Showing posts with label პროტოიბერიული_მედიტერანული და სხვა დაკარგული ცივილიზაციები. Show all posts
Showing posts with label პროტოიბერიული_მედიტერანული და სხვა დაკარგული ცივილიზაციები. Show all posts

Saturday, 17 July 2021

კამბეის ცივილიზაცია_აღმოჩენილია ყველაზე უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში


ინდოსტანის ჩრდილო-დასავლეთით, არაბეთის ზღვაში მდებარეობს კამბეის ყურე. უძველესი დროიდან ეს ყურე იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. 2002 წელს კამბეის ყურეში აღმოაჩინეს უძველესი დასახლების ნანგრევები. ჩაძირული ქალაქი გამოიკვლიეს თანამედროვე ტექნიკის დახმარებით. წყლის ზედაპირზე ამოიღეს უამრავი არტეფაქტი. ყველაზე საოცარი კი ამ დასახლების ასაკი აღმოჩნდა, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 9500 წელს ითვლის.

არქეოლოგები ათეულობით წლების განმავლობაში იხილავდნენ ჰარაფას ცივილიზაციის წარმოშობას, რომელიც თანამედროვე პაკისტანისა და ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე ყვაოდა 3000 წლის წინ ჩვ.წ.აღ-მდე. კამბეის ყურეში ჩატარებული კვლევების შედეგად ინდოელი მეცნიერები სენსაციური აღმოჩენის წინაშე დადგნენ. გაირკვა, რომ ჰარაფას ცივილიზაცია დაკავშირებული იყო მასზე უფრო ძველ კულტურასთან. ეს უძველესი კულტურა კი არსებობდა უკანასკნელი გამყინვარების დასასრულისთვის, რომელიც შემდეგ წყალმა დაფარა. ცნობისთვის, უკანასკნელი გამყინვარების ხანაში დაახლოებით 18 ათასი წლის წინ, ზღვის დონე ამ ტერიტორიაზე 130 მეტრით დაბალი იყო.

Friday, 23 April 2021

ამოუცნობი ეგვიპტე_ეგვიპტის ყველაზე ამოუცნობი საიდუმლო_ნაცისტების ფარული მისია (II ნაწილი)

 

ფრანგი კოლეგის ჩანაწერის შესწავლის შემდეგ, გერმანელ არქეოლოგს გაუჩნდა მოსაზრება რომ ადგილზე, სადაც იპოვეს "გველთა დედოფლის"(უაჯიტი) განძი, შესაძლოა ყოფილიყო სხვა ცნობილი არტეფაქტებიც, მაგრამ მანამდე საჭირო იყო დაკარგული განძის მოკვლევა. ამის გამო, გერმანელი ეგვიპტოლოგი გაემგზავრა სუდანში. სწორედ იქ დაიკარგა ბარონესა დელამარი იდუმალებით მოცულ სამკაულთან ერთად. შეფერმა გააბა ნაცნობობა, გაიცნო სუვენირებით მოვაჭრენი, გაიკითხ-გამოიკითხა, მაგრამ სასურველ კვალს ვერსად მიაგნო. ჰენრიხი ბილეთის აღებას აპირებდა ევროპაში გასამგზავრებლად, რომ გერმანელმა ექიმმა, რომელიც წითელი ჯვრის ადგილობრივ მისიაში მუშაობდა,  სტუმრად მიიწვია.

ამოუცნობი ეგვიპტე_ეგვიპტის ყველაზე ამოუცნობი საიდუმლო (I ნაწილი)


ცივილიზაციათა ალტერნატიული მკვლევარების აზრით ეგვიპტის ხელისუფალნი ძალაუფლებას დაქვემდებარებულ მეცნიერებას იყენებენ და ნიღბავენ ქვეყნის ყველაზე ძველ, იდუმალებით მოცულ ობიექტს. გადმოცემით, სწორედ მას უკავშირდება ყველაზე საინტერესო ფურცლები, არქეოლოგთა დაღუპვა, არტეფაქტების გაქრობა სამხედრო თვითმფირინავებიდან და ევროპული მუზეუმებიდან. 

