იდუმალებით მოცული ტიბეტი ყოველთვის იყო არამარტო ფილოსოფოსთა და მისტიკოსთა, არამედ სახელმწიფო მოღვაწეთა ყურადღების ცენტრში. სადღაც ჰიმალაის მთებს იქით მდებარეობს იდუმალი შამბალა. იქ მცხოვრებნი მართავენ მთელი მსოფლიოს ბედს.
გადმოცემით, შამბალა წმინდა ადგილია, სადაც მიწიერი სამყარო ზიარი ხდება შემეცნების უმაღლეს მდგომარეობასთან. აღმოსავლეთში იციან, რომ არსებობს ორი შამბალა: ერთი მიწიერი, ხოლო მეორე-უხილავი. მიწიერი შამბალას მდებარეობის შესახებ გამოთქმულია სხვადასხვა ვარაუდი. ერთის მიხედვით, ეს ადგილი მდებაორეობს უკიდურეს ჩრდილოეთში. ამბობენ, რომ ჩრდილოეთის ნათება უხილავი შამბალას სხივებია. ტიბეტში შამბალას ძველი სახელწოდება გახლდათ ჩანგ-შამბალა, რაც იგივე ჩრდილოეთის შამბალაა. ზოგიერთის აზრით, შამბალა მდებარეობს პამირში, თურქმენეთში, ან კიდევ ცენტრალურ გობში (მონღოლეთი).
სიანტერესოა, რომ ბევრი სხვა გამოგონილი მაგიური ადგილებისგან განსხვავებით, შამბალა რატომღაც აღნიშნულია ძველ რუკებზე.
ტიბეტელ ბუდისტებს მიაჩნიათ, რომ შამბალა მდებარეობს ჰიმალაებს მიღმა, ბროლის მთის ძირში. იდუმალ ქალაქში ცხოვრობენ მასწავლებლები. ისინი კულისებიდან მართავენ მთელი კაცობრიობის ბედს. იქ მოხვედრა ყველას არ ძალუძს-მხოლოდ მას ვისაც აქვს სუფთა გული და ნათელი სული. ასეთებისთვის იხსნება შამბალას კარი.
და აი, "შანხაი ტაიმსში" დაიბეჭდა სტატია, რომელსაც ხელს აწერდა დოქტორი ლაო ძინი. სტატიაში საუბარი იყო მის მოგზაურობაზე საოცნებო შამბალაში. ის დაწვრილებით აღწერდა არაჩვეულებრივ მოგზაურობას მონღოლეთის უდაბნოს გავლით ნეპალელ იოგთან ერთად. იქ, ველზე ნახა მან უმაღლესი სიბრძნის შემსწავლელ იოგთა დასახლება. ლაო ძინი აღწერს ბიბლიოთეკებს, ლაბორატორიებს, საცავებს, ასევე ცნობილ კოშკს. რაც ძალიან ჰგავს ამ ადგილის სხვა, ნაკლებად ხელმისწვდომი წყაროების აღწერას. დოქტორი აღწერს არაჩვეულებრივ მეცნიერულ ცდებს ტელეპატიაში შორ მანძილზე, მაგნიტური დენისა და სხვადასხვა სხივების გამოყენებას.
მოგზაურობა ლაო ძინისთვის მეტად რთული აღმოჩნდა. ამის გამო ის წერდა: "ორი თვე დაგვჭირდა გობის უდაბნოსა და ჩრდილოეთ ტიბეტის რთული რელიეფის გასავლელად. როგორც იქნა მივაღწიეთ რომელიღაც თოვლით დაფარულ მთიან ადგილს, რომელიც ზღვის დონიდან 15 ათას მეტრზე მდებარეობს. განუზომელი იყო ჩვენი გაოცება, როცა შორს, დაბლა თვალი მოვკარით მწვანედ მოხასხასე ველს, ნაყოფიერ ბუნებას. აქაური სითბო სრულ კონტრასტში იყო უდაბნოს თოვლიან მთებთან. ველზე მოჩანდა თავისებური არქიტექტურული ნაგებობები, რამაც გამოიწვია ჩვენი გაოცება. ველის ერთ მხარეს დავინახეთ უამრავი ლამაზი ნაგებობა. სწორედ აქ, როგორც გვიან შევიტყე, მდებარეობდა ხსენებული " სიცოცხლის ტაძარი", ბიბლიოთეკა და ასტროლოგიური კოშკი ( ძველი ქალდეურის მსგავსი), ლაბორატორიის შენობები და სხვა. შენობები შავი ბაზალტითა და რუხი გრანიტითაა ნაგები. ისინი ჩინეთის კედელზე უფრო ძველია, შესაძლოა ეგვიპტის პირამიდებზეც კი უფრო ძველი."
ლაო ძინის თქმით შამბალას თემი მდებარეობს ჩრდილოეთ ტიბეტის ნაყოფიერ ველზე, რომელსაც გარს არტყია მიუვალი მთები. იქ მოღვაწეობს ორასამდე სხვადასხვა ეროვნების ბრძენი და მათი მოსწავლეები. ყველა იქაური მოღვაწე გაუთქმელობის ფიცს დებდა, რომ არ გასცემდა სავანის საიდუმლოს. ამიტომ ეს იდუმალებით მოცული ადგილი კვლავ გამოცანად რჩება მსოფლიოსთვის. "შემთხვევითი მგზავრები, ვინც ამ ადგილს აღწევდა, ან იქ სამუდამოდ რჩებოდნენ, ან სიძნელეებთან ჭიდილში იღუპებოდნენ. ის მცირერიცხოვანნი ვინც ახერხებდა უკან დაბრუნებას, ფიცს დებდნენ, რომ არაფერს იტყოდნენ იმაზე, რაც იქ ნახეს."-აღნიშნავდა ლაო ძინი. ჩინელი მეცნიერი წერდა, რომ "სიცოცხლის ტაძრის" დანიშნულება მდგომარეობდა ადამიანის სულის შესაძლებლობების კვლევაში.
