Wednesday, 18 March 2020

ალჟირის პირამიდები_კიდევ ერთი გამოცანა



ალჟირის პირამიდები კიდევ ერთი თავსატეხია მეცნიერებისთვის, რომელიც  გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს მათ.

ალჟირში ასზე მეტი პირამიდაა, რომელიც ჰგავს ეგვიპტის პირამიდებს, მაგრამ ამავე დროს, განსხვავებაც არსებობს მათ შორის. ალჟირის პირამიდებს საძირკველი კვადრატული ფორმის აქვს, უფრო მცირე ზომისაა და მრგვალია. ალჟირის პირამიდები ცნობილია ჯედარის სახელწოდებით.

ვის ეკუთვნის პირამიდები? ამ კითხვაზე მეცნიერებს  არაერთგვაროვანი პასუხები აქვთ. პირამიდები ამაზაჰთა (ბერბერები) მეფეების სამარხებს ჰგავს.  მათი სიმაღლე 18 მ-ია, სიგანე 12-დან 46 მ-მდე და მდებრაეობს ქალაქ თიარეთიდან 30 კმ-ში.

პირველი ცნობა და ჯედარის აღწერა ეკუთვნის ისტორიკოს იბნ რაქიკომს მე-11 ს-ში. ალჟირის პირამიდების შესწავლა დაიწყეს მე-19 ს-ში. პირველი ექსპედიცია ჩატარდა 1865 წელს, მაგრამ უშედეგოდ დასრულდა და შემდეგ  შეწყდა. ახლა ალჟირელი არქეოლოგები კვლავ შეუდგნენ მათ შესწავლას.

ქალაქ ბათნას განაპირას მდებარეობს მედრასანის პირამიდა, რომელიც აგებულია 220 წ-ს ჩვ.წ.აღ-მდე. მეცნიერები თვლიან, რომ ეს იყო ამაზაჰთა მმართველის აკლდამა. აკლდამაში აღმოჩნდა ორი მეფის ნეშთი.


თანამედროვე ხელსაწყოებისა და სპექტრალური ანალიზის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ ერთ-ერთ პირამიდაში არის რამდენიმე ოთახი. ოთახების რაოდენობა ზოგიერთ პირამიდაში 20-მდეც აღწევს. ისინი ერთმანეთთან დერეფნებითაა დაკავშირებული. შიგნით  სამარხი კამერებია. ზოგიერთ მათგანში სკამებიცაა, სავარაუდოდ, ღვთისმსახურებისთვის. პირამიდების შიდა კედლები მოხატულია ცხოველებით, ნადირობის სცენებით, ქრისტიანული სიმბოლიკითა და წარწერებით. წარწერები  ლათინურად უნდა  იყოს შესრულებული. ერთ-ერთ სამარხში ხუთი სარკოფაგია. 



გაკეთდა ანალიზი, რომლის შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა. სამარხში არსებული ხუთი სარკოფაგიდან ერთი ბევრად დიდია სხვებზე, რაც  მასში არსებული ნეშთის უზარმაზარ ზომებზე მიუთითებს. არქეოლოგებმა გადაწყვიტეს ნელ-ნელა, ფრთხილად შესულიყვნენ პირამიდაში. შესვლისას კედლებზე აღმოაჩინეს წაწერები.  იქვე აღმოჩნდა ტრადიციული ქრისტიანული სიმბოლიკა, რომლის გვერდით ნადირობის სცენებიცაა გამოსახული. წარწერები ძველი ლათინურით უნდა იყოს შესრულებული. წაკითხვა რთულია, ვინაიდან დრომ თავისი დაღი დაასვა მათ. სამწუხაროდ პირამიდის ლაბირინთში შესვლა ვერ მოხერხდა, ვინაიდან ეს ნაგებობის არსებობას დააყენებდა საფრთხის ქვეშ. არქეოლოგებმა პირამიდა დატოვეს.


კვლევები კვლავ გაგრძელდება.






No comments:

Post a Comment