Monday, 20 January 2020

ლეგენდარული ტროა, პროტოიბერთა უკანასკნელი ბასტიონი (ნაწილი I)




ჰომეროსის "ილიადადან" ცნობილ, ლეგენდებით მოსილ ტროას არსებობას რეალურად არავინ აღიქვამდა, ვინაიდან მას მითებისა და ფანტაზიის ნაყოფად თვლიდნენ. მაგრამ შლიმანმა წერტილი დაუსვა ამ ეჭვებს და გათხრების შედეგად დაამტკიცა, რომ ტროა ნამდვილად არსებობდა.

სახელწოდება ტროა შედარებით გვიან გაჩნდა. ადრეულ ხეთურ წყაროებში მას ვილუსა ერქვა, ჰომეროსისეული ილიონი ხეთურ ვილუსას ბერძნული ფორმა უნდა იყოს. ვილუსასთან ერთად მოხსენიებულია ტარუსა (ტროა). ტროა, ანუ მეორენაირად ილიონი. ეგვიპტელები მას დარდანადაც ახსენებენ.  აპოლონი(აპალიუნა) ვილუსას ღმერთი იყო, რაც იქიდან ჩანს, რომ ომის დროს აპოლონი ტროას მფარველობს. ილიონი იყო ტროას სატახტო ქალაქი. ტროას მითიური დამფუძნებელი კი გახლდათ ფრიგიის მეფის (ფრიგია მუშქების ქვეყანა) შთამომავალი ილოსის ძმა, დარდანოსის შვილიშვილი. დარდანოსი მოვიდა კრეტიდან ჰელესპონტის აღმოსავლეთ სანაპიროზე და დაარსა აქ ქალაქი დარდანი. ამიტომ უწოდებდნენ ევიპტელები ამ ადგილს დარდანს. სწორედ მისმა შვილიშვილმა დაიკავა ტახტი და ქვეყანას ტროა უწოდა.  საკუთარი სახელის შესაბამისად-ტროსი. ტროსის უფროს შვილს ერქვა ილოსი, ამიტომ გორაკზე არსებულ დასახლებას ერქვა ილოსი-ილიონი. ტროა ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით თავიდან ეკუთვნოდა კრეტის მეფე თოიკროსს-თევკრს. მის ხალხს ერქვა თოიკროსები-თევკრები-თავრები.

ყირიმის ნახევარკუნძულს ძველად თავრიდი ერქვა. მითის მიხედვით, ჰელიოსის შვილები იყვნენ: აიეტი და პერსევსი. აიეტი კოლხეთის მეფე გახლდათ, ხოლო პერსევსი-თავრიდისა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იქ ჩვენი მონათესავე ხალხი ცხოვრობდა. ჰეროდოტე პირდაპირ მიუთითებს, რომ ისინი არ იყვნენ სკვითები. დიოდორე სიცილიელის გადმოცემით, მეფე აიეტმა ადგილს, სადაც ინახებოდა ''ოქროს საწმისი'', მცველებად სწორედ თავრები დაუყენა, ვინაიაიდან მათ ენდობოდა. პერსევსის შვილი გახლდათ გრძნეული ჰეკატე. მასზე დაქორწინდა მეფე აიეტი. სწორედ მათი შვილი გახლდათ მ ე დ ე ა. თავრები უფრო მეტად კუნძულის მთიან ადგილებში სახლობდნენ. ადრექრისტიანი მწერალი ევსევი ნოეს შვილ იაფეტის შთამომავალთა შორის ასახელებს ''თავრიებს''. ჩვ.წ.აღ.მე-4 ს-ის თრაკიული წარწერა გვაწვდის ''თავრების''ქურუმთა სიას, რომელიც ეკუთვნის კულტის გარშემო გაერთიანებულთა კავშირს. ეს ერთობა  ეფუძნებოდა საკრალური პრინციპს.

ერთობ საინტერესო ინფორმაცია: საბერძნეთში, ატიკაში არის ადგილი გერგეთოსი, წყევლის ადგილი. ამ ადგილზე დაწყევლა ათენი განდევნილმა თეზევსმა. გერგეთისი იყო ქალაქი ტროადაშიც. საქართველოში, სტეფანწმინდის რაიონში ცნობილია მყინვარი გერგეთი და სოფ. გერგეთი. სავარაუდოდ, საერთო ეტიმოლოგიასთან უნდა გვქონდეს საქმე.