ნაგებობა, რომელიც გაუნელებლ ინტერესს იწვევდა მუდამ გახლავთ ყველასთვის კარგად ცნობილი პირველი პირამიდა ეგვიპტეში და ის  ჯოსერის სახელითაა ცნობილი. ცოტამ თუ იცის მის ქვეშ არსებული ქალაქის არსებობის შესახებ, რაზეც დგას ეს უნიკალური ნაგებობა და ის არტეფაქტები, რომელიც აღმოჩნდა მიწისქვეშ ორმოცდაათი მეტრის სიღრმეში.

Wednesday, 17 February 2021

გამოუცნობი თეთრკანიანი ხალხი "ბაჩვეზები" უგანდაში

 

ნილოსის ზემო წელში მცხოვრები შავკანიანი მოსახლეობა დღემდე ინახავს მოგონებას  იდუმალებით მოცულ თეთრკანიან ადამიანებზე-ბაჩვეზებზე.

ლეგენდების მიხედვით, ეს ადამიანები უგანდის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან მივიდნენ, ქვით ააგეს ქალაქები და შექმნეს დასახლებები, გაიყვანეს სარწყავი არხები, კლდოვან ადგილებზე გაბურღეს 70 მეტრის სიღრმის მაღაროები (შახტები). ბაჩვეზები აოცებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას თავისი ცოდნით და უნარებით. გადმოცემით, მათ თავისუფლად შეეძლოთ ტბაზე გადაფრენა, ადიოდნენ ციცაბო კლდეებზე, კურნავდნენ ყველანაირ დაავადებას, ყვებოდნენ  დიდი ხნის წინ მომხდარ ამბებს.

ბაჩვეზთა პირველი ხსენება უკავშირდება ბუნიორო კიტარას სამეფოს შექმნას დაახლოებით მე-13 საუკუნეში ჩვ.წ.აღ-ით. მათ წარმომავლობაზე არსებობს რამდენიმე მოსაზრება: ისინი იყვნენ ან ძველი აბისინიის დედაქალაქ აქსუმიდან მოსულები, ან ძველი მესოპოტამიიდან, ან კვიპროსიდან. ბაჩვეზები სამეფოს მართავდნენ დაახლოებით 150 წელი. მე-15 საუკუნეში კი უკვალოდ გაქრნენ. ამის შემდეგ დიდი სამეფო დაიყო და გაჩნდა სამთავროები ანკოლის, ბუგანდის და ბატაროს სახით. ამასთან ორი წარჩინებული ოჯახი, რომელთა შთამომავლებს დაარქვეს ტუტსი, გადასახლდნენ სამხრეთში. ასე გაჩნდა სახელმწიფო რუანდა, ხოლო მე-17 საუკუნეში შეიქმნა ბურუნდი.

Monday, 2 November 2020

ეგვიპტური ჯვარი ანჰის ☥ და აცტეკთა T-აუს მსგავსება

 


მექსიკის შტატ მეხიკოში ქალაქ ტოლუკა-დე-ლერდოს მახლობლად მდებარეობს აცტეკთა ქალაქი კალიცტლაუკა. ეს ქალაქი იყო ტოლუკას ხეობაში მსხვილი ტერიტორიული წარმონაქმნის ცენტრი.

1930 წელს აცტეკთა ქალაქ კალიცტლაუკში გათხრებს ატარებდა ხოსე გარსია პაიონი. 2002 წელს, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით, მან კვლევის ახალი პროქტის ინიცირება შეძლო. 2007 წელს გაითხარა ტერასები, სახლები.

Wednesday, 16 September 2020

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_მალიას ქვის ფილის საიდუმლო



როგორც ცნობილია, კრეტაზე არქეოლოგებმა გამოავლინეს ხუთი სასახლის კომპლექსი: კნოსო, ფესტო, მალია, ზაკროსი და კიდონია. ლეგენდის მიხედვით, მალიის სასახლე ააგო მინოსის ძმამ სარპედონმა ჩვ.წ.აღ-მდე 1900 წელს. ეს სიდიდით მესამე სასახლე მდებარობს კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე. კრეტაზე იშვიათი არაა ქართველური ძირის ტოპონიმები, როგორიცაა: აია, კუტაია, ფაითო, ლაზითი, ჭანია.

