Showing posts with label საიდუმლო საზოგადოებები და ორდენები. Show all posts
Showing posts with label საიდუმლო საზოგადოებები და ორდენები. Show all posts

Tuesday, 2 November 2021

სუფისტ-დერვიშთა ორდენები


 აზიის დასავლეთში არსებობს უამრავი მისტიკური სექტა, რომელიც ჩაისახა ისლამში. მათში ყველაზე ცნობილია  დერვიშთა ორდენები. დერვიშთა საძმოში არსებობს თორმეტი მთავარი ორდენი. ყოველი ორდენში სათავეში დგას მასწავლებელი, რომლის მიმართ ყველა ერთგულებას გამოთქვამს. ორდენის წევრად მიღებისას ტარდება ინიციაციის რიტუალი. დერვიშთა სულიერ საძმოებს დიდი პატივისცემით ეპყრობიან. დერვიშებად ითვლებიან ისინი, ვისაც ზებუნებრივი უნარები გააჩნიათ და მათ მიმართავენ თხოვნით, კითხვებით, რომლის გადაწყვეტას სჭირდება განვითარებული ინტუიცია.

Sunday, 31 October 2021

საიდუმლო საზოგადოება "ტულე"


1918 წელს მიუნჰენში შეიქმნა ოკულტურ-პოლიტიკური საზოგადოება ტულე, რომლის მიზანი გერმანული სიძველეების შესწავლა გახლდათ. სწორედ მას უკავშირდება მესამე რაიხის იდეოლოგიის საწყისი. ამ საზოგადოებასთან დაკავშირებულმა პირებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი გერმანიის მუშათა პარტიის შექმნაში, რომელიც შემდეგ იქცა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურ მუშათა პარტიად. ნაცისტთა მისალმება ზიგ ჰაილ პირველად გამოიყენეს საზოგადოება ტულეში. ტულე თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც გერმანული ორდენი.

სახელწოდება ტულე დაკავშირებულია ბერძნული ლეგენდებიდან ცნობილ მითიურ ჩრდილოეთის ქვეყანასთან ჰიპორბორეა. ნაცისტი მისტიკოსების აზრით, ტულე იყო ჰიპორბორეის დედაქალაქი, რომელიც მდებარეობდა უკიდურეს ჩრდილოეთში.

Saturday, 19 September 2020

ჩინეთის საიდუმლო საზოგადოებები

 


ჩინეთში უხსოვარი დროიდან არსებობდა საიდუმლო საზოგადოებები, ამასთან ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში რჩეულთა ეს ჯგუფები ასრულებდნენ სხვადასხვა როლს. თუკი რომელიღაც ასწლეულში მათი მთავარი საზრუნავი ძირითადად იყო სულიერი სფერო, სხვა დროს მათი ყურადღება მიპყრობილი იყო მხოლოდ პოლიტიკაზე. ამ საზოგადოებების წევრები ხდებოდნენ სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. ისინი ყოველთვის იცავდნენ ღირსებას, ჭეშმარიტებას და სიწმინდეს.

ყველაზე ცნობილ საიდუმლო საძმოდ ჩინეთში ითვლება საზოგადოება ხუნი, რომელიც დღემდე არსებობს. ბოლო მონაცემებით უფრო მეტ პოპულარობას იძენს. გადმოცემით, ეს საზოგადოება შეიქმნა ჩვ.წ.აღ-ის მე-3 საუკუნეში. საზოგადოება აღმოჩნდა ჩართული ბევრ პოლიტიკურ ინტრიგასა და ამბოხში, ვინაიდან ყოველთვის იცავდა ღარიბთა უფლებებს. ისინი ხშირად  ესხმოდნენ თავს იმპერიის კორუფციას. ხელისუფლება ყველა საშუალებას იყენებდა, რომ გაენადგურებინა ეს საზოგადოება. წევრებზე ძებნას აცხადებდნენ, დაჭერის შემთხვევაში სჯიდნენ. არაერთხელ გამოცხადდა, რომ ორდენი აღარ არსებობს, მაგრამ ის ფენიქსივით აღდგებოდა ხოლმე ფერფლიდან.

Thursday, 17 September 2020

ასასინები_მკვლელთა საიდუმლო ორდენი


ორასი წელი (XI-XIII ს.) ფანატიკოს მუსულმანთა ორდენი "ასასინები" მთელ ახლო აღმოსავლეთს შიშის ზარს სცემდა თავისი სისასტიკითა და აკრძალვების არარსებობით. მათი მომსახურებით სარგებლობდნენ არამარტო აღმოსავლეთის მონარქთა ოჯახები, არამედ მთელი ევროპა. ასასინთა ორდენის დამფუძნებელი გახლდათ ჰასან იბნ საბაჰი, ზედმეტსახელად "მთის უხუცესი". დაიბადა საბაჰი შიიტთა ოჯახში, კაიროში სწავლის დასრულების შემდეგ გადავიდა შიიტ ნიზარითთა რადიკალურ სწავლებაზე. მასთან ერთად სწავლობდა ომარ ჰაიამი და ნიზამ ალ-მულკი-ვეზირი სელჯუკთა იმპერიაში.

