ადამ კადმონი-ზეციური ადამი ანუ სულიერი"პირველკაცი", პირველსახე სულიერი და მატერიალური სამყაროსთვის. ადამ კადმონი ნიშნავს ადამიანის არსის აბსოლუტურ, სულიერ მოვლენას. სულიერი პირველკაცი აერთიანებს საკუთარ თავში მამაკაცურ და ქალურ საწყისს და არის ანდროგინი.
ნეტარი ავგუსტინე წერდა, რომ ასოები რომლისგანაც ადამის სახელი შედგება, არის პირველი ასოები ოთხი ბერძნული სიტყვისა-Anatole-აღმოსავლეთი, Dyses-დასავლეთი, Arktos-ჩრდილოეთი, Mesembria-სამხრეთი. ადამ კადმონი თავისი სახელით განასახიერებს მთელ სამყაროს.
კაბალისტურ ტრადიციაში ადამ კადმონი არის დამაკავშირებელი რგოლი ღმერთსა და მის ქმნილებას შორის. "ზოგარული" (ებრ.ელვარება) სწავლება ლაპარაკობს ორ ადამზე. პირველი-ღვთიური სუბსტანცია, რომელმაც, გამოჩნდა რა საწყისი წყვდიადიდან, შექმნა მიწიერი ადამი საკუთარ სახედ და ხატებად. იუდაისტური ლეგენდა ახსენებს ოთხ ადამს: პირველი ღვთიური, ანდროგინი (ადამ კადმონი) საკუთარ თავში აერთიანებს ყველა სულიერ და მატერიალურ შესაძლებლობას. კაცობრიობა წარმოიშვა მეოთხე ადამიდან, რომელიც გაიყო ორად-მამაკაცურ და ქალურ. კაბალა ადამის სახელს შემდეგნაირად ხსნის: ადმ=ადამ, დავითი, მესია. თვლიან რომ ამ სამ პიროვნებას ჰქონდა ერთი სული, რომელიც გახლავთ კაცობრიობის საერთო სული, მესია არის განვითარებადი სული, დავითი-სული "თოჯინა", ადამი-განვითარებადი სული. ელენა ბლავატსკაია თვლიდა, რომ ადამ კადმონი არის შუამავალი ადამიან ინდივიდუმსა და უნივერსუმს შორის.
ადამ კადმონის სახე გარკვეულწილად ეხმიანება გნოსტიკურ ანთროფოსის სახეს-სულიერ პირველკაცს, ანდროგინს. ანთროფოსი ერთდროულად არის ღვთაება და ღვთაების ემანაცია, რომელიც ცოდვით დაცემის შემდეგ "შეუერთდა" თავისივე მსგავს მიწიერს. ადამ კადმონის ანთროპომორფულობა გულისხმობს, რომ მიწიერი ადამიანი ერთდროულად შესაქმის საბოლოო მიზანია და სეფიროთის (სულ ათი სეფიროთია) ღვთაებრივი თვისებების განსახიერება.
მითოლგიური სახე ადამ კადმონის და ანთროფოსისა ჰგავს ძველ ინდოელთა წარმოდგენებს პურუშაზე-პირველკაცზე, რომლისგანაც გაჩნდა კოსმოსის ელემენტები. ანთროფოსი ხდება ზეციური პროტოტიპი, რომლითაც დემიურგი ანაცვლებს მიწიერ ადამს. გნოსტიკური სწავლებით "არქონტებმა"(მდედრი ნახევრად ღმერთები) გამოძერწეს მიწიერი ადამი, რაც ზეციური ადამის დაუფლებაში სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებას გულისხმობს, რომელიც მათი სულიერებისთვის მიუწვდომელი იყო. მანდეველთათვის (გნოსტიკური სწავლება, რომელიც ახლაც არსებობს ერაყში) მარადიული ადამი კოსმოსივით უსაზღვროა; მისი სხეული-სამყაროს სხეული, სული-ყველას სულის სული. გნოსტიკოსებს მიაჩნდათ, რომ ცალკეული ადამიანები წარმოიშვნენ ზეციური ანთროფოსისგან მარადიული ადამიანის დანაწევრების შედეგად.
იუნგისთვის ადამ კადმონი არის ადამიანის უხილავი ცენტრი, დაფარული, გაერთიანებული თავისთავში, რომელიც სრულად ავლენს თავს coincidentia oppositorum (საპირისპიროს თანხვედრა). იუნგის აზრით, ადამ კადმონი არის უნივერსალური სული, მთელი კაცობრიობის სული.
No comments:
Post a Comment