ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში აღმართეს სპეციალური და კოლოსალური 6 ათას კილომეტრიანი ღობე ავსტრალიაში, რომელიც დღესაც შეშფოთებას იწვევს საზოგადოებაში. რას მალავს ავსტრალიის დიდი ღობე და რატომაა აკრძალული ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის იქ შესვლა? ავსტრალიის ხელისუფლება განმარტავს ცნობისმოყვარეებისთვის, რომ კედელი მთელი კონტინენტის გასწვრივ აგებულია მხოლოდ ადგილობრივი ფაუნის დასაცავად გარეული კურდღლების, კატებისა და დინგოს ძაღლებისგან (იგივე მელიებისგან), რომელთა პოპულაცია ეროვნულ პრობლემად იქცა ყველა ავსტრალიელისთვის. თუმც ოფიციალური ვერსია არადამაჯერებელი ჩანს ბევრისთვის.
Showing posts with label მისტიკური ქალაქები და ადგილები. Show all posts
Showing posts with label მისტიკური ქალაქები და ადგილები. Show all posts
Thursday, 27 October 2022
რა საიდუმლოს ინახავს ავსტრალიის გრადნიოზული ღობე
Tuesday, 26 July 2022
ნან მადოლი_წყნარი ოკეანის ვენეციის საიდუმლო
არსებობს ისეთი ადგილები დედამიწაზე, რომელიც ბევრ კითხვას უჩენს როგორც მეცნიერებს, ასევე მისტიკის მოყვარულთ. ერთ-ერთ ასეთ ადგილად ითვლება წყნარ ოკეანეში, მიკრონეზიის კუნძულ ტამუენზე მდებარე ქალაქი ნან-მადოლი. ქალაქი აგებულია მარჯნის რიფზე, რომელიც სამწუხაროდ მიტოვებულია და ის ახლა დაუსახლებელია. კვლევების თანახმად, ქალაქის ასაშენებლად გამოყენებულია 800 ათასი ტონა ქვა. ასეთი ქალაქის აშენება ბევრად ადვილი იქნებოდა ხმელეთზე და ქვაც ნაკლები დასჭირდებოდა. შესაბამისად ჩნდება კთხვა: როგორ მოხდა ამდენი ქვის გადაზიდვა ქალაქის ასაშენებლად დანიშნულ ადგილზე?
Saturday, 19 March 2022
მისტიკური ლეი-ხაზები
ყველა ხალხში მუსირებს რწმენა, რომ არსებობს ლეი-ხაზები (თოდ ლეინს), რომელიც ფარულად ქმნის ბადეს მთელ დედამიწაზე და აერთიანებს წმინდა ადგილების პირდაპირ ხაზებს, რომელიც ფარავს მთელ პლანეტას. ამგვარად, ლეი-ხაზები არის უძველესი თაყვანისცემის მნიშვნელოვანი წმინდა ადგილების დამაკავშირებელი დედამიწაზე. ისეთი ღირსშესანიშნაობა როგორიცაა ეგვიპტის პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი, სთოუნჰენჯი და სხვა აღმოჩნდა ლეი-ხაზზე.
თუ გავითვალისწინებთ იმ ხალხთა კულტურებს შორის შეუთავსებლობას, ვინც ეს ობიექტები ააგო, ვდგებით დილემის წინაშე. შესაძლებელია თუ არა, რომ ძველად ხალხს სცოდნოდა რამე დედამიწის ენერგიაზე, როცა ირჩევდნენ წმინდა ადგილებს.