სწორედ ნიზამ ალ-მულკიდან იწყება ასასინ მკვლელთა ისტორია. ყოფილი ამხანაგი იქცა პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ და ჰასანმა მოიშორა ის. ალ მულკს მიუგზავნეს დერვიშად გადაცმული მკვლელი. ვეზირი მოკლეს საკუთარ სასახლეში დაცვისა და უამრავი მოწმის თვალწინ. მიზეზი ამ მკვლელობისა გახდა ნიზამ ალ-მულკის ბრძანება ისმაილიტთა მუეძინის დასჯის შესახებ. შეურაცხყოფილი ასასინები მიადგნენ ალამუთს, საბაჰი სახურავზე გამოჩნდა კვერთხის ქნევით და დაიძახა: "ამ ეშმაკის სიკვდილი ანაზღაურდება სამოთხეში ნეტარებით." ასეთი "დალოცვის" შემდეგ, ვეზირს დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა. ალ მულკის მკვლელი დაცვამ დაგლიჯა, ასასინებმა კი სასახლე გადაწვეს. საბაჰი საკმაოდ ჭკვიანი კაცი იყო და მიხვდა, მტერი რომ დააშინო, სულაც არაა საჭირო ჯარის შენახვა, საკმარისია ტერორისტ-ფანატიკოსები გყავდეს.

Wednesday, 2 September 2020

დრუიდები და მათი საიდუმლო ორგანიზაცია (ნაწილი II )


დრუიდთა ტაძრები და სხვა რელიგიური თაყვანისცემის ადგილები არ ჰგავდა სხვა ხალხის მსგავს ადგილებს. რიტუალების უმეტესობა ტარდებოდა ღამით მუხნარში ან გაშლილ ადგილებზე დიდი ლოდებისგან შექმნილ საკურთხეველთან. ყველაზე ცნობილი ამ საკურთხევლებიდან გახლავთ სტოუნჰენჯის წრიული ქვები. სავარაუდოდ, ის ასტრონომიული ცოდნის საფუძველზეა შექმნილი.


ელიფას ლევის თქმით, დრუიდები თავშეკავებულად ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ ბუნების მეცნიერებებს, უპირატესობას ანიჭებდნენ იდუმალებას და იღებდნენ ახალ წევრებს ხანგრძლივი გამოსაცდელი ვადის შემდეგ. ორდენის წევრთა უმეტესობა ცხოვრობდა  მონასტრის მსგავს საცხოვრებელში, ერთიანდებოდნენ ასკეტთა ჯგუფებად, როგორც ამას აკეთებდნენ აღმოსავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ მათგან არავინ მოითხოვდა ქორწინებაზე უარის თქმას, მაინც ცოტანი თუ იყვნენ დაქორწინებული. ბევრი დრუიდი განდეგილობდა და ცხოვრობდა გამოქვაბულში, ქოხში და ქვის სახლში. ისინი ლოცულობდნენ, ფიქრობდნენ და ჭვრეტდნენ. გარეთ გამოდიოდნენ მხოლოდ რელიგიური რიტუალების შესასრულებლად.

დრუიდები და მათი საიდუმლო ორგანიზაცია (ნაწილი I)


სიტყვა დრუიდის ეტიმოლოგიაზე ჯერაც მიმდინარეობს დისკუსია და ბოლომდე არ არის გარკვეული. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ის ახლოს უნდა იყოს ირლანდიურ სიტყვა დრუის-თან, რაც "მუხის ადამიანებს" ნიშნავს. ეს თვალსაზრისი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ტყისა და ხის ღმერთებს საბერძნეთში უწოდებდნენ დრიადამებს. ზოგს მიაჩნია, რომ ეს სიტყვა ახლოს დგას გალურ სიტყვა დრუიდჰთან, რაც ბრძენს ან ჯადოქარს ნიშნავს.