მალიას სასახლის მთავარ ეზოში შემონახულია უცნაური მრგვალი ქვის ფილა, რომლის დიამტერი 90 სმ-ია. იგი ჩაშენებულია მომცრო ტერასის იატაკში. დისკის ირგვლივ 33 თანაბარი ზომის ფიალის მსგავსი ჩაღრმავებაა. 34-ე  უფრო მოზრდილია და გამოწეული. ის ორიენტირებულია სამხრეთისკენ. დისკი ცენტრშიც ჩარღმავებულია.

Sunday, 23 August 2020

პროტოიბერიული ანუ მედიტერანულ სამყარო_დიონისეს კულტი



თანამედროვე კარნავალები წარმოადგენს ძველი წარმართული დღესასწაულის ''სატურნალიების" გამოძახილს.'სატურნალიის" დღესასწაული რომთან ასოცირდება, მაგრამ მას უფრო ღრმა ფესვები აქვს. ცოტამ თუ იცის, რომ ეს დღესასწაული კუნძულ კრეტის სახელს უკავშირდება. სწორედ იქ ჩაისახა პირველად საკარნავალო დღესასწაული. კრეტაზე ეს დღესასწაული გახლდათ მიძღვნილი ჰერმესისადმი. კუნძული კრეტა კი მითებითა და ლეგენდებითაა მოსილი. კრეტის მეფე მინოსს კოლხეთის ძლევამოსილი მეფის, აიეტის და ჰყავდა ცოლად.  დღესასწაულის დროს დიდგვაროვანი დროებით ხდებოდა მონა და ემსახურებოდა თავის მონას. მონები ქეიფობდნენ, ბატონები კი ემსახურებოდნენ მათ. 

Wednesday, 22 July 2020

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_კ ა ლ ა შ ე ბ ი და ბ უ რ უ შ ე ბ ი


"...მეცნიერებაში მიღებულია აგრეთვე ტერმინი-ხმელთაშუა ზღვის რასსა, მედიტერანული რასსა, ანუ მედიტერანული მოდგმა...საუბარია იმ მოსახლეობაზე, იმ მოდგმაზე, რომელიც სახლობდა პირინეების ნახევარკუნძულიდან ხმელთაშუა ზღვის აუზში, ბალკანებზე, თანამედროვე საბერძნეთში, კავკასიაში და ინდოეთის თანამედროვე ტერიტორიაზე."-ზვიად გამსახურდია

 "მშობლიურ ქვეყანაში მადნეულის გამოლევის, ანდა ამ მადნეულის ტექნიკური თვისებების უვარგისობის გამო მიეშურებოდნენ ახალი ''საძოვრებისაკენ''. ეს იყო არა ხალხთა დიდი გადასახლების, არამედ ქართველურ-კავკასიური ტომების განბნევის, ცალ-ცალკე დასახლების ეპოქა. კავკასიელები ეფუძნებოდნენ იქ, სადაც პოულობდნენ ლითონების მადნებს".-ნიკო მარი

Wednesday, 1 April 2020

ამოუცნობი ეგვიპტე_ძველი ეგვიპტელები და ადამიანთა კლონირება


"მეფეთა ველზე" აღმოჩნდა დიდი ხნის წინ გაძარცული რამზეს II სამარხი. ამ გათხრებს 1925 წელს ხელმძღვანელობდა ინგლისელი არქეოლოგი უილერი. ის დაინტერესდა აკლდამის კედელზე გაკეთებული წარწერით, რომელიც არაჩვეულებრივი იეროგლიფებით იყო შესრულებული. მეცნიერმა რამდენიმე ფოტოსურათი გადაიღო და გათხრების ადგილი დატოვა იმ იმედით, რომ მეორე დღეს გააგრძელებდა სამუშაოებს.

