Wednesday, 1 April 2020

ამოუცნობი ეგვიპტე_ძველი ეგვიპტელები და ადამიანთა კლონირება


"მეფეთა ველზე" აღმოჩნდა დიდი ხნის წინ გაძარცული რამზეს II სამარხი. ამ გათხრებს 1925 წელს ხელმძღვანელობდა ინგლისელი არქეოლოგი უილერი. ის დაინტერესდა აკლდამის კედელზე გაკეთებული წარწერით, რომელიც არაჩვეულებრივი იეროგლიფებით იყო შესრულებული. მეცნიერმა რამდენიმე ფოტოსურათი გადაიღო და გათხრების ადგილი დატოვა იმ იმედით, რომ მეორე დღეს გააგრძელებდა სამუშაოებს.

მაგრამ ღამით მოხდა უბედურება. ორმა არაბმა მუშამ, სავარაუდოდ ჩათვალა, რომ სამარხში ინახებოდა განძი და შეაღწია შიგნით. ხაფანგი, რომელსაც შემთხვევით გადაურჩა უილერი, ამოქმედდა, სამარხის თაღი ჩამოინგრა და მუშები დაიღუპნენ. უილერს აღარ განუახლებია გათხრები. ის დაბრუნდა ინგლისში. 1925 წელს "ბრიტანეთის არქეოლოგიურ მაცნეში" გამოაქვეყნდა სტატია სახელწოდებით "უსახელო ფარაონი". სპეციალისტებს ამ სტატიისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევიათ. თავად უილერი ინგლისიდან გაემგზავრა და თავი დაანება სამეცნიერო მოღვაწეობას. ის გარდაიცვალა მარსელში ღრმად მოხუცებული 1962 წელს.

1963 წელს ბრიტანეთის მუზეუმის ეგვიპტურ-ასირიული განყოფილების ასისტენტმა დევიდ სეილორმა ძალიან იაფად იყიდა პატარა არაბულ მაღაზიაში გაურკვეველი გზით მოხვედრილი თუთმოს I დროინდელი პაპირუსი. მეცნიერის ვარაუდით, პაპირუსი წარმოადგენდა ქურუმთა ერთგვარ კრიპტოგრაფიას. მისი ამოხსნა გახდა სეილორის ცხოვრების მიზანი. სეილორმა ამ საქმეში რაღაც შედეგებს მიაღწია და ცალკეული სიტყვების წაკითხვა შეძლო.

მაგრამ პაპირუსზე გაკეთებული წარწერა ძალიან მოკლე იყო. საჭირო გახდა კიდევ ახალი ტექსტების დამატება საქმის გასაგრძლებლად. სეილორს გაუმართლა, მისმა მეგობარმა, მოყვარულმა არქეოლოგმა და კოლექციონერმა, გამოუგზავნა უილერის სტატიის ასლი 1925 წლის "არქეოლოგიური მაცნედან". ტექსტის დანახვისთანავე სეილორი მიხვდა, რომ მსგავს ნიშნებთან ჰქონდა საქმე. ახლა, უფრო ვრცელი ტექსტი აღმოჩნდა მის ხელთ. სულ მალე, მეცნიერს წინ ედო შესრულებული თარგმანი. მაგრამ წანაკითხმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

სეილორი იმედგაცრუებული დარჩა, ვინაიდან მის შეტყობინებას სამეცნიერო წრეებში სკეპტიკურად შეხვდნენ. ეჭვის თვალით უყურებდნენ ყველაფერს-მის მეთოდიკას, დასკვნებს და წყაროების სანდოობას. სამეცნიერო გამოცემებში არანაირი პუბლიკაცია არ გამოჩენილა. სეილორმა გადაწყვიტა მიემართა მსხვილი პრესისთვის, რათა ყურადღება მიექციათ აღმოჩენისთვის. მაგრამ ინგლისში არ აღმოჩნდა არცერთი სერიოზული გამოცემა, რომელიც დათანხმდებოდა მოესმინა მეცნიერისთვის. საბოლოოდ სეილორმა შეძლო გერმანული ჟურნალ "შტერნის" ერთ-ერთი რედაქტორის, გიუნტერ მერცის დაინტერესება.

სეილორმა აუხსნა მერცს, რომ ტექსტი დაწერილი იყო მანამდე უცნობი კრიფტოგრაფიით და ამიტომ სრულიად გასაგები იყო, რომ საქმე ჰქონდა აკრომანტულ შიფრთან, რასაც ძველად იყენებდნენ ინფორმაციის დასამალად. მის პაპირუსზე კი  სრულიად სხვა რამ შეინიშნებოდა. ტექსტში მოცემული იყო ინფორმაცია ტყვე ნუბიელებისა და ლიბიელების მონად შესყიდვასა და გაგზავნაზე. სამარხის ტექსტში კი იყო ტექნოლოგიური პროცესის აღწერა.

ეს პროცესი გახლდათ ფარაონის მკვდრეთით აღდგომა. მეცნიერებმა ამ განცხადებას სკეპტიკურად შეხედეს. სეილორმა აუხსნა, რომ ის საუბრობდა ფარაონის გენეტიკურ აღდგომაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ეგვიპტელები ახორციელებდნენ ადამიანების გენეტიკურ ასლს. თანამედროვე პირობებში კლონირებას სჭირდება სუროგატული დედა, რომელსაც ემბრიონის იმპლატირებას უკეთებენ.  ამასთან, ერთიდაიმავე გენოტიპის შექმნა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ კლონს ისეთივე ინტელექტუალური და ფსიქიკური თვისებები ექნება..

