საკმაოდ ცნობილი სახარებისეული "იოანეს გამოცხადება" ყოველთვის დიდი ინტერსს იწვევდა მორწმუნეებსა და ზოგადად საზოგადოებაში. სურვილი ტექსტის ფარული მნიშვნელობის ამოცნობის და გაშიფვრისა ყოველთვის დიდი იყო. განსაკუთრებულ ინტერსს გამოცხადების ტექსტში იწვევს რიცხვი 666, რომელიც მხეცის ანუ ეშმაკის რიცხვთანაა ასოცირებული. არსებობს ამ რიცხვის ამოხსნის სხვადასხვა ვერსია.
Showing posts with label სიმბოლო_უნივერსალური და საკრალური ფენომენი. Show all posts
Showing posts with label სიმბოლო_უნივერსალური და საკრალური ფენომენი. Show all posts
Thursday, 22 September 2022
რიცხვი 666_როგორც სიმბოლო
საკმაოდ ცნობილი სახარებისეული "იოანეს გამოცხადება" ყოველთვის დიდი ინტერსს იწვევდა მორწმუნეებსა და ზოგადად საზოგადოებაში. სურვილი ტექსტის ფარული მნიშვნელობის ამოცნობის და გაშიფვრისა ყოველთვის დიდი იყო. განსაკუთრებულ ინტერსს გამოცხადების ტექსტში იწვევს რიცხვი 666, რომელიც მხეცის ანუ ეშმაკის რიცხვთანაა ასოცირებული. არსებობს ამ რიცხვის ამოხსნის სხვადასხვა ვერსია.
Sunday, 14 August 2022
Tuesday, 29 March 2022
ვეფხვი_როგორც სიმბოლო
ვეფხვი სამეფო ცხოველია. აღმოსავლეთში ის ცხოველთა მეფედ და ტყის სრულუფლებიან პატრონად თვლება. ინდოეთში ვეფხვი სპილოსავით ჭკვიან ცხოველად მიაჩნიათ, რომელიც, როგორც ფიქრობენ, ინტელექტით ადამიანზე მაღლა დგას. ჩინეთში ის არამარტო ცხოველთა მეფეა, არამედ ბოროტი სულებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ამის გამო, ვეფხვს ხშირად გამოსახავენ საცხოვრებელი სახლების კედლებზე. ეს მტაცებელი ცხოველი გამოხატავს სამხედრო წარმატებას. მის თავს ხატავდნენ მეომართა ფარზე, სამხედრო სიმაგრეების კარიბჭეზე მტრის შესაშინებლად. დასავლეთში ვეფხვი ცნობილი გახდა ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შემდეგ. რომმა ის პირველად იმპერატორ ავგუსტუსისთვის როგორც ინდოელი ელჩის საჩუქარი ისე იხილა.
Wednesday, 16 February 2022
კელტური სარკე ფრაქტალების გამოსახულებით
ორი ათასი წლის ბრინჯაოს კელტურ სარკეს უკანა მხარეს შემორჩენილი აქვს დახვეწილი, მაღალმხავტრული ორნამენტები. სიმბოლიკაში საოცრად აისახა ერთმანეთში გადახლართული ფრაქტალები ან უამრავი მანდელბროტი.
ფრაქტალთა გეომეტრიის დახმარებით შესაძლებელია რთული მათემატიკური ცნებების გამოსახვა, რომელიც პირველად ფართო ხმარებაში შემოიტანა ბენუა მანდელბროტმა 1983 წელს. მისი დახმარებით შესაძლებელია მათემატიკური სიზუსტით ობიექტის ფორმაციების და პროცესების აღწერა. ასეთ ფრაქტალებს პრინციპული გეომეტრიული კანონზომიერება გააჩნია. გამოსახულებას თუ უფრო და უფრო გავადიდებთ და ყურადღებით დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ ყოველ ჯერზე ვუბრუნდებით ერთსადაიმავე საწყის ფორმას. ასეთი გზით შეიძლება ბუნებრივი პროცესების, მოვლენების და ობიექტების აღწერა სრული სიზუსტით ვიდრე ტრადიციული ფორმულებით და ანგარიშებით.
Saturday, 13 November 2021
მგელი_მგელ ძაღლის სიმბოლო
მგელი, მგელ-ძაღლი არის ძალის სიმბოლო. ის იმყოფება ორი სამყაროს ზღვარზე. შეგვახსენებს, რომ ადამიანში ცხოვრობს ველური ძალა და არის თავისუფლების ტოტემი. მგელი გვასწავლის თავისუფლების სიყვარულს, თავისუფალ ცხოვრებას შინაგანი შეზღუდვების გარეშე. მგელი ყოველთვის იყურება შიგნით და შემდეგ გარეთ.
Saturday, 9 October 2021
გველი_როგორც სიმბოლო
გველი-სიმბოლოებიდან უნივერსალური, რთული და ამავე დროს, ყველაზე გავრცელებული და ძველი სიმბოლო. გველის, გველეშაპის სახე ბევრ ძველ გადმოცემასა და ლეგენდაში ფიგურირებს, სადაც ის მისტიკური შარავანდედითაა მოსილი, ერთდროულად იწვევს პატივისცემასა და შიშს. ხშირად გველი და გველეშეპი ურთიერთმონაცვლეა, ხოლო შორეულ აღმოსავლეთში მათ არ განასხვავებენ.
გველის სიმბოლო მრავალშრიანია და სემანატიკურად ღრმა. განასახიერებს როგორც მამაკაცურ, ასევე ქალურ და ამასთან ანდროგინულ საწყისსაც. ის გახლავთ მკვეთრად გამოხატული ფალოსური სიმბოლო, მამაკაცური ძალა. გველი უჭირავს ხელში ყველა ქალღმერთს ან გარს ახვევია მას, მათ შორის, დიდ დედა ღვთაებას. გველი იძენს ქალურ თვისებებს, როგორიცაა: იდუმალება, ინტუიცია და ამავე დროს, არაპროგნოზირებადობაც, ვინაიდან მოულოდნელად ჩნდება და ქრება.
Saturday, 7 August 2021
ცნობადის ხე
ცნობადის ხე-სამყაროს ხის სახეცვლილება. ის საპირისპიროა ცხოვრების ხისა, რომელიც ბიბლიური ტრადიციით გახლავთ სიკეთისა და ბოროტის შემეცნების ხე და სიკვდილის მომასწავებელი. ბაბილონში იზრდებოდა ორი ხე-ცხოვრების ხე და ჭეშმარიტების ხე, რომელსაც ასევე საპირისპირო მნიშვნელობა ჰქონდა.
ეგვიპტის მითოლოგიიდან ცნობილია სიკომორი, რომლზეც მიცვალებულთა წიგნის თანახმად, უნდა დაეშვას მიცვალებული ფრინველის სახით საცოცხლის ნაყოფით ხელში; ვინც ამ ხის ტოტზე ჩამოჯდება ღმერთად იქცევა, ანუ შეიძენს ღვთიურ ცოდნას.
Thursday, 10 June 2021
ჰამსას სიმბოლო
ჰამსა უძველესი, დიდი ძალის მქონე სიმბოლოა, რომელსაც ხშირად იყენებენ ამულეტად. რთულია ამ სიმბოლოს საწყისი ფესვების პოვნა, ვინაიდან იუდაისტ, ქრისტიან და მუსლიმ მეცნიერებს არ გააჩნიათ ერთიანი აზრი ჰამსას მნიშვნელობის განმარტებისას. ეს სიმბოლო გამოსახულია თვალის სახით ხელისგულზე. მას საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა უამრავი სხვა სახელი. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ჰამსას სიმბოლო წარმართობის დროიდან მოდის და მოგვიანებით ის მიიღო სხვა რელიგიებმა. როგორც ირკვევა მას კავშირი აქვს შუამდინარეთთან, ძველ ეგვიპტესთან.
Saturday, 27 March 2021
მისტიკური მთა მერუ და კავკასია
ინდუსებისთვის მერუ დედამიწის ღერძია. მის გარეშე დედამიწა ვერ იბრუნებს. ბუდიზმის მითოლოგიაში მერუ-წმინდა მთა მდებარეობს სამყაროს ცენტრში. ოკულტური სწავლება მას ათავსებს დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსზე. ლეგენდების თანახმად, მერუზე არსებობენ ვედური დროის დიდი ღმერთები. მოგვიანებით ინდურ მითებში მერუ ჰიმალაის 16 მწვერვალის ჩამონათვალშია, რომელიც გადაურჩა წარღვნას. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ინდუსთა წარმოდგენით კაილასის მთა უფრო წმინდა გახლავთ, რომელსაც მერუზე მეტად სცემენ თაყვანს.
