აკაშა ქრონიკა გახლავთ ეზოეთერული ტერმინი, რომელიც აღწერს არაფიზიკურ ყოფიერებაში კოდირებულ მისტიკურ ცოდნას. ტერმინი ნასესხებია ინდუიზმიდან, სადაც მას იყენებენ ბუნების პირველსაფუძვლის აღსანიშნავად. ძველინდური ფილოსოფიის თანამხმად, სწორედ აკაშიდან გაჩნდნენ პირველი საბაზისო ელემენტები: ცეცხლი, ჰაერი, მიწა, წყალი და ეთერი. კონცეპტი "აკაშა ქრონიკა" ეკუთვნის რუდოლფ შტაინერს.
"აკაშა ქრონიკა" გახლავთ მისტიკური ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს მთელი სამყაროს გამოცდილებასა და მდებარეობს ზეგრძნობად, უნივერსუმის სფეროს მიღმა. იქ ინახება ცოდნა და იდეები, მარადიული მეტაფიზიკური ჭეშმარიტებები, ცხოვრების სცენარები და მათი ალტერნატივები. ესაა თავისებური ბანკი, სადაც ინახება მონაცემები სამყაროზე. მას "ცხოვრების წიგნსაც" უწოდებენ. ამ ტერმინს ხშირად იყენებდა ცნობილი მისტიკოსი ედგარ ქეისი.
აკაშას მაგიური ქრონიკები შეიცავენ ინფორმაციას ყველაფერზე: რა მოხდა, არის და იქნება და რა შეიძლება მოხდეს. ჩვენ მათ ვეხებით სიზმრებისა და ინტუიციის დახმარებით. ისტორიის დიდი მოღვაწეები ამ წყაროდან იღებდნენ იდეებს. რენე დეკარტმა, ოტო ლევიმ, ნილს ბორმა და სხვა მეცნიერებმა თავისი აღმოჩენები გააკეთეს სიზმარში ნანახი სიმბოლური გამოსახულებით.
არსებობს აზრი, რომ აკაშა ბიბლიოთეკა დახურულია და საჭიროა გასაღები, რადგან უნივერსუმის ზეგრძნობადში ჩარევას მოჰყვება გლობალური შედეგები. ამაში არის გარკვეული სიმართლე. მეორე მხრივ, აკაშა ბიბლიოთეკა ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ წვდომის წინასწარ განსაზღვრული სიღრმით. რაც უფრო შორს მიდის ინდივიდუალური ცნობიერება საკუთარ ეზოთერულ და სულიერ ძიებაში, მით უფრო ხელმისაწვდომი ხდება მისთვის ზეგრძნობადი და უნივერსალური კავშირები.
მე-20 საუკუნის ცნობილი მისტიკოსი ედგარ ქეისი აკაშა ქრონიკაში ტრანსის დროს შედიოდა და ახდენდა თავისი პაციენტის სხეულის მდგომარეობის "სკანირებას". ასეთი თავისებური ანალიზით ის სვამდა დიაგნოზს და ნიშნავდა მკურნალობას, უმეტეს შემთხვევაში წარმატებულს. მკურნალობის პრაქტიკასთან ერთად ქეისი ხსნიდა ძველი ცივილიზაციების საიდუმლოებებს, წინასწარმეტყველებდა მომავალს, ყვებოდა წარსულ ცხოვრებაზე. მისი ბევრი ნაწინასწარმეტყველევი ახდა, მაგრამ არა ყველა. აკაშა ქრონიკიდან მომავლის წაკითხვა უმაღლეს პილოტაჟად ითვლება. ქრონიკები არსებობს დროისა და სივრცის გარეშე, მათ ინფორმაციულ ველში არის ყველაფერი: რაც მოხდება და რაც არასდროს მოხდება. ამიტომ როცა მისტიკოსი წინასწარმეტყველებას იღებს ეთერული სფეროდან, უნდა შეეძლოს არა მარტო მასში ჩართვა, არამედ მოვლენების მისთვის საჭირო სცენარზე მორგება.