დრუიდი-ტყეების მკვიდრი ჰარმონიულად თანაცხოვრობდა ბუნებასთან. მათ ეკრძალებოდათ ლითონის იარაღის ხმარება. თანამედროვე ისტორიკოსების, არქეოლოგების და კულტუროლოგების აზრით დრუიდები სათავეს უნდა იღებდნენ დრავიდებისგან, ასევე ჰერმესის მოწაფეებისა და კიდევ უფრო ძველი შუმერ-ასირიელი ქურუმებისგან. დრუიდთა წეს-ჩვეულებებში ჩანს ცეცხლის თაყვანისცემა როგორც ზებუნებრივი და ადამიანის ცხოვრებაზე გავლენის მქონე. მათ სწამდათ კვამლის ზებუნებრივი ძალის, თვალყურს ადევნებდნენ რომელ მხარეს გაეფინებოდა კვამლი და ამის მიხედვით წინასწარმეტყველებდნენ მოსავლის ავკარგიანობას. მთავარი კვამლთან შეხება იყო. სწორედ აქედან გაჩნდა ცეცხლზე გადახტომის ტრადიცია. ყველა ძველ რელიგიაში ერთ-ერთ წმინდა ატრიბუტად ითვლებოდა წყალი. დრუიდების დამოკიდებულება წყალთან, როგორც განწმენდის და ნაყოფიერების სიმბოლოსთან ზუსტად ასეთივე იყო. განწმენდის წეს-ჩვეულებად ითვლებოდა განბანვა. ირლანდიაში, უელსში, შოტლანდიაში წყალში აგდებდნენ ნემსებს, რასაც დრუიდები ორაკულად მიიჩნევდნენ. ამავე დროს, ნემსს აქვს სამკურნალო მაგიის უნარი. წყალი გამოიყენებოდა მკითხაობისთვისაც. ზღვის ან მდინარის ტალღების ტყლაშუნზე წინასწარმეტყველებდნენ წყალში ხომალდებისა და ხმელეთზე მოგზაურთა დაღუპვას.

ზოგიერთი გადმოცემით, ორდენის შექმნამდე წმინდა კორომებში ცხოვრობდნენ დრიადები-ქალი ნათელხილველები და ისინი დიდ ძალას ფლობდნენ. მოგვიანებით, მატრიარქატი შეიცვალა პატრიარქატით და ტყის დრიადების ნაცვლად გაჩნდნენ დრუიდები. მსგავსად ბალკანეთზე განვითარებული პროცესებისა. ბერძნების გამოჩენამდე სულიერ ცხოვრებას მართავდნენ პელაზგი ქურუმი ქალები. ისინი ნათელმხილველებიც იყვნენ. ცნობილი მისტერიები მათი უშუალო მონაწილეობით ტარდებოდა. ბერძნების გაბატონების შემდეგ ქალებმა დაკარგეს თავისი როლი, თუმც კარგა ხანს სალოცავებში რიტუალები და ლოცვები მიმდინარეობდა პელაზგურად, რომელიც ბერძნებს არ ესმოდათ. სავარაუდოდ, ამ ცოდნის დაკარგვამ აიძულა არგონავტები კოლხეთში გამგზავრებულიყვნენ, ვინაიდან იქ იყო შემორჩენილი ძველი ცოდნა და სულიერი ცენტრები.  მამაკაცი დრუიდებისგან განსხვავებით ქალი ქურუმები ატარებდნენ შავ სამოსს-ქალური ენერგიის მიმღები.

Sunday, 26 July 2020

ტამპლიერთა ორდენის განადგურება და მათი ქონების საიდუმლო გაქრობა



ტამპლიერები არ კმაყოფილდებოდნენ იდეალურ საზოგადოებაზე ოცნებით. მათ სურდათ საზოგადიების ტრადიციული სტრუქტურის რეორგანიზაცია, ამასთან ევროპა იყო შუალედური ეტაპი სასურველი პროექტის რეალიზაციისთვის. მათი დიდი სურვილი გახლდათ ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს შორის მტრობის მოსპობა. ტამპლიერთა მფარველობით შეაღწია დასავლეთ ევროპაში საღვთო გეომეტრიისა და არქიტექტურის პრინციპებმა. ორდენის გაუქმების შემდეგ, საიდუმლოებათა დიდი ნაწილი დაიკარგა. ტაძრელთა თვალსაზრისით მსოფლიოს ყველა რელიგია წარმოშობილია კაცობრიობის ერთი დიდი პირველრელიგიიდან და ყველა განკერძოებული კულტი უნდა დაუბრუნდეს ამ ერთიანობას.