ტექსტის მიხედვით, ეგვიპტელებს შეეძლოთ ამ სირთულეების გვერდის ავლა და არამარტო ეგვიპტელებს. დაახლოებით მსგავს პრაქტიკას ჰქონდა ადგილი ძველ შუმერულ კულტურაში. მაგრამ ისინი არ იყვნენ კლონები. ისინი უფრო ორეულები იყვნენ. სავარაუდოდ, პროცესი ძალიან მარტივი იყო. ეს კეთდებოდა პრიმიტიულად აღჭურვილ ლაბორატორიებში და ქურუმთა დიდ საიდუმლოს წარმოადგენდა. ორეულები დაუჯერებლად სწრაფად ვითარდებოდნენ და 10-12 წელიწადში ეწეოდნენ ზრდასრულ ადამიანებს ფიზიკური და გონებრივი განითარებით. შემდეგ წყდებოდა ზრდა და ორეულს შეეძლო თავისუფლად ეცხოვრა. ამ ყველაფრის შესახებ საუბარი იყო სამარხის ტექსტში.

სამარხის შესასვლელი ჩრდილოეთის მხარეს კი არ მდებარეობდა, ჩეულებისამებრ, არამედ დასავლეთის მხარეს. ეს მოწმობს იმაზე, რომ ქურუმები რომლებიც ხელმძღვანელობდნენ სამარხის მშენებლობას, ცდილობდნენ საიმედოდ დაეცვათ  სამარხი მძარცველებისგან. ამავე დროს, სარკოფაგზე წაშლილია გარდაცვლილი ფარაონის სახელი. ეგვიპტელთა რწმენით, მიცვალებულის სახელის წაშლა წირავს მის სულს მარადიული ტანჯვისთვის. რა საჭირო იყო უცნობი ფარაონის სამარხზე ზრუნვა. მიცვალებულის სახელის წაშლა, ნიშნავს  წყევლას, კიდევ უარესი, თუ სარკოფაგზე ცოცხლის სახელი აღმოჩნდებოდა. ხოლო ფარაონს, რომელსაც ელოდა აღდგომა ორეულის სახით, ითვლებოდა დროებით გარდაცვლილად. შესაბამისად, დაკრძალვაც თავისებური იყო. თავიდან სახელი იყო აღნიშნული სარკოფაგზე, ვინაიდან ამის გარეშე შეუძლებელი იყო რელიგიური რიტუალების ჩატარება, შემდეგ კი ის წაშალეს-სიმბოლური ქცევა, რომელიც აღნიშნავდა დაბრუნებას მიწიერ ცხოვრებასთან.

1881 წელს ემილი ბრუგშის მიერ აღმოჩენილ სარკოფაგებში იყო კარგად შენახული მუმიები განსხვავებული სახის ნაკვთებით. ეჭვგარეშეა  ფარაონ რამზეს II და სეთი I სახეების მსგავსება. მეცნიერები თვლიდნენ, რომ რამზესი იყო სეთის შვილი. სეილორმა შეისწავლა მუმიების სურათები და აღმოაჩინა არა მსგავსება, არამედ იდენტურობა, რაც მარტივად შეიძლება დადასტურდეს ანთროპომორფული გაზომვის საშუალებით. მაგრამ ეს ფარაონები  მართავდნენ სხვადასხვა სახელებით. რამზესმა იცოცხლა 90 წელი-იმ დროისთვის მეტად იშვიათი შემთხვევა. არაა გამორიცხული, რომ ამ სახელის ქვეშ მართავდა რამდენიმე თანმიმდევრობით აღდგენილი რამზესი და ხდებოდა ეს ეგვიპტეში. არის შუმერთა ორი დინასტიური სია. პირველი შეადგინეს თვითონ შუმერებმა, მეორე, რომელიც დაწერილია ბერძნულ ენაზე, ბაბილონელ ქურუმ ბეროსს ეკუთნის მე-3 ს-ში ძვ.წ.აღ-მდე. ასირიოლოგები ამ სიას არასდროს აღიქვამდნენ სერიოზულად. პირველი სიის მიხედვით, რვა მეფე ერთად მართავდა 241 300 წელი, ბეროსის მიხედვით-10 მეფე 456 ათასი წელი.  ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ თითეული მეფე განსხეულებულია მრავალ გენეტიკურ ასლში. ჩვენთვის ცნობილია, რომ  შუმერების ცივილიზაციამ  გასაოცარ წარმატებებს მიაღწია ასტრონომიაში,მედიცინაში, არქიტექტურასა და მათემატიკაში. ევროპისთვის მხოლოდ მე-19 საუკუნეში გახდა ცნობილი "მილიონი". შუმერულ ლურსმულ ფილებზე კი აღმოჩენილია ანგარიში, რომლის პასუხი გამოისახება 14 ნულით.

გიუნტერ მერცმა მაინც არ გამოაქვეყნა სეილორისგან მიღებული ინფორმაცია, ვინაიდან ის იცავდა ჟურნალის რეპუტაციას. ჩანაწერები აღმოჩნდა მერცის გარდაცვალების შემდეგ, პირად არქივში. მალევე გარდაიცვალა სეილორიც. მისი სამეცნიერო ჩანაწერები ვერ იპოვეს. დარჩა მხოლოდ დღიურები კონრეტული დეტალების გარეშე.  სად გაქრა სეილორის ქაღალდები უცნობია.






No comments:

Post a Comment