ანდროგინი-ანთროპომორფული, ორსქესიანი არსება, რომელსაც გააჩნია მამაკაცისა და ქალის სასქესო ორგანოები. ბერძნულ მითოლოგიაში ასეთი გახლავთ ჰემოფროდიტი-ჰერმესისა და აფროდიტეს შვილი, არაჩვეულებრივი სილამაზის ყმაწვილი. შეყვარებულ ნიმფას თხოვნით ღმერთებმა ის შერწყეს ჰემოფროდიტს ერთ, ორსქესიან არსებაში. ეგვიპტური მითის თანახმად, ღვთაება რას ჰქონდა ანდროგინული ბუნება, რომელიც შეერწყა საკუთარ თავს და გააჩინა სხვა ღმერთები, ადამიანები და სამყარო. ვედური ადიტები-ერთდროულად ღვთაებრივი ძროხა და ხარი, ღმერთების დედა და მამა. ცნობილია ასევე არდჰანარიშარვა-დუალისტური ღვთაება, ბრაჰმა და პრაკრიტი(მაია) შეერთებულნი. სკანდინავიური მითი სამყაროს შექმნაზე გვახსენებს, რომ პირველმა ქირურგმა იმირმა დამოუკიდებლად, თავად ჩაისახა და გააჩინა შვილები.
Sunday, 29 March 2020
Saturday, 28 March 2020
"ბაღდადის ბატარეის" საიდუმლო
1938 წელს ბაღდადის მახლობლად, ძველი პართიის დასახლების, ჰუჯუთ რაბუს ნანგრევებში აღმოჩნდა უცნაური ნივთი. ეს გახლდათ 14 სმ-ის ყვითელი თიხის ქოთანი. ქოთანი დახუფული იყო ბიტუმით, რომელშიც გატარებული კოროზია მოდებული რკინის წნელი მოჩანდა. წნელს გარშემო სპილენძის ცილინდრი ეხვეოდა. კიდეები შედუღებული იყო კალით და ტყვიით. ყველაფერი გაკეთებული იყო ძალიან უბრალოდ და ჰგავდა პრიმიტიულ ელექტრონულ ბატარეას.
ამ არტეფაქტის აღმოაჩენას მიაწერენ გერმანელ არქეოლოგ ვილჰელმ კიონინგს. კიონინგის აზრით, მჟავითა და ტუტით გავსებულ ბატარეას შეეძლო 1 ვოლტი ელექტროენერგიის გამომუშავება. ცნობილია, რომ ელექტრო ბატარეა გამოიგონა იტალიელმა ფიზიკოსმა ალესანდრო ვოლტმა 1800 წელს, რაც მეტისმეტად მნიშვნელოვანი გამოგონება გახლდათ, ვინაიდან მან ძირფესვიანად შეცვალა ადამიანის ცხოვრება.
Tuesday, 24 March 2020
ამულეტი და თილისმა
ამულეტი ლათინურად ნიშნავს "დაცვის საშუალებას"-ბუნებრივი ან ადამიანის მიერ შექმნილი ნივთი, რომლის ამოცანაა დაიცვას პატრონი უსიამოვნების, ავადმყოფობისა და უბედურებისგან.
ფეტიშების გამოყენების პრაქტიკა ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში დაიწყო. მაშინ შეამჩნია ადამიანმა, რომ ზოგიერთ ნივთს მოჰქონდა წარმატება ნადირობის ან სხვა ყოველდღიური საქმიანობისას. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ყოველი ასეთი ნივთი შეიცავს ეთერულ სუბსტანციას, "კეთილ სულს", რომელიც ეხმარება მის პატრონს.