საღვთო გეომეტრიას ზოგიერთი  ავგაროზული მაგიის ერთ-ერთ ფორმად თვლიდა. გადმოცემით, მას იყენებდა ლეონარდო და ბოტიჩელი. "ტიმეოსში'' პლატონმა შემოქმედს "ტექტონი''-მშენებელი უწოდა. ამგვარად, "არქიტექტონი'' "მთავარი მშენებელია''. პლატონის აზრით, არქიტექტონმა შექმნა კოსმოსი გ ე ო მ ე ტ რ ი ი ს დახმარებით. მე-16 ს-ში ჯონ დი კითხულობდა ლექციებს გეომეტრიის საფუძვლებზე. მან გამოაქვყნა ევკლიდეს ინგლისური თარგმანის წინასიტყვაობა, სადაც ყველა მათემატიკურ მეცნიერებათა წინ დააყენა არქიტექტურა. ის საუბრობდა ქრისტეზე, როგორც "ღვთიურ არქიტექტორზე''. ჯერ კიდევ პლატონი ამტკიცებდა, რომ არქიტექტორი არის ყველასი და ყველაფრის ოსტატი.

Sunday, 19 April 2020

ილუმინატთა საიდუმლო ორდენის ნამდვილი ისტორია


''ილუმინატი" ლათინურად განათლებულებს ნიშნავს. ერთი ვერსიით, ილუმინატთა ორდენის შექმნა შუა საუკუნეებსა და გალილეო გალილეის სახელს უკავშირდება. სათავეში ორდენს სწორედ გალილეო ჩაუდგა. ამ საიდუმლო ორგანოზაციის ერთ-ერთი მიზანი გახლდათ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, კონკრეტულად კი, იეზუიტების. ეს გახლდათ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ეკლესია იყენებდა ძალადობრივ მეთოდებს მეცნიერთა წინააღმდეგ.. მეცნიერები მათ პასუხობდნენ ცოდნით და არყევდნენ დოგმებს. გრძელვადიან პერსპექტივაში მეცნიერები უფრო ძლიერები აღმოჩდნენ. შეუძლებელია იეზუიტები ამას ვერ მიმხვდარიყვნენ.

ორდენის წევრი შეიძლება გამხდარიყო მხოლოდ მეცნიერი. ილუმინატთა ისტორიას და მათ საიდუმლოებებს სწავლობს მხოლოდ რამდენიმე ისტორიკოსი. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც პარიზის სორბონაში ასწავლის, მიაჩნია, რომ ილუმინატთა ორდენი დაფუძნდა შუასაუკუნეებში, როგორც მეცნიერთა განმანათლებლური საიდუმლო საზოგადოება, რომელიც ებრძოდა დევნას ინკვიზიციის მხრიდან. მისივე მონაცემებით, ილუმინატთა ორდენის შემადგენლობაში შედიოდნენ: ლეონარდო და ვინჩი, გალილეო გალილეი, ნიკოლაი კოპერნიკი, ნიუტონი, დეკარტი, დიდრო, ლავუაზიე. . იგივე თვალსაზრისს იზიარებს ფრანგი ჟურნალისტი ეტიენ კასე "ფალსიფიცირებულ  ისტორიაში." "ილუმინატები" იყო მეცნიერთა კავშირი, რომლებიც იცავდნენ საიდუმლო ცოდნას უბრალო მოკვდავთაგან.

Tuesday, 14 April 2020

"ოქროს განთიადის" საიდუმლო ორდენი


"ოქროს განთიადი"-მაგიური ორდენი, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთში მოქმედი  ჰერმეტულ, ოკულტური ორგანიზაცია. ის ეწეოდა თეურგიის, მაგიის, ალქიმიის პრაქტიკას და ხელს უწყობდა საკუთარი ადეპტების სულიერ განვითარებას. ორდენმა დიდი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის დასავლეთის ოკულტიზმზე.

ამ ორდენის დაფუძნებას წინ უძღოდა 1865 წელს "ინგლისის როზენკრეიცერთა საზოგადოების" შექმნა. ორგანიზაცია თავის რიგებში იღებდა მხოლოდ ოსტატ-მასონებს, ვისაც თავის ლოჟებში კარგი სტატუსი ჰქონდა. მისი პირველი მეთაური გახლდათ რობერტ ვენტვორტ ლიტლი, რომელმაც შეიმუშავა საზოგადოების რიტუალები მასონური საცავიდან მოპოვებული ხელნაწერების საფუძველზე. 1878 წელს ის გარდაიცვალა. მისი ადგილი საზოგადოებაში დაიკავა დოქტორ უილიამ ვუდმანმა, უილიამ უესტკოტთან და სამუელ მაკგრეგორ მატერსონთან ერთად. ვუდმანი აღმოჩნდა შემდეგ "ოქროს განთიადის" ორდენის დამარსებელთა შორის.

