ბოლო დროს ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს საბერძნეთში აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის, ეგეოსის ცივილიზაციის წარმომადგენელთა ჩონჩხების დნმ-ის ანალიზების სერია. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეგეოსის ცივილიზაციის წარმომადგენლები ძირითადად ფერმერები იყვნენ. ისინი იქ დაფუძნდნენ ათასეული წლებით ადრე.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს კრეტა-მინოსის ცივილიზაციის სამარხები. (1600-1100 ჩვ.წ.აღ-მდე). ეს ცივილიზაციები განვითარებული დამწერლობით პირველები იყვნენ ევროპის ტერიტორიაზე. მაგრამ საიდან მოვიდნენ ისინი და როგორ ქმნიდნენ საკუთარ უნიკალურ კულტურას ჯერაც გამოსაკვლევია.
გაირკვა, რომ ის ხალხი ვინც ეს ცივილიზაციები შექმნა არ იყო მოსული. ეს ადამიანები იყვნენ ანატოლიიდან (თანამედროვე თურქეთი) გადმოსახლებულთა შთამომავლნი. მათ შემოიტანეს ევროპაში მოწათმოქმედება ნეოლითის ხანაში, 7 ათასი წლის წინ. რასაც ადასტურებს დნმ-ის მასალის 86%-ის შედეგი. ამ ცივილიზაციების წინაპრები კავკასიიდანაც იყვნენ და თანამედროვე ირანის ტერიტორიიდანაც.
"მეცნიერებაში მიღებული თვალსაზრისია, რომ ძვ. წ. IV ათასწლეულში ინდოევროპულ ტომებს ეკავათ ტერიტორია შუა ევროპიდან ურალსა და არალის ზღვამდე, ხოლო III ათასწლეულის დასაწყისიდან ისინი იწყებენ ექსპანსიას სამხრეთისაკენ, კერძოდ, ხეთურ-ლუვიური ტომები იპყრობენ მცირე აზიას III ათასწლეულის მეორე ნახევარში, ხოლო II ათასწლეულის დასაწყისში აღმოსავლეთიდან მოდის ახალი ტალღა ინდოევროპელებისა არიელების სახით, რასაც მოჰყვა საბოლოო დაშლა ერთიანი ხმელთაშუაზღვისა და ეგეოსური კულტურებისა და ეთნიკური კოლექტივებისა (პროტოქართველებისა), რომლებიც მანამდე ბატონობდნენ ხმელთაშუაზღვის აუზსა და მცირე აზიაში და ხელს უშლიდნენ ინდოევროპულ ექსპანსიას."-ზ.გამსახურდია
პირველი ბერძნები, რომლებიც გაჩნდნენ საბერძნეთში იყვნენ აქაველები, რომლებიც თესალიაში მოვიდნენ დაახლოებით 1900წ.ჩვ.წ-მდე. ისინი პატრიარქალური მეცხოველეები იყვნენ და თაყვანს სცემდნენ პატრიარქალურ სამებას. თავიდან მათ ერქვა: მითრა, ვარუნა და ინდრა. მოგვიანებით, მიიღეს ზევსის, პოსეიდონისა და ჰადესის სახელი. აქაველებმა დაიპყრეს მთელი საბერძნეთი და სცადეს დაენგრიათ ბრინჯაოს საუკუნის ნახევრად მატრიარქალური ცივილიზაცია, რომელიც იქ დახვდათ. ისინი შეეგუენ მემკვიდრეობის ქალის ხაზით გადაცემას,შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებსაც უწოდებდნენ პელაზგებს. პელაზგები თვლიდნენ, რომ გაჩნდნენ კოსმიური გველის-ტიფონის კბილებიდან, რომელიც დიდმა ქალღმერთმა ევრინომამ საყვარლად გაიხადა, რითაც აღნიშნა შესაქმის ეპოქის დაწყება. არგოლიდაში მოსულმა აქაველებმა მიიღეს დანაელების სახელი(ქალღმერთ დანაეს სახელიდან).
