიშობდნენ, რომ განსასვენებლის ადგილს თავს დაესხმოდნენ და მისი მონახულება გაჭირდებოდა. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, 1087 წელს გავლენიანმა ვაჭართა ჯგუფმა ყველა ღონე იხმარა და ნეშთი გადაიტანა იტალიის ქალაქ ბარიში, სადაც ის როგორც ვიცით დღემდე ინახება. მისთვის სპეციალურად ააგეს ბაზილიკა და წელიწადში ერთხელ 9 მაისს, გადმოსვენების დღეს წმინდა ნაწილებს საფლავიდან იღებენ.



მრავალსაუკუნოვანი სპეკულაციებისა და ათეულობით წლის ძიების შემდეგ, თურქეთის არქეოლოგთა ჯგუფმა გააკეთა განცხადება, რომ  აღმოაჩინეს წმინდა ნიკოლოზის საფლავის ზუსტი მდებარეობა ძველი, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის იატაკქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელობის ახლანდელი ეკლესია ჩვ.წ.აღ-ის 520 წელსაა აგებული, ის დაშენებულია ძველ ეკლსიაზე.
  


ამგვარად, გაირკვა, რომ ერთმანეთზე დადგმული ორი სართულის ქვემოთ უნდა ყოფილიყო დაკრძალული წმინდა ნიკოლოზის ცხედარი. თურქ არქეოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, სარკოფაგი სავარაუდოდ სპეციალურ ადგილზე უნდა მდგარიყო და ასეთად მათ მიიჩნიეს ის კედელი, რომელზეც ფრესკაა იესოს გამოსახულებით. ფრესკაზე იესოს მარცხენა ხელში უჭირავს ბიბლია და მარჯვენა ხელით იძლევა კურთხევას.



ბოლო გათხრების დროს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძველი ეკლესიის იატაკი და საძირკველი. ამისთვის დიდი სამუშაო ჩატარდა. ადგილი უზარმაზარი მოცულობის სილისა და შლამისგან გაიწმინდა, ვინაიდან ძველი ეკლესია დაანგრია შუა საუკუნეებში მოვარდნილმა წყალდიდობამ. რის გამოც იმ დროს აუცილებელი გახდა ახალი ეკლესიის აშენება იმავე ადგილზე. ეს სწორედ ის იატაკია, სადაც დააბიჯებდა წმინდა ნიკოლოზი. შემონახულია მისი სარკოფაგიც.



მე-6 საუკუნემდელი იატაკი მარმარილოს ფილებით მოზაიკურად იყო დაგებული. ერთ-ერთ ფილაზე გაკეთებული იყო ბერძნული წარწერა-"მოწყალება". არქელოგების აზრით, წარწერა სპეციალურად, წმინდა ნიკოლოზის საფლავის მდებარეობის ზუსტი მინიშნებისთვის იყო გაკეთებული სწორედ იმ ადგილზე, სადაც ის ლოცულობდა ხოლმე. ეკლესია ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით საოცრად ჰგავს მაცხოვრის საფლავის ტაძარს იერუსალიმში. ორივე ტაძრის გუმბათი ღიაა და დაუსრულებელი.

2017 წელს ჩატარებული ელოქტრონული სკანირებით აღმოჩნდა ცარიელი სივრცეები ძველი ეკლესიის იატაკსა და მის საძირკველს შორის. სწორედ ამ ერთ-ერთ ცარიელ სივრცეში უნდა ყოფილიყო წმინდა ნიკოლოზის ნეშთი და სარკოფაგი. ანტალიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის რეგიონალურმა საბჭომ განაცხადა, რომ ხუთი წლის დაუღალავი შრომის შედეგად აღმოაჩინეს წმინდა ნიკოლოზის საფლავის ნამდვილი ადგილმდებარეობა. თურქმა არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ წმინდანის ნაწილები არა ბარიში, არამედ დემრეშია, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, ვინაიდან იქ კიდევ ერთი სარკოფაგი აღმოჩნდა, რომელიც მე-4 საუკუნით თარიღდება, სადაც მათივე თქმით ასვენია წმინდანი.