მაგრამ ღამით მოხდა უბედურება. ორმა არაბმა მუშამ, სავარაუდოდ ჩათვალა, რომ სამარხში ინახებოდა განძი და შეაღწია შიგნით. ხაფანგი, რომელსაც შემთხვევით გადაურჩა უილერი, ამოქმედდა, სამარხის თაღი ჩამოინგრა და მუშები დაიღუპნენ. უილერს აღარ განუახლებია გათხრები. ის დაბრუნდა ინგლისში. 1925 წელს "ბრიტანეთის არქეოლოგიურ მაცნეში" გამოაქვეყნდა სტატია სახელწოდებით "უსახელო ფარაონი". სპეციალისტებს ამ სტატიისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევიათ. თავად უილერი ინგლისიდან გაემგზავრა და თავი დაანება სამეცნიერო მოღვაწეობას. ის გარდაიცვალა მარსელში ღრმად მოხუცებული 1962 წელს.

1963 წელს ბრიტანეთის მუზეუმის ეგვიპტურ-ასირიული განყოფილების ასისტენტმა დევიდ სეილორმა ძალიან იაფად იყიდა პატარა არაბულ მაღაზიაში გაურკვეველი გზით მოხვედრილი თუთმოს I დროინდელი პაპირუსი. მეცნიერის ვარაუდით, პაპირუსი წარმოადგენდა ქურუმთა ერთგვარ კრიპტოგრაფიას. მისი ამოხსნა გახდა სეილორის ცხოვრების მიზანი. სეილორმა ამ საქმეში რაღაც შედეგებს მიაღწია და ცალკეული სიტყვების წაკითხვა შეძლო.

Friday, 13 March 2020

ამოუცნობი ეგვიპტე_ჯეიმს ჰერტეკმა აღმოაჩინა "ღმერთების ქალაქი" გიზას პლატოს ქვეშ


ცნობილი ამერიკელი ნათელმხილველი ედგარ ქეისი წერდა, რომ არსებობს საიდუმლო დარბაზი, რომლის შესასვლელის პოვნა შეიძლება სფიქნსის თათებშუა. ამ დარბაზში ინახება კაცობრიობის ისტორიის უცნობი დეტალები. სფინქსი დაიდგა როგორც მცველი, რათა ვერავინ მოახერხოს შემაერთებელ კამერებში შესვლა. 

მედიუმის სიტყვებში ეჭვის შეტანა ალბათ არ შეიძლება, ვინაიდან  აღმოსავლეთში უძველესი დროიდან არსებობდა გადმოეცემები, რომლის მიხედვით სფინქსის ქვეშ არის "ცოდნის დარბაზი", სადაც ინახება დაღუპული ცივილიზაციის ისტორია, სიბრძნე და ტექნოლოგიები.

"ცოდნის დარბაზის" არსებობას გვამცნობს ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი სინგელოსი, რომელიც ცხოვრობდა მე-9 საუკუნეში, ასევე ლეგენდარული ჰერმეტული წერილები. ძველ ნაწერებს თუკი ვენდობით, წმინდა წიგნები მიწის ქვეშ დამალა თავად სიბრძნის ღვთაება თოთმა. ამ ფაქტზე ლაპარაკობენ ეგვიპტის სატაძრო კომლექსების კედლებზე გაკეთებული ჩანაწერები, სადაც უძველეს საცავს ეწოდება "არქივთა პალატა", "ჩანაწერების დარბაზი" ან "ცოდნის დარბაზი".

Saturday, 7 March 2020

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_ზღვის ხალხები



ტერმინი "ზღვის ხალხები" გაჩნდა ძველ ეგვიპტეში . ასე უწოდებდნენ ნილოსის სანაპიროს მოსახლენი მცირე აზიასა და ბალკანეთში მცხოვრებ უცხოელებს. ესენი იყვნენ: თევკრები, შარდანები, შეკელეშები(სიკულები), ფილისტიმელები. ისინი ზღვის ხალხებად მონათლეს, ვინაიდან ეგვიპტელებსა და მათ შორის იყო ხმელთაშუა ზღვა. ეს ტერმინი აღადგინა და ხმარებაში შემოიტანა თანამედროვე ფრანგმა მეცნიერმა გასტონ მასპერომ.