Sunday, 7 February 2021
სფინქსის მითიურ_სიმბოლური სახე
სფინქსის მითოპოეტური სახე გავრცელებულია აფრიკის, აზიის და ევროპის ხალხთა მითებში. ეს ფანტასტიკური არსება ითავსებს ცხოველისა და ადამიანის ნიშნებს. ამ არაჩვეულებრივი ქმნილების სამშობლოა ეგვიპტე, საიდანაც ის გავრცელდა მთელ ანტიკურ სამყაროში.ძველ აღმოსავლურ ცივილიზაციებში ლომი მზის ძალაუფლებას განასახიერებდა. ფარაონ ხაფრას-ხაფ-რა სახელი მზის ღმერთ რას სახელის მატარებელია, რაც მზის მსგავსს ნიშნავს.
ძველი ეგვიპტელები სფინქსს დგამდნენ წმინდა ადგილების შესასვლელთან. მას თვლიდნენ იდუმალების მეუფედ, რომელიც ინახავდა მიმსვლელთა საიდუმლოს. ყველაზე ცნობილ გიზას სფინქსს აქვს ლომის სხეული. ამ ძლიერი ცხოველის გამოსახულება იყო სიმბოლო ღვთიური ძალისა და სიბრძნის, რომელსაც ფარაონი იყენებდა ქვეყნის დასაცავად და სამართავად.
Wednesday, 3 February 2021
ყოვლისმხედველი თვალი_ეგვიპტელთა, მასონთა და ქრისტიანთა სიმბოლო
ყოვლისმხედველი თვალი აღიქვამს ფერების რხევას, სინათლის ინტენსიობას და გადასცემს ტვინს. თვალი არის დუალობის სიმბოლო, ვინაიდან დასავლურ სიმბოლიკაში მარცხენა თვალი შეესაბამება მზეს-ობიექტის გონიერების უარყოფითი მხარეს, მარჯვენა თვალი შეესაბამება მთვარეს-გონიერების დადებით მხარეს, აღმოსავლურში-პირიქით. გამოსახულება რომ სწორად აღიქვას თვალმა, უნდა დაძლიოს მიწოდებული ორი ინფორმაცია რომლის მეშვეობით მზე და მთვარე-უარყოფითი და დადებითი ერთი ობიექტი ხდება. თვალს აქვს უნარი ერთ წერტილში მოახდინოს კონცენტრირება ან მთელი გარემო აღიქვას მაღალი წერტილიდან.
ჰორი (ხორი) ეგვიპტურ მითოლოგიაში ცისა და მზის ღმერთია შევარდენის სახით. ის იზიდასა და ოზირისის შვილია და ფარაონის მფარველი. ჰორის (ხორის)სიმბოლო ფრთებგაშლილი შევარდენია ბრჭყალებში მოქცეული "შინ" ნიშნით, რომელიც ძალიან ჰგავს ქართულ ასომთავრულ ასო დ-დონს.
დონი ქართული ასომთავრული ანბანის მე-4 ასო-ნიშანი და მზის ღვთაების იდეოგრამაა, რაც მიანიშნებს, რომ მზის ღმერთის სახელიც დ-ზე იწყება. უძველეს საქართველოში მზეს "დღე“ ეწოდებოდა. დღეგრძელი ნიშნავს მზეგრძელს. ვინაიდან "დონ" ანბანში რიგით მე-4 ასო-ნიშანია, იგულისხმება, რომ მზე მეოთხე ცაზეა. წარმართულ საქართველოში მზის ემბლემა იყო თვალი, რაც მსგავსებას ავლენს ჰორის თვალის სიმბოლოსთან.
Monday, 12 October 2020
თასი, როგორც საკრალური სიმბოლო
თასი ერთ-ერთი უძველესი ძალის მატარებელი ნივთია და მნიშვნელოვანი ატრიბუტი რიტუალებისა. მასში ინახება შესაწირი უმაღლესი ძალებისადმი. ამიტომ ის უნდა მომზადდეს და ეკურთხოს ძირითადი მაგიური პრინციპების შესაბამისად. ჩვენი წინაპრები ღმერთებს შესაწირს ხელისგულებით მიართმევდნენ. მას მერე, რაც ადამიანმა ისწავლა ხის, ქვის, ლითონის დამუშავება, ამ მიზნით უკვე იყენებდნენ თასს.
Tuesday, 29 September 2020
ჰერმოფროდიტი_საკრალური სქესი
ჰერმოფროდიტი არის ჰერმესისა და აფროდიტეს სახელთა შეერთების შედეგად მიღებული სიტყვა. კარგადაა ცნობილი სიმბოლიზმი და ძირითადი მნიშვნელობა ჰერმოფროდიტისა ალქიმიაში. ესაა მგზნებარე სურვილი ერთიანობისა, რომელსაც ჰქვია სიყვარული, რაც აისახა ბიბლიის "დაბადებაში"-ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ."(2:24)
Monday, 14 September 2020
ჰომუნკულუსი
ჰომუნკულუსი-შუა საკუნეების ალქიმიკოსებითვის იყო ადამიანის მსგავსი არსება, რომლის მიღება შეიძლებოდა ხელოვნური გზით.
