მე-12 საუკუნის ინგლისელი მემატიანე ჰალფრიდ მონმუთელი "ბრიტების ისტორიაში" უმთავრეს ადგილს უთმობს მეფე ართურს. მხოლოდ მეორე მემატიანე გირალდ კამბრეი იმასაც კი გვიამბობს, როგორ დაესწრო მეფე ართურის საფლავის გახსნას გლასტონბერის სააბატოში, სადაც იხილა მეფის ფარი და ჯვარი. ჰალფრიდ მონმუთელი ამტკიცებს, რომ მისი ვერსია ეყრდნობა ძველი ტექსტის თარგმანს, რომელიც დაწერილი იყო ბრიტულ ენაზე, რამაც ბევრი დაარწმუნა იმაში, რომ ტექსტი წარმოადგენს უფრო ადრინდელ კელტურ ვერსიას. წიგნში აღწერილია მერლინის ცხოვრება, რომელიც გახლდათ ცნობილი ჯადოქარი და ართურის დამრიგებელი. კელტები მას უკვდავად მიიჩნევდნენ. მონმუთელის თანახმად, ის უელსელი მონაზვნის უკანონო შვილი იყო. მონაზონს თითქოს ანგელოზის ჩრდილი დაეცა, რის შემდეგ მოხდა უბიწო ჩასახვა, ქალი დაფეხმძიმდა. გამოდის მერლინი დაიბადა უბიწო ჩასახვის შედეგად.
სერ ტომას მელორის (XVI ს.) ვერსიით, მერლინი იყო მეომარი და მეფე უთერ პენდრაგონის დამრიგებელი. უთერმა მერლინს ბრძოლაში დახმარება სთხოვა. მერლინმა ტბიდან გამოიხმო მახვილი ექსხალიბური. მახვილის ჯადოსნური თვისებების დახმარებით უთერმა კორნუოლის ჰერცოგ ჰორლოისთან ერთად კონტროლს დაუქვემდებარა ინგლისის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი. ისინი ერთმანეთს ტოტაჰალეს ციხესიმაგრეში შეხვდნენ. სწორედ აქ ნახა უთერმა ჰორლოისის ცოლი ინჰრეინა და შეუყვარდა ის. უთერმა დახმარებისთვის მერლინს მიმართა, რომელმაც ჯადოქრობის დახმარებით უთერი ინჰრეინასთან დაახლოვა. სანაცვლოდ მერლინმა უთერს ვნების ნაყოფის მისთვის გადაცემა მოსთხოვა. უთერი დათანხმდა. მერლინი ცხრა თვის შემდეგ მივიდა ინჰრეინასთან და წამოიყვანა ბავშვი-ართური. უთერი ბრძოლაში დაიჭრა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ექსხალიბური ქვაში ჩაარჭო და წარმოთქვა: ვინც ამ მახვილს ქვიდან ამოიღებს, ის იქნება მომავალი მეფე. მერლინმა ვაჟი აღსაზრდელად კეთილშობილ ოჯახს მიაბარა. უთერის გარდაცვალების შემდეგ ინგლისი უმეფოდ დარჩა. მერლინი მუდამ ახსენებდა ყველას, რომ კანონიერი მეფე მხოლოდ ის გახდებოდა, ვინც ქვიდან ხმალს ამოაძრობდა. ბევრმა სცადა ხმლის ამოძრობა, მაგრამ ვერავინ შესძლო. მხოლოდ ართურმა მოახერხა ქვიდან ხმლის ამოღება და ის ინგლისის ახალი მეფე გახდა. ექსხალიბური ხმლის დახმარებით ართური უბადლო მეომრად იქცა.
ერთხელ ართურს მდინარის გადასასვლელზე ლანცელოტი შემოეყარა. შეიქმნა ხელჩართული ბრძოლა. ლანცელოტი ძალზედ გაკვირვებული იყო ართურის საქციელით, ვინაიდან მისი აზრით ხიდზე გადასვლა გვერდულადაც შეიძლებოდა. ექსხალიბურის დახმარებით ართურმა შერკინება მოიგო, მაგრამ შემთხვევით მახვილი გადაუტყდა. ართური მიხვდა, რომ მახვილი მისმა პატივმოყვარეობამ გადატეხა, ვინაიდან მან მახვილის ძალა ბოროტად გამოიყენა. ის მიწაზე დაემხო და პატიება შესთხოვა ღმერთსა და ლანცელოტს. ამ დროს გამოჩნდა მერლინი, რომელმაც ტბიდან ახალი მახვილი გამოიხმო. ლანცელოტმა ართურს ერთგულება შეჰფიცა. ართური დაქორწინდა ჯინევრაზე და დასახლდა კამელოტის ციხესიმაგრეში, სადაც დააფუძნა "მრგვალი მაგიდა", რომლის გარშემო იკრიბებოდნენ მისი მეგობარი რაინდები.