არგოსიდან გამოყრილმა პელაზგებმა დაარსეს რამდენიმე ქალაქი ლესბოსზე, ქიოსზე და კნიდოსზე. დანარჩენები გაიქცნენ თრაკიაში, ტროაში და ეგეოსის სხვა კუნძულებზე. ეოლიელი ბერძნები თესალიაში მოვიდნენ ჩრდილოეთიდან. დაიკავეს ბეოტია და დასავლეთ პელოპონესი. მათ მეგობრული ურთიერთობა დაამყარეს აქაველ დანაელებთან. ამ ორივე ხალხმა მონაწილეობა მიიღო კნოსოს გაძარცვაში 1400 წ-მდე, რამაც ბოლო მოუღო კრეტის ბატონობას ზღვაზე. კრეტის დამორჩილებას მოჰყვა ექსპანსია მცირე აზიაში, ფინიკიაში, ლიბიაში და ეგეოსის კუნძულებზე. 1250 წლისათვის აქაველ-დანაელები და ნაკლებად ცივილიზებული აქაველები ვერ შეთანხმდნენ და გაიყვნენ. ისინი განუდგნენ დიდ-დედას და შექმნეს ჩვენთვის ცნობილი ოლიმპიური პანთეონი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ზევსი. ზევსისა და მისი ცოლის ჰერას, ასევე ზევსისა და პოსეიდონის და აპოლონთან ჩხუბი, სავარაუდოდ იმის მაჩვენებელია, რომ პელაზგები და დანაელები ვერ ეგუებოდნენ რელიგიურ რევოლუციას. ბერძნებმა დაამარცხეს ტროელები. არ გასულა დიდი დრო და ინდოევროპელთა ახალი ტალღა შემოესია მცირე აზიასა და ევროპას. მათ შორის იყვნენ დორიელებიც, რომლებმაც ცეცხლითა და მახვილით დაიპყრეს საბერძნეთი. ძვ. წ.მეორე ათასწლეულის შუალედში პელაზგები საბოლოოდ გამოყარეს საბერძნეთიდან-ქალღმერთ დანუს ტომი. დანუს ძალაუფლება ვრცელდებოდა თესალიაში. ის გახდა აქაური დინასტიის ფუძემდებელი, რომელსაც ეწოდებოდა პერსევსის ოჯახი.
მიკენელთა სალაპარაკო ენა იყო ბერძნული, მაგრამ რომელ ენაზე საუბრობდნენ მინოსელები ჯერჯერობით უცნობია.რაც იმაზე მეტყველებს, რომ მინოსელთა ენა მიეკუთვნება სხვა ენათა ოჯახს.
ზოგიერთი ენათმეცნიერი კი ვარაუდობს, რომ წინაბერძნული ენა გავრცელებული იყო კრეტაზე A-ხაზოვანი დამწერლობის არსებობის ხანაში და ის გარკვეულ საერთო ნიშან- თვისებებს ავლენს ქართველურ ენებთან (ფურნეე 1982წ, გორდეზიანი 1985წ.). უკანასკნელი მონაცემებით უარყოფილია ვარაუდი წინაბერძნული "პელაზგური'' ენის ინდოევროპულობის შესახებ.
"უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნული ენის ე.წ. პონტოური მეტყველება უმთავრესად წარმოადგენს ზანურ დიალექტს, ან უფრო სწორად, მისი კილოებსა და კავებს და ინარჩუნებს იბერიულ-კავკასიური ენებისთვის დამახასიათებელ ყველა აფრიკატს, რომელიც ამ მეტყველებაში ისე ჟღერს, როგორც ქართველურ ენებში. მის ლექსიკაში ბევრია ქართველური ძირის სუტყვები. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის ბერძნები, რომლებიც ლაპარაკობენ ბერძნული ენის ე.წ. "პონტოურ-ლაზურ" დიალექტებზე, ეთნონიმების გასაფორმებლად ხმაროებენ ქართველური ენებისთვის დამახასიათებელ სუფიქსებს. ესენია კუთვნილებითი "იანი" და მრავლობითი რიცხვის მაწარმოებელი "თ" სუფიქსები"-ო.გიგინეიშვილი
"ანატოლიის ნეოლითურ ძეგლებს არაერთი პარალელი ეძებნება ქართულ და კავკასიის სხვა ხალხთა ეთნოგრაფიაში. ანატოლიის ჩრდილოეთ რაიონებში მცხოვრებ ტომებს-ლევკოსირებს, ხალიბებს, ტიბარენებს, მოსინიკებს, მაკრონებს ხშირად მიიჩნევენ წინახეთურ ადგილობრივ მოსახლეობად".(Encyclopedia Britanika 1964)
დიაკონოვის აზრით, ინდოევროპელების გამოჩენამდე ხმელთაშუაზღვის აუზში მოსახლეობდნენ: ლიგურები, პიქტები, ბასკები, აქვიტანელები, ეტრუსკები, იბერები და მთელი ეს მოსახლეობა იყო არაინდოევროპული. მეცნ. მელორი იზიარებს აზრს, რომ საბერძნეთში არაინდოვრეპული სუბტრატის არსებობის სასარგებლოთ მეტყველებს ადგილობრივი ტოპო, ანთროპო და ეთნონიმები.