"ზღვის ხალხების" გამოჩენა ისტორიულ ასპარეზზე დროში ემთხვევა ტროას დაცემას და შემდგომ პერიოდს. როგორც ეგვიპტური წყაროებიდან ირკვევა, ზღვის ხალხები კარგად შეიარაღებული, მომზადებული მეომრები იყვნენ. ჰქონდათ შესანიშნავი ფლოტი გამოცდილი მეზღვაურებით. მეტად საინტერესოა, რომ საომარი მოქმედებებისას ყველგან საკუთარი ოჯახებით დადიოდნენ. გამოდის ბინადარ ცხოვრებას არ ეწეოდნენ, მაგრამ რატომ?- ველურები ნამდვილად არ იყვნენ. ე.ი. რაღაცამ აიძულა ისინი ასეთი ცხოვრება აერჩიათ.  ტროა პროტოიბერთა ბოლო ბასტიონი იყო. მის დაცემას კი მოჰყვა ადგილობრივთა მიგრაცია, რაზეც ბევრს საუბრობენ ძველი ავტორები. სავარაუდოდ ''ზღვის ხალხები'' ხმელთაშუაზღვისპირა მოსახლეობაა ანუ მედიტერანელები, რომლებიც შეავიწროვეს ეგვიპტელებმა, აქაველებმა, ხეთებმა, უგარიტელებმა. გამოდევნილნი ისინი დასახლდნენ ანატოლიის სანაპირო ზოლსა და ახლომდებარე კუნძულებზე. როგორც ჩანს, ტროა მათი უკანასკნელი ფორფოსტი გახლდათ. ტროას ომიდან ნათლად ჩანს, რომ ტროელთა მხარეს სწორედ ისინი იბრძვიან.
ამ ომში დამარცხების შემდეგ იწყება მედიტერანელთა შეტევები ხეთებზე, რასაც მოჰყვა ხეთთა იმპერიის ნგრევა, დაინგრა უგარიტიც. მედიტერანელებმა შეუტიეს ეგვიპტესაც.


Monday, 3 February 2020

ანტიკური საბერძნეთის დღემდე ამოუცნობი საიდუმლოებები



 "ელევსინის მისტერიების" საიდუმლო

ანტიკური საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი საიდუმლო ეხება  ორგანიზაციას, რომლის სახელწოდება გახლავთ სიტყვა "საიდუმლოს" სინონიმი.


"ელევსინის მისტერიები"-რელიგიური კულტი, რომელიც დაკავშირებულია რიტუალებთან, რომლის დეტალები ბურუსითაა მოცული დღესაც კი. ეს ტერმინი აღნიშნავს როგორც თავად ორგანიზაციას, ასევე რელიგიურ რიტუალს, რომელსაც ატარებდნენ მისი მონაწილეები.  

კულტის მისტერიების შესახებ ინფორმაციის სიმწირის ძირითად მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მისტერიების  დიდი საიდუმლოს ხასიათი. საიდუმლოს გამჟღავნება, იმ დროს, სიკვდილით ისჯებოდა. ყველასთვის ცნობილი ესქილე ელევსინის ქურუმის შვილი და ხელდასმული გახლდათ.  ესქილეს აბრალებდნენ, რომ მან თავის თეატრალურ წარმოდგენაში გათქვა მისტერიების საიდუმლო, ამიტომ მოსაკლავად დასდევდნენ. სიკვდილისგან თავი იმით იხსნა, რომ დაიმალა დიონისეს ტაძარში.

Friday, 31 January 2020

ლეგენდარული ტროა, პროტოიბერთა უკანასკნელი ბასტიონი (ნაწილი III)



ტროას დაცემას დიდი გამოძახილი ჰქონდა, ვინაიდან მას ბევრი ცვლილებები მოჰყვა იმდროინდელ ხმელთაშუაზღვისპირეთში, რასაც მოწმობს ანტიკური ავტორების მხრიდან ყურადღების გამახვილება არსებულ გადმოცემებზე თუ მასალაზე, რომელიც ამ თემას ეხება.

