Tuesday, 24 March 2020

ამულეტი და თილისმა


ამულეტი ლათინურად ნიშნავს "დაცვის საშუალებას"-ბუნებრივი ან ადამიანის მიერ შექმნილი ნივთი, რომლის ამოცანაა დაიცვას პატრონი უსიამოვნების, ავადმყოფობისა და უბედურებისგან.

ფეტიშების გამოყენების პრაქტიკა ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში დაიწყო. მაშინ შეამჩნია ადამიანმა, რომ ზოგიერთ ნივთს მოჰქონდა წარმატება ნადირობის ან სხვა ყოველდღიური საქმიანობისას. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ყოველი ასეთი ნივთი შეიცავს ეთერულ სუბსტანციას,  "კეთილ სულს", რომელიც ეხმარება მის პატრონს.

პირველი ამულეტები გაჩნდა მილიონი წლის წინ. მაშინ ის არ გამოირჩეოდა დიდი მრავალფეროვნებით: მოკლული მტაცებლების ეშვები და ბრჭყალები, კენჭები, ნიჟარები. იმ დროის ადამიანები თვლიდნენ, რომ  განსაკუთრებული ნივთებით მიიზიდავდნენ კეთილ ძალებს.

თავდაპირველად  უბრალოდ ატარებდნენ იმ ნივთებს, რომელსაც მათი აზრით წარმატება მოჰქონდა. მოგვიანებით, ეს საქმე შამანებმა გადაიბარეს. ისინი ნივთებზე შელოცვებს და დამცველ წარწერებს აკეთებდნენ.

ამულეტები ცნობილი იყო ძველი ეგვიპტელებისთვის-სკარაბეოსები, ანჰი, და ჰორის თვალი. 


ინდიელთა ფეტიშები თითქმის ყველა დაკავშირებულია ნადირობასთან: ზვიგენის კბილები, დათვის ბრჭყალები, რომელიც გახდა მათი ამულეტების პირველსაწყისი. ამ ნივთების ხელში ჩაგდება მხოლოდ ყველაზე მოხერხებულ, ძლიერ და გამძლე მონადირეებს შეეძლოთ. მათი დამსახურების ნახევარი მიეწერებოდა ამულეტებს.

რა განსხვავებაა ამულეტსა და თილისმას შორის. თილისმა ბერძნული სიტყვიდან "telesma"-დან მომდინარეობს. თილისმაა მაგიური ნივთები ან ცხოველები, რომელსაც წარმატების მოტანა შეუძლია. პლინიუს უფროსი, რომელმაც პირველად გამოიყენა ეს სიტყვა, გულისხმობდა საშუალებას საწამლავის წინააღმდეგ. ამულეტისგან განსხვავებით თილისმა საკმაოდ პირობითია. თილისმას, ვინაიდან ის ჯადოსნურია, უცხოს არ ანახვებენ და საგულდაგულოდ მალავენ, ამულეტს კი პირიქით, ყველას დასანახად ატარებენ. ამულეტი აქტიური ნივთია, ხოლო თილისმა უფრო პასიური. ამულეტი მოქმედებს ადამიანის ასტრალურ სხეულზე, ის პატრონზე მომართული ენერგიის აკუმულირებას ახდენს, მათ შორის ნეგატიურის, გადაამუშავებს მას დადებითში. თილისმა უფრო მენტალობაზე მოქმედებს: ცვლის სამყაროს ჩვენეულ აღქმას, აზროვნების ფორმას, ცვლის უფრო დადებითისკენ.

 ბერძნები თილისმას ბავშვს დაბადებისთანავე ჰკიდებდნენ გულზე, რომლითაც იცავდნენ მას ავი თვალისგან, დაავადებისგან. ასევე იყო საქართველოშიც, ახალაშობილ ბავშვს ხელზე უკეთებდნენ გიშრის თვალს.

ეზოთერიკოსების აზრით, ამულეტი მალევე იწყებს მოქმედებას, თილისმას კი სჭირდება დრო, რომ შეცვალოს პატრონის აღქმის უნარი. კლასიკური ამულეტები ბევრია: ნალი, სამყურა, ქინძისთავი. თილისმა მიმართულია კონკრეტულ ამოცანაზე, ამულეტს კი რამდენიმე მიზანი აქვს.


ერთ-ერთ ძველ ამულეტად აღმოსავლეთში ითვლება ფატიმას თვალი (ლურჯი თვალი) და ფატიმას ხელი (ღვთის ხელი). ლეგენდის მიხედვით, ფატიმამ საომრად წასულ საქმროს გაცილებისას აჩუქა ლურჯი ფერის შუშა. საქმრო უვნებელი დაბრუნდა, ამიტომ შუშა ამულეტად იქცა. 


რაც შეეხება "ფატიმას ხელს", ლეგენდის მიხედვით, ფატიმას ქმარმა შინ მეორე ცოლი მოიყვანა, ფატიმა ამ დროს სადილს ამზადებდა. მან ისე განიცადა ქმრის საქციელი, ვერც კი შეამჩნია, რომ კოვზი გაუვარდა და მდუღარე წყალს კოვზით კი არა, ხელით ურევდა. ცოლის ასეთმა განცდამ ქმარზე ისე იმოქმედა, ამის შემდეგ ის ცოლის ერთგული გახდა სიცოცხლის ბოლომდე. ისლამში, ფატიმას ხელი არის სიმბოლო სულიერი სიმტკიცის, რწმენისა და კეთილშობილების.

ფატიმას ხელი

ებრაული თილისმა, დავითის ვარსკვლავი


სკანდინავიური თილისმა 


ჩინური თილისმა 


კელტური თილისმა 








No comments:

Post a Comment