Thursday, 27 January 2022
საიდუმლო სამეფო შანგრი-ლა
შანგრი-ლას არსებობის შესახებ დასავლეთის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ჯეიმს ჰილტონის რომანის "დაკარგული ჰორიზონტის" წყალობით (The lost Horizon, 1933). სიუჟეტის მიხედვით, ავიაკატასტროფას გადარჩენილი ნაწარმოების გმირები მოხვდებიან დაკარგულ, გამოუცნობ ქვეყანაში, სადაც სრული ჰარმონია სუფევს. მთის მწვერვალზე დგას ბუდისტური მონასტერი, სადაც ცხოვრობს ორმოცდაათი სწავლული ლამა. ისინი დროს ცოდნის ძიებაში ატარებენ. ლამები თემს მთის ძირში მდებარე ნაყოფიერი მიწაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მართავენ. ამ მიწაზე მოჰყავთ მრავალფეროვანი კულტურები. უცხოს ამ ბედნიერ ველზე შესვლის უფლება არ ეძლევა. ჰილტონი შანგრი-ლას წერდა მოგზაური და ბიოლოგი მეგობრის ჯოზეფ როკის მონაყოლის გათვალისწინებით. ამ რომანის მიხედვით, ჰოლივუდში გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი. შანგრი-ლას სამეფო უნდა მდებარეობდეს ჰიმალაების ცენტრში, რომელსაც ლოტოსის ფორმა აქვს, სადაც ცხოვრობენ სხვა სამყაროს არსებები.
Thursday, 13 January 2022
ყველაზე საშიში ბაღი მსოფლიოში
1995 წელს როცა გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მიწათმფლობელი ჰენრი პერსი, მისი ძმა გახდა ნორთუმბერლენდის ჰერცოგი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მემკვიდრეობით მიღებულ ტიტულთან ერთად მას გადაეცა საგვარეულო ციხესიმაგრე ალნუიკი. ეს ციხესიმაგრე იმითაცაა ცნობილი, რომ იქ გადაღებულია ფილმ "ჰარი პოტერის" რამდენიმე ეპიზოდი.
Monday, 6 December 2021
"ეშმაკის ჭის" საიდუმლო იემენში ამოხსნილია
ხახადაღებული ორმო უდაბნოში უხსოვარი დროიდან შიშის ზარს სცემდა ადგილობრივ მოსახლეობას. ბარჰაუთი-ასე უწოდეს ამ ორმოს, რომელიც მდებარეობს იემენში. ბარჰაუთი ნიშნავს ჯინებს ანუ სულებს. ჭა მილიონი წლისაა, ამიტომ ლეგენდები მის შესახებ ისლამის გავრცელებამდე გაჩნდა. მუსლიმთა წმინდა ისტორიაში წერია, რომ მუჰამედმა ბარჰაუთს უწოდა დედამიწაზე ყველაზე საშინელი წყლის წყარო იმის გამო, რომ მასში ცხოვრობენ ჯინები ურწმუნო სულებთან ერთად. მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ ალ-მაჰრას უდაბნოში მდებარე ბარჰაუთი ჯოჯოხეთში შესასვლელია.
Saturday, 4 December 2021
თეთრი პირამიდა სიანი_ჩინეთი მასზე ბევრ რამეს მალავს
საიდუმლოებით მოცულ თეთრ პირამიდაზე ბევრს ლაპარაკობენ, ჩინეთის ხელისუფლება კი მის შესახებ ყველაფერს მალავს. ჩინური თეთრი პირამიდის არსებობაზე დასავლეთში პირველად შეიტყვეს მე-20 საუკუნის 40-იან წლებში მფრინავი ჯეიმს ჰაუსმანისგან, რომლის თქმით, ქალაქ სიანის მახლობლად დაინახა პირამიდის მსგავსი თეთრი ფერის ნაგებობა. ეს მოხდა 1945 წელს, როცა ის დაფრინავდა ინდოეთსა და ჩინეთს შორის. ფრენის დროს ჰაუსმანმა კარგად დაინახა მრავალი ძვირფასი ქვით მოკაშკაშე პირამიდის წვერი. მფრინავის თქმით, პირამიდა იმდენად უზარმაზარი ჩანდა, რომ სავარაუდოდ ყველაზე დიდი ზომის უნდა ყოფილიყო მსოფლიოში. უფრო მეტიც, იმავე ველზე, ისევ ქალაქ სიანის მახლობლად თვალი მოჰკრა მომცრო ზომის კიდევ ათეულ პირამიდას.
