ქალაქ რომიდან სულ რაღაც ორი საათის სავალზე მოჩანს საკო ანანის ველი. ამ ადგილზე მდებარე პატარა ქალაქები უძველესია იტალიაში. ჩვეულებისამებრ, ცენტრს ალამაზებს მეგალითური ნაგებობები. ყველაზე კარგად შემონახული მეგალითური კედელი ქალაქ ალათრიშია. მას ცალი მხრიდან არტყავს 2კმ სიგრძის კედელი.
მეორე კედელი მიემართება კლდის წვერისკენ, ქალაქის ცენტრის თავზე. ამ უძველეს აკროპოლისში მოხვედრა შესაძლებელია ხუთი მასიური, კარგად შემონახული ჭიშკრის საშუალებით. მათ შორის, ყველაზე შთამბეჭდავია პორტა არეოპაგო, რომლის სიმაღლე 4.5 მ.-ია, ხოლო სიგანე 2,70 მ. ციხესიმაგრის მოედანს კვერცხისებური ფორმა აქვს.
კედელი ძალზედ შთამბეჭდავია. სამხრეთ-აღმოსავლეთის კედლის კუთხე ნაგებია თოთხმეტი უზარმაზარი მონოლითით და ძალზედ წააგავს პერუს მეგალითებს. ალათრის ციხესიმაგრის კედლები შეიძლება შევადაროთ საქსაიუმანის გიგანტური ციხესიმაგრეს, რომლის კედლის ბლოკების სიმაღლე 5 მ-ია, სიგანეც 5 მ, ხოლო სისქე 2,5. მ
სავარაუდოდ, მათი წონა 360 ტონაა. იბადება კითხვა: რანაირად გადაჰქონდათ ეს მონოლითები? მრავალათასწლიანი ნაგებობები უდუღაბოდაა აგებული. ბლოკებს შორის პირიპირი ისეთი მჭიდროა, მათ შორის დანას ვერ გაატარებ.
ქალაქ ალბა ფუკენზეს კედელი ბრინჯაოს ხანის დასაწყისშია აგეებული (2000 წ.ჩვ.წ.აღ-მდე) ხალხს, რომელიც ლაციუმში ცხოვრობდა, ჰქონდა დალაგებული საზღვაო ურთიერთობა სარდინიასთან და ესპანეთთან, სადაც ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ ხმლეთაშუაზღვისპირეთის ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ცივილიზაცია.
გერნიკები (ტომი), ისევე როგორც იტალიის ტერიტორიაზე იმ დროს მცხოვრები სხვა ტომები გაერთიანდნენ. მათი კულტურის კვალი ჩვ.წ.აღ-მდე მე-5-4 ს-ში გაანადგურეს რომაელებმა და მოახდინეს მათი ასიმილაცია. მაგრამ მეგალითური ციხესიმაგრეები, რომლის ასაგებად საჭირო იყო ზუსტი დაგეგმარება და სამუშაოების ორგანიზება, გადარჩა და არსებობას განაგრძობდა.
ვისგან გადაიღეს მშენებლობის ასეთი ცოდნა? ვინ დაარწმუნა ადგილობრივები დაეწყოთ მსგავსი მშენებლობა? ასეთი კითხვები მუდამ ჩნდება არამარტო ალათრიში.
ქალაქი ფერენტინო, რომელიც ტურისტებს იზიდავს ტაძრებით, მონასტრებით, პატარა, ლამაზი ქუჩებით, დაიპყრო და შეიერთა რომმა. ქალაქი დაარსდა მე 5-6 სს-ში ჩვ.წ.აღ-მდე.
სურათზე გამოსახულია ფერენტინოს ციხესიმაგრე, სადაც კარგად ჩანს მშნებლობის სამი ეტაპი. ქვემოთ მეგალითურია რომაელებამდელი, მერე მოდის რომაული და ბოლოს შუასაუკუნეების. გადმოცემით, ეს კედელი ეტრუსკთა ნახელავი უნდა იყოს.
როგორც ჩანს, ასეთი საამშენებლო ტექნიკა ცნობილი იყო გერნიკთა მეზობლების-ვოლსკთა ტომისთვისაც. ქალაქ სენის, რომლის ასაკი 2500 წელია, აკრავს თითქმის მთლიანად შემონახული უსწორმასწორო, უზარმაზარი ქვის მონოლითური კედელი, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე მე-6-5 სს-ის უნდა იყოს. ჭიშკრის სიმაღლე აქ აღწევდა 8 მ-ს.
საინტერესოა, არსებობდა თუ არა რაიმე კავშირი მეგალითური ნაგებობების მშნებელთა შორის მთელ რეგიონში.
No comments:
Post a Comment