ჯერ კიდევ ძველ დროს მიაქციეს ყურადღება ტროასა და კრეტის ტოპონიმების მსგავსებას, რაც მინოსელთა მიერ ამ ტერიტორიების კოლონიზაციის ვარაუდის საშუალებას იძლევა. სტრაბონი მიუთითებს იდენტურ ტოპონიმებზე კრეტასა და ტროაში: იდა, დიქტა, პიტნა. ტროის ციტადელსაც ერქვა პერგამოსი. ასეთივე სახელს ატარებდა კრეტის უძველესი ქალაქიც.

ძველი წყაროები იტყობინება , რომ ტროას დაარსება უკავშირდება წყალდიდობას და
სხვა ბუნებრივ კატასტროფებს. შიმშილობის დროს კრეტელთა ნაწილი მეფისწულ სკამანდრეს მეთაურობით გადავიდა თრაკიის მახლობლად ბებრიკების მეზობლად და დაარსა თავისი კოლონია. საფუძველი ჩაეყარა ქალაქ სმინფისს. სკამანდრმა ცოლად მოიყვანა ნიმფა იდა, რომლისგანაც ეყოლა თავკრი. დროთა განმოავლობაში კრეტელებმა დაიპყრეს ბებრიკები, მაგრამ მათთან შეტაკების დროს დაიღუპა სკამანდრი. ძალაუფლება ხელში აიღო თავკრმა, რომლის სახელსაც ატარებდა ეს ტომი. იმ პერიოდში გამოჩნდა დარდანოსი (ზევსისა და ელექტრას შვილი), რომელიც თავკრს დაეხმარა ბებრიკებთან ბრძოლაში, ასევე თრაკიის ტერიტორიის მიერთებაში. მას გადაეცა ნახევარი სამეფო, ვინაიდან ცოლად მოიყვანა თავკრის ქალიშვილი ბათია. თავკრის გარდაცვალების შემდეგ, მთელი სამეფო მის ხელში გადავიდა. მან სამეფოს საკუთარი სახელი დარდანოსი უწოდა. გადმოცემით, დარდანოსის საფლავის ნახვა ჯერ კიდევ შეიძლებოდა ჩვ.წ.-ის პირველ საუკუნეებში. ტროას იმ ნაწილს, რომელსაც დარდანოსი ერქვა მოგვიანებით მიუერთდა ილიონი. ასე შეიქმნა ტროა. მითის მიხედვით, ჰერაკლემ დაანგრია ტროა. მეფე პრიამოსმა გადაწყვიტა მისი ხელახლა აშენება. 

როგორც ცნობილია ჩვ.წ. აღ.-მდე დაახლოებით 2000 წლიდან დაიწყეს შემოჭრა ამ რეგიონისათვის უცხო ინდოევროპულმა ტომებმა. მათ ნელ-ნელა შეძლეს ადგილობრივი პელაზგური ტომების ნაწილობრივ ასიმილაცია და ნაწილის გამოდევნა თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან. როგორც ჩანს, ტროა გახლდათ პროტოიბერთა უკანასკნელი ბასტიონი. პელაზგების ეგეოსური კულტურის დანგრევის შემდეგ, შემოჭრილ ბერძნებს აღარ ემუქრებოდა ასიმილაცია. ამიტომ, ბერძნულ მითოლოგიაში ზევსმა (უზენაესმა ღვთაებამ) მისგან დაფეხმძიმებული მნემოსინე (პელაზგური ქალღმერთი) გადაყლაპა, რითაც სიმბოლურად ბოლო მოუღო პელაზგთა ნათელმხილველურ კულტურას. ამან  საფუძველი ჩაუყარა ინტელექტუალურ კულტურას. მოგვიანებით, ზევსი თავის ტკივილმა შეაწუხა, მისივე თხოვნით ჰეფესტომ თავი გაუპო, საიდანაც იშვა ქალღმერთი ათენა. ჯ.ჰარისონი ათენას დაბადების ამ ისტორიას ახასიათებს როგორც ''უგვანო" თეოლოგიურ ხერხს, რათა ჩამოეშორებინათ მისთვის ქალური თვისებები. ამასთან, ეს სიბრძნის დოგმატური დამკვიდრების ცდაა როგორც მამრობითი სქესის პრეროგატივა. მანამდე ბრძენი მხოლოდ ქალღმერთი იყო. მნემოსინე ტიტანიდი გახლდათ. აქაველებმა გაანადგურეს რა ტიტანების კულტი, მთელი სიბრძნე მიაწერეს თავის ღმერთს- ზევსს.

