Tuesday, 3 March 2020

ანტლანტიდის ამოუცნობ ლითონს შავი ზღვის სანაპიროს მიწის დამატებით ადნობდნენ



2014 წელს, სიცილიის სანაპიროსთან მყვინთავებმა ჩვ.წ.აღ-მდე მე-6 საუკუნეში ჩაძირულ გემზე აღმოაჩინეს მოწითალო-ოქროსფერი  38, ხოლო მოგვიანებით 47 ამოუცნობი ლითონის ზოდი, რომელიც სავარაუდოდ, უნდა იყოს ორიხალკი. სპეციალისტთა აზრით, ზოდები გახლავთ თითბერის შენადნობი, რომლის შემადგენლობა განსხვავდება სხვა ანტიკური ნიმუშებისგან. მეცნიერები ფიქრობენ სწორედ ესაა ორიხალკი, რომლის შესახებ ცნობილი იყო ძველ ავტორთა თხზულებებიდან.

ორიხალკი ბერძნულად ნიშნავს "მთის სპილენძს". ატლანტიდის აღწერისას, ორიხალკს ახსენებს პლატონი თავის დიალოგში "კრიტიუსი". ის ძვირფას ლითონად ითვლებოდა და პირველობას მხოლოდ ოქროს უთმობდა. პლატონის ნაწორმოებიდან ვგებულობთ, რომ ანტლანტიდის აკროპოლისის კედლები დაფარული იყო ცეცხლისფრად მოელვარე ორიხალკით. ეს ლითონი იყო გამოყენებული პოსეიდონის ტაძრის ჭერის, კედლების, იატაკის, სვეტების მოსაპირკეთებლად. ტაძარში ორიხალკის სტელაზე ამოტვიფრული იყო ატლანტიდის კანონები.

თხზულებაში "ჰერაკლეს ფარი", რომელსაც ჰესიოდეს მიაწერენ, ჰეფესტოს ნაჩუქარი ჰერაკლეს გამაშები დამზადებულია ორიხალკისგან. ფლავიუს ფილოსტრატეს წიგნში "აპოლონ თიანელის ცხოვრება" ნათქვამია, რომ ინდოელები იყენებდნენ ორიხალკისგან დამზადებულ მონეტებს. სავარაუდოდ, იოსებ ფლავიუსი "იუდეის სიძველეებში"ახსენებს ასევე ორიხალკს, სადაც ის აღწერს სოლომონის ტაძრის ჭურჭელს, რომელიც ხირამმა სპილენძისგან დაამზადა. ის თავისი ბრწყინვალებით ოქროს ჰგავდა.


ორიხალკის მიღებაზე წერს სტრაბონი "გეოგრაფიაში", სადაც ის საუბრობს ტროაში არსებულ ქალაქ ანდირზე. "ანდირის მახლობლად არის ქვა, რომელიც წვისას გარდაიქმნება რკინად და შემდეგ, როცა მას ადნობენ უმატებენ რაღაც სახეობის მიწას, გამოყოფს თუთიას ("ყალბ ვერცხლს"-პირდაპირი მნიშვნელობით ბერძნულიდან), რომელიც სპილენძის დამატებისას გარდაიქმნება შენადნობად, რომელსაც ზოგიერთი უწოდებს " მთის სპილენძს".  ამ აღწერას შეგვიძლია შემდეგი ინტერპრეტირება გავუკეთოთ: თითბერის მიღება სპილენძის  თუთიასთან შედნობით. არისტოტელეს ტრაქტატიდან "მშვენიერი ჭორების შესახებ" ვგებულობთ, რომ ორიხალკი მიიღება სპილენძისგან, მასზე დამატებული განსაკუთრებული მიწით შავი ზღვის სანაპიროდან.

პლატონი ორიხალკს ცალკე ლითონად ასახელებს, რომელსაც მოიპოვებენ მიწიდან და არა შენადნობის სახით. ამიტომ ზოგიერთი თვლიდა, რომ  სიტყვა ორიხალკის ქვეშ იგულისხმეობოდა არა თითბერი, არამედ პლატინა.

ნაპოვნი ლითონს გაუკეთდა რენტგენო ფლუორესცენტული ანალიზი. გაირკვა, რომ  შენადნობის შემადგენლობაში შედის: 75-80 % სპილენძი, 15-20 % თუთია, დანარჩენი, ნიკელი, ტყვია და რკინა. სიცილიის საზღვაო არქეოლოგიის ხელმძღვანელმა სებასტიანო ტუსამ გამოთქვა აზრი, რომ არქაულ ხანაში სწორედ ასეთი შემადგენლობის შენადნობს უწოდებდნენ ორიხალკს.





No comments:

Post a Comment