დიდი ხნის განმავლობაში პირველი ჰომუნკულუსის შემქმნელად თვლიდნენ არნალდუს დე ვილანოვას, რომელიც ცხოვრობდა მე-13 საუკუნეში. ჰომუნკულუსის მიღების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეცეპტი ეკუთვნის პარაცელსს მე-16 ს. ალქიმიკოსი თვლიდა, რომ სპეციალურ ჭურჭელში მოთავსებული ადამიანის სპერმა გაცხელებისას და ზოგიერთი სხვა მანიპულაციის დახმარებით ხდება ჰომუნკულუსი. ჰომუნკულუსს ის კვებავდა კოლბში დამატებული ადამიანის სისხლით. ამ არსების მომწიფების ვადა პარაცელსის მიხედვით ორმოცი დღეა, მისი სიმაღლე-26,27 სმ.
Friday, 28 August 2020
ჭიშკარი, როგორც სიმბოლო
ჭიშკარი-ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის არქიტეტურული სიმბოლო, დიდი საიდუმლოს ზღურბლი, უცნობი სივრცის შესასვლელი. ტაძრების გაჩენამდე ჭიშკარი წარმოადგენდა საკრალურ სიმბოლოს ორი სვეტის სახით, რომელიც ერთმანეთთან შეერთებული იყო ღერძით. ასეთი იყო ფინიკიური მელქართის სვეტები, ბაბილონის წმინდა ჭიშკარი-იშთარისა და მარდუქისა. იერუსალიმში მესიის გამოცხადებას ელოდნენ ოქროს ჭიშკრით. ჭიშკარი და კარი მიაჩნიათ გადასასვლელად მნიშვნელოვან ნაგებობაში გადატანითი მნიშვნელობით.
ბაბილონის ჭიშკარი
Wednesday, 26 August 2020
სარკე_როგორც სიმბოლო
სარკის სიმბოლოს ისეთივე მახასიათებლები აქვს როგორც რეალურ სარკეს. ისაა წარმოსახვის სიმბოლო, აგრეთვე გააჩნია უნარი აირეკლოს ხილული სამყაროს რეალობა.
უძველესი დროიდან სარკე ითვლება როგორც რაღაც საპირისპირო. მისი ზედაპირზე ჩანს სახეები, ის აჩერებს და ინახავს მათ, მაგრამ მხოლოდ წამით. ლეგენდებსა და ფოლკლორში სარკეს მაგიურ თვისებებს მიაწერენ. ამიტომ მას სულების გამოსაძახებლად იყენებდნენ.
Tuesday, 25 August 2020
ნიღაბი, როგორც სიმბოლო
ცხოვრება მასკარადია...განა ასე აუცილებელია ერთიდაიგივე ნიღბის ტარება? ნიღაბზე და თქვენზეა ეს დამოკიდებული. თუ ნიღაბი არ გიხდებათ, ხელს გიშლით, თუ გეჩვენებათ, რომ ის გაიძულებთ ისეთი როლის თამაშს რისთვისაც არ ხართ შექმნილი, შეეცადეთ გამოცვალოთ; ისინი ხომ უამრავია. აი, დიდი იმედების მომცემი პოლიტიკოსის ნიღაბი, ეს მხატვრის ნიღაბია, რომელსაც ყველაზე მეტად მოუხდება ხასხასა კოვბოური სამოსი გახსნილი საყელოთი; აი, მომავალი ექიმის ნიღაბი, სათვალეებიანი, გამჭოლი მზერით. კიდევ გაქვთ არჩევანის დრო, მაგრამ იყავით ფრთხილად! ნიღაბი თავად შეუდგება მეჯლისის მართვას. სხვა ნიღბები მიგიღებენ ისეთად როგორიც ჩანხართ. შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ნიღაბი, როცა მიემართებით ცხოვრების მასკარადზე.–ანდრე მორუა
ნიღაბი დიდ როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. მას ხანგრძლივი ისტორია გააჩნია და პირველსახით წარმოაჩენს ყველა არსებული საზოგადოების ტრადიციის მნიშვნელოვან ელემენტს. სხვადასხვა ხალხის კულტურებში ნიღაბი ასრულებდა მაგიური რიტუალების მნიშვნელოვანი ატრიბუტის როლს და გააჩნდა საკრალური ფუნქცია. რიტუალური ნიღბები ითვლება აბორიგენ ტომთა მრავალფეროვანი კულტების ერთ-ერთ სიმბოლოდ. ასეთი ტრადიცია აქვთ აფრიკის, ცენტრალური ამერიკის, პოლინეზიისა და ავსტრალიის ხალხებს. რიტუალების შესრულებისას ნიღაბი ღმერთის (ნათელი) ან დემონური (ბნელი) საწყისის განსახიერება ხდებოდა. ითვლება, რომ რიტუალის აღსრულებისას ბოროტი სულები დროებით ნიღბებში სახლდებიან, რის შემდეგ შამანი კლავს ბოროტ სულებს, ანადგურებს ნიღაბს, რომელშიც ისინი ჩასახლდნენ. ნიღაბი აიგივებდა ადამიანს ცხოველური სამყაროს, ჩრდილთა, წინაპართა პერსონაჟებთან.