Tuesday, 30 November 2021
იდუმალი ქალაქი კერ-ისი_ლეგენდა თუ რეალობა
კერ-ისი-ერთ-ერთი ყველაზე გამოუცნობი წყალქვეშა ქალაქი, რომელიც ჩაიძირა საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე დაახლოებით მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში. ქალაქი დაარსა და სამეფოს დედაქალაქად აქცია გრადლონ დიდმა, რომელიც მართავდა ახლანდელ ბრეტონს შორეულ წარსულში.
გადმოცემის თანახმად, კერ-ისი ფერიებმა ააშენეს და მათ ეკუთვნოდა, მაგრამ ისინი კეთილგანწყობილი იყვნენ გრადლონისადმი და დაუთმეს საკუთარი სამფლობელოს ნაწილი მას. ქალაქი თვალსადახელშუა გაიზარდა. მალე, კელტურ მიწებზე სიმდიდრითა და სილამაზით მისი ბადალი ქალაქი არ მოიძებნებოდა. ზღვის მხრიდან ქალაქს დამბა და კაშხალი იცავდა, რომლის ჩასაკეტ გასაღებს მეფე კისერზე ჩამოკიდებულს ატარებდა.
Wednesday, 9 June 2021
სამი საიდუმლო კარი, რომლის გაღება აკრძალულია
ინდოეთი_პადმანაბჰასვამის ტაძარი/საცავი B
სტატიაში გველის ნიშნით დალუქული პადმანაბჰასვამის ტაძრის კარის საიდუმლო უკვე ვისაუბრე ინდოეთში არსებულ ოქროთი მოვარაყებულ ტაძარზე და იქ გახსნილ 5 ოთახზე, სადაც აღმოჩნდა ტრილიონი დოლარის ღირებულების ოქროს მონეტები, ნივთები და ძვირფასეულობა. მე-6 ოთახი (B) დარჩა დაკეტილი, ვინაიდან კარი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიღება თუ ბუდისტი ბერი შეასრულებს განსაკუთრებულ წმინდა გალობას, მაგრამ ამის შესრულება დღეს არავის ძალუძს. ამიტომ ოთახი კვლავ დაკეტილია და ბევრ საიდუმლოს ინახავს.
Sunday, 30 May 2021
ლეგენდერული, დაკარგული ოაზის-ქალაქი ზერზურა
იმ უამრავი ლეგენდიდან და მითიდან, რომელიც უკავშირდება საჰარის უდაბნოს, ყველაზე მომხიბვლელი და იდუმალებით მოცული გახლავთ ლეგენდა ზერზურას დაკარგული ოაზისის შესახებ. გადმოცემით, ეს მწვანე სამოთხე მდებარეობს ლიბიის უდაბნოს ქვიშაში. ზოგს მიაჩნია, რომ ზერზურას ოაზისი მხოლოდ ლეგენდაა, მაგრამ თავგადასავლების მოყვარულთ ასეთი მსჯელობა ვერ აფერხებს. შესაბამისად, ძალ-ღონეს არ იშურებენ აფრიკის ელდორადოს აღმოსაჩენად.
Monday, 12 April 2021
გველის ნიშნით დალუქული პადმანაბჰასვამის ტაძრის კარის საიდუმლო
ჩვენს ირგვლივ სამყაროში ბევრი რამაა საიდუმლოებით მოცული. უძველესი ინდური ტაძარი პადმანაბჰასვამიც დალუქულ კარსმიღმა დღემდე ამოუხსნელ ბევრ საიდუმლოს ინახავს.
