Sunday, 1 March 2020

რატომ შეწყდა საბერძნეთში არსებული პირამიდების კვლევა


თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორიაზე არგოლიდაში, ქალაქ არგოსის მახლობლად შემორჩენილია პირამიდების ნანგრევები. ერთი მათგანი, რომელიც უფრო კარგადაა შემონახული ჰელენიკონის (ახლოს მდებარე სოფლის სახელი) სახელითაა ცნობილი.

ბევრმა არც კი იცის რომ ასეთი პირამიდები არსებობს საბერძნეთის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ ჰელენიკონის პირამიდა ეგვიპტურზე უფრო ადრეა აგებული.


ჰელენიკონის პირამიდა ეგვიპტურთან შედერაბით მინიატურულია 7X9 მ. აქვს ტრაპეციის ფორმა და აგებულია რუხი კირქვის ბლოკებით. ბლოკებს შორის დუღაბის კვალი არ აღმოჩნდა. ამ პირამიდაზე ინფორმაცია ძველ წყაროებში ძალიან მწირია. და მხოლოდ პავსანიუსისგანაა ცოტა რამ ცნობილი მასზე. ის წერს, რომ გზად არგოსიდან ეპიდავრიისკენ  დგას პირამიდის მსგავსი ნაგებობა. პავსანიუსი ამ პირამიდას თვლიდა მეომართა სამარხად. თანამედროვე მეცნიერებს კი ეჭვი ეპარება, რომ ეს პირამიდა სამარხი იყო, ვინაიდან იქ ადამიანის ნეშთი არ აღმოუჩენიათ.

არის მოსაზრება, რომ  პირამიდა რიტუალური გახლდათ. ისევე როგორც ეგვიპტური პირამიდები, ესეც ორიენტირებული იყო ორიონის სარტყლისკენ. ამაზე მიუთითებს დერეფნის სპეციფიკური ადგილი, რომელიც ზუსტად ემთხვევა ორიონის სარტყლის მდებარეობას 2400-2000 წწ-ში ჩვ.წ.აღ-მდე, როცა დაახლოებით აიგო პირამიდა. მეორე ვერსიით ეს პირამიდა იყო ობსერვატორია, საიდანაც თვალყურს ადევნებდნენ ვარსკვალვებს.


პირამიდის აგების დროსთან დაკავშირებით კამათი არ წყდებოდა. ბოლო ხანს  ოპტიკური ფოტოთერმული დასხივების მეთოდის გამოყენებით  გაირკვა, რომ ჰელენიკონის პირამიდა შეიძლება აგებულიყო 3000± 250 წ. ჩვ.წ.აღ-მდე.

არანაკლებ საინტერესოა და მნიშვნელოვანი გახლავთ ამფიონის პირამიდა. გორაკი რომელზეც ეს პირამიდაა, თებეს დაარსების ისტორიასთანაა დაკავშირებული. ქალაქის დამაარსებლად ერთი ვერსიით ითვლება ამფიონი, ზევსისა და ანტიოპეს ვაჟი. ამფიონი და მისი ტყუპისცალი ზეტი, ძმები დიოსკურები,დაბადებისთანავე დედას წაართვეს და უბრალო მწყემსებად ზრდიდნენ. აქ იკვეთება ანალოგია რომის დამაარსებელ რომულუსსა და რემთან. როგორც რომულუსმა და რემმა, ასევე ამფიონმა და ზეტმა გადაწყვიტეს ქალაქის დასაცავად აეგოთ კედელი, რომელსაც უწოდეს თებე, ზეტის ცოლის პატივსაცემად. ლეგენდის მიხედვით, ამფიონს ქვები მოძრაობაში მოჰყავდა და აიძულებდა მათ თავის ადგილზე დაწყობას, იმავდროულად ჰერმესის ნაჩუქარ ლირაზე უკრავდა. ბევრს მიაჩნია, რომ ძმები რეალურად არსებული პიროვნებები იყვნენ.


თებეს დამაარსებლებმა ტრაგიკულად დაასრულეს სიცოცხლე. ამფიონის მთელი ოჯახი ჭირით დაიხოცა. ეს ისტორია დარჩებოდა მარტო ლეგენდად, რომ არა არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი გვირაბების ქსელი და მიწისქვეშა ნაგებობები. ერთი მათგანი სავარაუდოდ ძმების სამარხი უნდა ყოფილიყო. გათხრები მიმდინარეობდა 1971-73 წლებში. ეს სამარხი ერთადერთი იყო, რომელიც საფეხურებად იყო აგებული, რაც იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა. პირამიდის ასაკი 2500-2000 წწ. ჩვ.წ.აღ-მდე, რაც ეგვიპტის პირამიდების ხანას ემთხვევა. პირამიდის შიგნით, ერთ-ერთ მიწისქვეშა კამერაში, იატაკზე ორი ორმო აღმოჩნდა, რამაც თავისთავად დაბადა კითხვა: იქნებ სწორედ აქ იყო ორი ძმის სამარხი? გვირაბი "სულის გასასვლელად" ორიენტირებული იყო პოლარულ ვარსკვალვზე, ისევე როგორც ხეოფსის პირამიდა.

გორაკის თავზე აგებული აგურის სამარხი თავისი ფორმით მოგაგონებდათ მასტაბას, რომელიც ძალიან ჰგავდა დინასტიამდელ ხანაში ეგვიპტეში აგებულ ანალოგს. ამ მსგავსებამ დაბადა აზრი, ამფიონის გორაკი წარმოადგენდა ევიპტელის სამარხს, რომელიც ცხოვრობდა საბერძნეთში.

სპეციალისტთა აზრით ამფიონის პირამიდა შეიქმნა მაშინ, როცა ბერძნები მსგავს სამარხებს არ აგებდნენ. მათთვის ტიპიური იყო გადარცვლილების დაწვა და შემდეგ მისი სამარხ ურნაში მოთავსება, რომელსაც ზემოდან აყრიდნენ მიწას ბორცვის სახით. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ამ პირამიდის აგებისას გამოყენებული იყო ეგვიპტელთა ცოდნა. არქეოლოგები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და გამოთქვეს აზრი, რომ თავად ამფიონი და ზეტი იყვნენ ეგვიპტელი კოლონისტები. 

ნათლად გამოჩნდა, რომ ამფიონის პირამიდა არ  არის იზოლირებული ისტორიული ფენომენი, არამედ პირიქით, ის იყო ორგანული ნაწილი ამოუცნობი, მივიწყებული ცივილიზაციისა, რომელმაც აყვავებას მიაღწია ამ ტერიტორიაზე 2800-1700 წწ. ჩვ.წ.აღ-მდე. ის მინოსურ ცივილზაციასაც კი დაუკავშირეს.

1973 წელს პირამიდის კვლევები შეწყდა და აღარ განახლებულა. ისმება კითხვა: რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ამფიონის პირამიდის ამგებნი არ იყვნენ ინდოევროპელნი, რაც საჭიროს გახდის მსოფლიოს ისტორიის ხელახლა გადაწერას.






1 comment:

  1. Your Affiliate Money Printing Machine is waiting -

    And earning money online using it is as simple as 1-2-3!

    Here's how it all works...

    STEP 1. Choose affiliate products the system will advertise
    STEP 2. Add some PUSH BUTTON traffic (this ONLY takes 2 minutes)
    STEP 3. Watch the system grow your list and sell your affiliate products on it's own!

    So, do you want to start making money???

    Your MONEY MAKING affiliate solution is RIGHT HERE

    ReplyDelete