Sunday, 22 March 2020
ალეგორიები და მათი ატრიბუტები
კლასიკურ მითოლოგიაში ღმერთები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ არა იმდენად გარეგნობით, რამდენადაც დამახასიათებელი ნივთებით, რომელიც მათი მოქმედების სფეროს მაჩვენებელი იყო: ჰერაკლეს გამოსახავდნენ ლომის ტყავით, პოსეიდონს-სამკაპით, ჰერმესს-ფრთიანი ჩაფხუტით და ხელში კადუცეით (გველებშემოხვეული კვერთხი), ათენა-ეგიდით (ფარი)და ხელში ბუთი და ა.შ.
სწორედ ეს დამახასიათებელი ნივთები, რომელიც სწრაფი და ზუსტი ამოცნობის საშუალებას იძლევა, ცნობილია ატრიბუტების სახელით. შუასაუკუნეებში ატრიბუტების დამატება გადაიტანეს ღმერთებიდან ალეგორიებზე-ქალისა ან მამაკაცის ფიგურები, რომელიც ადამიანის რაღაც თვისებას აღნიშნავდა, მის მანკიერ ან სათნო მხარეს და სხვა უნივერსალურ თვისებებს. სათნოება შვიდი იყო: ოთხი პლატონისეული-სიბრძნე, სიმამაცე, ზომიერება და სამართლიანობა; და კიდევ სამი, რომელიც დაუმატეს საწყის რიცხვს პლატონისა და არისტოტელეს მიმდევრებმა-რწმენა, იმედი და სიყვარული.
ადამ კადმონი
ადამ კადმონი-ზეციური ადამი ანუ სულიერი"პირველკაცი", პირველსახე სულიერი და მატერიალური სამყაროსთვის. ადამ კადმონი ნიშნავს ადამიანის არსის აბსოლუტურ, სულიერ მოვლენას. სულიერი პირველკაცი აერთიანებს საკუთარ თავში მამაკაცურ და ქალურ საწყისს და არის ანდროგინი.
ნეტარი ავგუსტინე წერდა, რომ ასოები რომლისგანაც ადამის სახელი შედგება, არის პირველი ასოები ოთხი ბერძნული სიტყვისა-Anatole-აღმოსავლეთი, Dyses-დასავლეთი, Arktos-ჩრდილოეთი, Mesembria-სამხრეთი. ადამ კადმონი თავისი სახელით განასახიერებს მთელ სამყაროს.
Saturday, 21 March 2020
გაუტამა ბუდას კბილი არამიწიერ ნივთიერებას შეიცავს
ჩინური ბუდისტური სალოცავი (პაგოდა) მდებარეობს შანსის პროვინციაში. ხის სალოცავი აგებულია 1056 წელს იმპერატორ დაო-ცზუნის ხანაში. 1974 წელს მას ჩაუტარდა რესტავრაცია, რომლის დროს აღმოჩნდა უამრავი ძველი ხელნაწერი ტექსტი. ბუდას ერთ-ერთ ქანდაკებაში, რომელიც მეოთხე სართულზე იდგა, რესტავრატორებმა მიაგნეს ბუდას ორ კბილს.
ამ არაჩვეულებრივი მონაპოვრით ნათელი გახდა, თუ რა იყო ამ სალოცავის აგების მთავარი მიზეზი-ბუდა შაკიამუნის ორი კბილი. გაუტამა ბუდა 2500 წლის წინ ცხოვრობდა. მსოფლიოში კი მხოლოდ შვიდი ასეთი რელიკვიაა შემორჩენილი.
Friday, 20 March 2020
მარჯნის ციხესიმაგრის საიდუმლო

დაუჯერებელია, მაგრამ ეს მარჯნის ციხესიმაგრე ერთი მარტოხელა, მომცრო ტანის (152 სმ) მამაკაცის აგებულია. მისი ავტორი გახლავთ ედუარდ ლიდსკალნინში. ის რიგაში დაიბადა და გაიზარდა. ჯერ ისევ ახალგაზრდამ გადაწყვიტა ამერიკაში გამგზავრება და ეს სურვილი აისრულა კიდეც. 1920 წელს მან ფლორიდაში იყიდა პატარა მიწის ნაკვეთი და იქ დასახლდა. 20 წელი მარტოდმარტო მუხლჩაუხრელად მუშაობდა, მარჯნისგან სასახლეს იშენებდა, რომელსაც მოგვიანებით "პარკის ქვის კარიბჭე" ეწოდა.