ტაძარი აგებულია ღმერთ ვიშნუს პატივსაცემად ჩვ.წ.აღ-მდე მე-4 ს-ში. ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში რამდენჯერმე დაინგრა და აღადგინეს. ახლანდელი სახე მას 1731 წლიდან აქვს. ტაძარს უამრავი ქანდაკება ამშვენებს. შიგნით შესვლის უფლება აქვთ მხოლოდ ინდუსებს შესაფერისი სამოსით.
Tuesday, 30 March 2021
სასახლე, რომელიც ნანახი სიზმრის მიხედვითაა აგებული
სასახლის აგებამდე ფერდინანდ შევალი არაფრით იყო გამორჩეული. ის მუშაობდა ფოსტალიონად, ორჯერ იქორწინა, ჰყავდა სამი შვილი, მაგრამ სამივე შვილი ადრეულ ასაკში დაეღუპა. შვილების დაკარგვამ ძალიან მძიმედ იმოქმედა ფერდინანდზე. შესაძლოა სასახლის აგება მას ეხმარებოდა ოჯახური ტრაგედიის დავიწყებაში.
სასახლის იტორია კი დაიწყო, როცა შევალი ოცდაათი წლის გახდა. ყველაფერი კი მის უცნაურ სიზმარს მოჰყვა. სიზმარში შევალიმ იხილა როგორ აგებდა დიდი ქვის სასახლეს. ხილვას იმდენად ცხადი სახე ჰქონდა, რომ მან ამ ნაგებობის თითეული დეტალი კარგად გაარჩია და დაიმახსოვრა.
გამოღვიძებულ ფერდინანდს დაწვრილებით ახსოვდა ნანახი სიზმარი. ამიტომ გაუჩნდა ისეთი გრძნობა, რომ ის წინასწარმეტყველური იყო და ღვთის ნიშანი გახლდათ. შევალის იმდენი საყოფაცხოვრებო პრობლემები ჰქონდა, რომ სასახლის აგებაზე არც კი უფიქრია თხუტმეტი წლის განმავლობაში. მას მუდმივად ახსენდებოდა ეს იდეა, მაგრამ სხვა დროისთვის დებდა მის განხორციელებას.
Saturday, 9 January 2021
მოჰავეს უდაბნოს ქვების საიდუმლო
მოჰავეს უდაბნო აშშ-ს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. იქვეა დამშრალი ტბის ფსკერი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი უცნაური მოვლენებით. პირველ რიგში ეს გახლავთ მოძრავი ქვები. რთულია იმის ახსნა რით არის ეს მოვლენა გამოწვეული. ბევრი მეცნიერი მუშაობს ამ გამოცანაზე. ქვების ნაწილი მკვეთრად სწორ ხაზზე მოძრაობს და დროდადრო იცვლის მიმართულებას, ზოგიერთი ქაოტურად. უცნაურია, რომ ქვები მხოლოდ სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ იწყებს მოძრაობს და მისი კვალი მიწის ზედაპირზე ოთხი წლის განმავლობაში რჩება.
რა იწვევს ქვების მოძრაობას? ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ წვიმის შემდეგ წყალი რჩება ქვების ქვეშ, იყინება და ქმნის თხელ ფენას. დილით წყალი ნელ-ნელა დნება და უდაბნოს ზედაპირი სრიალა ხდება, ამიტომ ქვები მისრიალებენ მასზე.
Tuesday, 17 November 2020
შავი ბამბუკის ანომალური ზონა "ჰეიჩჟუ" ჩინეთში
ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მდებარე შავი ბამბუკის ხეობა ჰეიჩჟუ დედამიწის ანომალური ზონების ხუთეულშია შესული. ეს ხეობა ყველაზე საშიშ და ამოუცნობ ადგილად ითვლება. ორმოცდაათი წელია უკვე, რაც იქ მასიურად იკარგება ხალხი. ხეობა სულ 200 კვ. მ-ია. ბამბუკი ისე მჭიდროდ იზრდება, რომ ჰორიზონტი სრულიად უხილავია. ჩინელები ბამბუკს ყოფაცხოვრებაში საუკუნეებია რაც იყენებენ, მაგრამ ამ ხეობას ახლოს არ ეკარებიან. გამცილებლებიც კი ტურისტულ ჯგუფებს ზონის საზღვართან ტოვებენ ხოლმე. ამ ადგილს ბევრი ცნობისმოყვარე ტურისტი სტუმრობს.