რას წერდა იაფეტური თეორიის ავტორი ნიკო მარი: "მიუხედავად გერმანული სამყაროს, კერძოდ რეინის მხარის კავშირისა კავკასიასთან და შავ ზღვასთან, რაც თვალში საცემია შუა საუკუნეებამდის, როგორც მონუმენტურ ძეგლებზე არა მხოლოდ ახენას ტაძარზე ან წვრილ ნახელავებზე, გოთებთან რომ აკავშირებენ. უფრო უშორეს დროის მიმართ მტკიცდება, რომ გერმანული ენა გაუგებრობის გამოა მის უძველეს ნაწილებში ინდოევროპული ოჯახის ენებს მიკუთვნებული, რომ ძირითადი თავისებურებანი, როგორც გერმანულს, ისე გოთურს საერთო აქვთ იმავე კონკრეტულ კავკასიურ ენებთან, გერმანულს სვანურთან, გოთებს კი-მეგრულ ჭანურთან."
ბერძნული ტომების მძლავრობასთან ერთად, პელაზგები კუნძულებისაკენ ინაცვლებდნენ. ისინი ძვ. წ.აღ. I ათასწლეულის შუა ხანებამდე ინარჩუნებდნენ ეგეოსის ზღვის ჩრდ. ნაწილს. მათ ეკუთვნოდათ. ნაწილი თრაკიაში, ლარისის ოლქში, ქალკიდიკაში, ქალაქი კრესტონია, ,"ილიადას'' ხომალდთა კატალოგის მიხედვით-მხარე ჰელესპონტსა და თრაკიას შორის, კუნძულებიდან-ლესბოსი, ლემნოსი, იმბროსი, ქიოსი, სამოთრაკია.. სტრაბონის ცნობით, მათი ნაწილი იტალიაში გადავიდა ტირენების, იგივე ეტრუსკების ეპონიმის, ატისის ძის ტირენის წინამძღოლობით, ხოლო მათი მეორე ნაწილი, თვით ატისისა და მისი მეორე ძის ლიდის, ლიდიელთა ეპონიმის მეთავეობით ლიდიაში დარჩენილა. პლუტარქეს განმარტებით, პელაზგური წარმომავლობის ტირენები-ეტრუსკები ჯერ თესალიაში მოსახლეობდნენ, მერე ლიდიაში გადასახლდნენ, ლიდიიდან კი იტალიაში გადავიდნენ. ლარისა პელაზგურ ენაზე ,"აკროპოლისს'' ნიშნავდა. პელაზგური დოლიონების ტომი ისტორიკოს ეფოროს კვიმელის მიერ სხვა პელაზგურ ტომთა მსგავსად თესალიიდან ელინების გამოძევებულ ტომად არის გამოცხადებული.