ლიდსკალნინში მუშაობდა მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ. 20 წელი სიმარტოვეში გაატარა, არავის უშვებდა საკუთარ მიწაზე. მოგვიანებით, ამტკიცებდა, რომ მიაგნო პირამიდების მშენებლობის საიდუმლოს. გაიგო რანაირად მუშაობდნენ მშენებლები პერუში, აღდგომის კუნძულებზე, როგორ წევდნენ და თავის ადგილზე დგამდნენ რამდენიმეტონიან ქვის ბლოკებს. ასეა თუ არა ეს, არავინ იცის-არავის უნახავს ედუარდს როგორ გადაჰქონდა სანაპიროდან მრავალტონიანი მარჯნის ლოდები თავის ტერიტორიაზე. რას აკეთებდა ედუარდი საკუთარ მიწაზე არავინ იცოდა. ვერავინ იტყვის, რომ მეზობლებს არ აინტერესებდა მისი საქმიანობა. ისინი ჭოგრიტითაც კი უთვალთვალებდნენ მას. იქნებ, იგონებდნენ კიდეც, როცა ამბობდნენ, რომ "უშველებელი ქვები ჰაერში დაფრინავდა, როგოც ბუშტები".
Wednesday, 18 March 2020
ალჟირის პირამიდები_კიდევ ერთი გამოცანა
ალჟირის პირამიდები კიდევ ერთი თავსატეხია მეცნიერებისთვის, რომელიც გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს მათ.
ალჟირში ასზე მეტი პირამიდაა, რომელიც ჰგავს ეგვიპტის პირამიდებს, მაგრამ ამავე დროს, განსხვავებაც არსებობს მათ შორის. ალჟირის პირამიდებს საძირკველი კვადრატული ფორმის აქვს, უფრო მცირე ზომისაა და მრგვალია. ალჟირის პირამიდები ცნობილია ჯედარის სახელწოდებით.
Saturday, 14 March 2020
აბრაკადაბრა
აბრაკადაბრა-მაგიური ფორმულა, რომელიც მატერიალური ფორმით წარმოდგენილია გადმობრუნებული სამკუთხედის სახით. პირველად ეს სიტყვა ნახსენებია ჩვ.წ.აღ-ის მე-2 ს-ში სამონიკის მედიცინის ტრაქტატში. სერენ სამონიკი გახლდათ იმპერატორ სეპტიმუს სევერუსის ექიმი. ეს ფორმულა გამოიყენებოდა პოლინოზის (ალერგიული დაავადება) სამკურნალოდ. სიტყვა-შელოცვას წერდნენ სვეტის სახით დაფაზე 11-ჯერ, ყოველ ამოწერაზე უკნასკნელი ასო იშლებოდა, ბოლოს რჩებოდა "a"ასო და გამოდიოდა სამკუთხედი. სიტყვის ასეთი სახით შემოკლებას უნდა გაენადგურებინა ბოროტი სულის ძალა. ავადმყოფი იკეთებდა შესაბამის თილისმას, რაც მას გამოჯანმრთელებაში შეუწყობდა ხელს.
Friday, 13 March 2020
ამოუცნობი ეგვიპტე_ჯეიმს ჰერტეკმა აღმოაჩინა "ღმერთების ქალაქი" გიზას პლატოს ქვეშ
ცნობილი ამერიკელი ნათელმხილველი ედგარ ქეისი წერდა, რომ არსებობს საიდუმლო დარბაზი, რომლის შესასვლელის პოვნა შეიძლება სფიქნსის თათებშუა. ამ დარბაზში ინახება კაცობრიობის ისტორიის უცნობი დეტალები. სფინქსი დაიდგა როგორც მცველი, რათა ვერავინ მოახერხოს შემაერთებელ კამერებში შესვლა.
