ეს გახლავთ უძველესი პირამიდა სენტ-ანდრე(პროვანსი). პირამიდა მდებარეობდა საკურორტო ქალაქ ნიცას ჩრდილო-აღმოსავლეთით. პირამიდის სიმაღლე იყო 50 მეტრი და აგებული იყო ჩვ.წ.აღ-მდე 4000 წელს.
მიუხედავად ამ პირამიდის ისტორიული მნიშვნელობისა, გასული საუკუნის 70-იან წლებში პირამიდა მთლიანად დაანგრიეს, რათა ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გაენთავისუფლებინათ ადგილი.
პირამიდის დაშლა საფუძვლიანად მიმდინარეობდა. ის კარიერადაც კი იქცა. დაბლა სურათზე ჩანს თითქმის დაშლილი კონსტრუქცია და გზა, რომლითაც გაჰქონდათ გრანიტის ქვები.
ეს გახლავთ თანამგზავრიდან გადაღებული თანამედროვე სურათი, სადაც ჩანს გზა რის გამოც დაშალეს პირამიდა.
ლანგედოკის პროვინციაში, ესპანეთის საზღვართან მდებარეობს უცნაური პირამიდა. მისი სიმაღლე 80 მ. სავარაუდოდ, ეს პირამიდაც იმავე გზის მშენებლობას შეეწირა. ისიც 70-იან წლებში აღმოაჩინეს. იმ ხანად საფრანგეთის ხელისუფლება მალავდა ინფორმაციას, ვინაიდან ეს უნიკალური ნაგებობა არ ეწერება ისტორიის თანამედროვე ვერსიაში. ამასთან, მას სერიოზულად არც უყურებენ. პირამიდა რომელიც ახლა ჩანს სურათზე, სავარაუდოდ ყალბია. ვიკიპედიის ვერსიით, ის აიგო 1974-76 წწ.-ში. ავტომაგისტრალის გასწვრივ და ეკუთვნის რიკარდო ბოფილს.
ამავე ვიკიპედიაში კი, რიკარდო ბოფილის ბიოგრაფიაში არაფერია ნახსენები პირამიდის მშენებლობაზე. ვინ ააგო, უცნობია. პირამიდა მიწის გრუნტითაა დაფარული და მასზე დეკორატიული მცენარეებია დარგული. სავარაუდოდ, საფრანგეთ-ესპანეთის დამაკავშირებელი გვირაბის გაყვანა ამ ადგილზე იყო ადვილი, ვინაიდან პირინეებზე გადასასვლელი ყველაზე დაბალი აქაა. რიკარდო ბოფილის ნამუშევარი პირამიდის თავზე არსებული აგურის პატარა ნაგებობა და მისკენ მიმავალი კიბე უნდა იყოს, მაგრამ არა პირამიდა.
ეს თანამგზავრიდან გადაღებული სურათი.
ეს თანამგზავრიდან გადაღებული სურათი.
No comments:
Post a Comment