ათენა პალადას გამოსახულება მითის მიხედვით ციდან დაეშვა ტროაში და ითვლებოდა მის მფარველად. ათენა იქცა ზევსის ქალიშვილად. აქაველები მოითხოვდნენ, რომ ათენელებს ეცნოთ პატრიარქალური ზევსის მეთურობა (ათენელები თავს პელაზგების შთამომავლებად თვლიდნენ).პელაზგთა გადმოცემით, ათენა დაიბადა ტრიტონის ტბასთან-ლიბიაში. მას აქ ძუძუმტე პალანტა თამაშის დროს შემთხვევით შემოაკვდა და გლოვის ნიშნად საკუთარ სახელს მიუმატა პალადა. ლიბიელი ახალგაზრდა ქალების ჩვეულებრივი შესამოსი ელემენტი იყო თხის ტყავის წინსაფარი. რაც შეეხება ''პალადას''-ნიშნავს ''ქალიშვილს''. ჰეროდოტე წერს, რომ სამოსი და ათენას გამოსახულებაზე ეგიდა ელინებმა ისესხეს ლიბიელებისგან, რომელთა სამოსი მათგან განსხვავებით, ტყავისა იყო. ლიბიელი ქალები ამ სამოსს რთავდნენ ნიჟარებით-ნაყოფიერების სიმბოლო. ათენასადმი შეძახილი ololy-საც ლიბიური წარმოშობა ჰქონდა.

მკვლევართა აზრი ერთმანეთს ემთხვევა, რომ ქალღმერთ ათენას კულტი უკავშირდება
ბერძნებამდელ დროს. ის მატრიარქალური ქალღმერთია, ამიტომ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, რაც ვლინდება ქალწულობისა და უმანკობის დაცვაში. ათენას ზოომორფულ წარსულზე მეტყველებს მისი ატრიბუტები-გველი და ბუ. ჰეროდოტეს ცნობით, ათენას ტაძარში ინახავდნენ მის სახელზე დიდ გველს. ქალღმერთ ათენას სიბრძნის წყარო მის ქთონურ წარსულს უკავშირდებოდა, რაც ამ ქალღმერთის მედიტერანულობაზე მიუთითებს და ახლოს დგას კრეტის გველებიან ქალღმერთთან (კრეტაზე მინოსის სასახლეს იცავდა სწორედ ბუ, გველი და ფარიანი ქალღმერთი).ათენას აუცილებელი ატრიბუტია თხის ტყავის ფარი, რომელზეც გამოსახულია გველისთმიანი მედუზა, რომელიც დიდ მაგიურ ძალას ფლობს და აფრთხობს ყველას.

ათენა ქალაქების მფარველად ითვლებოდა, ამიტომ ჰომეროსისეულ ტროაში მის გამოსახულებას დიდი მოწიწებით ინახავდნენ, რომელიც თითქოსდა შემთხვევით დაეშვა ზეციდან. აქაველების ომის წამოწყების ერთ-ერთი მიზეზიც ამ გამოსახულების ხელში ჩაგდება გახლდათ. საინტერესოა, რომ ეტრუსკულ მითოლოგიაში არსებობს ჭექა-ქუხულის ღმერთი თინი, რომელიც ეტიმოლოგიურ-სემანტიკურად ახლოს დგას ქართულ თინ-თენებესთან. ის ასევე ეტიმოლოგიურ მსგავსებას ამჟღავნებს ათენასთან. ქალღმერთი ათენა სიბრძნისა და ხელოვნების მფარველია.