მედიუმის სიტყვებში ეჭვის შეტანა ალბათ არ შეიძლება, ვინაიდან აღმოსავლეთში უძველესი დროიდან არსებობდა გადმოეცემები, რომლის მიხედვით სფინქსის ქვეშ არის "ცოდნის დარბაზი", სადაც ინახება დაღუპული ცივილიზაციის ისტორია, სიბრძნე და ტექნოლოგიები.
"ცოდნის დარბაზის" არსებობას გვამცნობს ბიზანტიელი ისტორიკოსი გიორგი სინგელოსი, რომელიც ცხოვრობდა მე-9 საუკუნეში, ასევე ლეგენდარული ჰერმეტული წერილები. ძველ ნაწერებს თუკი ვენდობით, წმინდა წიგნები მიწის ქვეშ დამალა თავად სიბრძნის ღვთაება თოთმა. ამ ფაქტზე ლაპარაკობენ ეგვიპტის სატაძრო კომლექსების კედლებზე გაკეთებული ჩანაწერები, სადაც უძველეს საცავს ეწოდება "არქივთა პალატა", "ჩანაწერების დარბაზი" ან "ცოდნის დარბაზი".
Thursday, 12 March 2020
გვატემალის ქვის გიგანტური თავის საიდუმლო
ნახევარი საუკუნის წინ, გვატემალის ჯუნგლებში აღმოაჩინეს ქვის გიგანტური თავი. ზეცისკენ აპყრობილ სახეზე მას მოუჩანდა დიდი თვალები და თხელი ტუჩები. სახე კავკასოიდური ტიპს განეკუთვნებოდა, რაც ესპანელებამდე ამერიკაში მცხოვრებ არცერთ რასას არ ემთხვეოდა. აღმოჩენამ დიდი ყურადღება მიიქცია, მაგრამ მალევე გაქრა ისტორიის ფურცლებიდან.
პირველად ამ თავის შესახებ ცნობა გაავრცელა ფილოსოფიის დოქტორმა, ადვოკატმა ოსკარ რაფაელ პადილია ლარამ, რომელმაც ეს სურათები მიიღო 1987 წელს. ფოტო 1950 წელს გადაიღო იმ მიწის ნაკვეთის მეპატრონემ, სადაც იდგა მონოლითი, სადღაც ჯუნგლებში.
Wednesday, 11 March 2020
საიდუმლოებით მოცული "ადამის ხიდი"
ინდოეთსა და შრი-ლანკას ზღვით თუ გადაუფრენთ, შეამჩნევთ თითქმის ზედაპირზე არსებულ უცნაურ მეჩეჩს, რომელიც აკავშირებს კუნძულსა და კონტინენტს ერთმანეთთან. მუსლიმები ამ მეჩეჩს "ადამის ხიდს" უწოდებენ, ხოლო ინდუსები-"რამას ხიდს."
მუსლიმთა სახელწოდება განპირობებულია მათი რელიგიით. ისინი თვლიან, რომ სამოთხიდან გამოდევნილმა ადამმა პირველად ცეილონზე დადგა ფეხი, როცა დედამიწაზე ჩამოვიდა. ინდოეთში კი ის გადავიდა ამ უცნაური მეჩეჩით, რომელიც ასე ძალიან ჰგავს ხიდს.
იტალიის უძველესი მეგალითური ნაგებობები
ქალაქ რომიდან სულ რაღაც ორი საათის სავალზე მოჩანს საკო ანანის ველი. ამ ადგილზე მდებარე პატარა ქალაქები უძველესია იტალიაში. ჩვეულებისამებრ, ცენტრს ალამაზებს მეგალითური ნაგებობები. ყველაზე კარგად შემონახული მეგალითური კედელი ქალაქ ალათრიშია. მას ცალი მხრიდან არტყავს 2კმ სიგრძის კედელი.