ბარის უნივერსიტეტის ანატომიის პროფესორმა1957 წელს წმინდანის ნეშტს გადაუღო სურათები და მათი საშუალებით დახატა პორტრეტი. 2004 წელს სახის ანთროპოლოგ-რეკონსტრუქტორმა სცადა წმინდანის სახის შექმნა და ამისთვის კომპიუტერული დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდი და 1957 წელს შეგროვილი მასალა გამოიყენა. კომპიუტერული რეკონსტრუქციის შედეგი ჩანს ფოტოზე.



ზოგიერთ ისტორიკოსს კი მიაჩნია, რომ ბარიში წმინდანის ნეშთის გადატანის მთელი ისტორია მე-11 საუკუნეში მოლოცვის ახალი ცენტრის რეკლამირების ხერხი იყო. “დღესდღეობით ბარიში არაფერი ამტკიცებს იმას, რომ იქ დასვენებული ძვლები ნამდვილად ეპისკოპოს ნიკოლოზს ეკუთვნის.”-ამბობს სaმხრეთ კალორინის უნივერსიტეტის ისტორიის, რელიგიის, ხელოვნების პროფესორი ლიზა ბიტელი.

მაინც რა ხნის უნდა იყოს სანტა-კლაუსის ახლანდელი გარეგნული იერი? ზოგიერთის აზრით, სანტა-კლაუსის გარეგნობა უნდა უმადლოდეს კლიმენტი კლარკ მურის ლექსს “წმინდა ნიკოლოზის სტუმრობას”, რომელიც ახლა ცნობილია უფრო “შობის წინა ღამის” სახელწოდებით. ამ ლექსში წარმოდგენილია სანტას ბევრი თანამედროვე ატრიბუტი, ისეთი როგორიცაა: ციგაზე მოსრიალე სანტა, რომელიც სახურავზე ეშვება და საკვამურიდან ჩადის სათამაშოებით სავსე ჩანთით. წმინდა ნიკოლოზი აღწერილია როგორც “პუტკუნა და ბუნჩულა,  მხიარული, ღიპუცა მოხუცი ელფი.” მიუხედავად ყველაფრისა, მინიატურული ციგა და პაწაწა ჩრდილოეთის ირემი, მაინც მიანიშნებს იმაზე, რომ ის მინიატურულია. სანტა-კლაუსი პოპულარული გახდა ტელევიზებით, ფილმებით და საბავშვო მოთხრობების კრებულებით. ზოგს არ მოსწონს შობაზე საჩუქრების ჩუქების იდეა, მიაჩნია, რომ მდიდრული დღესასწაულები არ შეესაბამება რწმენას და სანტა-კლაუსი იქცა მატერიალიზმის სიმბოლოდ. სხვები კი თვლიან, რომ სანტა-კლაუსი აგრძელებს წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებისა და საქმეების პატივისცემას, ადამიანის, რომელიც უყვარდათ მისი ქველმოქმედებისა და სიკეთის გამო.






.






Thursday, 1 December 2022

ბასკეთში აღმოჩენილია ბრინჯაოს ხელი პროტოიბერიულ-ბასკური წარწერით

 


სულ ახლახან, ბასკეთში, ნავარას პროვინციაში, სოფელ ირულეგთან აღმოაჩინეს ბრინჯაოს მარჯვენა ხელის მტევანი, რომელზეც განთავსებულია 40 ასო. სპეციალისტთა აზრით, დამწერლობა სავარაუდოდ პროტოიბერიულ-ბასკური უნდა იყოს.  მიაჩნიათ, რომ აღმოჩენა ისტორიულია, ვინაიდან  განეკუთვნება რომაელებამდელ ხანას და ბასკურ ენაზეა შესრულებული. ეს დასტურდება პირველივე სიტყვით "სორიონეკუ",  რაც ბასკურად "წარმატებას" ნიშნავს. ანბანი მსგავსებას ავლენს იბერიულ დამწერლობასთან.