საერთო სურათი ასეთია:  ტროას ომს გადარჩენილმა ენეასმა მამამის ანქიზესთან და რამოდენიმე ახლობელთან ერთად დატოვა ტროა და გაემგზავრა აპენინის ნახევარკუნძულისკენ, სადაც დასახლდა კიდეც. რომის იულიუსთა გვარის იმპერატორები თავიანთ წინაპრად ენეასს და მის ძეს ასკანიუსს (სოფ. ასკანა საქართველოში) თვლიან. ენეასი გახლდათ ტროელ გმირ ანქიზესა და აფროდიტეს შვილი. პრიამოსს სძულდა ენეასი როგორც ტახტის მეტოქე. ტროას ომში ენეასი თავიდან არ იღებდა მონაწილეობას. ის მოგვიანებით ჩაერთო ამ ომში და ამის მიზეზი გახდა აქილევსი. ენეასმა მხრებით გამოიტანა მამამისი ანქიზე ალმოდებული ტროადან შემოიკრიბა გადარჩენილი ტროელები და ოცი გემით ჯერ თრაკიას მიადგა. აქ დაარსა ქალაქი  ენეა.  ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, დელფოს მისნის რჩევით, აპენინისკენ აიღო გეზი.შვიდი წლის ხეტიალის შემდეგ მიაღწია აპენინის ნახევარკუნძულს. ენეასმა ააშენა ქალაქი "ლავინიუმი''(ასეთი ქალაქი მართლაც აღმოჩნდა ლაციუმში არქ. გათხრებისას). 30 წლის შემდეგ, ენეასის ძემ ასკანიოსმა (იულიუსმა) ააშენა ქ. ალბა-ლონგა და გახდა იულიუსთა გვარის მამამთავარი. აპიანეს ცნობით, ენეასის შვილს თავიდან ერქვა ე(ი)ბრილიონი, ებრი=იბრი. ასკანიოსს იგივე ებრილიონს ლათინებმა თავიდან ზედმეტ სახელად შეარქვეს იობა, ვინაიდან მისი წარმოშობა გადმოცემით უკავშირდებოდა იუპიტერს, საიდანაც გაჩნდა მისი სახელი იული, აქიდან იულიუსთა გვარი."იუპიტერთან დაკავშირებულია თეთრი რასსა, მერკურთან - შავი, ვენერასთან - წითელი, ხოლო მარსთან ყვითელი, ანუ მონგოლური რასსა. იუპიტერის რასსის პირველადი რასსობრივი სუბსტრატი არის სწორედ ეს იაფეტური".-(ზვიად გამსახურდია)  ვერგილიუსი ენეასზე ამბობს, რომ ის წარმოშობით კავკასიიდანაა.

ამოუცნობი ეგვიპტე_თხევადი ქვა თუ უძველესი ბეტონის ტექნოლოგია ჰათჰორის ტაძარში



ეგვიპტის ისტორიის მკვლევართა და ზოგადად დაინტერესუბულთა შორის დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა თუ კამათი საკითხზე, რომელიც პირამიდების მშენებელთა მიერ გამოყენებულ მასალას ეხება: არის ეს ხელოვნურად შექმნილი თუ ბუნებრივი ქვის ბლოკები.

სურათზე ჰათჰორის ტაძრის კიბეებია აღბეჭდილი. მათ ეტყობა სიარულისგან ბუნებრივი ცვეთა.

Tuesday, 28 January 2020

ამოუცნობი ეგვიპტე_რა დამალა სმიტსონის უნივესიტეტმა გრანდ კანიონის შესახებ



ბოლო დროს, ბევრი მტკიცებულება გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ძველი ცივილიზაციების წარმოადგენლები, ისეთები როგორც ეგვიპტელები, ჩინელები, შესაძლოა ოლმეკები იყვნენ, შეეძლოთ ტრანს-ოკეანური გადაადგილება და მოგზაურობა.

იდეა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში არსებობდა უძველესი კოლონია, რომელიც ძველი ეგვიპტელების ცივილიზაციას ეკუთვნოდა, ჰოლივუდური ფილმების სიუჟეტს წააგავს. მიუხედავად ამისა, 1909 წლის 5 აპრილის ჟურნალ ''ფენიქსში'' გამოქვეყნდა დაწვრილებითი ანგარიში კლდეში გამოკვეთილი საცავების აღმოჩენისა და იქ ჩატარებული კვლევების შესახებ ს.ა.იორდანის ხელმძღვანელობით-სმიტსონის უნივერსიტეტიდან.