მეორე კედელი მიემართება კლდის წვერისკენ, ქალაქის ცენტრის თავზე. ამ უძველეს აკროპოლისში მოხვედრა შესაძლებელია ხუთი მასიური, კარგად შემონახული ჭიშკრის საშუალებით. მათ შორის, ყველაზე შთამბეჭდავია პორტა არეოპაგო, რომლის სიმაღლე 4.5 მ.-ია, ხოლო სიგანე 2,70 მ. ციხესიმაგრის მოედანს კვერცხისებური ფორმა აქვს.
Tuesday, 10 March 2020
კუნძულ ევბეის მეგალითური "დრაკონის სახლების" საიდუმლო
"დრაკონის სახლები", იგივე დრაგა, ასე ეწოდება 20 ქვის მეგალითური სახლის ნანგრევს კუნძულ ევბეის სამხრეთით. სახლები აგებულია მასიური ქვის ბლოკებით დუღაბის გარეშე. სახურავები ქვის ფილებითაა გადახურული.
ვინ და რომელ ხანაში ააგო ეს შენობები, ამ საკითხზე ერთიანი აზრი არ არსებობს. მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგების მიერ ნაპოვნი ჭურჭლის ფრაგმენტების ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე ფიქრობენ, რომ "დრაკონის სახლები" არსებობდა ელინისტურ კულტურამდე.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ სახლები ჩვ.წ.აღ-მე-5-7 ს.ს-ში უნდა იყოს აგებული, რაც საეჭვოა, ვინაიდან ეს შენობები არ არის ნახსენები კლასიკურ ტექსტებში. პირველად ისინი ახსენა მე-18 ს-ში ინგლისელმა გეოლოგმა, მოგზაურმა ჯონ ჰოკინსმა. საინტერესოა, რომ ადგილობრივ ფოლკლორში ტერმინი "დრაკონი" აღნიშნავს არამარტო საშინელ ურჩხულს, არამედ არსებას, რომელსაც ზეადამინური შესაძლებლობები გააჩნია.
ესპანეთის სანაპიროსთან ჩაძირული ძველი ნანგრევები შესაძლოა მითიური ატლანტიდის ნავსადგური აღმოჩნდეს
კერძო ბრიტანული კომპანია"Merlin Burrows" რამდენიმე ხანია რაც შეისწავლის გაუგებარი ნაგებობების უძველეს ნანგრევებს, რომელიც მდებარეობს ესპანეთის სანაპიროს ახლოს.
არქეოლოგებს, ვისთვისაც ეს ნანგრევები კარგა ხანია ცნობილია, მიაჩნიათ რომ ნანგრევები ძველი ბერძნული ან რომაული შენობების ნარჩენებია. მაგრამ "Merlin Burrows" ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ნანგრევები ბევრად ძველია და ის პლატონის მიერ აღწერილ ატლანტიდას უნდა ეკუთვნოდეს.
Monday, 9 March 2020
რა ბედი ეწია მეფე ართურის საფლავს
ლეგენდარული პიროვნებებისა და გმირთა საფლავების ძიება ყველა დროში აქტიური ხდებოდა. ერთნი ცდილობდნენ მათ განადგურებას, მეორენი-შთამომავლობისთვის შენარჩუნებას. ერთნი ეძებედნენ სულიერ განძს, მეორენი-მატერიალურს.
სწორედ ასე მოხდა ართურის საფლავის შემთხვევაშიც, როცა ის 1190 წელს გლასტობერის სააბატოში აღმოაჩინეს. ქრისტიანული მონასტრის სასაფლაოს ადგილზე ადრე იდგა რომაული ტაძარი, უფრო ადრე კი დრუიდთა სალოცავი. იმ ადგილზე ბევრი საფლავები იყო. ბერები რატომ ეძებდნენ მაინცდამაინც ორი პატარა პირამიდის ქვეშ საფლავს, არავინ იცის. შესაძლოა, 900 წლის წინ მათ რაღაც მეტი იცოდნენ.