დიონისე პერიეგეტი და სხვა ძველი ავტორები ჰენიოხებს პელაზგთა ნაშიერებად თვლიან. ამაზე მიანიშნებს ანტიკური ავტორების მიერ ჰენიოხების დაკავშირება იაზონის თანამოლაშქრეებთან, დიოსკურების მეეტლეებთან იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ იაზონი და საზოგადოდ არგონავტები პელაზგებად მიიჩნეოდნენ. ეთნონიმ ,"ჰენიოხს'' ძველი ავტორები განმარტავდნენ ,"მეეტლის'' აღმნიშვნელი ტერმინით. ჰენიოხებისა და დიოსკურების კავშირი ჩანს პომპონიუს მელას იმ ცნობიდანაც, რომ ქალაქი დიოსკურია ჰენიოხთა მიწაზე დიოსკურებმა დაარსეს. პლინიუსის ცნობით, ეს ქალაქი დაარსეს თვით "მეეტლეებმა'', რომელთაგან წარმოიშვა ჰენიოხთა ტომი. პომპონიუს ტროგუსის მიხედვით, იაზონი მრავალი წლის შემდეგ უკან ბრუნდება კოლხეთში და სამეფო ტახტს უბრუნებს თავის სიმამრს აიეტს, რომლისთვისაც მტრებს წაურთმევიათ სამეფო.
სტრაბონის ცნობით, ტროის დაცემის შემდეგ, მათი ნაწილი ადრიატიკის ზღვის შორეულ ნაპირზე გადასახლებულა. პლუტარქეს მოწოდებული ინფორმაციით, რომი ან ბალკანეთიდან ლტოლვილ პელაზგებს, ან გადარჩენილ ტროელებს დაუარსებიათ, ანდა კოლხეთის მეფის აიეტის დის კირკესა და ოდისევსის ვაჟს რომანოსს. ჰესიოდეს ,"თეოგონია'' გვამცნობს, რომ ჰელიოსის ასულ კირკეს ოდისევსისგან ეყოლა ა გ რ ი ო ს ი , ლათინოსი და ტელეგონე, რომლებიც ტირსენების, იგივე ეტრუსკების წინაპრები და გამგებლები გამხდარან.
ეგეოსური მოსახლეობის შავიზღვისპირეთისაკენ სწრაფვის ერთ-ერთი ყველაზე ადრეულ გამოხატულებას წარმოადგენს მითი არგონავტებზე. ამის ნათელი გამოვლინებაა კოლხეთის მეფის აიეტის მიერ თავისი სამკვიდროს-პელაზგური ეფირის(კორინთო-შედ. სოფ კორინთას სახელთან შიდა ქართლში) მიტოვება და კოლხეთის მიწისაკენ გამგაზავრებაზე საუბარია ძვ.წ.მე-8 ს.ეპიკოსის ევმელოს კორინთელის ,"კორინთიაში''.
ამრიგად, "არქეოლოგიური, ლინგვისტური, ისტორიული და ანთროპოლოგიური კვლევების შედეგად ირკვევა, რომ ჩვ,წ.-მდე მეორე ათასწლეულიდან ინდოევროპელმა ტომებმა დაიწყეს თავისი საცხოვრებელი არეალის გაფართოება. ძვ.წ.-ის მე-4 ათასწლეულიდან იბერიული ტომები ცხოვრობდნენ მცირე აზიაში, კავკასიაში, ეგეოსის აუზში(ქალდი, ხალიბები), ტაბალები, ურარტუ, ჰენიოხები, ქაშქები, მოსინიკები, ტიბარენები, მეშეხები(მოსხები), ხათები, პელაზგები, ხურიტები და ა.შ. ინდოევროპელთა ექსპანსიის შედეგად, მეორე ათასწლეულიდან ჩვ.წ.-მდე მოხდა იბერიელთა ტომების შევიწროება და განდევნა, რასაც ძირითადად ადგილი ჰქონდა მცირე აზიასა და ეგეოსის აუზში. იბერიულმა ტომებმა თვითყოფადობა და სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნეს კავკასიაში(იბერიულ-კავკასიური ხალხები)''.--ანთროპოლოგი მ.აბდუშელიშვილი "კავკასიელი ადგილობრივი მოსახლეობის გენეზისის
შესახებ ანთროპოლოგიური კუთხით''.
პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო ( ნაწილი I )
პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო ( ნაწილი II )
პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო ( ნაწილი IV )
No comments:
Post a Comment