მითიურად ტროას ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი  გახლავთ ათენა პალადას გამოსახულება. აქაელთა მთავარი მიზანი იყო პალადიუმის ხელში ჩაგდება, რაც ტროას ცხენის საშუალებით განხორციელდა. მიზეზად კი გამოიყენეს ლამაზი ელენეს მოტაცება. როგორც ჩანს, ათენა მონაწილეობას იღებს ტროას ომში. მის გამოსახულებას მიაწერდნენ მტრის უკუგდების უნარს. ქალაქის ხელშეუხებლობის გარანტია იყო პალადიუმი, მაგრამ ომის მსვლელობის დროს ათენა აქაელთა მხარეს დადგა, ვინაიდან პარისმა "სილამაზის პრიზი''-ოქროს ვაშლი აფროდიტეს არგუნა. როგორც ქალი, ათენა მასზე გაბრაზდა. ათენა პალადას ხელში ჩაგდება ნიშნავდა მისი მფარველობის მოპოვებასა და მუდამ გამარჯვებას. 

ბერძნები ტროასთან ომს იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ ფუკიდიდემ მას უპირველესი საერთო ბერძნული საქმე უწოდა.

"ტროა უფრო ძველი კულტურული სამყაროა, ვიდრე ელინური სამყარო, ვინაიდან ელინები ლაშქრობენ ტროაში საკრალური, მისტერიული სიბრძნისა, ანუ პალადიუმის მოპოვებისათვის.ტროა არის იგივე კოლხური სამყარო, ვინაიდან ტროელებთან აქაელების დავის დროს ტროელები ხსნიან ელენეს მოტაცებას, როგორც ერთგვარ შურისძიებას ადრე მათ მიერ მედეას მოტაცებისათვის. ტროელები უხსნიან აქაველებს, რომ ისევე როგორც ადრე მათ მოიტაცეს ქალი, ე. ი. მედეა, ამჟამად მათ მოიტაცეს ელენე, რომელიც ამდენად კოლხების მიერ არის მოტაცებული. ტროელები და კოლხები ერთი და იმავე მოდგმის ხალხია და მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზი, მცირე აზიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკუთვნის ამ მოდგმას...ძველბერძნული მითოსი კი სინამდვილეში არის არა ძველბერძნული, არამედ პელაზგური მითოსი. ამას აღნიშნავდა დიდი გერმანელი ფილოსოფოსი შელინგი "-ზვიად გამსახურდია

ჰომეროსი ილიადას მე–2 სიმღერაში ე.წ.''ხომალდთა კატალოგში'' ბერძენთა ბანაკიდან ცალკე გამოყოფს პელაზგთა სამკვიდრებლიდან–თესალიიდან მოსულ გმირებს და მათ იმ სიაში ათავსებს, რომელსაც უწოდებს ''პელაზგურ არგოსს''. აქ მოხსენიებულ გმირთა შორის არიან ხომალდ ''არგოთი'' კოლხეთში მოლაშქრეთა შვილები. ''არგოსის'' აგებისას, ხომალდის ქიმად გამოიყენეს დოდონეს მუხისგან გამოთლილი მეტყველი მორი. დოდონე წარმოადგენდა პელაზგთა სამლოცველოს (შეადრ.წმ.ადგილი ჭყონდიდი) როდოსელისთვის თესალიელები არიან პელაზგები.ტაციტუსის ცნობით, იბერები თესალიელებისგან წარმოშობილან. ევსევი კესარიელი კი გვამცნობს, რომ თობელი-იბერთა მამამთავარი, თესალიელთა წინაპარიცაა.

ორფეოსთან დაკავშირებით მითი მოგვითხრობს, რომ ორფეოსის მთავარი მიზანი იყო პელაზგი წინაპრების კულტურის აღორძინება. ორფეოსი წარმოშობით პელაზგია, ძე ეაგრისა. ორფეოსის მამის სახელი პირდაპირ ემთხვევა კოლხეთის სახელს: ეგრისი-ეგრი. ეზოთერიკოსების აზრით ორფეოსი ისტორიული პიროვნება უნდა ყოფილიყო, რომლის განღმრთობა მოხდა მოგვიანებით. ეტრუსკებშიც გვხვდება მსგავსი სახელწოდების  ღვთაება-ურფე.

რაც შეეხება პერსონალურად აქილევსს, "ილიადას" მოქმედ გმირს, ის იყო პელაზგური ტომის "მირმიდონელთა" ბელადის პელევსის შვილი. მირმიდონელები კი სახლობდნენ თესალიის სამხრეთ ნაწილში.
    



No comments:

Post a Comment