Wednesday, 3 May 2017

სიცოცხლის ყვავილი და საკრალური გეომეტრია




ეგვიპტეში არსებული ოზირიონის ტაძარი იმითაცაა ღირშესანიშნავი, რომ მის კედლებზე შესრულებული ზოგიერთი გამოსახულება დღემდე თავსატეხს უჩენს მეცნიერებს. ასეთი გახლავთ "სიცოცხლის ყვავილი". "სიცოცხლის ყვავილი" არის შესაქმეს სქემა, გეომეტრიული გეგმა. ეს გამოხატულებაა შემოქმედებისა, რომელიც ჰქმნის აბსოლუტურად ჰარმონიულ ველს. ის ისევა აგებულია, როგორც ყველაფერი ამ სამყაროში.

ინტუიციურად ყველანი ვგრძნობთ, რომ ერთმანეთთან რაღაცით ვართ დაკავშირებული-ერთიანობის კონცეფცია. "სიცოცხლის ყვავილის" დანიშნულება გახლავთ გვიჩვენოს სიცოცხლის ერთიანობა ყველა ქმნადი ფორმის განმეორების საშუალებით-ერთი ფორმა განსაზღვრავს მეორეს. როგორ თავსდება ისინი ერთიმეორეში და როგორ ვართ შექმნილნი ერთი ღვთიური გონის მიერ.


შემოქმედმა ჯერ შექმნა"სიცოცხლის თესლები". სიცოცხლის თესლი შესაქმის შვიდი დღის სიმბოლოა. პირველად შეიქმნა ოქტაედრი. ამ ფორმამ დაიწყო ბრუნვა და გაჩნდა სფერო. ამ სფეროს შიგნით იმყოფებოდა შემოქმედის გონი. ერთადერთი რაც არსებობდა იყო მემბრანა, თავად სფეროს ზედაპირი.




შემოქმედის გონმა გადაინაცვლა სფეროს ზედაპირზე(ძველ აღთქმაში ამაზე ნათქვამია, რომ ღვთიური სული იმყოფებოდა წყლის ზედაპირს ზევით). შემდეგ შეიქმნა მეორე სფერო-სინათლე. პირველი რაც ღმერთმა შექმნა, სწორედ სინათლე გახლდათ. ახალი  ფორმა თავისი ცენტრით visica piscis (თევზის ბუშტი) შეიქმნა ორი ერთნაირი მოხაზულობით, რომლებიც  ერთურთის ცენტრზე გადის. ეს სქემა გეომეტრიული ფორმულაა, რომელიც გამოსახავს სინათლის ელექტრომაგნიტურ სპექტრს. როდესაც ახალი ფორმების შექმნა გრძელდება-ახალი visica-piscis მოცემული სქემით გეომეტრიული სტრუქტურების მსგავსად, სპირალური მოძრაობიდან ბადებს შესაქმეს ასპექტებს. სურათზე შვიდი დღის გამოსახულებაა. შვიდ დღეში სრულდება შესაქმე. ე.ი. სიცოცხლის თესლები მთლიანადაა ფორმირებული. პირველი სპირალი შექმნილია და თესლები რომლებიც მატრიცას შეიცავენ დასრულდა.

"სიცოცხლის თესლები" სტადიაა, რაც წინ უძღვის "სიცოცხლის ყვავილის" ფორმას, საიდანაც იბადება სიცოცხლის ნაყოფი. ის შეიცავს ყოველ ატომს, ყოველ მოლეკულურ სტრუქტურას, სიცოცხლის ყველა ფორმას, რაც კი არსებობს სამყაროში. ვინაიდან რაც არსებობს, სიცოცხლის თესლიდანაა შექმნილი.

