Thursday, 12 March 2020

გვატემალის ქვის გიგანტური თავის საიდუმლო



ნახევარი საუკუნის წინ, გვატემალის ჯუნგლებში აღმოაჩინეს ქვის გიგანტური თავი. ზეცისკენ აპყრობილ სახეზე მას მოუჩანდა დიდი თვალები და თხელი ტუჩები. სახე კავკასოიდური ტიპს განეკუთვნებოდა, რაც ესპანელებამდე ამერიკაში მცხოვრებ არცერთ რასას  არ ემთხვეოდა. აღმოჩენამ დიდი ყურადღება მიიქცია, მაგრამ მალევე გაქრა ისტორიის ფურცლებიდან.

პირველად ამ თავის შესახებ ცნობა გაავრცელა ფილოსოფიის დოქტორმა, ადვოკატმა ოსკარ რაფაელ პადილია ლარამ, რომელმაც ეს სურათები მიიღო 1987 წელს. ფოტო 1950 წელს გადაიღო იმ მიწის ნაკვეთის მეპატრონემ, სადაც იდგა მონოლითი, სადღაც ჯუნგლებში.

პატარა სტატია სურათით გამოქვეყნდა ბიულეტენში "უძველესი ზეცა", რომელიც წაიკითხა გამოჩენილმა მკვლევარმა და მწერალმა დევიდ ჰეთჩერ ჩაილდრესმა. ის დაუკავშირდა დოქტორ პადილიოს, რომელმაც მოძებნა მიწის ნაკვეთის მეპატრონეები, სადაც იდგა ქვის თავი. ეს იყო ბიენრის ოჯახი. მონოლითი მდებარეობდა გვატემალის სამხრეთით, პატარა სოფელ ლა დემოკრასიასგან 10 კილომეტრში.

დოქტორი პადილიო სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, როდესაც მივიდა და დაინახა, რომ თავი თითქმის მთლიანად გაანადგურებული იყო. მონუმეტი გაანადგურეს აჯანყებულებმა დაახლოებით ათი წლის წინ, იყენებდნენ რა მას როგორც სამიზნეს. პადილიომ  ქანდაკების შესახებ  ძალიან გვიან შეიტყო. სახე ისეთი დამახიჯებული ჰქონდა როგორც ეგვიპტურ სფინქსს. თვალები, ცხვირი და პირი საერთოდ აღარ ჰქონდა. პადილიოს თქმით, თავის სიმაღლე დაახლოებით 4-6 მ. უნდა ყოფილიყო. სამთავრობო ჯარსა და აჯანყებულებს შორის შეიარაღებული შეტაკებების გამო,  დოქტორმა ვეღარ შეძლო იქ დაბრუნება.

თავის განადგურების  შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მალევე დაივიწყეს. გაახსენდათ  მხოლოდ მაშინ, როცა გამოვიდა ფილმი "მაიას გამოცხადებები 2012 წელზე და მის იქით", სადაც გამოყენებული იყო ამ მონუმენტის სურათიც.

ფილმის რეჟისორმა გამოაქვეყნა გვატემალელი არქეოლოგ ჰექტორ ი მაჯიას სტატია, რომელიც წერდა, რომ ამ ძეგლზე არ იყო გამოსახული მაიას, ნაუთლის, ოლმეკების  დამახასიათებელი ნაკვთები, ან თუნდაც სხვა, ესპანელებამდელი ცივილიზაციისა. ეს ძეგლი შექმნილი იყო უცნობი ცივილიზაციის მიერ.

ამ პუბლიკაციამ სკეპტიკურად განწყობილ აუდიტორიაზე საპირისპირო ეფექტი იქონია. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს იყო მხოლოდ სარეკლამო ხრიკი. სურათის უტყუარობაც კი დააყენეს ეჭვქვეშ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არა არსებობს ნიშანი იმისა, რომ სუართი გაყალებებულია.

ნაპოვნი ქვის თავის ადგილზე ადრე, ცისკენ მომზირალი სხვა ქვის თავებიც იქნა აღმოჩენილი, რომელიც ოლმეკთა ცივილიზაციის შექმნილი იყო. ამ ცივილიზაციის აყვავების ხანა 1400-400 წწ. ჩვ.წ,აღ-მდე. ისინი სახლობდნენ მექსიკის ყურის სანაპიროზე. თუმც ოლმეკთა  სტილის  ქვის თავები აღმოაჩინეს მათი საცხოვრისიდან ასობით კილომეტრის მოშორებით.


ეს ორი თავი ნამდვილად არ ჰგავს ერთამენთს. ბელგიელი ჟურნალისტი ფილიპ კოპენსის თქმით,  ზემოთ არსებული თავი არის ოლმეკთა ხანის ანომალია, ან ესაა სხვა არტეფაქტი უცნობი კულტურისა, რომელიც წინ უძღოდა ოლმეკებს.

მეცნიერებს ბევრი კითხვა გაუჩნდა: იყო ეს მხოლოდ თავი, თუ აქვს მას ქვემოთ სხეული, როგორც აღდგომის კუნძულის ქანდაკებებს.  უკავშირდება თუ არა ის ამ რეგიონის სხვა უძველეს ქმნილებებს. ამ იდუმალებით მოცული ძეგლის შესახებ სიმართლის გასარკევად საჭიროა მომავალაში კვლევების დაწყება.






No comments:

Post a Comment