Thursday, 16 December 2021

გამოუცნობი გოლიათები ამერიკის კონტინენტზე

 
ამერიკის ტერიტორიაზე მოპოვებული გოლიათთა ნაშთების რუკა (შეადგინა კ.ჰოლმა) 
 

უძველესი დროიდან ყველა კულტურაში დადიოდა ლეგენდები გოლიათებზე, რომლებსაც ჩვენი შორეული წინაპრები ხედავდნენ და თაყვანსაც სცემდნენ როგორც ღმერთებს. მათზე საუბარია ბიბლიაშიც, მაგრამ ისინი, როგორც ჩანს, დროში გაუჩინარდნენ და ახლა მათზე მოარულ ამბებს მითებად ყვებიან. 

არსებობდა თუ არა ნამდვილად გოლიათთა რასა? ამის შესახებ ბევრი თეორია და სავარაუდო მტკიცებულება არსებობდა, რომელსაც დროდადრო გათხრების დროს მიწიდან იღებდნენ ჩონჩხის სახით. ამ ჩონჩხებიდან არცერთს მოუღწევია ჩვენამდე ამა თუ იმ მიზეზის გამო, ან მალავდნენ მუზეუმების სარდაფებში.

Thursday, 17 June 2021

სპარსეთის ყურეში აღმოჩნდა დაკარგული ცივილიზაციის ნაშთები


ძველი მითებიდან ვგებულობთ ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში მომხდარი წარღვნის შესახებ. ამასვე  იმეორებს ბიბლიაც. სწორედ ბიბლიაშია ნახსენები ნოეს კიდობანი, რომლის აგების მიზანი გახლდათ კაცობრიობის მომავლის გადარჩენა.

არქეოლოგებისა და ანთროპოლოგების აზრით, სპარსეთის ყურის ზონაში წყლით დაიფარა ოდესღაც ნაყოფიერი მიწები, სადაც სავარაუდოდ 75-100 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ ადამიანები აფრიკის კონტინენტს იქით.

Friday, 28 May 2021

სტამბულში აღმოჩნდა ისტორიამდელი სამარხები რუნული წარწერებით


 თურქეთში არქეოლოგებმა სტამბულის ყველაზე  მოძრავ მოედანზე, სადაც მიმდინარეობს მეტროს ახალი სადგურის მშენებლობა, აღმოაჩინეს ათობით ისტორიამდელი სამარხი. 

ისტორიამდელი სამარხი მშენებლობის ადგილზე მდებარეობს. არქეოლოგობი ამ ადგილზე 2016 წლიდან მუშაობენ. მათი მოვალეობაა არქეოლოგიური ძეგლების მოძიება და ამ ძეგლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

Friday, 21 May 2021

სამყაროს უძველესი რუკა


მრავალი წლის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ შრი-ლანკას უძველეს ქალაქ ანურადჰაფურში მდებარე კლდეზე ამოუცნობი გამოსახულება უნდა ყოფილიყო უძველესი ვარსკვლავური ჭიშკარი, რომლის გავლით ძველი ცივილიზაციების წარმომადგენლები მოგზაურობდნენ სამყაროს სხვა ადგილებში.

ეს ადგილი ცნობილია როგორც რაჯარათა (მეფეთა მიწა), რომელიც კუნძულზე დაარსებული პირველი სამეფო გახლდათ (377 წ.ჩვ.წ.აღ-მდე) და  მდებარეობს შრი-ლანკას ბუდისტური ცივილიზაციის ცენტრში. ამ ადგილს უამრავი ადამიანი სტუმრობს. ის იზიდავს მომლოცველებს უძველესი ბუდისტური ტაძრებით.

Wednesday, 19 May 2021

კლდეზე წარმოქმნილი უცნაური ქვის კვერცხები


 ჩინეთის ერთ-ერთ სოფელში კლდეზე გამოუცნობი მიზეზით ჩნდება კვერცხის ფორმის 20-40 სმ-ის ზომის ქვის წარმონაქმნები. ადგილობრივთა თქმით ჩან დიანის კლდე 6 მ-ის სიმაღლისაა. მასზე, ყოველ 30 წელიწადში ერთხელ, ჩნდება ქვის კვერცხის ფორმის ბურთულები და ცვივა მიწაზე.