არაჩვეულებრივი ველის ბინადარნი ცხოვრობენ ირგვლივ არსებული სამყაროსგან იზოლირებულად. ყველაფერს არსებობისა და მუშაობისთვის ჰქმნიან საკუთარი შრომით. თავად ამუშავებენ მიწას, მოჰყავთ ხილი და ბოსტნეული. ქსოვენ სამოსისთვის აუცილებელ ქსოვილს. იკვებებიან მხოლოდ მცენარეული საკვებით. მიწისქვეშა ცხელი წყლების შემწეობით, რომელიც იქვე მოჩუხჩუხებს, ველზე ყოველთვის სითბოა, ნიადაგი კი ნაყოფიერი.
სავანის ყველაზე დიდი განძია უამრავი ხელნაწერით, ასევე რუკებით სავსე დიდი ბიბლიოთეკა, სხვადასხვა ხელსაწყოები, რომლებსაც სამეცნიერო კვლევებში იყენებენ.
ვინაიდან ლაო ძინს პირობა დაადებინეს, რომ ყველაფერზე არ ელაპარაკა, ამიტომ მან მხოლოდ გაკვრით ახსენა სავანეში მოღვაწეთა პარანორმალურ ფსიქოსულიერ შესაძლებლობებზე-ნათელხილვა, ნათელსმენა, ტელეპატია და სხვა უნარები. ლაო ძინს უფლება მისცეს დასწრებოდა უჩვეულო ექსპერიმენტებს. ამ ექსპერიმენტების დროს მან ნახა ადეპტთა ლევიტაცია-ადვილად ადიოდნენ ჰაერში, ხდებოდნენ თვალისთვის უხილავნი ფიზიკურად. ადეპტთა სიცოცხლის ხანგრძლიობა ასეულობით წლებია. მიუხედავად ამისა, მათ საშუალო ასაკის გარეგნობა აქვთ.
ნუ გშურთ სხვისი კეთილდღეობის. ნუ უსურვებთ ახლობელს ცუდს. იხარეთ სხვისი ბედნიერებით. იყავით გულღია ღარიბებთან და უსურვეთ მათ კეთილდღეობა. ასე დაიმსახურებთ ღვთის წყალობას.-ეს გახლავთ მათთვის მთავარი.
მისტიკურ შამბალასთან დაკავშირებით არსებობს ერთი ლეგენდა, რომლის მიხედვით 30-40 საუკუნის წინ გობის ტერიტორიაზე, ჰიმალაებში ყვაოდა ცივილიზაცია. მოხდა კატასტროფა, მოსახლეობა დაიღუპა, ნაწილი კი გადარჩა. დარჩენილებმა თავშესაფარი ჰპოვეს ჰიმალაის გამოქვაბულებში. იქ გაიყვნენ ორ ნაწილად. ერთმა თავის ცენტრს დაარქვა აგართი, მეორე ნაწილმა დაარსა შამბალა. გობის ცივილიზაციის დარჩენილი ნაწილი გადავიდა ჩრდ. ევროპაში და კავკასიაში. ამ ვერსიის მიხედვით ეს ემიგრანტები წარმოადგენდნენ არიული რასის ძირითად ბირთვს.
სწორედ ამიტომ შამბალას გვერდი ვერც ჰიტლერმა აუარა. 1938 წელს "ანენერბეს" ეგიდით ტიბეტში გაემგზავრა ექსპედიცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ერნსტ შეფერი. ექსპედიციის მთავარი მიზანი გახლდათ ლეგენდარულ "შამბალაში" უძველესი განვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლების შესახებ ყველაფრის გარკვევა-"მსოფლიოს მმართველნი", ყველაფრის მცოდნე ადამიანები, ვინც მართავდა კაცობრიობის ისტორიას.
ექსპედიცია ტიბეტში იმყოფებოდა ორ თვეზე მეტ ხანს. მან მოინახულა წმინდა ქალაქი
ლჰასა და ასევე წმინდა ადგილად წოდებული იარლინგი. გერმანელებმა გადაიღეს ფირი, სადაც სხვა მასალასთან ერთად აღბეჭდილი იყო მაგიური რიტუალები, რომლის დახმარებით მედიუმები შედიოდნენ ტრანსში, ხოლო გურუ იძახებდა სულებს.
ექსპედიციის წევრებს ყველაზე მეტად აინტერესებდა რელიგია ბონი, რომელიც ტიბეტში ბუდიზმამდე ბევრად ადრე ჩაისახა. რელიგიის მიმდევართა შორის იყო ბევრი შამანი და მაგი. მათ უამრავი ძველი ტექსტებისა და მანტრების დახმარებით შეეძლოთ იმქვეყნიურ ძალებთან ურთიერთობა.
გერმანელებმა ტიბეტიდან გამოიტანეს უამრავი ძველი არტეფაქტი, რომელსაც ჰიტლერი ანიჭებდა განსაკუთრებულ მისტიკურ მნიშვნელობას. ზოგიერთ მათგანს ის პირად სეიფშიც კი ინახავდა. ამ არტეფაქტებზე მუშაობდნენ "ანენერბეს" ოკულტისტები. ისინი ცდილობდნენ მათი მაგიური თვისებების გარკვევას.
No comments:
Post a Comment