Friday, 20 March 2020

მარჯნის ციხესიმაგრის საიდუმლო






დაუჯერებელია, მაგრამ ეს მარჯნის ციხესიმაგრე ერთი მარტოხელა, მომცრო ტანის (152 სმ) მამაკაცის აგებულია. მისი ავტორი გახლავთ ედუარდ ლიდსკალნინში. ის რიგაში დაიბადა და გაიზარდა. ჯერ ისევ ახალგაზრდამ გადაწყვიტა ამერიკაში გამგზავრება და ეს სურვილი აისრულა კიდეც.  1920 წელს მან ფლორიდაში იყიდა პატარა მიწის ნაკვეთი და იქ დასახლდა. 20 წელი მარტოდმარტო მუხლჩაუხრელად მუშაობდა, მარჯნისგან სასახლეს იშენებდა, რომელსაც მოგვიანებით "პარკის ქვის კარიბჭე" ეწოდა.

ლიდსკალნინში მუშაობდა მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ. 20 წელი სიმარტოვეში გაატარა, არავის უშვებდა საკუთარ მიწაზე. მოგვიანებით,  ამტკიცებდა, რომ მიაგნო პირამიდების მშენებლობის საიდუმლოს. გაიგო რანაირად მუშაობდნენ მშენებლები პერუში, აღდგომის კუნძულებზე, როგორ წევდნენ და თავის ადგილზე დგამდნენ რამდენიმეტონიან ქვის ბლოკებს. ასეა თუ არა ეს, არავინ იცის-არავის უნახავს ედუარდს როგორ გადაჰქონდა სანაპიროდან მრავალტონიანი მარჯნის ლოდები თავის ტერიტორიაზე. რას აკეთებდა ედუარდი საკუთარ მიწაზე არავინ იცოდა. ვერავინ იტყვის, რომ მეზობლებს არ აინტერესებდა მისი საქმიანობა. ისინი ჭოგრიტითაც კი უთვალთვალებდნენ მას. იქნებ, იგონებდნენ კიდეც, როცა ამბობდნენ, რომ "უშველებელი ქვები ჰაერში დაფრინავდა, როგოც ბუშტები".

არანაკლებ ინტერესს იწვევს ციხესიმაგრის გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე. როცა ედუარდმა გაიგო, რომ მის ნაკვეთთან ორსართულიანი ვილის აშენებას აპირებდნენ, მან დაიქირივა სატვირთო მანქანის მძღოლი, რათა თავისი ნაგებობები გადაეტანა სხვა ადგილზე. მძღოლს არ უნახავს არც ბლოკების დატვირთვა, არც გადმოტვირთვა, თუმც ამ პროცესს დასჭირდა საათნახევარი ამწე მექანიზმების დახმარების გარეშე. მძღოლი ყვებოდა, რომ დამკვეთი სთხოვდა მარტო დაეტოვებინა ის.


მარჯნის ციხესიმაგრე გახლავთ უზარმაზარი ქანდაკებებისა და მეგალითების კომპლექსი. მისი საერთო წონა 1100 ტონაა. როგორ შეიქმნა ეს კომპლექსი, არავინ იცის. თითეული მარჯნის ბლოკი იწონის 6 ტონას. შედარებისთვის  დიდი პირამიდის მოსაპირკეთებლად გამოყენებული კირქვის ბლოკები-2,5 ტ. ლიდსკალნინშს არც ავტომობილი ჰქონდა და არც ელექტროობა გაყვანილი. დუღაბიც კი არ გამოუყენებია მშენებლობისას.


250 ტონიან კოშკ-კოლონაზე განთავსებულია უზარმაზარი ტელესკოპი, რომელიც მიმართულია პოლარული ვარსკვლავისკენ. ტელესკოპი კი იწონის 30 ტონას.

ედუარდი 1953 წელს გარდაიცვალა თირკმელის უკმარისობით. ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ ციხესიმაგრის აგების საიდუმლო არ გაუმჟღავნებია. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ამერიკის საინჟინრო საზოგადოებამ ჩაატარა ექსპერიმენტი.  სცადეს დიდი ბულდოზერით დაეძრათ ადგილიდან  ლიდსკალნინშის მიერ გამოუყენებელი 30 ტონიანი მარჯნის ბლოკი, მაგრამ უშედეგოდ.