Thursday, 29 October 2020
ეშმაკის კუნძული მექსიკის ყურესთან
მექსიკის ყურეში, სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს უკაცრიელი კუნძული უცნაური სახელწოდებით-ეშმაკის კუნძული.
1611 წელს, მეკობრეთა გემიდან ამ კუნძულზე გადმოსხდა 13 ადამიანი. მათ შორის იყვნენ დაჭრილები. კაპიტანმა პირობა მისცა, რომ ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდებოდა წასაყვანად. ერთი კვირა ერთ თვემდე გაიწელა. კუნძულზე დაბრუნებულმა მეკობრეებმა ვერავინ ნახეს. ქოხები ცარიელი დახვდათ, ხელუხლებელი იყო იარაღი. მათ გაქრობას ვერ დაუკავშირებდი ინდიელთა თავდასხმას. დადგმული ხის ჯვარი მიწაზე ეგდო, რაც ცუდის ნიშნად მიიჩნიეს მოსულებმა. ამის მერე, ეწოდა ამ ადგილს ეშმაკის კუნძული.
Monday, 26 October 2020
ტიბეტის მისტიკური ადგილის შვიდი საოცრება და საბჭოთა ოგპუ-ს საიდუმლო მისია
კაილასის მთა თითქოს შეუვალი ციხესიმაგრეა და იცავს თავის საიდუმლოებებს დაუპატიჟებელი სტუმრებისგან. რა უცნაურობების ბურუსშია გახვეული კაილასი და რა განასხვავებს მას მსოფლიოში არსებულ სხვა მწვერვალებისგან?
1.მთის სიმაღლე-ზღვის დონიდან 6666 მეტრია. კაილასი თითქოს დაცულია რაღაც ძალებით ყველა მხრიდან.
2. ჯერ ვერავინ მოახერხა მისი მწვერვალის დაპყრობა. ყველა დალაშქვრა მისტიკურად მთავრდება ტრაგედიით ან წარუმატებლად. რის გამო, მთის დამლაშქრავნი იძულებული არიან მიზნის მიუღწევლად დაბრუნდნენ უკან. ცნობილია, მე-20 საუკუნის 90-იანი წლებში ამერიკის სამეცნიერო ექსპედიციის შემთხვევა. მეცნიერები გაემგზავრნენ კაილასზე, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწიეს მას. ამის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში ექსპედიციის ყველა წევრი მოულოდნელად გარდაიცვალა.
Friday, 11 September 2020
ორაკულ ტროფონის გამოქვაბული საბერძნეთში
ორაკული-პიროვნება ან ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენდა წინასწამეტყველების ან ბრძნული რჩევის წყაროს ძველ საბერძნეთსა და აღმოსავლეთის ქვეყნებში. ასეთი საქმიანობა სარისკოდ ითვლებოდა სულიერი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ მსურველები ბევნი იყვნენ. ერთ-ერთი ასეთი ცნობილი ორაკული გახლდათ ტროფონი, რომელიც მდებარეობდა ბეოტიაში ქალაქ ლებადიასთან მთაზე. სამლოცველო გამოქვაბულში იყო განთავსებული.