მოხდა ისე, რომ ლანცელოტსა და ჯინევრას შეუყვარდა ერთმანეთი, რითაც მათ ართურს უღალატეს. გამწარებულმა ართურმა ექსხალიბური შიშველი შეყვარებულების გვერდით ჩაარჭო და ორივე ქვეყნიდან გააძევა. ექსხალიბურის გარეშე ქვეყანა დაეცა. დეპრესიაში ჩავარდნილმა ართურმა თავისი რაინდები წმინდა გრაალის საძიებლად გააგზავნა იმის იმედად, რომ მისი ძალა მახვილის დანაკარგს აუნაზღაურებდა. მაგრამ რაინდთა ყოველი ცდა უშედეგოდ სრულდებოდა და ისინი იღუპებოდნენ. მელორის ვერსიით პარციფალმა ნახა გრაალი, მაგრამ მისი მოპოვება ვერ შეძლო.
საბოლოოდ გატანჯულმა და გადაღლილმა ართურმა შეუნდო ჯინევრას ღალატი. ჯინევრამ მას მახვილი ექსხალიბური დაუბრუნა, რომელსაც ამდენი ხანი ინახავდა. ართური ჯადოქარ მორგანის შვილ მორდერთან ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა. სიკვდილის წინ მან მოითხოვა ექსხალიბურის ტბაში ჩაგდება. "გამოჩნდება ვინმე ვინც მას ამოიღებს". ართურის გვამი გლასტონბერიში გადაასვენეს და დაკრძალეს. მის საფლავს ამშვენებს წარწერა: "აქ განისვენებს ართური, მეფე რომელიც იყო და რომელიც იქნება". მელორის ვერსიაც სხვათა მსგავსად ალეგორიული ფორმითაა დაწერილი. მელორის იმის თქმა სურდა, რომ ჯადოსნური ორპირა ექსხალიბური არის ჭეშმარიტებისა და გამბედაობის მახვილი. ართურმა პატივმოყვარეობის გამო ლანცელოტთან განცდილი მარცხის შემდეგ დაიწყო გრაალის ძიება, ე.ი. იესოს ძიება. იპოვა რა გრაალი, მას შემდეგ მან შეუნდო ჯინევრასა და ლაცელოტს. ამის შემდეგ დაუბრუნდა ართურს ექსხალიბური, ჭეშმარიტება და სიმამაცე. ართური იღუპება, რომ კვლავ აღდგეს, როგორც ზეციური მეფე. მელორის თანახმად, კვერთხი რომელსაც დროში მოგზაურობის დროს დაატარებდა მერლინი, დაგვირგვინებული იყო T-ს ფორმის ჯვრით. მერლინი კარგად უწყოდა T-ს ფორმის ჯვრის მნიშვნელობას, რომელიც ასოცირდებოდა ქრისტესთან.
ბენედიქტელი ბერი უილიამ მალსბერი გვატყობინებს სხვა თქმულებას, რომლის მიხედვით პირველ ეპისკოპოს ფილიპეს უბრძანებია იოსებ არიმათიელისთვის ბრიტანეთში გამგზავრება. არიმათიელი ჩასულა ბრიტანეთში და თავად ჩაუტანია მრგვალი მაგიდა, ზიარებისთვის თასი და ის შუბიც, რომელიც რომაელმა ლეგიონერმა ლონგინოზმა ფერდში ჰკრა მაცხოვარს. არიმათიელს იმ ადგილას, სადაც მერე გლასტონბერის მონასტერი ააგეს, პატარა ეკლესია აუშენებია, რითაც საძირკველი ჩაუყრია ქრისტიანობის გავრცელებისთვის.
