Tuesday, 10 March 2020

ესპანეთის სანაპიროსთან ჩაძირული ძველი ნანგრევები შესაძლოა მითიური ატლანტიდის ნავსადგური აღმოჩნდეს



კერძო ბრიტანული კომპანია"Merlin Burrows" რამდენიმე ხანია რაც შეისწავლის გაუგებარი ნაგებობების უძველეს ნანგრევებს, რომელიც მდებარეობს ესპანეთის სანაპიროს ახლოს.

არქეოლოგებს, ვისთვისაც ეს ნანგრევები კარგა ხანია ცნობილია, მიაჩნიათ რომ  ნანგრევები ძველი ბერძნული ან რომაული შენობების ნარჩენებია. მაგრამ "Merlin Burrows" ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ნანგრევები ბევრად ძველია და ის პლატონის მიერ აღწერილ ატლანტიდას უნდა ეკუთვნოდეს.


"Merlin Burrows"-ის ისტორიკოსებმა გამოიკვლიეს ნანგრევები ადგილზე და თანამგზავრიდან გადაღებული სურათების დახმარებითაც. ისინი ამზადებენ ფილმს "Atlantica", რომელიც მათ ჩატარებულ სამუშაოებს ეხება, სადაც  შეეცდებიან დაამტკიცონ,რომ ატლანტიდა მდებარეობდა ახლანდელი ესპანეთის სანაპიროებთან.

ატლანტიდის ცენტრში იყო უზარმაზარი ქალაქი-კუნძული. იქ მისასვლელად საჭირო იყო ნავსადგურის გრძელი და მაღალი კედლის გადაცურვა, რომელსაც ჰქონდა კარიბჭე ორi დიდი სვეტით. მათ ჰერაკლეს სვეტებს უწოდებდნენ.

მეცნიერთა შორის დიდი ხანია მიმდინარეობს კამათი ატლანტიდის რეალურ არსებობაზე. თუ არსებობდა, მაშინ სად იყო ის. "Merlin Burrows" ექსპერტთა აზრით ესპამეთის სანაპიროსთან არსებული ნანგრევები უნდა იყოს სწორედ ატლანტიდის ნავსადგურის კედლის ნაშთები.


ატლანტიდის რეკონსტრუქცია

სავარაუდო ატლანტიდის ადგილი მდებარეობს ქალაქ ქადისის ჩრდილოეთით (ანდალუზია) სანაპირო ზოლზე, სადაც 15 წერტილია ნანგრევებით, რომლის შესახებ დღესდღეობით არაფერია ცნობილი. ზღვის ისტორიკოსი ტიმ აკერსის, "Merlin Burrows" კვლევების განყოფილების ხელძღვანელი, თქმით,  კვლევებმა გამოავლინა, რომ ეს ნაგებობები ტექნიკურად ბევრად უფრო განვითარებული ხალხის აგებულია, ვიდრე ბერძნები და რომაელები იყვნენ.

ნანგრევებიდან ამოღებული მასალის ლაბორატორიულმა ანალიზებმა აჩვენა ისეთი სახის დუღაბის არსებობა, რომელსაც რომაელები და ბერძნები არ იყენებდნენ, ასევე მაღალგანვითარებული მეტალურგიის ნიშნები. ნანგრევების ზოგიერთ ნიმუშზე  იყო მომწვანო-ლურჯი ნადები, ანალიზით დაადგინდა ლითონთა ძალიან ძველი შენადნობები.

კვლევის შედეგებით მტკიცდება, რომ ამ მონაპროვების ასაკი ბევრად ძველია, ვიდრე ძველი საბერძნეთისა და ძველი რომისა.თუ ეს ნამდვილად ატლანტიდის ნავსადგურის კედლის ნანგრევებია, მაშინ კედლის სისქე წარმოუდგენლად დიდია-75 მეტრი. კედელი წყალმა დაშალა. 

მოთეთრო ხაზი სურათზე ატლანტიდის ნავსადგურის კედელია თავისი ჭიშკრით.

 
სავარაუდოდ, ასე გამოიყურებოდა  ეს კედელი


"Merlin Burrows" აცხადებს: ამ ადგილზე არსებული ნანგრევები უნიკალურია. ასეთივე არსადაა  აღმოჩენილი და ის ძალიან ჰგავს პლატონის მიერ აღწერილ ატლანტიდას.






No comments:

Post a Comment