ტროფონი და მისი ძმა აგამედი არგონავტ ერგინის შვილები იყვნენ. ისინი პირველი დელფოს ტაძრის ხუროთმოძღვრები გახდნენ. გადმოცემოთ, როცა ტაძრის მშენებლობა დასრულდა, ძმები ძილში გარდაიცვალნენ, რაც ღმერთების დიდი კეთილგანწყობის ნიშნად ითვლებოდა. რამდენიმე ხანში ბეოტიაში გვალვა დაიწყო. იმის გასარკვევად, რითი იყო გამოწვეული ასეთი სასჯელი და რა საშუალებით უნდა განთავისუფლებიყვნენ მისგან, დელფოში გაიგზავნა დელეგაცია. პითიას პასუხი იყო ასეთი: "მსხვერპლი შესწირეთ ორაკულ ტროფონს". პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ არავინ იცოდა სად მდებარეობდა ორაკული ტროფონი.
Sunday, 23 August 2020
მომღერალი ქვები
აშშ, პენსილვანიის შტატში, მდინარე დელავერის ახლოს არის ადგილი, სადაც კლდეები რეკავენ, ხოლო ქვები მღერიან. მათ "მომღერალი ვქები" შეარქვეს. ადგილობრივები კი ამ ადგილს "ქვების ბაღს" ან "ეშმაკის წრეს" უწოდებენ, ვინაიდან კლდეები ზარებივით რეკს, რაც აუხსნელ შეშფოთებასა და შიშს იწვევს. მიწა ამ ადგილზე დაფარულია ლოდებით, რომელიც ურთიერთშეხებისას გამოსცემს ლითონის ხმას, ისევე როგორც კლდეები. უცნაური ქვების არსებობაზე დიდი ხნის წინ იცოდნენ ინდიელებმა. სწორედ მათ უამბეს ამის შესახებ მე-18 საუკუნეში იქ ჩასულ ევროპელებს. მას შემდე, დღემდე ცდილობენ მეცნიერები მომღერალი ქვების საიდუმლოს ამოხსნას, მაგრამ უშედეგოდ.
Wednesday, 11 March 2020
საიდუმლოებით მოცული "ადამის ხიდი"
ინდოეთსა და შრი-ლანკას ზღვით თუ გადაუფრენთ, შეამჩნევთ თითქმის ზედაპირზე არსებულ უცნაურ მეჩეჩს, რომელიც აკავშირებს კუნძულსა და კონტინენტს ერთმანეთთან. მუსლიმები ამ მეჩეჩს "ადამის ხიდს" უწოდებენ, ხოლო ინდუსები-"რამას ხიდს."
მუსლიმთა სახელწოდება განპირობებულია მათი რელიგიით. ისინი თვლიან, რომ სამოთხიდან გამოდევნილმა ადამმა პირველად ცეილონზე დადგა ფეხი, როცა დედამიწაზე ჩამოვიდა. ინდოეთში კი ის გადავიდა ამ უცნაური მეჩეჩით, რომელიც ასე ძალიან ჰგავს ხიდს.
Friday, 28 February 2020
უცნაური ვარდისფერი ტბა ჰილერი
ჰილერის ტბა ითვლება ბუნების ულამაზეს გამოცანად, ვინაიდან ის ვარდისფერია. ტბა მდებარეობს კუნძულ მიდლზე ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროსთან. პირველად ეს ტბა აღმოაჩინეს მონადირეებმა მე-19 საუკუნეში. ტბა მარილიანია, ამიტომ გადაწყვიტეს ახლომახლო ადგილებიდან მარილის მოპოვება. მაგრამ რამდენიმე წელიწადში წარმოება დაიხურა დაბალი რენტაბელობის გამო. ტბის მიმართ მეცნიერული ინტერესი ბოლო დროს გაღვივდა.
ეს უცნაური ტბა მდებრაეობს მარილის საბადოების ტაფობში. სანაპირო ზოლი 600 კმ-ია. მაგრამ ყველაზე საინტერესო დაფარულია წყალში, ის ხომ ვარდისფერია. ზემოდან თუ დახედავთ, ტბა ოვალური ფორმის თეფშს წააგავს.
Subscribe to:
Posts (Atom)


