Tuesday, 18 May 2021

ორთავიანი გოლიათი "კაპ-დვა"_საიდუმლოებით მოცული მუმია


 ძველ ტექსტებში საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ვაწყდებით იმის შესახებ, რომ დედამიწაზე ცხოვრობდნენ გოლიათები. მსგავს ინფორმაციას გვაწვდის თავად ბიბლიაც, სადაც საუბარია "ღვთისშვილ" გოლიათ ნეფილიმებზე. მაგრამ იშვიათად თუ ვინმეს სმენია პატაგონიის 3,5 მ. ორთავიანი გოლიათის შესახებ. ამ გოლიათის მუმიას მეცნიერებმა სახელად "კაპ-დვა" შეარქვეს.

Sunday, 16 May 2021

ყველაზე უცნაური გრაგნილები, კოდექსები და უძველესი წიგნები ისტორიაში

მენდოსას კოდექსი

კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში დაწყებული პირველი იეროგლიფებიდან და ასოებიდან, დასრულებული თანამედროვე ფილოსოფიური ტრაქტატებით, ადამიანი იყენებდა დამწერლობას აზრის გამოსახატავად სხვადასხვა საკითხზე. ზოგიერთი წიგნი-დიდი რთული ტრაქტატებია, რომელიც არ ექვემდებარება გაშიფვრას დღესაც კი. ზოგის წარმოშობა გაურკვევლია, ზოგის-შინაარსი. ლიტერატურის ჩასახვის დროიდან კაცობრიობამ დააგროვა უამრავი ისეთი ნაწარმოები, რომელიც დღემდე აოცებს მეცნიერებს.

მენდოსას კოდექსი-აცტეკთა ილუსტრირებული კოდექსი, რომელიც დაიწერა დაახლოებით 1541 წელს. მასში დაწვრილებით არიან აღწერილი აცტეკები და მათი მმართველები, ცხოვრების ფორმა, კულტურა და ბევრი სხვა რამ.

Saturday, 15 May 2021

ძველ ბუდისტურ მონასტერში აღმოჩნდა საიდუმლო ბიბლიოთეკა


პეკინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ძველი ბუდისტური მონასტერი. სწორედ აქ, მიწისქვეშა საცავში საუკუნეების განმავლობაში ბერები ინახავდნენ ქვის ფილებს, რომელზეც ამოტვიფრული იყო იეროგლიფური წარწერები. ბუდისტი ბერები დარწმუნებული არიან, რომ ამ ფილებზე ინახება კაცობრიობის მომავალი, ჩვენი ცივილიზაციის არსებობის უკანასკნელ დღემდე.

საიდუმლო მიწისქვეშეთში მხოლოდ გერმანელი მეცნიერი ლოტარ ლედეროზე შეუშვეს- აღმოსავლეთ აზიის ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი ჰაიდელბერგის უნივესიტეტში. მან მოახერხა უძველესი ტექსტების ნაწილობრივ გაშიფრვა. თავის ჩანაწერებში მეცნიერი აღნიშნავდა, რომ სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი ვერ აღმოაჩინა. ტექსტების უმეტესი ნაწილი ბიოგრაფიულ ხასიათს ატარებდა და ეძღვნებოდა მონასტრის დამფუძნებლის საქმიანობას.

Wednesday, 21 April 2021

რა ნახეს უძველესი დედოფლის სამარხში


ზოგ უძველეს საზოგადოებაში სახელმწიფოს მართვა სრულიად შესაძლებელია ყოფილიყო ქალის ხელში. ასე ფიქრობენ ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ესპანელი არქეოლოგები. ამაზე მიუთითებს ქალის ნეშთი, რომელიც, სამარხში მოპოვებული ინვენტარის გათვალისწინებით, იყო მმართველი თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიაზე 4000 წლის წინ.

ელ-არგარის კულტურა არსებობდა 1800-1550 წ. ჩვ.წ.აღ-მდე ევროპის ტერიტორიაზე, ძირითადად იბერიის ნახევარკუნძულზე. ელ-არგარი ბრინჯაოს ხანის დასაწყისში იყო ბრინჯაოს წარმოების ცენტრი. დღემდე შემორჩენილია ამ ხანის ნაგებობები და სამარხები.