"სიცოცხლის თესლის" შექმნის შემდეგ გაგრძელდა სპირალური მოძრაობა და შეიქმნა მომდევნო სტრუქტურა-სიცოცხლის კვერცხი. ეს სტრუქტურა უდევს საფუძვლად მუსიკას. იგი შეესაბამება ემბრიონის დაყოფის მესამე სტადიას. კვერცხუჯრედი ჯერ  ორად იყოფა, მერე ოთხად, შემდეგ რვად. აგრძელებს რა განვითარებას, ეს სტრუქტურა ქმნის ადამიანის სხეულს და მის ყველა ენერგეტიკულ სისტემას. საბოლოოდ იქმნება სტრუქტურა, რომელსაც ეწოდება "სიცოცხლის ყვავილი". "სიცოცხლის ყავილის" ნაყოფი შიგნითაა. ის თავისთავად შეიცავს საიდუმლო სიმბოლოს, რომელიც 13 წრის ერთმანეთში შეთავსებით ჩნდება. ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა სტრუტურაა სამყაროში-ნაყოფი ყველა არსებული სიცოცხლისა.


სიცოცხლის ნაყოფში მოთავსებულია 13 საინფორმაციო სისტემა. თითოეული მათგანი რეალობის სხვა ასპექტს ხსნის. ამ სისტემებს ყველაფრის წვდომა ძალუძთ. ადამიანის სხეულით დაწყებული-გალაქტიკით დასრულებული. 13 წრის შეერთებით ვიღებთ სქემას, რომელსაც ეწოდება მეტატრონის კუბი. მასში ჩართულია ხუთი სამგანზომილებიანი ფორმა. იგი პლატონის სხეულებითაა ცნობილი. ეს ხუთი ფორმა და მათი ურთიერთთქმედება ჰქმნის სამყაროს ყველა შესაძლო სტრუქტურას. მაგ.: ცოცხალი  ემბრიონის უჯრედის დაყოფის სქემას. ეს გახლავთ სიცოცხლის ნაყოფის ინფორმაციის პირველი სისტემა. ის ჩნდება "სიცოცხლის ყვავილიდან".

თავად ლეონარდო და ვინჩიც კი დაინტერესებული იყო სიცოცხლის ყვავილის ფორმებით. მან ჩანახატებიც კი გააკეთა და დაუკავშირა ის პროპორციების კანონს. საკუთარი ცოდნა ლეონარდომ გამოსახა ვიტრუვიუსის ადამიანში. სამყაროც სწორედ ამ პრინციპითაა შექმნილი. 





ძველი ეგვიპტელები მალავდნენ სიცოცხლის ნაყოფის შექმნას "სიცოცხლის ყვავილისგან" და მას გამოსახავდნენ ზოგიერთი გარეთა წრის გარეშე და შიდა წრეებს ავლებდნენ კიდევ ორ წრეს. ის გვაგონებს კვერცხუჯრედის შინაგან და გარეგან მემბრანას-ჩანასახის გარშემო უჯრედებს. ძველ ეგვიპტეში ასწავლიდნენ "სიცოცხლის ყვავილს", განსაკუთრებით XVIII დინასტიის დროს-ეჰნატონის მმართველობისას. მან დაარსა მისტიციზმის სამი სკოლა. 1.ჰორის მარჯვენა თვალი-სკოლა რომელიც განკუთვნილი იყო მამაკაცის  ტვინის მარცხენა სფეროს შესასწავლად. ეს მხარე აკონტროლებს ლოგიკას, გამოთვლებს, გეომეტრიისა და სივრცითი თანაფარდობის გაგებას.მისი ამოცანა იყო სულის არსებობის დამტკიცება, რომელიც  ყველგან და ყველაფერშია. 2. ჰორის მარცხენა თვალი-სკოლა შეისწავლიდა ქალის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს, რასთანაც დაკავშირებულია ემოციები და მგრძნობიარობა. 3.ჰორის შუა თვალი-სკოლა ცხოვრების შესასწავლად.


სიცოცხლის ყვავილი ოზირიონის ტაძრის კედელზე

ეგვიპტელებმა იცოდნენ სხვადასხვა განზომილებების არსებობის შესახებ და განიხილავდნენ არსებობის უფრო მაღალ დონეს ე.ი. მეოთხე განზომილებას, რასაც ისინი "სხვა სამყაროს" უწოდებდნენ. ეგვიპტის სამი სკოლის მიზანი იყო იმ ცოდნის აღდგენა, რომელიც ყველგან და ყველაფერშია.

