უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს ამერიკელმა მეცნიერებმა ეგვიპტური მუმიის ანალიზის დროს. გაირკვა, რომ 2600 წლის წინ ჩატარდა იმ დროისთვის დაუჯერებელი სირთულის ქირურგიული ოპერაცია.
1971 წელს კალიფორნიაში მდებარე როზენკრეიცის მუზეუმში მიიტანეს დაბეჭდილი ძველეგვიპტური სარკოფაგი, რომელშიც აღმოჩნდა კარგად შენახული, ოდესღაც მაღალი წრის წარმომადგენელი ეგვიპტელის მუმია.
აღმოჩენა გაკეთდა ჩვეულებრივი დნმ-ის ანალიზის მიმდინარეობისას, რომელსაც ატარებდნენ აშშ-ს ბრიგამა იანგას უნივესიტეტის მკველევარები. მუმიის მუხლში აღმოჩნდა 23 სმ-ის ლითონის ორთოპედიული შტიფტი.
გაირკვა, რომ მამაკაცს გაუკეთდა რთული ქირურგიული ოპერაცია. ძველმა მედიკოსებმა შტიფტი ისე ჩასვეს, როგორც ამას გააკეთებდნენ მათი კოლეგები დღეს. ამასთან, ოპერაცია ისე ოსტატურად ჩატარდა, რომ კვალიც კი არაა დარჩენილი.
შტიფტი შემთხვევით აღმოაჩინეს, როცა მუმია რენტგენზე გააშუქეს. მეცნიერები ყველაზე მეტად გააოცა აღმოჩენილი ორთოპედიული საშუალების თანამედროვე დიზაინმა.
"მას აქვს ისეთივე კონსტრუქცია, როგორსაც ვიყენებთ ჩვენ"-თქვა ქირურგ-ორთოპედმა, დოქტორმა რიჩარდ ჯეკსონმა.-"როგროც ჩანს, ეგვიპტელმა ექიმებმა იცოდნენ შტიფტის გამოყენება ძვლების მდგომარეობის სტაბილიზაციისა და დაცვისთვის."მისივე სიტყვებით, ჯერ არცერთ სხვა მუმიაში აღმოუჩენიათ მსგავსი რამ. მეცნიერებს აინტერესებთ როგორ მოახრეხეს ამის გაკეთება უძველესმა ექიმებმა.
პროფესორმა გრიგზამ ეჭვი გამოთქვა, იქნებ ეს შტიფტი ახალი ჩადგმული იყო დაზიანებული მუმიის ფეხის შესაერთებლად. შტიფტის წარმოშობის გასარკვევად და მისგან ლითონის და ძვლის ნიმუშის ასაღებად ფრთხილად გახვრიტეს ძვალი პატარა კამერის ჩასაყენებლად. მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა ძველი ორგანული რეზინის კვალი, რომელიც თანამედროვე ძვლის წებოს ჰგავდა. ასევე, აღმოჩნდა უძველესი ცხიმებისა და ქსოვილის ბოჭკოების კვალიც, რომლებიც (იმ რეზინის წყალობით) კარგად იყო დაფიქსირებული.
დამატებითმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჩატარდა მაღალი დონის სამედიცინო პროცედურა უძველეს დროს, დაახლოებით 2600 წლის წინ.
ამ მნიშვნელოვან აღმოჩენასთან დაკავშირებით ყველას ერთი კითხვა აწუხებდა: ოპერაცია მაშინ ჩატარდა როცა მამაკაცი ცოცხალი იყო თუ სიკვდილის შემდეგ. სრულმა გამოკვლევამ გამოავლინა, რომ შტიფტი ჩაიდგა სიკვდილისა და დაკრძალვის შუალედში.
ძველ ეგვიპტელებს სწამდათ სიკვდილის შემდეგ სხეულის ფიზიკურიი აღდგომის, სადაც სხეული იყო სულის გადაადგილების საშუალება იმქვეყნიურ სამყაროში. ამგვარად, სხეულის მთლიანობის დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის.
No comments:
Post a Comment