Saturday, 21 March 2020

გაუტამა ბუდას კბილი არამიწიერ ნივთიერებას შეიცავს


ჩინური ბუდისტური სალოცავი (პაგოდა) მდებარეობს შანსის პროვინციაში. ხის სალოცავი აგებულია 1056 წელს იმპერატორ დაო-ცზუნის ხანაში. 1974 წელს მას ჩაუტარდა რესტავრაცია, რომლის დროს აღმოჩნდა უამრავი ძველი ხელნაწერი ტექსტი. ბუდას ერთ-ერთ ქანდაკებაში, რომელიც მეოთხე სართულზე იდგა,  რესტავრატორებმა მიაგნეს ბუდას ორ კბილს.


ამ არაჩვეულებრივი მონაპოვრით ნათელი გახდა, თუ რა იყო ამ სალოცავის აგების მთავარი მიზეზი-ბუდა შაკიამუნის ორი კბილი. გაუტამა ბუდა 2500 წლის წინ ცხოვრობდა. მსოფლიოში კი მხოლოდ შვიდი ასეთი რელიკვიაა შემორჩენილი.

ორივე კბილი გააგზავნეს ლაბორატორიაში, რომელსაც ხელმძღვანელობს ძვირფასი ქვების ამერიკული საზოგადოება ბელგიაში (ანტვერპენი). ექსპერტთა ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ნივთიერება, რომელიც ერთ-ერთ კბილში აღმოჩნდა, არამიწიერი წარმოშობისაა.


ნივთიერების სახელი გახლავთ შარირა(სარირა) და მას ნახულობენ  კრემირებულ ბუდისტ სულიერ მასწავლებელთა ფერფლში, ვინაიდან ის არ ნადგურდება საკრემაციო ღუმელში. ეს მოელვარე ნივთიერება სხვადასხვა ფერისაა და ძალიან ჰგავს მარგალიტს ან შუშის ქვებს.


დოქტორმა გაო ბინმა რელიკვია ჯერ წყალში ჩადო, შემდეგ სცადა მასზე ფანქრით ხაზები გაევლო. ფანქრის კვალი არ დარჩა. ექსპერტმა ფანქარი მელანში ჩადო და გააგრძელა ხაზების ხატვა. მიკროსკოპის ქვეშ შემოწმებისას დაინახა მელნის ხაზებქვეშ უამრავი წვრილი სფერული მარგალიტი.

ელექტრონული მიკროსკოპის დახმარებით მოხდა შარირას 1000-ჯერ  გადიდება, გამოჩნდა დიდი ბუდას გამოსახულების ირგვლივ მსხდომი  ოთხი პატარა ბუდას ფიგურა. ლაბორატორიულმა ანალიზმაც უცნაური შედეგი აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ კბილი 2500 წლით დათარიღდა, კბილში შარირას უამრავი ნაწილაკის ასაკი 3 მილიარდი წლისაა.

შარირას გამოსაკვლევად გამოიყენეს თბოგამტარობის საზომი. შედეგმა აჩვენა საოცრად მაღალი თბოგამტარიანობა, 1000-2600 ვტ. (მ.კ.)  შარირას, რომელიც ბუდას კბილში აღმოჩნდა, ალმასზე მეტი თბოგამტარიანობა ჰქონია.

რელიკვია ასევე გამოსცადეს 2000 ტონა წნეხის ქვეშ, მაგრამ შარირა არ დაიფშვნა, ნივთიერების სტრუქტურა არ დაირღვა.

ექსპერტთა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ შარირა ყველაზე გამძლე ნივთიერებაა, რომელიც დედამიწაზეა აღმოჩენილი. ის არ იშლება და მისი წარმოება თანამედროვე დანადგარებით შეუძლებელია. არსებობს მილიონობით ბუნებრივი და ხელოვნური კრისტალის სახეობა. მათ ყოფენ შვიდ კატეგორიად. ერთი მათგანი გახლავთ ჰექსაგონალურ კრისტალური სისტემა, რომელსაც განეკუთვნება შარირა.

50 წლის წინ  ჩრდილოეთ არიზონაში ჩამოვარდნილ მეტეორიტში აღმოაჩინეს ჰექსაგონალური სტრუქტურის ალმასის ახალი სახეობა, რომელსაც მოგვიანებით უწოდეს ლონსდეილიტი, კრისტალოგრაფ ქეთლინ ლონსდეილიტის პატივსაცემად.

ანალიზების სერიის შემდეგ, დოქტორმა გაომ გაარკვია, რომ ბუდას კბილში აღმოჩენილი შარირას სტრუქტურა ლონსდეილიტის სტრუქტურის ანალოგიურია. ეს განცხადება არ არის გადამოწმებული და მოითხოვს შემდგომ კვლევას.

შარირაზე მოახდინეს ინფრაწითელი დასხივება, რითიც დადგინდა, რომ ნივთიერება არაა ხელოვნური. გაირკვა, რომ შარირა შედგება 98,07 % ნახშირორჟანგისგან, ხოლო დარჩენილი ნაწილში შედის გოგირდი, თუთია, ანტიმონი (სურმა) და თელურიუმი.

დოქტორ გაოს თქმით ეს რელიკვიები შეუაფასებელი განძია.






No comments:

Post a Comment