Sunday, 26 January 2020

ამოუცნობი ეგვიპტე_ავსტრალია პირველად ეგვიპტელებმა აღმოაჩინეს



დიდი ხნის წინ მჭიდროდ დასახლებულმა ავსტრალიამ  მოულოდნელად დაიწყო თავისი საიდუმლოებების გამოაშკარავება. 

1837 წელს, ინგლისელი მოგზაური, გეოგრაფი ჯორჯ გრეი გაემგზავრა ექსპედიციით ავსტრალიის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილის სანაპიროზე, რომელიც მანამდე შეუსწავლელი გახლდათ. ხანგრძლივი მოგზაურობისას, ის ჯგუფთან ერთად მდინარე გლენელგზე აღმოჩნდა, მაგრამ მდინარის შესართავთან ხომალდი ქვებს გამოედო და დაზიანდა. ექსპედიციის წევრებმა ძლივს მოასწრეს ნაპირზე გადასვლა. ქალაქ პერტუსთან მისასვლელად, რომელიც 500 მილის მოშორებით მდებარეობდა, მოუწიათ უღრანი ტყეების გავლა.

ერთხელ, შესვენებისას  გრეიმ გადაწყვიტა მდინარის ნაპირთან არსებული გამოქვაბულის დათვალიერება. შიგნით შესულმა გაოცება ვერ დამალა. გამოქვაბულის გაჭვარტლულ თაღზე მოჩანდა ადამიანის მიერ შესრულებული ნახატები. მაგრამ ისინი არაფრით ჰგავდა ავსტრალიელი აბორიგენების მიერ შესრულებულ ნახატებს. მსგავსება უფრო მეტად ეგვიპტურთან იყო ახლოს.

Thursday, 23 January 2020

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო _იბერთა ბელადის სავანე "ლომბრივის გამოქვაბული"


პლინიუსის ცნობით ესპანეთის ანუ პირინეის ნახევარკუნძულის პირველი მოსახლენი იყვნენ იბერები და რომ ისინი მივიდნენ იქ კავკასიიდან. სავარაუდოდ, ამ გადასახლებაში მოხვდნენ ბებრებიც, რომლებიც  თრაკიის მახლობლად სახლობდნენ (თანამედროვე თურქეთი). გადმოცემით, მათ თავკრებთან (კრეტელებთან) ჰქონდა შეტაკება. ბებრები დამარცხდნენ და თავკრებმა  ისინი დაიპყრეს.

მოგვიანებით, ბებრები პირინეის ნახევარკუნძულზე ჩნდებიან, რაც მათ სავარაუდო გადასახლებაზე მეტყველებს. ბერძენი ავტორი დიონისე კასიუსის ცნობით ისინი სახლობდნენ აღმოსავლეთ პირინეებში. გრამატიკოსი სტეფანე ბიზანტიელი კი აღწერს ბებრების ორ ტომს, ერთი რომელიც ცხოვრობდა შავ ზღვასთან და მეორე-პირინეებში "ბებრის" ზღვის მახლობლად. ბიზანტიელმა მწერალმა ზონარმა ამ ადგილს უწოდა "ლომის ყურე". როგორც გადმოცემებიდან ირკვევა სიტყვა "ბებრი" იხმარებოდა როგორც ზედსართავი სახელი, ხოლო ბებრების მეფეს ერქვა ამიკი.

Wednesday, 22 January 2020

ამოუცნობი ეგვიპტე_რა ხდება სფინქსის შიგნით



დიდი ხანია ცნობილია, რომ გიზას პლატოზე, სფინქსის შიგნით არის გვირაბები. არსებობს ამის დამამტკიცებელი ფოტო მასალაც. ეგვიპტოლოგები კი კვლავ მალავენ ამ ფაქტს.

სფინქსის შიგნით მოსახვედრად სულ ექვსი შესასვლელია. ერთი მათგანია სფინქსის ზურგზეა; მეორე ჩრდილოეთის მხრიდან მიწის გასწვრივ სფინქსის გვერდთანაა განთავსებული; მესამე შუა ნაწილშია, რომელიც დაიფარა აგურით რესტავრაციის დროს; მეოთხე მდებარეობს სფინქსის ყურთან; მეხუთე განთავსებულია თავზე და ჩანს ზემოდან; მეექვსე შესასვლელი კი სფინქსის თათებშუაა.