Thursday, 2 April 2020

პითაგორელები, ეტრსუკთა საძმო და ნოსტრადამუსი


ნოსტრადამუსი თავის ნაშრომებში ახსენებდა რომელიღაც საიდუმლო საზოგადოებას. მკვლევარები ამ საზოგადოებას "ეტრუსკთა საძმოს" სახელით იცნობენ. ამ "საიდუმლო ფილოსოფიური საზოგადოების " შემადგენლობაში შედიოდნენ ეტრუსკები, რომლებმაც  ბვერი ჩანაწერი დატოვეს ხელდასმულთათვის. ეტრუსკულ კულტურაში აშკარად იგრძნობა კავშირი პითაგორეს იდეებთან. სავარაუდოდ, ნოსტრადამუსი საუბრობდა სწორედ პითაგორელებზე.

ამ ადამიანებს სურდათ იდეალური სახელმწიფოს შექმნა. ისინი თვლიდნენ, რომ სიტყვები და მისი შემადგენელი ცალკეული ასოები შეესაბამება მათემატიკურ ფორმულებს, მუსიკა განასახიერებს წმინდა მათემატიკის ჰარმონიას, ხოლო ფილოსოფია მიუთითებს მომავლის პერსპექტივაზე. მათ სწამდათ სულთა გადასახლების და შეიმუშავეს "პითაგორული ცხოვრების  წესი", რომელიც ეფუძნებოდა რთულ საკულტო აკრძალვების სისტემას.

Friday, 28 February 2020

ტამპლიერთა მისტიკით მოცული ისტორია, რომელიც დღესაც არ აძლევს მოსვენებას მკვლევარებს


ტაძრელ რაინდთა ორდენის ისტორია კვლავ ბურუსითაა მოცული და ბევრ კითხვას ბადებს, რომელზეც პასუხის გაცემას მუდმივად ცდილობენ  მკვლევარები, მათ  შორისაა შუა საუკუნეების სპეციალისტი ლუი შერპანტიე. შერპანტიეს მიაჩნია, რომ ტამპლიერები იყვნენ არა იმდენად ბერები რამდენადაც მისიონერები. მათი ევროპული ცივილიზაციის შექმნისთვის  მომზადება დაიწყო ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში იმ ადამიანთა მიერ, ვისაც მსოფლიოს მომავალი ადარდებდა და გულთან ახლოს მიჰქონდა. შერპანტიეს აზრით, ამ  პროცესის დამაგვირგვინებელი ეტაპი გახლდათ ტაძრელთა "ექსპედიცია" იერუსალიმის სამეფოში, სადაც მათ შეძლეს ისეთი დოკუმენტების მოპოვება, რამაც ორდენს მისცა ცოდნა წარსულ ცივილიზაციებზე. ზოგიერთი მკვლევარი კი თვლის, რომ ტაძრელებმა  გრაალი მოიპოვეს.

საიდუმლოებით მოცული მონაპოვრის ვერსია, რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ფანტასტიკას ჰგავს, მაგრამ ბოლო დროს, მეცნიერები უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ანტიკურ დროში და უფრო ადრეც არსებობდა ცივილიზაციები, რომლებიც ფლობდნენ განსაცვიფრებელ ცოდნას. იმ შორეულ წარსულში მათ აღმოაჩინეს ენერგიისა და მატერიის საიდუმლო.

Monday, 17 February 2020

რა აკავშირებს ტამპლიერთა გოთიკურ ტაძრებს პეტრე იბერთან



პირველი გოთიკური ტაძარი პარიზის მახლობლად გახლავთ ბენედიქტელთა სააბატო სენ-დენი. გადმოცემის თანახმად, დიონისე არეოპაგელი (პარიზელი), რომელსაც აიგივებდნენ ათენელ დიონისე არეოპაგელთან, მონმარტრის მთაზე წამების შემდეგ მოჭრილი თავით თავისი ფეხით მივიდა ახლანდელი სენ-დენის სააბატოს ადგილზე და იქ დაკრძალვა უანდერძა ხალხს. მოგვიანებით, ათენელი დიონისე არეოპაგელი, ფსევდო დიონისე არეოპაგელი და დიონისე პარიზელი  შეერწყა ერთ პიროვნებას და მას მიეძღვნა სენ-დენის მონასტერი და სააბატო. 


სენ-დენის ადგილზე პირველი პატარა ტაძრის აგება კი მეფე დაგობერტის სახელს უკავშირდება. დაგობერტი ფრანკთა მეფე (629-639 წწ.) მეროვინგთა დინასტიიდან გახლდათ. აქვე უნდა გავიხსენოთ მეროვინგების დინასტიის თავისებურებაც, როგორც მეფე ჯადოქრებისა და ამასთან, ფრანკების კავშირი ტროადან გაქცეულ ჰექტორთან და სხვა ტროელებთან. სწორედ ამ დაგობერტმა ჩაუყარა საფუძველი სენ-დენის ტაძარს დიონისე არეოპაგელის და ამასთან პეტრე იბერის პატივსაცემად. სენ-დენის სააბატო ასეული წლების განმავლობაში რჩებოდა სამეფო სააბატოდ. აქ იყო მეფეთა საძვალე. აქ იღებდნენ განათლებას უფლისწულები.