Friday, 21 August 2020
ცეცხლის სიმბოლო
ცეცხლი-სინათლის და სიცოცხლის ზეიმი სიბნელესა და სიკვდილზე, განწმენდისა და ოჯახის სიუხვის სიმბოლო. ცეცხლი სასიცოცხლო ენერგიის, ნაყოფიერების სიმბოლოა, მზის სხივის ანარეკლი, ღვთიური საჩუქარი, ღმერთებისგან მოტაცებული სინათლე და ცოდნაა. ის მედიატორიცაა ცასა და მიწას შორის: სამსხვერპლოდ შერჩეულს წვავდნენ, რათა ის ზეცაში წასულიყო ღმერთებთან. ცეცხლში იმალება ღთაებრივი ძალა, რომელიც აცოცხლებს ადამიანის გულს, შთააგონებს და აღანთებს მას. ცეცხლით ნათლობა საწყისი სიწმინდის აღდგენაა, ედემის ბაღში სიმბოლური დაბრუნება. როგორც მითების უბადლო მცოდნე მირჩა ელიადე წერდა, ცეცხლში გავლა არის ადამიანური შესაძლებობების მიღმა გასვლა. ცეცხლი სამყაროს შექმნის ერთ-ერთი პირველადი ელემენტია, აქტიური მამაკაცური საწყისი; წყალთან შერწყმით ის ბადებს სიცოცხლეს. ელვას მოსდევს გამანაყოფიერებელი წვიმა. ალქიმიაში ცეცხლი გამოისახებოდა სამკუთხედით, რაც ნიშნავს სამი სტიქის გაერთიანებას (მიწა, ჰაერი, წყალი) მეოთხეში (ცეცხლი).
Thursday, 20 August 2020
მიწის სიმბოლო
მიწა სამყაროს შექმნის ერთ-ერთი პირველელემენტია-ქალური საწყისი. ბევრ მითოლოგიურ ტრადიციაში არსებობს გადმოცემა მიწასა და ცის წმინდა ქორწინებაზე, რომლის შედეგად ჩნდება სამყარო. ამ სიუჟეტის საინტერესო ვერსია გხვდება ეგვიპტურ მითში, სადაც მიწა-მამაკაცური საწყისია (ღვთაება ღები), ცა-ქალური საწყისი (ქალღმერთი ნუთი). ბერძნულ მითოლოგიაში მიწა-გეა იბადება ქაოსიდან. ის წარმოქმნის ცას-ურანს. მათი ქორწინებით ჩნდებიან ტიტანები.
ჰაერის სიმბოლო
ჰაერი-ოთხი პირველელემენტიდან ერთ-ერთი, მამაკაცური, სულიერი საწყისი. ესაა სუნთქვა, ნიავი, სასიცოცხლო ენერგია-ინდუსებისთვის პრანა, ჩინელებისთვის ცი. სიო და სუნთქვა კავშირშია შექმნასთან. აქედანაა წარმოდგენა სულსა და სუნთქვაზე. ეგვიპტის ჰაერის ღვთაება შუმ შექმნა ცა და დედამიწა; ინდოელი ბრაჰმის ამოსუნთქვამ შექმნა სამყარო, ჩასუნთქვამ-მისი განადგურება. ჩინეთში სასიცოცხლო სუნთქვის ემბლემას წარმოადგენს ზეციური ჭიშკარი, რომელიც შეესაბამება ინის (გახსნა) და იანის (დახურვა) პრინციპებს. ქრისტიანისთვის სიო ადამიანის სულის შთაბერვაა, ასევე ღვთაებრივთან ზიარება.
Subscribe to:
Posts (Atom)





