ფრიდრიხ შლეგელი მეფე ართურის "მრგვალ მაგიდას" უკავშირებს მაგიდას, რომელსაც უსხდნენ საიდუმლო სერობის დროს ქრისტე და მისი მოწაფეები. გერმანელი პოეტი და ფილოსოფოსი ყვება: ერთხელ მერლინი მივიდა ართურის მამასთან უთერ პენდრაგონთან და უამბო მას როგორ გამოისყიდა იოსებ არიმათიელმა იესოს ცხედარი პილატესგან და დაკრძალა ის. იესოს ერთგულების გამო ებრაელებს სძულდათ იოსები, სდევნიდნენ მას, უამრავი ტანჯვა მიაყენეს. იყვნენ ისეთებიც, ვინც იოსების მოკვლას აპირებდა. არიმათიელი გულმხურვალედ ლოცულობდა, უფალმა უბრძანა მას გაეკეთებინა ზუსტად ისეთი მაგიდა, რომლის გარშემო ტრაპეზობდნენ მოციქულები საიდუმლო სერობის ღამეს. იოსებს უნდა გაეწყო სუფრა და მასზე დაედგა ოქროს თასი, რომელსაც მას თავად ღმერთი გამოუგზავნიდა. უფალმა გააფრთხილა იოსები, რომ ჭურჭელს თვალისჩინივით გაფრთხილებოდა. არიმათიელმა აასრულა უფლის მითითება. ამ ამბის მოყოლა რომ დაასრულა მერლინმა, მიმართა უთერ პენდრაგონს: ხელმწიფევ, ახლა შენ მესამედ უნდა გააკეთო ასეთი მაგიდა და დაიმსახურო ღვთის მადლი. უთერ პენდრაგონს მოეწონა მერლინის რჩევა და ჯადოქარს დახმარება სთხოვა, რომ ხელმძღვანელობა გაეწია ამ საქმისთვის, რათა სამების დღესასწაულზე ხალხისთვის ამ საქმის კეთილად დასრულება ეხარებინათ. წმინდა სამების დღესასწაულისთვის მაგიდა მართლაც მზად იყო. მეფემ რჩეული რაინდები და სეფე ქალები მიიწვია. მაგიდა სამემკვიდრეოდ გადაეცა უთერ პენდრაგონის ვაჟს მეფე ართურს. მის გარშემო მუდამ იკრიბებოდნენ მეფე ართურის რაინდები.
მეფე ართურმა შეარჩია 24 რაინდი. ლეგენდის მიხედვით, თითეული მათგანი იმდენად კეთილშობილი, ძლიერი და ღირსეული იყო, რომ შეუძლებელიც კი ჩანდა რომელიმე მათგანისთვის განსაკუთრებული ადგილის გამოყოფა მაგიდასთან. ამიტომ გადაწყდა ორდენის წევრებს შეკრებები ჩაეტარებინა მრგვალი მაგიდის გარშემო. ამ შემთხვევაში, ყველა რაინდი თანასწორი იქნებოდა და არავის გაუჩნდებოდა პრეტენზია. სხვადასხვა გადმოცემით, მრგვალ მაგიდასთან იყო 28-დან 150-მდე ადგილი. ორდენის 25-ე წევრი გახლდათ თავად მეფე, ხოლო 26-ე ადგილი მაგიდასთან იყო ე.წ. "დამღუპველი ადგილი" (Siege Perilous). ის განკუთვნილი იყო ღირსეულთაგან ყველაზე ღირსეულისთვის, რომელიც დაიკავებდა ამ ადგილს იმ დღეს, როცა გამოცხადდებოდა უდიდესი მიზანი. ეს რჩეული გახლდათ გალაჰადი, მიზანი-წმინდა გრაალი.
სხვა ისტორიას ყვება თომას მელორი (XV ს): "მრგვალი მაგიდა" შექმნა მერლინმა ნიშნად იმისა, რომ სამყაროც მრგვალია. მრგვალი მაგიდის მნიშვნელობა ყველამ ასე უნდა გაიგოს, ვინაიდან მთელი კაცობრიობა, საქრისტიანო თუ სამუსულმანო მრგვალ მაგიდას ესწრაფის. მეფე ართურის რაინდებიდან მხოლოდ უვაჟკაცესნი, უკეთილშობილესნი და უსპეტაკესნი ეძიებენ და იცავენ გრაალს.
მეფე ართური და მრგვალი მაგიდის რაინდები (ნაწილი I)

No comments:
Post a Comment