Saturday, 15 February 2020

ტამპლიერთა ორდენი, დავით აღმაშენებლი და საქართველო (ნაწილი II)




როგორც ცნობილია, მარიამ-მართა, დავითის მამიდა ცოლად გაჰყვა მიხეილ მე-7, სავარაუდოდ 1072-74 წ. მარიამს ეყოლა ვაჟი-კონსტანტინე პორფიროგენეტი, რომელიც ალექსი კომნენის ქალიშვილზე, ანაზე დაინიშნა. მიხეილ ფსელოსი (კონსტანტინეს გამზრდელი) გვამცნობს, რომ კონსტანტინე ახალგაზრდა გარდაიცვალა. კონსტანტინეზე ცნობები 1087-89 წლიდან წყდება. ფსელოსი მარიამზე საუბრისას მისი გვარის სიძველესა და უპირატესობას უსვამს ხაზს ყველა არსებულ სამეფო გვართა შორის. მარიამ -მართას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ტოსკანის დედოფალთან და მის მემკვიდრე მატილდა ტოსკანელთან (გოტფრუა ბულონელის დედობილი). პეტრე განდეგილზე პაპი გრიგოლ მე-7, როგორც ადრეც აღვნიშნე, წერს რომ პეტრე ერთხელ გარდაიცვალა თავის სამშობლოში-იბერიაში, მაგრამ ანგელოზმა ის საიქიოდან დააბრუნა და მოავლინა იტალიას, რათა ამცნოს დასავლეთის საქრისტიანოს, რომ მოვიდა ჟამი უფლის საფლავის გამოხსნისა. ერთ-ერთი გადმოცემით, ჯვაროსნული ლაშქრობის იდეა გარკვეულწილად ეკუთვნის მიხეილ დუკას და მარიამ-მართას.


მეტად ყურადსაღებია იმ პერიოდის დიდი მეფეების საგვარეულო წარმომავლობა და მათი ნათესაური ურთიერთობები. მალიქ შაჰის შვილს ცოლად ჰყავდა მარიამ-მართას მული, ასე რომ როცა გიორგი II ჩავიდა მასთან ზავის დასადებად და მალიქ შაჰმა ის მიიღო "როგორც ძმა და ნათესავი'' სულაც არ არის სიმართლეს მოკლებული.

Thursday, 13 February 2020

ტამპლიერთა ორდენი, დავით აღმაშენებელი და საქართველო(ნაწილი I)



საფრანგეთში, გოტფრუა დე ბულონელმა სიონის ორდენის სამხედრო-სამონაზვნო ჩრდილოვანი ადმინისტრაცია შექმნა, რომელიც ოფიციალურად იერუსალიმში "ტამპლიერთა ორდენის" სახელწოდებით დაფუძნდა და ცალკე არსებობას შეუდგა. გოტფრუა დე ბულონელი გახლდათ ქვემო ლოტარინგიის ჰერცოგი. ტამპლიერთა ორდენის პირველი მაგისტრი გახდა ჰუგო დე პეინსი, რომელიც  იმავდროულად სიონის პრიორატის გროსმაისტერიც გახლდათ. ტამპლიერთა ორდენი თავისი ღრმა არსით წარმოადგენდა გრაალის ძიების ახალ გზას. ამგვარად, გრაალის თასი და ტამპლიერთა ორდენი განუყრელად არიან ერთად. ორდენის ოცნება იყო ხალხთა ისეთი ერთობის შექმნა, სადაც აღარ იქნებოდა განსხვავება და დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. დასაწყისში ორივე ორდენის მიზანი საერთო იყო-გრაალის მისტერიებში ხელდასმის მიღება და აღმოსავლურ სიბრძნესთან ზიარება. იერუსალიმის აღების შემდეგ, მათი გზები გაიყო. ტამპლიერებმა თავიანთი არსებობა წმინდა ბარძიმს დაუკავშირეს, ხოლო "სიონის ორდენი" პოლიტიკას დაუკავშირდა. 


"სიონის ორდენი"  შექმნის დღიდან ითვლის 27 მაგისტრს. როგოც ირკვევა, მათი მთავარი მიზანი მეროვინგების დინასტიის დაბრუნებაა."სიონის ორდენის" დიდ მაგისტრებს შორის იყვნენ: ლეონარდო დავინჩი, ვიქტორ ჰიუგო, კლოდ დებიუსი, ჟან კოკტო. ამ უკანასკნელს ახლო ურთიერთობა ჰქონია შარლ დეგოლთან და მას უჭერდა მხარს.