ქრონიკები ცვალებადია თავისუფალი არჩევანის არსებობის გამო. ეთერული დონის პოზიციიდან რეალობები არსებობს, მაგრამ ყველა და ერთბაშად, არ არსებობს არასწორი ალტერნატივა. აკაშა ყველაზე მეტად პასუხობს მოთხოვნებს, რომელიც ეხება თვითშემეცნებას, სამყაროს შეცნობას, ზეგრძნობადი კავშირების ძიებას და საგანთა არსს.
ზეგრძნობადი ენერგეტიკული შრეებიდან ინფორმაციის წასაკითხად პრაქტიკოსი თავად უნდა იყოს სულით და სხეულით მაქსიმალურად სუფთა. დამცავი მექანიზმები ისეა მოწყობილი, რომ ცნობიერება ვერ შეაღწევს იმაზე ღრმად, ვიდრე ამის უფლება აქვს და ვერ აითვისებს ინფორმაციას, რომლისთვისაც ის არ არის მზად. ბიბლიოთეკის კარი საერთოდ არ გაიღება, თუ თქვენ არაკეთილსინდისიერი მიზნებით ხელმძღვანელობთ, თუ გონება შფოთავს და ემოციურად არამდგრადი ხართ.
ამ მოვლენის ფილოსოფიური საფუძველი ეყრდნობა იმას, რომ ადამიანი არაა ფიზიკური სხეული, რომელსაც გააჩნია სული, არამედ ისაა არსით სულიერი, რომელმაც შეიძინა ფიზიკური არსებობა. სხეული მხოლოდ დროებითი თავშესაფარია ქვეცნობიერისთვის. ამგვარად, ცხოვრება თავგადასავალია მკვეთრად გამოხატული მიზნებით, რომელიც უნდა გადაილახოს, რათა მომავალში პიროვნება განვითარდეს. უნდა მიიღო გამოცდილება რათა გახდე უკეთესი და ძლიერი გავლილი წინააღმდეგობების გადალახვის შედეგად. ადამიანის ინდივიდუალობა განისაზღვრება სხვადასხვა გამოცდაზე მისი რეაქციით, სწორედ ამაზეა დამოკიდებული მისი განვითარება. ქეისი წარსული ცხოვრების ზეგრძნობად ფენაზე იყენებდა საკმაოდ უბრალო ანალოგიას ქრონიკასთან დაკავშირებით-კინოთეატრს. ფილმის ნახვა შეიძლება ბევრჯერ სასურველ მონაკვეთზე. ადამიანმა შეიძლება გაიგოს უქმად დაკარგულ შესაძლებლობებზე, გაკვეთილებზე, დაგროვილ გამოცდილებაზე და მიღებულ მანკიერებაზე. ამგვარად, ყველას შეუძლია საკმარისი პრაქტიკის შედეგად გახსნას თავისი წარსული.
როგორც ცნობილია, ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი. ფიქრობენ, რომ მისი ამოცანა მხოლოდ ადამიანის დაცვაა. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. ანგელოზის მთავარი ამოცანაა მისი მფარველობის ქვეშ მყოფმა მიიღოს აუცილებელი გამოცდილება და ისწავლოს მიღებული გაკვეთილის უმეტესი ნაწილი. როდესაც მოდის დამდეგი მოვლენის დრო, ის მიემართება ქრონიკაში, საიდანაც იღებს საჭირო მასალას. ამის შემდეგ ქმნის სიტუაციას საჭირო დასასრულით და თვალყურს ადევნებს საპასუხო რეაქციას. დახმარება მხოლოდ კრიტიკულ შემთხვევაში მოდის.
ყველა ადამიანს შეუძლია ისწავლოს კონტაქტის დამყარება საკუთარ "მზრუნველთან". თუკი სათანადო ძალა და ცოდნა ექნება, თავად მართოს საკუთარი ცხოვრება და კარმა. სამყაროს ქრონიკასთან წვდომა შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებით, დაწყებული კარგად ცნობილი მედიტაციით და დასრულებული ტვინის წინასწარ განწყობით, როცა ადამიანს შეუძლია მოხვდეს იქ პრაქტიკულად სათანადო მომზადების გარეშე.
განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა კარლ იუნგი, რომელსაც პლანეტის ინფრომაციული ველი კოლექტიურ არაცნობიერად მიაჩნდა. მისი აზრით სივრცე არაა გონიერი. ამას უარყოფს თავად აკაშა ქრონიკას სწავლება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში რეალობა თავად ერგება ადამიანს, აჩვენებს პროცესებს, რაც არ ძალუძთ "უსულო" მექანიზმებსა და ალგორითმებს.
ედგარ ქეისის ლექციებიდან შეიძლება შემდეგი დასკვნის გამოტანა: ქრონიკები არის არამატერიალური, თავისებური ანარეკლი, ხელახლა შექმნილი ენერგიის სახით, ადამიანის აზროვნების ენერგიის მსგავსად. საკუთარი ასტრალური სხეულის განწყობისას ვიბრაციის გარკვეულ სიხშირეზე, ადამიანი იწყებს ფიქრს ისე, რომ ხსნის თავის პოტენციალს, რაც აძლევს შესაძლებლობას დატოვოს თავისი ფიზიკური სხეული და შეეცადოს მოხვდეს დედამიწის საინფორმაციო ველში. სწორედ იქ, საცავშია მონაცემები სულის ამოცანებზე, რომელსაც საფუძვლად ადამიანის შესაძლებლობები და თვისებები უდევს.
ამ არქივის ხასიათის გათვალისწინებით, ქეისი ვარაუდობდა, რომ შესაძლებელია შეიქმნას სპეციალური კომპიუტერი, რომელიც შეძლებს ქრონიკასთან დაკავშირებას. თავად ქეისი არასდროს ყვებოდა რანაირად ხვდებოდა ქრონიკებში. საერთო ჯამში შეიძლება შემდეგი მომენტების გამოყოფა:
- ქრონიკას ყოველთვის ვიღაც იცავს, მაგრამ პრაქტიკულად თითქმის ყველას უშვებს-საკმარისია მხოლოდ შენზე ან სხვის შესახებ სწორად მოითხოვო ინფორმაციის მიღება. მაგრამ მისით სარგებლობა მხოლოდ ძლიერ ნათელმხილველებს შეუძლიათ.
- იმ ადგილზე მოსახვედრად, აუცილებელია ხანგრძლივი და სერიოზული პრაქტიკა, ვინაიდან ეს არ გახლავთ მხიარული გასართობი ორი დღით. სასურველია ეს მოხდეს ზედამხედველის მეთვალყურეობის ქვეშ.
ქეისს მიაჩნდა, რომ ყველა ადამიანს ვისაც მდიდარი წარმოსახვის უნარი გააჩნია, თანაბარი ხარისხით შეიძლება ჰქონდეს არანაკლებ განვითარებული ინტუიცია. შედეგად, ასეთი ადამიანი შეიძლება შეუცნობლად მოხვდეს ქრონიკებში ძილის დროს და მიიღოს ზუსტი ინფორმაცია ფორმის სახით.
ადამიანის ცხოვრებაზე ინფორმაციის გარდა, აკაშა ქრონიკა მოიცავს დიდ მეხსიერებას ცივილიზაციათა დაბადების და დაცემის შესახებ. მათი ისტორია სამუდამოდ აღიბეჭდა არქივში. ნათელმხილველური ძალის მქონეს შეუძლია ამ არქივში დაინახოს კაცობრიობის დასასრულიც. მაგრამ იმასაც უნდა ვხვდებოდეთ, რომ ამ პროცესში მოქმედებს უამრავი სული, რაც ბადებს დამდეგი მოვლენების ვარიანტთა აურაცხელ რაოდენობას. ყველა მათგანი არ ახდება. არსებობს დიდი რაოდენობით აღდგენილი რეალობები. მათგან ირჩევა ის, რომელიც მეტისმეტად სჭირდება ადამიანს თავისი ცხოვრების გასავლელად. ესაა კვანტური სამყარო.
No comments:
Post a Comment