გადმოცემით, მათ სამი მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს ორი ადამიანის- 2.30 მ. სიმაღლის ქალისა და მამაკაცის სამარხი. ისინი დაკრძალული იყვნენ მთლიანი მუხის სარკოფაგში, რომელიც გაურკვეველი ხსნარით იყო დამუშავებული. სარკოფაგი იდგა მსხვილი ქვებით აგებული სამარხის შიგნით.
Sunday, 8 March 2020
უძველესი ქვის ბურთულების საიდუმლო
ქვის ხანის ადამიანის ხელით შექმნილი ერთ-ერთ ყველაზე გამოუცნობ საგნად რჩება გამოჩუქმურთმებული ქვის ბურთულები. თითეული მათგანი ბეისბოლის ბურთისხელაა.
უკვე 200 წელია, რაც ეს ქვის ბურთულები აოცებს არქეოლოგებს. ეს 5000 წლის არტეფაქტები ნაპოვნია ძირითადად შოტლანდიაში, ასევე ორკნეის კუნძულებზე, ინგლისში, ირლანდიასა და ნორვეგიაში.
Saturday, 7 March 2020
პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_ზღვის ხალხები
ტერმინი "ზღვის ხალხები" გაჩნდა ძველ ეგვიპტეში . ასე უწოდებდნენ ნილოსის სანაპიროს მოსახლენი მცირე აზიასა და ბალკანეთში მცხოვრებ უცხოელებს. ესენი იყვნენ: თევკრები, შარდანები, შეკელეშები(სიკულები), ფილისტიმელები. ისინი ზღვის ხალხებად მონათლეს, ვინაიდან ეგვიპტელებსა და მათ შორის იყო ხმელთაშუა ზღვა. ეს ტერმინი აღადგინა და ხმარებაში შემოიტანა თანამედროვე ფრანგმა მეცნიერმა გასტონ მასპერომ.
"ზღვის ხალხების" გამოჩენა ისტორიულ ასპარეზზე დროში ემთხვევა ტროას დაცემას და შემდგომ პერიოდს. როგორც ეგვიპტური წყაროებიდან ირკვევა, ზღვის ხალხები კარგად შეიარაღებული, მომზადებული მეომრები იყვნენ. ჰქონდათ შესანიშნავი ფლოტი გამოცდილი მეზღვაურებით. მეტად საინტერესოა, რომ საომარი მოქმედებებისას ყველგან საკუთარი ოჯახებით დადიოდნენ. გამოდის ბინადარ ცხოვრებას არ ეწეოდნენ, მაგრამ რატომ?- ველურები ნამდვილად არ იყვნენ. ე.ი. რაღაცამ აიძულა ისინი ასეთი ცხოვრება აერჩიათ. ტროა პროტოიბერთა ბოლო ბასტიონი იყო. მის დაცემას კი მოჰყვა ადგილობრივთა მიგრაცია, რაზეც ბევრს საუბრობენ ძველი ავტორები. სავარაუდოდ ''ზღვის ხალხები'' ხმელთაშუაზღვისპირა მოსახლეობაა ანუ მედიტერანელები, რომლებიც შეავიწროვეს ეგვიპტელებმა, აქაველებმა, ხეთებმა, უგარიტელებმა. გამოდევნილნი ისინი დასახლდნენ ანატოლიის სანაპირო ზოლსა და ახლომდებარე კუნძულებზე. როგორც ჩანს, ტროა მათი უკანასკნელი ფორფოსტი გახლდათ. ტროას ომიდან ნათლად ჩანს, რომ ტროელთა მხარეს სწორედ ისინი იბრძვიან.
ამ ომში დამარცხების შემდეგ იწყება მედიტერანელთა შეტევები ხეთებზე, რასაც მოჰყვა ხეთთა იმპერიის ნგრევა, დაინგრა უგარიტიც. მედიტერანელებმა შეუტიეს ეგვიპტესაც.