დღეს ამ კომპლექსს უკავია 40 ჰ. მიწის  ფართობი. ციხესიმაგრე წარმოადგენს ორსართულიან კვადრატულ კოშკს, რომელიც 230 ტონას იწონის-ლიდსკალნინშის საცხოვრებელი, დგას სხვადასხვა ნაგებობები, მასიური კედლები, მიწისქვეშა აუზი, ფლორიდის ქვის რუკა, ზუსტი მზის საათი. ცხრატონიანი ჭიშკარი ისე ზუსტადაა მორგებული და გაწონასწორებული, რომ მის გაღებას ბავშვიც კი შეძლებს თითის კვრით. როგორ მოახერხა ეს ყველაფერი ედუარდმა, რომელსაც საშუალო სკოლის განათლებაც კი არ ჰქონდა მიღებული.



მარჯნის ციხესიმაგრეზე დაწერილი წიგნის ავტორი რეი სტონერი დარწმუნებულია, რომ ედუარდმა პირამიდების მშენებელთა საიდუმლო ამოხსნა და ფლობდა ანტიგრავიტაციის საიდუმლოს. ამ თეორიის თანახმად, დედამიწას ფარავს ძლიერი ენერგეტიკული ქსელი, რომელიც შედგება ელექტროგადამცემი ხაზებისგან. იქ, სადაც ისინი კვეთენ ერთმანეთს, ხდება პლანეტის შიდა ენერგიის დაგროვება, რომელიც იძლევა საგნების გადატანის საშუალებას დროსა და სივრცეში.


სტონერის აზრით ედუარდმა სწორედ ასეთ ადგილზე ააგო თავისი კომპლექსი, რომელიც გრავიტაციის ძალის დაძლევასა და ქვების ლევიტაციაში ეხმარებოდა. ციხესიმაგრის გადატანას სხვა ადგილზე, წიგნის ავტორი საწყისი გათვლების შეცდომით ხსნის.

მაგრამ როცა ციხესიმაგრეში აღმოჩნდა უცნაური ხელსაწყო, რომელიც მუდმივი დენის გენერატორს ჰგავდა, დაიბადა კიდევ ახალი თავსატეხი. ხელსაწყო ლითონის ბევრი დეტალისგან და 60 მაგნიტისგან შედგება. ამ ხელსაწყოს დანიშნულება არავინ იცის.



ედუარდის წყვეტილი ჩანაწერებიდან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ნახეს, ირკვევა, რომ გამომგონებელმა რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის შედეგები ტრადიციული ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება. ის დარწმუნებული იყო, რომ მაგნიტებს გააჩნია სინათლის ნაწილაკებზე-ფოტონებზე უფრო მცირე ნაწილაკები. მათ მოძრაობას შეუძლია შექმნას მაგნიტური ველი, რომელიც ჰკრავს მთელ კოსმიურ მატერიას.

ლიდსკალნინში თვლიდა რომ შექმნა მაგნიტური დენის გენერატორი, რომელიც მუშაობდა ეთერის ენერგიაზე, ამ გამოგონებაზე მას პატენეტის აღებაც კი სურდა. მაგრამ რითია დაკავშირებული ელექტროენერგია  უზარმაზარი ქვების გადატანასთან? შესაძლოა, გენერატორიდან გამომავალი სადენების საშუალებით რაღაც ტალღის დახმარებით ის ქვებზე ზემოქმედებდა, რის შემდეგ ლოდები კარგავდა მასას და თავისუფლად გადაადგილდებოდა ჰაერში.


მეცნიერები ცდილობენ ამ საიდუმლოს მოუძებნონ ახსნა. ციხესიმაგრეს მრავალი ტურისტი სტუმრობს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამბობენ, იქ ყოფნის შემდეგ უფრო მხნედ გრძნობენ თავს.








No comments:

Post a Comment