გადმოცემით, დავით აღმაშენებელს ტამპლიერთა ორდენის რაინდად თვლიდნენ. დაუდასტურებელი მონაცემებით,  თვით ტამპლიერთა მოძრაობას საქართველოსთან უნდა ჰქონდეს  კავშირი. ძველ წყაროებში კოლხებს ფასიანელებსაც უწოდებდნენ. ამ ფუძიდან ბევრი ტოპონიმია საქართველოში. სოფ. ფუტიეთი, სოფ. ფურტი და სხვა. ხევსურეთში იყო ხატის მსახურების აღმნიშვნელი ტერმინი-ფულტი. ძველ ბერძნულ წყაროებში კოლხი მთიელები იხსენებიან, როგორც ფუ(ს)ტელები. ისინი ანდრია პირველწოდებულს მოუქცევია ქრისტიანობაზე.ძველ აღთქმაში ხშირია ფუტიელების ანუ კოლხთა ხსენება. ფუ(ს)ტელები საქართველოს ისტორიულ წარსულში იმავე ფუნქციას ასრულებდნენ, რასაც ძველი აღთქმის ლევიანები. ისინი იცავდნენ საკულტო ტაძრებს წარმართობის დროს, ხოლო ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ეკლესია-მონასტრებს. სავარაუდოდ, ფუ(ს)ტელთა სამხედრო-სარწმუნოებრივი ორდენი უძველესი დროიდან უნდა არსებულიყო. ტამპლიერთა ორდენის მთავარი მიზანიც ეკლესია-მონასტრების და მომლოცველთა დაცვა იყო. ფრანგული სიტყვა ტამპლიერი (ტაძრელი) იგივე სვანური ფუსტელი (მეუფლე) იდენტურ ფუნქციონალურ დატვირთვას ატარებდა.

Saturday, 12 October 2019

მეფე ართური და მრგვალი მაგიდის რაინდები (ნაწილი II)



მე-12 საუკუნის ინგლისელი მემატიანე ჰალფრიდ მონმუთელი "ბრიტების ისტორიაში" უმთავრეს ადგილს უთმობს მეფე ართურს. მხოლოდ მეორე მემატიანე გირალდ კამბრეი იმასაც კი გვიამბობს, როგორ დაესწრო მეფე ართურის საფლავის გახსნას გლასტონბერის სააბატოში, სადაც იხილა მეფის ფარი და ჯვარი. ჰალფრიდ მონმუთელი ამტკიცებს, რომ მისი ვერსია ეყრდნობა ძველი ტექსტის თარგმანს, რომელიც დაწერილი იყო ბრიტულ ენაზე, რამაც ბევრი დაარწმუნა იმაში, რომ ტექსტი წარმოადგენს უფრო ადრინდელ კელტურ ვერსიას. წიგნში აღწერილია მერლინის ცხოვრება, რომელიც გახლდათ ცნობილი ჯადოქარი და ართურის დამრიგებელი. კელტები მას უკვდავად მიიჩნევდნენ. მონმუთელის თანახმად, ის უელსელი მონაზვნის უკანონო შვილი იყო. მონაზონს თითქოს ანგელოზის ჩრდილი დაეცა, რის შემდეგ მოხდა უბიწო ჩასახვა, ქალი დაფეხმძიმდა. გამოდის მერლინი დაიბადა უბიწო ჩასახვის შედეგად.

Friday, 11 October 2019

მეფე ართური და მრგვალი მაგიდის რაინდები (ნაწილი I)



