Wednesday, 4 March 2020

იაპონურ ქანდაკებაში 180 უძველესი არტეფაქტია აღმოჩენილი



იაპონიის ბუდისტურ ტაძარში ჰოკეძი ინახება ღვთაება ბოდჰისატავას ქანდაკება, რომელიც დიდ საიდუმლოს ინახავს. ქანდაკება 700 წლისაა.

ტაძარში შესულმა ერთ-ერთმა სტუმარმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქანდაკება შიგნიდან შეიძლებოდა ყოფილიყო ცარიელი. ამ მოსაზრებას ბევრი დაეთანხმა. ამიტომ ტაძრის მსახურებმა მიმართეს მეცნიერებს. ქალაქ ნარას ეროვნული მუზეუმის მეცნიერები შეუდგენენ ქანდაკების შესწავლას. ზედაპირული დათვალიერების შემდეგ, გადაწყდა კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება.

კვლევის შედეგები სენსაციად იქცა. ქანდაკება აღმოჩნდა ძველი არტეფაქტების ნამდვილი განძი. შიგნით აღმოჩნდა 180 სხვადასხვა ნივთი. მათი უმეტესობა გაურკვეველი გრაგნილებია და ასევე, გაურკვეველი რელიკვიები. საოცარია, 73 სმ-იან ქანდაკებაში როგორ ჩაეტია ამდენი ნივთი. ამასთან, საინტერესოა ისიც, როგორ მოათავსეს ეს არტეფაქტები ქანადაკებაში. ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არავის აქვს.


 ფაქტია, რომ მეცნიერებს არ შეუძლიათ ამ ნივთების შესწავლა, ვინაიდან ამისთვის ქანდაკების დაზიანება გახდება საჭირო. ამის გაკეთება კი არავის სურს. ტაძრის წინამძღვარიც გაკვირვებული დარჩა, ვინაიდან არც მან იცოდა რაიმე ამ ფაქტის შესახებ. 

ბოდჰისატავა არის სიბრძნის ღვთაება ბუდისტურ რელიგიაში. სწორედ ამიტომ გრაგნილები არ შეიძლება იყოს უბრალო. სავარაუდოდ, ის ბევრ საინტერესოს ინახავს, თუნდაც ბოდჰისატავას ცოდნას.

ქანდაკება ხანდახან გამოაქვთ ნარის ეროვნული მუზეუმის გამოფენაზე. ტაძრის წინამძღვარი ქანდაკების დაშლის სასტიკი წინააღმდეგია, ამიტომ მასში არსებული არტეფაქტები კვლავ გამოუცნობი რჩება.





No comments:

Post a Comment