Friday, 6 March 2020
Wednesday, 4 March 2020
თანამედროვე ტიპის შტიფტი მუმიის ფეხში
უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს ამერიკელმა მეცნიერებმა ეგვიპტური მუმიის ანალიზის დროს. გაირკვა, რომ 2600 წლის წინ ჩატარდა იმ დროისთვის დაუჯერებელი სირთულის ქირურგიული ოპერაცია.
1971 წელს კალიფორნიაში მდებარე როზენკრეიცის მუზეუმში მიიტანეს დაბეჭდილი ძველეგვიპტური სარკოფაგი, რომელშიც აღმოჩნდა კარგად შენახული, ოდესღაც მაღალი წრის წარმომადგენელი ეგვიპტელის მუმია.
იაპონურ ქანდაკებაში 180 უძველესი არტეფაქტია აღმოჩენილი
იაპონიის ბუდისტურ ტაძარში ჰოკეძი ინახება ღვთაება ბოდჰისატავას ქანდაკება, რომელიც დიდ საიდუმლოს ინახავს. ქანდაკება 700 წლისაა.
ტაძარში შესულმა ერთ-ერთმა სტუმარმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქანდაკება შიგნიდან შეიძლებოდა ყოფილიყო ცარიელი. ამ მოსაზრებას ბევრი დაეთანხმა. ამიტომ ტაძრის მსახურებმა მიმართეს მეცნიერებს. ქალაქ ნარას ეროვნული მუზეუმის მეცნიერები შეუდგენენ ქანდაკების შესწავლას. ზედაპირული დათვალიერების შემდეგ, გადაწყდა კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება.
3500 წლის ბეჭედი, რომლის დეტალები მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშ ჩანს
2015 წელს, საბერძნეთში (პილოსი) გათხრების დროს აღმოაჩინეს კრეტა-მინოსის დროის სამარხი, რომელიც ეკუთვნოდა კრეტელ მეომარს. სამარხში მეომრის ნეშთთან ერთად ნაპოვნია 3500 წლის სხვადასხვა სახის მოსართავები. აღმოჩენილ ნივთებს შორის იყო პატარა, რამდენიმე სანტიმეტრიანი ქვა-ბეჭედი. ქვაზე გამოსახულია ბრძოლის სცენა, რომელიც იმავე ეპოქას განეკუთვნება, რომელსაც აღმოჩენილი მეომრის ნეშთი. მეცნიერები გააოცა აღმოჩენილი არტეფაქტის დეტალებმა: ზოგიერთი დეტალის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებებლია.
Tuesday, 3 March 2020
ანტლანტიდის ამოუცნობ ლითონს შავი ზღვის სანაპიროს მიწის დამატებით ადნობდნენ
2014 წელს, სიცილიის სანაპიროსთან მყვინთავებმა ჩვ.წ.აღ-მდე მე-6 საუკუნეში ჩაძირულ გემზე აღმოაჩინეს მოწითალო-ოქროსფერი 38, ხოლო მოგვიანებით 47 ამოუცნობი ლითონის ზოდი, რომელიც სავარაუდოდ, უნდა იყოს ორიხალკი. სპეციალისტთა აზრით, ზოდები გახლავთ თითბერის შენადნობი, რომლის შემადგენლობა განსხვავდება სხვა ანტიკური ნიმუშებისგან. მეცნიერები ფიქრობენ სწორედ ესაა ორიხალკი, რომლის შესახებ ცნობილი იყო ძველ ავტორთა თხზულებებიდან.
