ლეგენდარული პიროვნებებისა და გმირთა საფლავების ძიება ყველა დროში აქტიური ხდებოდა. ერთნი ცდილობდნენ მათ განადგურებას, მეორენი-შთამომავლობისთვის შენარჩუნებას. ერთნი ეძებედნენ სულიერ განძს, მეორენი-მატერიალურს.
სწორედ ასე მოხდა ართურის საფლავის შემთხვევაშიც, როცა ის 1190 წელს გლასტობერის სააბატოში აღმოაჩინეს. ქრისტიანული მონასტრის სასაფლაოს ადგილზე ადრე იდგა რომაული ტაძარი, უფრო ადრე კი დრუიდთა სალოცავი. იმ ადგილზე ბევრი საფლავები იყო. ბერები რატომ ეძებდნენ მაინცდამაინც ორი პატარა პირამიდის ქვეშ საფლავს, არავინ იცის. შესაძლოა, 900 წლის წინ მათ რაღაც მეტი იცოდნენ.
გადმოცემით, მათ სამი მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს ორი ადამიანის- 2.30 მ. სიმაღლის ქალისა და მამაკაცის სამარხი. ისინი დაკრძალული იყვნენ მთლიანი მუხის სარკოფაგში, რომელიც გაურკვეველი ხსნარით იყო დამუშავებული. სარკოფაგი იდგა მსხვილი ქვებით აგებული სამარხის შიგნით.
ქვის ფილა არ ფარავდა სარკოფაგს. ის ქვემოდან იყო ამოდებული. მათთან ერთად იდო ტყვიის ჯვარი, რომელზე გაკეთებული იყო წარწერა: "აქ, ავალონის კუნძულზე დაიკრძალა სახელგანთქმული მეფე ართური ჯინევრასთან ერთად, მის მეორე ცოლთან".
აღმოჩენილი ნეშთები გადაიტანეს მონასტრის ეკლესიაში მარმარილოს სამარხში. ყველაფერი ისე იყო შენარჩუნებული როგორც იპოვეს. სავარაუდოდ, ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ გმირის ნეშთი არ შეეწუხებინა საქსონელ მტერს, ვისთანაც ართური გამუდმებით იბრძოდა. ართურის საფლავის აღმოჩენის შემდეგ, იმ დროის ისტორიკოსი ჯერალდ უესლსელი წერდა: "ლეგენდები მხარს უჭერდა ჩვენს რწმენას, რომ მის სიკვდილში არის რაღაც იმქვეყნიური, რომ ის ეწინაადგებოდა და მისი სული ცოცხალია დღესაც."
ლეგენდების გმირი მეფის ართურის ცხოვრების მთავარი საქმიანობა, საქსებთან ბრძოლის გარდა, წმინდა გრაალის ძიება გახლდათ. მკვლევარების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ გრაალი არა იმდენად თასი, არამედ რაღაც არტეფაქტის სიმბოლურად დაშიფრული სახელწოდება უნდა ყოფილიყო.
88 წლის შემდეგ ლეგენდარული მეფე ართურის ნეშთი გადაასვენეს ეკლესიის მთავარი საკურთხევლის წინ, შავი მარმარილოს სარკოფაგში. 1539 წელს გლასტონბერის სააბატო პრაქტიკულად მთლიანად დაინგრა. საიდუმლო ნეშთები და ყველა ნივთი, რომელიც მათ უკავშირდებოდა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ისტორიაში, დაიკარგა.
მაგრამ რედინგის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა ახლახან გამოაშკარავეს შუასაუკუნეების მითის სიყალბე, თითქოს მეფე ართური და მისი ცოლი ჯინევრა დაკრძალული იყვნენ გლასტონბერის სააბატოში, რამაც სამარხი აქცია შუასაუკუნეების ტურისტული ადგილად.
როგორც ცნობილი გახდა, არქეოლოგები ოთხი წლის განმავლობაში ხელახლა ამოწმებდნენ 1904-79 წწ-ში ჩატარებული გათხრების შედეგებს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ართურის სამარხი იყო ბერების ცდა მიეზიდათ მომლოცველები სააბატოში. საფლავში ნაპოვნი მასალა დათარიღებულია მე-11-15 ს-ებით, რაც ხუთი საუკუნით ამეტებს დროს, როცა ართური ცხოვრობდა და გმირულად იბრძოდა.
სააბატოს მუზეუმის შუშის, ლითონის, კერამიკის არქეოლოგიური კოლექციის ანალიზმა, მათ შორის ქიმიურმა და რადიონახშირბადისამ, ნათელი გახადა, რომ "საფლავის" საშუალებით ბერებმა აღადგინეს გლასტონბერის წარსული დიდება გაჩენილი ხანძრის შემდეგ (1184 წ). მაგალითად მათ განზრახ "დააძველეს" აღდგენილი ტაძარი, როცა მისი აღდგენისას გამოიყენეს ძველი ეკლესიის მასალა, რათა ხაზი გაესვათ არქიტექტურის არქაული სტილისთვის. ეს იყო შუა საუკუნეების გლასტონბერის სააბატოს სტრატეგია. რის შემდეგ, ის იქცა მეორე ყველაზე მდიდარ მონასტრად ინგლისში.
რედინგის უნივერსიტეტის მეცნიერებს მიაჩნია, რომ მე-20 ს-ში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგების მცდარი ინტერპრეტაცია გახლდათ ანალიზის არასრულყოფილი მეთოდები. უფრო მეტიც: მე-20 ს-ის არქეოლოგები, ვინც გათხრებს აწარმოებდა სააბატოში, მოექცნენ სამარხის მითის გავლენის ქვეშ. მიმდინარე კვლევისას გამოიყენეს რა 21-ე ს-ის ტექნოლოგიები, ლეგენდებმა და მითებმა უკან დაიხია, რამაც ხელი შეუწყო სააბატოს ჭეშმარიტი ისტორიის გამოვლინებას. მეფე ართურის პიროვნება კი გვლავ ბურუსით დარჩა მოსილი.
No comments:
Post a Comment