Wednesday, 4 March 2020

3500 წლის ბეჭედი, რომლის დეტალები მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშ ჩანს



2015 წელს, საბერძნეთში (პილოსი) გათხრების დროს აღმოაჩინეს კრეტა-მინოსის დროის სამარხი, რომელიც ეკუთვნოდა კრეტელ მეომარს. სამარხში მეომრის ნეშთთან ერთად ნაპოვნია 3500 წლის სხვადასხვა სახის მოსართავები. აღმოჩენილ ნივთებს შორის იყო პატარა, რამდენიმე სანტიმეტრიანი ქვა-ბეჭედი. ქვაზე გამოსახულია ბრძოლის სცენა, რომელიც იმავე ეპოქას განეკუთვნება, რომელსაც აღმოჩენილი მეომრის ნეშთი. მეცნიერები გააოცა აღმოჩენილი არტეფაქტის დეტალებმა: ზოგიერთი დეტალის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებებლია.



გამოსახულება უმაღლესი ხარისხითა და პროფესიონალიზმითაა შესრულებული. ხელოსანს თითეული დეტალი ჰქონდა დამუშავებული, თითეული კუნთი და თმის ღერებიც კი. ამასთან, ზოგიერთი დეტალის დანახვა მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშაა შესაძლებელი.
 

ბეჭედზე შერულებული გამოსახულება განსაცვიფრებელია, თუკი გავითვალისწინებთ მის ზომას. ეს გახლავთ მინიატურული ხელოვნების შედევრი. ქვაზე ამოკვეთილი საბრძოლო სცენა  ეგეოსური ხელოვნების შედევრად შეფასდა.


არეტფაქტის შესწავლისას მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ბრძოლის სცენა ძალიან ჰგავს აქილევსისა და ჰექტორის ორთაბრძოლას "ილიადადან", ვინაიდან პოემაში აღწერილია არამარტო მეომართა ეკიპირება, არამედ მათი მოძრაობა  შეტაკებისას.

ქვაზე გამოსახულია სამი მეომარი. ერთი დამარცხებულია და მიწაზე წევს არაბუნებრივ პოზაში. ორნი კი განაგრძობენ ბრძოლას. ქვა აგატისაა და მას პილოსის აგატი ეწოდა.

ისტორიულ მეცნიერებაში ბატონობს ვერსია, რომ "ილიადა" შეიქმნა IX-VIII ს-ში ჩვ.წ.აღ-მდე კრეტა-მინოსური  ეპოქის მითების საფუძველზე (XVI-XI ს.ჩვ.წ.აღ-მდე). ნაპოვნი ქვა ამტკიცებს ამ თეორიას.

ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ მოწმომბს, რომ რამდენიმე ათასი წლის წინ, დედამიწაზე არსებობდა განვითარებული და მაღალინტელექტუალური ცივილიზაცია.







No comments:

Post a Comment