Tuesday, 21 January 2020

ლეგენდარული ტროა, პროტოიბერთა უკანასკნელი ბასტიონი (ნაწილი II)



გადმოცემით, ტროას ომის დაწყება უკავშირდება პარისს. პარისი გახლდათ პრიამოსის(ტროას მეფის) ვაჟი. პრიამოსის ცოლი ჰეკუბა ორსულობისას ოცნებობდა ცეცხლის გაჩენას, რომლისგანაც გამოიჩეკებოდნენ მოსისინე გველები. როდესაც დაიბადა ჩვეულებრივი ბავშვი, ქალმა ის მოსამსახურეს გადასცა, უბრძანა წაეყვანა იდას მთაზე და იქ მოეკლა. მოსამსახურემ ქალბატონის ბრძანება არ შეასრულა და ჩვილი მთაზე დატოვა. ბავშვი მწყემსებმა იპოვეს და გაზარდეს. ერთ დღეს, როდესაც პარისი საქონელს აძოვებდა მთაზე, ჰერმესმა მას სამი ქალღმერთი მიჰგვარა. ყოველი მათგანი პარისს ჯილდოს ჰპირდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მას ულამაზესად დაასახელებდა. ჰერა სთავაზობდა სიმდიდრესა და ძალაუფლებას, ათენა-სამხედრო გამარჯვებებს  და სიბრძნეს, ხოლო აფროდიტე-სიყვარულს. პარისმა პირველობა აფროდიტეს მიანიჭა, რითაც ორი ქალღმერთის სახით შეურიგებელი მტერი გაიჩინა. ერთხელ პარისი შემთხვევით იმ ქალაქში აღმოჩნდა, სადაც მისი მშობლები იმყოფებოდნენ, მათ პარისში საკუთარი ვაჟი ამოიცნეს და გახარებულებმა დაიბრუნეს შვილი.

Monday, 20 January 2020

ლეგენდარული ტროა, პროტოიბერთა უკანასკნელი ბასტიონი (ნაწილი I)




ჰომეროსის "ილიადადან" ცნობილ, ლეგენდებით მოსილ ტროას არსებობას რეალურად არავინ აღიქვამდა, ვინაიდან მას მითებისა და ფანტაზიის ნაყოფად თვლიდნენ. მაგრამ შლიმანმა წერტილი დაუსვა ამ ეჭვებს და გათხრების შედეგად დაამტკიცა, რომ ტროა ნამდვილად არსებობდა.

სახელწოდება ტროა შედარებით გვიან გაჩნდა. ადრეულ ხეთურ წყაროებში მას ვილუსა ერქვა, ჰომეროსისეული ილიონი ხეთურ ვილუსას ბერძნული ფორმა უნდა იყოს. ვილუსასთან ერთად მოხსენიებულია ტარუსა (ტროა). ტროა, ანუ მეორენაირად ილიონი. ეგვიპტელები მას დარდანადაც ახსენებენ.  აპოლონი(აპალიუნა) ვილუსას ღმერთი იყო, რაც იქიდან ჩანს, რომ ომის დროს აპოლონი ტროას მფარველობს. ილიონი იყო ტროას სატახტო ქალაქი. ტროას მითიური დამფუძნებელი კი გახლდათ ფრიგიის მეფის (ფრიგია მუშქების ქვეყანა) შთამომავალი ილოსის ძმა, დარდანოსის შვილიშვილი. დარდანოსი მოვიდა კრეტიდან ჰელესპონტის აღმოსავლეთ სანაპიროზე და დაარსა აქ ქალაქი დარდანი. ამიტომ უწოდებდნენ ევიპტელები ამ ადგილს დარდანს. სწორედ მისმა შვილიშვილმა დაიკავა ტახტი და ქვეყანას ტროა უწოდა.  საკუთარი სახელის შესაბამისად-ტროსი. ტროსის უფროს შვილს ერქვა ილოსი, ამიტომ გორაკზე არსებულ დასახლებას ერქვა ილოსი-ილიონი. ტროა ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით თავიდან ეკუთვნოდა კრეტის მეფე თოიკროსს-თევკრს. მის ხალხს ერქვა თოიკროსები-თევკრები-თავრები.