თურქმა არქეოლოგებმა სინოპში გათხარების დროს, ბალათლარას ძველ ეკლესიაში აღმოაჩინეს ქვის კიდობანი. მეცნიერები თვლიან, რომ მასში ინახებოდა ჯვრის ფრაგმენტები, რაზეც გააკრეს იესო ქრისტე. ნაპოვნი კიდობანი გადაეცა სინოპის არქეოლოგიურ მუზეუმს. მას "წმინდა ქვაც" კი შეარქვეს.
ნაპოვნი ნივთი კარგად შენახული ქვის კიდობანია, რომლის სახურავი დამშვენებულია ამოტვიფრული ქრისტიანული ჯვრის გამოსახულებით. არქეოლოგთა აზრით, ამ კიდობანში ინახავდნენ ჯვრის ნაწილებს, რომელზეც უფალი გააკრეს.
გადმოცემის თანახმად, ჯვარი მე-4 საუკუნეში იპოვა ელენე დედოფალმა. მან ჩაუყარა საფუძველი ჯვრის ნაწილებად დაყოფასა და ამ ნაწილების ტაძრებისთვის გადაცემის ტრადიციას.
შესაძლოა სწორედ ასეთი ნაწილები ინახებოდა ბალათლარას ეკლესიის კიდობანში. ეკლესიის ისტორია 2300 წელს ითვლის. ესაა ყველაძე უძველესი, შემორჩენილი ნაგებობა სინოპში.
გათხრები სინოპში ეკლესიის ადგილზე რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ტაძარი აიგო რომაულის ადგილზე, რომელიც გადაკეთდა მე-7 საუკუნეში. 13 ათასამდე სხვადასხვა რელიკვია აღმოჩნდა ადგილზე. ისინი გადაეცა ადგილობრივ არქეოლოგიურ მუზეუმს.
No comments:
Post a Comment