"სიცოცხლის ყვავილი" არის საფუძველი საკრალური გეომეტრიისა. მისი მნიშვნელოვანი ფიგურაა "visica piscis". საკრალურ გეომეტრიას ერთი უნიკალური თვისება გააჩნია-ის სრულყოფილია, შიგნიდან ხსნის საკუთარ თავს, სანამ არ დასრულდება სამყაროს შექმნა. სამყაროში ყველაფერი მას უკავშირდება. საკრალური გეომეტრია მორფოგენული სტრუქტურაა, რომელიც რეალობას უდევს საფუძვლად. მასზეა დაფუძნებული მათემატიკა.


საკრალური გეომეტრია სწავლობს სივრცით ფორმებს და ამ ფორმების შესაბამისი ყოფიერების განვითარებას. მისი პრაქტიკა გვეხმარება შეუცნობადი ყოფიერების სიყვარულთან, თანადგომასა და თანალმობასთან შერწყმაში. საკრალური გეომეტრია აერთიანებს ბევრი მისტიკური სკოლის სიბრძნეს. ის ეზოთერიკას უკავშირებს კვანტური ფიზიკის ბოლო მიღწევებს. საკრალური გეომეტრიული ფორმები არ წარმოადგენს უბრალო გეომეტრიულ ნიმუშებს. ის უნდა აღვიქვათ იმ საკრალურ მოვლენებთან კავშირში, რომელიც ეხმარება ადამიანს სილამაზის გამოხატვისას ფორმების პოვნასა და გამოყენებაში.

წერტილი და სფერო ეზოთერულ კონცეფციაში მთავარი სიმბოლოებია. წერტილი აღნიშნავს ცენტრს, მე-ს. ის აღნიშნავს საწყისს და სასრულს, სიცარიელესა და სრულყოფილებას. სფერო კი მთლიანობისა და გარემო სივრცეში მისი არსებობის სიმბოლოა. როგორც დედამიწას აქვს თავისი ცენტრი და სფერო, ასევე ადამიანის სხეულს გააჩნია თავისი ცენტრი და სფერო სხეულის გარშემო, რაც ადამიანში აღვიძებს სამყაროსთან ერთიანობის გრძნობას. 

visica piscis შეიცავს ორ განზომილებას. ერთი გადის მის ცენტრზე, ხოლო მეორე აერთებს ერთი წერტილის გადაკვეთას მეორესთან. ეს გახლავთ დიდი ცოდნის გასაღები.

"სიცოცხლის ყვავილში" ყველგან დაცულია ოქროს კვეთის პრინციპები. ცხოვრების ყოველი ხაზი ზუსტად შეესაბამება ან სიგრძეს, ან სიგანეს. ეზოთერულ კონცეფციაში visica piscis ქალისა და მამაკაცის ჰარმონიულ ურთიერთობაზე მიუთითებს. როდესაც ორი ადამიანი ერთიანი და მთლიანი სფეროების მსგავსად  ერთიანდებიან თავისი ცენტრებით და ხდება მათი გამთლიანება. "სიცოცხლის ყვავილში" ასევე დამალულია სხვა სტრუქტურაც, რომელსაც "ცხოვრების ხე" ეწოდება. ეს სტრუქტურა კი საკრალური ბუნების ნაწილია და ის ყველა რელიგიას ეკუთვნის.

საკრალური გეომეტრიის ერთ-ერთი უძლიერესი სიმბოლოა პირამიდა. ეგვიპტური პირამიდები წარმოადგენს გეომეტრიული და მათემატიკური მისტიკის საოცარ მაგალითს. გიზას სამივე პირამიდა მოთავსებულია მართკუთხედის შიგნით, რომელიც ფორმირებულია visica piscis ფიგურებით.












No comments:

Post a Comment