კაიმანავას კედელი (Kaimanawa Wall) ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს, მაგრამ მასზე ინტენსიური საუბარი 1996 წ-დან დაიწყეს, მას მერე, რაც ისტორიკოს-მკვლევარმა ბარი ბრეილსფორდმა ახსენა ის თავის წიგნში.
ახალი ზელნდიის ჩრდილოეთ კუნძულის ცენტრში მდებარეობს ტაუპოს ტბა. ტბის გარშემოს ტყეებია, რომელიც გამოცხადებულია კაიმანავას ნაკრძალ ტყეპარკად. სწორედ ამ ტბისგან ოცდაათ კილომეტრში, ტყეში აღმოაჩინეს ტურისტებმა მეგალითური ნაგებობის ნანგრევები. ეს გამოუცნობი ადგილი ზელანდიაში ცნობილია როგორც კაიმანავას კედელი.
სავარაუდოდ წვიმებმა გამორეცხეს პატარა ბორცვზე მდგარი უზარმაზარი ხის ფესვები და ამის შედეგად გამოჩნდა სწორკუთხა ქვის ბლოკებისგან ნაგები კედლის ნანგრევები. თითეული ბლოკის სიმაღლე ერთი მეტრია, ხოლო სიგანე ორი მეტრი. იწონის რამდენიმე ტონას. ეს უზარმაზარი ბლოკები ისეთი იუველირული სიზუსტითაა ერთმანეთზე დაწყობილი, რომ დანის პირს ვერ გაატარებ. დრომ და არათანაბრად დამჯდარმა საძირკველმა ზოგიერთი ბლოკი ერთმანეთს დააშორა და ღრმულები გააჩინა მათ შორის. არსებობს მოსაზრება რომ კედელი, რომელიც ჩანს დიდი სტრუქტურის ნაწილია, ხოლო დარჩენილი ნაწილი დამარხული უნდა იყოს ვულკანური ფერფლის ქვეშ.
ბრეილსფორდისა და დევიდ ჩილდრესის ვარაუდით კედელი მაორთა აქ მოსვლამდე დიდი ხნით ადრეა აგებული. მაორები აქ გამოჩნდნენ 1200 წლის წინ.
ბარი ბრეილსფორდი ახალ ზელანდიაში ცხოვრობს, ამიტომ ამ კედელზე ყურმოკვრით კი არ იცის, არამედ თავად შეისწავლა ის. ჩილდრესიც გამოცდილი მკვლევარია. უკვე წლებია სწავლობს ძველ ცივილიზაციებს მთელ მსოფლიოში. ორთავეს აზრით კაიმანავას კედლის სტილი ზუსტად ჰგავს წყნარი ოკენისა და სამხრეთ ამერიკის მეგალითური ნაგებობების სტილს.
ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ახალი ზელანდია მაორთა აქ მოსვლამდე უკვე დასახელბული იყო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცანა კი დაკავშირებულია არქეოლოგიურ გათხრებთან ვაიპუას ტყეში, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. რა ნახეს იქ არქეოლოგებმა-უცნობია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: 1988 წელს ახალი ზელანდიის მთავრობამ სპეციალური დადგენილებით გათხრების შედეგები 75 წლით გაასაიდუმლოა.
ამ დადგენილებას მთელ ქვეყანაში აღშფოთება მოჰყვა. პრესაში, პარლამენტში იხილავდნენ გამოსული დადგენილების კანონიერებას, რომელიც არქეოლოგიური ინფორმაციის გამჟღავნების აკრძალვას ითვალისწინებდა. დოკუმენტს ხელი მოაწერა არქეოლოგიური კვლევის ხელმძღვანელმა მაიკლ ტეილორმა და ის საიდუმლო ტექსტის 14 გვერდისგან შედგება, რომელიც აწესებს შეზღუდვებს ინფორმაციის ნაწილზე, რაც უკავშირდება ვაიპუას ტყეში 1979-1988 წწ-ში ჩატარებულ არქეოლგიურ გათხრების საველე სამუშაოების ანგარიშს. მისი გამოქვეყნება მხოლოდ 2063 წელს გახდება შესაძლებელი.
რა აღმოაჩინეს ვაიპუას ტყეში არქეოლოგებმა?-არავინ იცის.
No comments:
Post a Comment