Thursday, 15 April 2021

ეკვადორში აღმოჩენილია გოლიათთა ჩონჩხები


 ეკვადორი უცნაური აღმოჩენტების ცენტრად იქცა. ბოლო დროის ერთ-ერთი პოპულარული აღმოჩენა გახლავთ დაკარგული გოლიათთა ქალაქი, რომელიც მკვლევართა ჯგუფმა ნახა  ჯუნგლებში. ადრე ხალხი პოულობდა უზარმაზარ ჩონჩხებს ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე. სამხრეთში, პერუს საზღვართან ხშირად აწყდებოდნენ უცნაურ ნივთებს. ამ შემთხვევაში სპეციალისტებმა ნახეს ადამიანისმაგვარი დიდი ზომის  უზარმაზარი ძვლები და ჩონჩხები.

Wednesday, 14 April 2021

მივიწყებული შუმერული რუკა_პლანისფერა და ბიბლიური სოდომ-გომორი


ბიბლიური ისტორია, რომელიც  5 ათასი წლის წინ ქალაქ სოდომისა და გომორის განადგურებას გვიამბობს, მოულოდნელად დაადასტურა ძველმა შუმერულმა თიხის ფირფიტამ. შუმერული ფირფიტა-პლანისფერა მეცნიერებს 150 წლის განმავლობაში ურევდა თავგზას. ფირფიტაზე ფაქტობრივი მხილველის მიერ ძველი ასტეროიდის ჩამოვარდნის აღწერაა, რამაც მიწასთან გაასწორა სოდომი და გომორი, შეიწირა ათასობით ადამიანი და გამოიწვია 600 000 კვ.კმ. ტერიტორიის განადგურება.

ასტეროიდის შეჯახებამ და მისგან გამოწვეულმა შედეგებმა მიიღო "კეფელსის მოვლენის" სახელი. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სწორედ ამ მოვლენას მოჰყვა კატასტროფული შედეგები.

Monday, 5 April 2021

2039 წელს მექსიკაში გამოშვებული მონეტა უცნაურ თეორიებს ბადებს


კარგა ხნის განმავლობაში ალტერნატიულ  სამყაროებს იყენებდნენ რომანებისა და ფილმების სიუჟეტად. ამიტომ ყოველთვის ისმებოდა კითხვა: როგორია ცხოვრება პარალელურ სამყაროში? მეცნიერები მუდმივად იკვლევენ ალტერნატიული რეალობის პოტენციალს.

მათ წამოაყენეს მრავალი თეორია. ზოგიერთს მართლაც გააჩნია რეალური მტკიცებულებები. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალტერნატიული თეორია გახლავთ სიმების თეორია. ამ თეორიის თანახმად, ჩვენ ვცხოვრობთ ცხრაგანზომილებიან მულტისამყაროში, რომელთაგან ჩვენ მხოლოდ სამს  ვხედავთ, ვინაიდან სამ განზომილებაში ვარსებობთ. მაგრამ რა მოხდება თუკი ვინმე მაინც აღმოაჩენს პარალელური სამყაროების არსებობის მტკიცებულებას?

Thursday, 1 April 2021

იბერთა სამარხში მოპოვებული 5000 წლის ბროლის ხმალი


უამრავი ისტორიამდელი ცივილიზაციის იარაღი აღმოჩენილა არქეოლოგიის ისტორიის განმავლობაში. მათი უმეტესობა ქვისგან იყო დამზადებული. მაგრამ ესპანეთში მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა არაჩვეულებრივი  მთის ბროლის იარაღი. იარაღი ჩვ.წ. აღ-მდე 3000 წლით დათარიღდა. ნივთებს შორისაა საოცარი ოსტატობით დამზადებული ბროლის ხანჯალი.

Wednesday, 31 March 2021

ისრაელში ბიბლიიდან ცნობილ გოლიათის ქალაქს მიაკვლიეს


 ისრაელში მორიგი გათხრების დროს თელ ეს-საფის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს გიგანტური ქალაქის ნანგრევები, რომელიც თარიღდება ჩვ.წ.აღ-მდე მე-10, 9 საკუნეებით. როგორც Jerusalem Post იტყობინება, გათხრები ჩატარდა ძველ ქალაქ გეთში, სადაც  როგორც ფიქრობენ დაიბადა დავითთან მებრძოლი, ლეგენდარული ბიბლიური გოლიათი.