ართურ მეფის, როგორც რეალურად არსებული პიროვნების ბიოგრაფია ზუსტად არ არის დადგენილი. არსებობს სხვადასხვა გადმოცემა. ერთი ვერსიით, ის რომაელი ჯარისკაცია, ან ბრიტების ერთ-ერთი ტომის მეთაური, მეორე ვერსიით-მითიური , გამოგონილი პიროვნება. მე-6 საუკ.-ის ბერი ჰილგასი წერს ვიღაც მეფეზე, რომელმაც მოიწვია საქსები პიქტების დასამარცხებლად, მაგრამ საქსებმა თვით ბრიტების ხოცვა დაიწყეს, ამიტომ თავიანთ მმართველად რომაელი ამბროსიო ავრელიანეს შთამომავალი აირჩიეს, რომელმაც მომხვდურნი გაანადგურა მთა ბადონთან. აქ არის ნახსენები მეომართა მეთაური, რომელიც მოხსენიებულია როგორც დათვი(ლათ.ursus), უელსურად-artu. მე-8, 9 საუკ.-ის უელსელი ბერი ნენიუსი ახსენებს ვიღაც დიდ მეომარს, სახელად ართური. მე-10 საუკ.-ში უცნობი ავტორის მიერ დაწერილ ისტორიულ ქრონიკაში, სადაც ბადონთან ბრძოლაზეა საუბარი, ნახსენებია ვინმე ართური,რომელიც მხრებზე ჯვარს ატარებდა ბრძოლის დროს. მე-6 საუკ.-ის ბარდი ანეირინი თავის პოემაში ართურს ახასიათებს როგორც შეუდრეკელ მეომარს და ბრძენ მმართველს. მე-12 საუკ.-ში ეპისკოპოსი ჰალფრიდ მონმუთელი "ბრიტანეთის მეფეთა ისტორიაში'' ორ ტომს უძღვნის მეფე ართურს.სწორედ აქ არის მთელი ის ისტორია, რომელიც ყველაზე მეტად არის ცნობილი. უელსური გადმოცემით, ართური ლეგენდარული კუსტენენის (იგივე კონსტატინე) შთამომავალია. კუსტენენს ჰყავდა უამრავი შვილი, მათ შორის უთერ პენდრაგონი. უთერი ართურის მამა იყო. სახელი ართურს უკავშირებენ უელსურ სიტყვა "art''-ს. დათვი პელაზგების ტოტემი იყო.artu კელტურად ნიშნავს დათვს. დათვის კულტი ჰქონდათ პელაზგებს. პელაზგები ცხოვრობდნენ ბალკანეთში, კერძოდ არკადიაში. arkadi ბერძნულად დათვს ნიშნავს. სავარაუდოდ, ბრიტანეთში მიგრაციისას მათ თან წაიყოლეს თავისი კულტი. მოგვიანებით, ეს კულტი ნორდიულ კულტურაშიც გადავიდა.

Wednesday, 31 July 2019

"ანენერბე", რუნები და მაგია ნაცისტურ გერმანიაში




გერმანიის ტერიტორიაზე რუნების ტრადიცია უძველესი დროიდან ჩნდება.  ცენტრალურ ევროპაში პირველი რუნული ნიშნები ჩაისახა 10-12 ათასი წლის წინ. მათ კულტისა და მაგიის მიზნით იყენებდნენ. მაგიურ რუნებს კვეთდნენ იარაღზე, რაც მტრისგან თავდაცვის ფუნქციას ასრულებდა მეომრისთვის. ასეთ იარაღს ფლობდნენ გმირი მეომრები და ბელადები. მოგვიანებით, შუა საუკუნეების გერმანიაში გაჩნდა რუნული მაგიის საკუთარი სკოლა.

კათოლიკურმა ეკლესიამ და ინკვიზიციამ რუნული დამწერლობა ლათინურით შეცვალა.
აიკრძალა მაგიური რიტუალები. მაგრამ აკრძალვის მიუხედავად, წარმართული რელიგიის ზოგიერთმა მიმდევარმა მოახერხა  შემოენახა ძველ რუნთა ცოდნა. ამის მაგალითი ვილიგუტების საგვარეულო იყო.

Saturday, 27 July 2019

საიდუმლო ორგანიზაცია "ანენერბე" და ჰიტლერი



"ანენერბე" ანუ "წინაპართა მემკვიდრეობა" მესამე რაიხის ყველაზე გასაიდუმლოებული
ორგანიზაცია გახლდათ. ოფოციალურად ამ ორგანიზაციას უნდა შეესწავლა ძველი ისტორია, გერმანელი ხალხის ტრადიციები და მემკვიდრეობა. თუმც მისი მიზანი უფრო ამბიციური იყო. ამ ორგანიზაციის შექმნის ფესვები მეტად ღრმად მიდის ისტორიაში, ვიდრე  თვლიდნენ ადრე. ორგანიზაციამ რთული და გრძელი გზა გაიარა. როგორც ცნობილია, ნაციზმის იდეოლოგიას საფუძველი ჩაუყარეს საიდუმლო ორგანიზაციებმა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გაჩნდებოდა ნაცისტური სახელმწიფო.

ავსტრიის ქალაქ ლამბახის ბენედიქტელთა მონასტრის წინამძღვარმა თეოდორ ჰაგენმა ხანგრძლივად იმოგზაურა კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში, რომლის მიზანი გახლდათ ეზოთერული ცოდნის ძიება. ჰაგენი მოგზაურობიდან ცარიელი ხელებით არ დაბრუნებულა. მან უამრავი ძველი ხელნაწერი ჩამოიტანა, რომლის შინაარსი მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაბრუნების შემდეგ, წინამძღვარმა ადგილობრივ ხელოსნებს შეუკვეთა ახალი ბარელიეფების დამზადება. მათ  საფუძვლად კი იქცა სვასტიკა-სამყაროს ბრუნვის უძველესი წარმართული ნიშანი.