ორიხალკი ბერძნულად ნიშნავს "მთის სპილენძს". ატლანტიდის აღწერისას, ორიხალკს ახსენებს პლატონი თავის დიალოგში "კრიტიუსი". ის ძვირფას ლითონად ითვლებოდა და პირველობას მხოლოდ ოქროს უთმობდა. პლატონის ნაწორმოებიდან ვგებულობთ, რომ ანტლანტიდის აკროპოლისის კედლები დაფარული იყო ცეცხლისფრად მოელვარე ორიხალკით. ეს ლითონი იყო გამოყენებული პოსეიდონის ტაძრის ჭერის, კედლების, იატაკის, სვეტების მოსაპირკეთებლად. ტაძარში ორიხალკის სტელაზე ამოტვიფრული იყო ატლანტიდის კანონები.
კაიმანავას კედლის საიდუმლო ახალ ზელანდიაში
კაიმანავას კედელი (Kaimanawa Wall) ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს, მაგრამ მასზე ინტენსიური საუბარი 1996 წ-დან დაიწყეს, მას მერე, რაც ისტორიკოს-მკვლევარმა ბარი ბრეილსფორდმა ახსენა ის თავის წიგნში.
ახალი ზელნდიის ჩრდილოეთ კუნძულის ცენტრში მდებარეობს ტაუპოს ტბა. ტბის გარშემოს ტყეებია, რომელიც გამოცხადებულია კაიმანავას ნაკრძალ ტყეპარკად. სწორედ ამ ტბისგან ოცდაათ კილომეტრში, ტყეში აღმოაჩინეს ტურისტებმა მეგალითური ნაგებობის ნანგრევები. ეს გამოუცნობი ადგილი ზელანდიაში ცნობილია როგორც კაიმანავას კედელი.
Monday, 2 March 2020
შვეიცარიაში, ბოდენის ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს 5500 წლის მეგალითები
შვეიცარიის არქეოლოგებმა კვლევითი სამუშაოების დროს ბოდენის ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს მეგალითური ნაგებობების ნანგრევები, რომელიც 5500 წლისაა. ბოდენის ტბა სამი ქვეყნას ესაზღვრება: შევეიცარიას, გერმანიასა და ავსტრიას.
როგორც Ancient Origins იტყობინება, სამუშაოები შევეიცარიის ტურგაუს კანტონის არქეოლოგიურმა სამსახურმა ჩაატარა. ქვის "ხეივნები" აღმოაჩინეს წყლის ზედაპირიდან არც თუ ისე ღრმად 4,6 მ-ზე.
Sunday, 1 March 2020
რატომ შეწყდა საბერძნეთში არსებული პირამიდების კვლევა
თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორიაზე არგოლიდაში, ქალაქ არგოსის მახლობლად შემორჩენილია პირამიდების ნანგრევები. ერთი მათგანი, რომელიც უფრო კარგადაა შემონახული ჰელენიკონის (ახლოს მდებარე სოფლის სახელი) სახელითაა ცნობილი.
ბევრმა არც კი იცის რომ ასეთი პირამიდები არსებობს საბერძნეთის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ ჰელენიკონის პირამიდა ეგვიპტურზე უფრო ადრეა აგებული.
ჰელენიკონის პირამიდა ეგვიპტურთან შედერაბით მინიატურულია 7X9 მ. აქვს ტრაპეციის ფორმა და აგებულია რუხი კირქვის ბლოკებით. ბლოკებს შორის დუღაბის კვალი არ აღმოჩნდა. ამ პირამიდაზე ინფორმაცია ძველ წყაროებში ძალიან მწირია. და მხოლოდ პავსანიუსისგანაა ცოტა რამ ცნობილი მასზე. ის წერს, რომ გზად არგოსიდან ეპიდავრიისკენ დგას პირამიდის მსგავსი ნაგებობა. პავსანიუსი ამ პირამიდას თვლიდა მეომართა სამარხად. თანამედროვე მეცნიერებს კი ეჭვი ეპარება, რომ ეს პირამიდა სამარხი იყო, ვინაიდან იქ ადამიანის ნეშთი არ აღმოუჩენიათ.
Subscribe to:
Posts (Atom)