Saturday, 29 February 2020

ერთადერთი მიწისქვეშა ქალაქი მსოფლიოში, სადაც ყველაფერი მარილისგანაა გაკეთებული



მსოფლიოში უამრავი მიწისქვეშ გამოკვეთლი ქალაქია, მაგრამ მათ შორის, მიწის ნაცვლად  მარილისგან გამოკვეთილი მხოლოდ ერთადერთია. ეს გახლავთ ერთადერთი და უნიკალური მარილის ქალაქი მთელ დედამიწაზე.

მარილის ქალაქი პოლონეთში მდებარეობს კრაკოვთან ახლოს. შეიქმნა ის ძველ მაღაროში, სახელად "ველიჩკა". ეს ფანტასტიკური ქალაქი 100 მეტრის სიღრმეზეა. აქვს სხვადასხვა დონეები და თითეულ მათგანზე განთავსებულია არქიტექტურის ნამდვილი ნიმუშები. მთელი ქალაქი, ყოველი მისი ელემენტი, ყველაფერი გამოქანდაკებულია მარილისგან.




მაღაროს ისტორია იწყება 1044 წლიდან, როცა მარილის საბადო აღმოჩნდა. მეფე კაზიმირ I გამოსცა ბრძანება მარილის მოპოვებასთან დაკავშირებით . მაღაროს წარმოქმნამდე, მარილს მოიპოვებდნენ ნაჟური მარილიანი წყლიდან. წყალს აორთქლებდნენ და იღებდნენ მარილს. მოპოვების ასეთი ხერხი გრძელდებოდა მე-12 საუკუნემდე. მოგვიანებით კი გაჩნდა მაღარო.


შორეულ წარსულში მარილს "თეთრ ოქროდ" თვლიდნენ. მაღარო ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ის დიდი როლს ასრულებდა არამარტო პოლონეთის ეკონომიკურ ცხოვრებაში, არამედ მთელ ევროპაში. ასეული წლების განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები და მისი სიღრმე სულ უფრო იზრდებოდა.

მუშები 17 საათს ატარებდნენ მაღაროში. საკუთარი დროის სწრაფად გასვლისა და შრომის გამრავალფეროვების მიზნით, მათ გადაწყვიტეს კედლების, ჭერისა და იატაკის გალამაზება სხვადასხვა ფიგურებით. ყველაფერი აქ არაპროფესიონალების შექმნილია,  ბუნებით შემოქმედი ადამიანების მიერ.


მაღარო ასეული წლებია არსებობს და ამ დროის განმავლობაში ის იქცა ნამდვილ მიწისქვეშა სამეფოდ, სამეფოდ რომელიც მიწისქვეშ ცხრა დონეზეა განლაგებული. ქალაქი იწყება 60 მეტრის სიღრმეზე და ჩადის 300 მეტრამდე, რომლის სიგრძე 300 კმ-ია.


აქ სამკურნალო სანატორიუმიც კია განთავსებული, სადაც მკურნალობენ სასუნთქი სისტემასთან დაკავშირებულ დაავადებებს. მაღაროს სამკურნალო თვისებების შესახებ პოლონელმა ექიმებმა შეიტყვეს მე-14 საუკუნეში. ერთ-ერთ გალერეაში გახსნილია მარილის აბაზანები, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.


101 მეტრის სიღრმეზე არის ერთადერთი ტაძარი, რომელიც შეიქმნა 1895 წელს და ეწოდა კინგი, პოლონეთის მეფის ასულის სახელის პატივსაცემად. ეკლესია მთლიანად მარილისგანაა შესრულებული: საკურთხეველი, ქანდაკებები, ჭაღები და იატაკიც კი. ამ ტაძარში დღემდე ტარდება მსახურება და სადღესასწაულო ლიტურგია.


მარილის ქალაქში საკონცერტო დარბაზი და რესტორანიცაა.

.





1 comment:

  1. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete