Tuesday, 27 July 2021

მისტიკოსი და წინასწარმეტყველი მონაზონი ჰილდეგარდ ფონ ბინგენი (ჰილდეგარდ ბინგენელი)


ჰილდეგარდ ფონ ბინგენი გახლავთ ყველა დროის და არამარტო შუა საუკუნეების ევროპელი ხალხის უნიკალური და ყველაზე ცნობილი გერმანელი მისტიკოსი ქალი და თავისი დროის ძალიან დაფასებული წინასწარმეტყველი. ჰილდეგარდი დაიბადა 1098 წელს ბინგენის მახლობლად (ახლანდელი მაინციდან 20 კმ-ში) არისტოკრატულ ოჯახში. ბავშვობიდან აწუხებდა თავის ტკივილები. მიეჩვია პატარაობიდან ტკივილების ატანას,  არ ტიროდა და ჩიოდა ამის გამო. ეშინოდა ეთქვა, რომ მტკივნეული შეტევების დროს ეწყებოდა უცნაური ხილვები. ხილვები კი მას სამი წლის ასაკიდან დაეწყო. როცა მშობლებმა ხილვების შესახებ შეიტყვეს, მიხვდნენ რომ გოგონა ღვთის მსახურებისთვის იყო მოვლენილი. 8 წლის ასაკში ის ბენედიქტელთა ორდენის ქალთა მონასტერში მიიყვანეს, სადაც მის აღზრდაზე ზრუნავდა დედა იუტა. ის ასწავლიდა ჰილდეგარდს ბიბლიას, გალობას და ბენედიქტელთა ლოცვებს, ლათინურ პატრისტიკას და ხელოვნებას.

Saturday, 17 July 2021

კამბეის ცივილიზაცია_აღმოჩენილია ყველაზე უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში


ინდოსტანის ჩრდილო-დასავლეთით, არაბეთის ზღვაში მდებარეობს კამბეის ყურე. უძველესი დროიდან ეს ყურე იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. 2002 წელს კამბეის ყურეში აღმოაჩინეს უძველესი დასახლების ნანგრევები. ჩაძირული ქალაქი გამოიკვლიეს თანამედროვე ტექნიკის დახმარებით. წყლის ზედაპირზე ამოიღეს უამრავი არტეფაქტი. ყველაზე საოცარი კი ამ დასახლების ასაკი აღმოჩნდა, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 9500 წელს ითვლის.

არქეოლოგები ათეულობით წლების განმავლობაში იხილავდნენ ჰარაფას ცივილიზაციის წარმოშობას, რომელიც თანამედროვე პაკისტანისა და ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე ყვაოდა 3000 წლის წინ ჩვ.წ.აღ-მდე. კამბეის ყურეში ჩატარებული კვლევების შედეგად ინდოელი მეცნიერები სენსაციური აღმოჩენის წინაშე დადგნენ. გაირკვა, რომ ჰარაფას ცივილიზაცია დაკავშირებული იყო მასზე უფრო ძველ კულტურასთან. ეს უძველესი კულტურა კი არსებობდა უკანასკნელი გამყინვარების დასასრულისთვის, რომელიც შემდეგ წყალმა დაფარა. ცნობისთვის, უკანასკნელი გამყინვარების ხანაში დაახლოებით 18 ათასი წლის წინ, ზღვის დონე ამ ტერიტორიაზე 130 მეტრით დაბალი იყო.

Sunday, 4 July 2021

ნადი_ბედისწერის ბიბლიოთეკა ინდოეთში


ინდოეთში არსებობს ასტროლოგიური ბიბლიოთეკა ნადი. ნადი ძველ ტამილურ ენაზე ნიშნავს დანიშნულებას. პალმის საცავი ძირითადად ინდოეთში მდებარეობს, მაგრამ ნაწილი შრი-ლანკაშიცაა. სამყაროს ისტორია შესაქმედან მოყოლებული დატეულია პალმის ფოთლებისგან შემდგარ 3665 ტომში. თითეულ მათგანში დევს 365 ფირფიტისგან შექმნილი ბარათი.



ნადი-ასტროლოგია
გახლავთ ჯოთიშის ცალკე მიმართულება. თავისთავად ჯოთიში (ჯოთი-სანსკრიტ. "სინათლე") ცნობილია როგორც ინდური ასტროლოგია. რეალურად ესაა მეცნიერება სინათლის არსზე, მის წარმოქმნაზე, სიბნელესთან ურთიერთობაზე და იმ კანონზომიერებებზე, რომელიც მათი ურთიერთობის შედეგად ჩნდება. ეს მეცნიერება მოიცავს არა მხოლოდ ასტროლოგიას, ნუმეროლოგიას, ქირომანტიას, არამედ წარსულის, აწმყოს და მომავლის ამოცნობის სხვა მეთოდებსაც, მაგ. ადამიანის გარეგნობით და სუნთქვითაც კი.

Tuesday, 29 June 2021

პარანორმალური მოვლენების მკვლევარ-მეცნიერი თომას ლეთბრიჯი


თომას ლეთბრიჯი გახლდათ ინგლისელი არქეოლოგი, პარაფსიქოლოგი, მკვლევარი და ამავე დროს ადამიანი, რომელსაც წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ჰქონდა ბრიტანულ არქეოლოგიასთან. მას დიდი წვლილი მიუძღვის პარაფსიქოლოგიური კვლევების ისტორიაში, რომელიც მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, ბიოლოკაცია,  პოლტერგეისტი, დროის ბუნება და წინასწარმეტყველება. საკუთარი იდეები გადმოსცა წიგნების სერიაში, რომელიც გამოსცა სიცოცხლის ბოლოსთვის. კვლევების შედეგად, ტესლას მსგავსად მივიდა დასკვნამდე: "ის რაც დღეს წარმოადგენს მაგიას, ხვალ მეცნიერებად იქცევა". კოლინ უოლსონმა ლეთბრიჯს დაარქვა "პარანორმალური მოვლენების აინშტაინი". 

Saturday, 19 June 2021

ლეონარდო და ვინჩი როგორც მისანი


 ლეონარდო და ვინჩი მართლაც უნივერსალური ადამიანი გახლდათ. თითქმის ყველა სფეროში მიაღწია მან პროფესიული წარმატების მწვერვალს: მხატვარი, მუსიკოსი, მწერალი, გამომგონებელი და მეცნიერი.

1499 წელს ლეონარდომ საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XII-თან მილანში შეხვედრისთვის შექმნა მექანიკური ლომი, რომელსაც რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ეხსნებოდა გულმკერდი და იქიდან მოუჩანდა "შროშანებით სავსე" შიგნეულობა. დიდ მხატვარს ეკუთვნის სკაფანდრის, წყალქვეშა ნავის, თბომავლის გამოგონება. მანვე დაგვიტოვა ხელნაწერი, სადაც საუბარია გაზის განსაკუთრებული ნარევის გამოყენების შესახებ ( საიდუმლო შეგნებულად დაწვა) წყალქვეშ ყვინთვისთვის. ასეთ გამოგონებას აუცილებელად ესაჭიროებოდა  ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების ზედმიწევნით ცოდნა, რაც იმ დროს წარმოუდგენელი იყო. ლეონარდომ გამოიგონა ვერტმფრენი, ველოსიპედი, პარაშუტი, ტანკი, ტყვიამფრქვევი და ბევრი სხვა რამ. საოცარია, რომ გამოგონებულ მანქანებს და მოწყობილობებს, რომლის დამზადება იმ დროს შეუძლებელი იყო, დაწვრილებით აღწერდა.

Thursday, 17 June 2021

სპარსეთის ყურეში აღმოჩნდა დაკარგული ცივილიზაციის ნაშთები


ძველი მითებიდან ვგებულობთ ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში მომხდარი წარღვნის შესახებ. ამასვე  იმეორებს ბიბლიაც. სწორედ ბიბლიაშია ნახსენები ნოეს კიდობანი, რომლის აგების მიზანი გახლდათ კაცობრიობის მომავლის გადარჩენა.

არქეოლოგებისა და ანთროპოლოგების აზრით, სპარსეთის ყურის ზონაში წყლით დაიფარა ოდესღაც ნაყოფიერი მიწები, სადაც სავარაუდოდ 75-100 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ ადამიანები აფრიკის კონტინენტს იქით.

Thursday, 10 June 2021

ჰამსას სიმბოლო



ჰამსა უძველესი, დიდი ძალის მქონე სიმბოლოა, რომელსაც ხშირად იყენებენ ამულეტად. რთულია ამ სიმბოლოს საწყისი ფესვების პოვნა, ვინაიდან იუდაისტ, ქრისტიან და მუსლიმ მეცნიერებს არ გააჩნიათ ერთიანი აზრი ჰამსას მნიშვნელობის განმარტებისას. ეს სიმბოლო გამოსახულია თვალის სახით ხელისგულზე. მას საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა უამრავი სხვა სახელი. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ჰამსას სიმბოლო წარმართობის დროიდან მოდის და მოგვიანებით ის მიიღო სხვა რელიგიებმა. როგორც ირკვევა მას კავშირი აქვს შუამდინარეთთან, ძველ ეგვიპტესთან.

Wednesday, 9 June 2021

სამი საიდუმლო კარი, რომლის გაღება აკრძალულია


მსოფლიოში არსებობს სამი ადგილი, სადაც დაბეჭდილია კარები, რომლის გახსნა არ შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო. იქ კი, აურაცხელი განძის გარდა იმალება დიდი საიდუმლოც.


 ინდოეთი_პადმანაბჰასვამის ტაძარი/საცავი B


სტატიაში გველის ნიშნით დალუქული პადმანაბჰასვამის ტაძრის კარის საიდუმლო უკვე ვისაუბრე ინდოეთში არსებულ ოქროთი მოვარაყებულ ტაძარზე და იქ გახსნილ 5 ოთახზე, სადაც აღმოჩნდა ტრილიონი დოლარის ღირებულების ოქროს მონეტები, ნივთები და ძვირფასეულობა. მე-6 ოთახი (B)  დარჩა დაკეტილი, ვინაიდან კარი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიღება თუ ბუდისტი ბერი შეასრულებს განსაკუთრებულ წმინდა გალობას, მაგრამ ამის შესრულება დღეს არავის ძალუძს. ამიტომ ოთახი კვლავ დაკეტილია და ბევრ საიდუმლოს ინახავს.

Tuesday, 8 June 2021

ნიუტონს სწამდა, რომ ეგვიპტის პირამიდებში დაფარული იყო უძველესი ცოდნა


საზოგადოებისთვის ცნობილი, ყველა დროის ერთ-ერთი გავლენიანი და სამეცნიერო რევოლუციის საკვანძო ფიგურა ისააკ ნიუტონი დაინტერესებული იყო ოკულტიზმით. ის გახლდათ მისტიციზმით გატაცებული. მისი დაინტერესება ალქიმიითა და თეოლოგიით დოკუმენტურადაა დადასტურებული. ნიუტონს ბევრი საიდუმლო ჰქონდა. გადმოცემით,  ბიბლიაში არსებული ფარული კოდების ამოხსნის ცდებს მეცნიერის გამოუქვეყნებული ნაშრომები ნათელჰყოფს. სავარაუდოდ, გამოუქვეყნებელი ჩანაწერები დაწერილია 1680 წელს, რომელიც აღმოაჩინეს მისი გარდაცვალებიდან  200 წლის შემდეგ. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ნიუტონს აპოკალიფსის გასაღებად მიაჩნდა ძველი ეგვიპტე.

Monday, 7 June 2021

სოლომონ მეფის მაგიდა_რთული ტექნოლოგია


სოლომონ მეფის საგანძური გამუდმებით იწვევდა და იწვევს საზოგადოების გაუნელებელ ინტერესს. მრავალი საუკუნის შემდეგაც კი არ წყდება მისი რეალურად  არსებობის შესახებ დავა, ვინაიდან სოლომონის ტაძრის დარბევის დროს დაიკარგა და აქამდე არ აღმოჩენილა. საგანძურის  ნივთების მთავარი ღირსება მათი მაგიური თვისებები გახლდათ. ერთ-ერთი ასეთი ნივთი იყო სოლომონის მაგიდა, რომელსაც საოცარი მახასიათებლები ჰქონდა.

Sunday, 30 May 2021

ლეგენდერული, დაკარგული ოაზის-ქალაქი ზერზურა


იმ უამრავი ლეგენდიდან და მითიდან, რომელიც უკავშირდება საჰარის უდაბნოს, ყველაზე მომხიბვლელი და იდუმალებით მოცული გახლავთ ლეგენდა ზერზურას დაკარგული ოაზისის შესახებ. გადმოცემით, ეს მწვანე სამოთხე მდებარეობს ლიბიის უდაბნოს ქვიშაში. ზოგს მიაჩნია, რომ ზერზურას ოაზისი მხოლოდ ლეგენდაა, მაგრამ თავგადასავლების მოყვარულთ ასეთი მსჯელობა ვერ აფერხებს. შესაბამისად, ძალ-ღონეს არ იშურებენ აფრიკის ელდორადოს აღმოსაჩენად.

Friday, 28 May 2021

სტამბულში აღმოჩნდა ისტორიამდელი სამარხები რუნული წარწერებით


 თურქეთში არქეოლოგებმა სტამბულის ყველაზე  მოძრავ მოედანზე, სადაც მიმდინარეობს მეტროს ახალი სადგურის მშენებლობა, აღმოაჩინეს ათობით ისტორიამდელი სამარხი. 

ისტორიამდელი სამარხი მშენებლობის ადგილზე მდებარეობს. არქეოლოგობი ამ ადგილზე 2016 წლიდან მუშაობენ. მათი მოვალეობაა არქეოლოგიური ძეგლების მოძიება და ამ ძეგლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

Monday, 24 May 2021

სიკვდილი ილუზიაა_ასე ფიქრობენ მეცნიერები


მეგობრის გარადაცვალების შემდეგ, ალბერტ აინშტაინმა თქვა: "ბესომ დატოვა ეს უცნაუარი სამყარო, ცოტათი გამასწრო. არაფერია, ჩვენნაირმა ადამიანებმა იციან, რომ განსხვავება წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის მხოლოდ ჯიუტი, შეუვალი ილუზიაა". ექიმი, მეცნიერი რობერტ ლანცა დარწმუნებულია, რომ აინშტაინი მართალი იყო: სიკვდილი მხოლოდ ილუზიაა.

მიგვაჩნია, რომ ეს სამყარო-რაღაც ობიექტური რეალობა, დამკვირვებლისგან დამოუკიდებელია. ვფიქრობთ, რომ სიცოცხლე მხოლოდ ნახშირბადისა და მოლეკულების ნაზავია: რაღაც დროის განმავლობაში ვცოცხლობთ, შემდეგ მიწაში ვიხრწნებით. გვჯერა სიკვდილის იმიტომ, რომ ასე გვასწავლეს. და კიდევ იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვაიგივებთ ფიზიკურ სხეულთან და ვიცით: სხეული კვდება და გაგრძელება არ არსებობს.

Friday, 21 May 2021

დედამიწის წიაღში მიმდინარე ანომალური მოვლენა


სამყაროს უძველესი რუკა


მრავალი წლის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ შრი-ლანკას უძველეს ქალაქ ანურადჰაფურში მდებარე კლდეზე ამოუცნობი გამოსახულება უნდა ყოფილიყო უძველესი ვარსკვლავური ჭიშკარი, რომლის გავლით ძველი ცივილიზაციების წარმომადგენლები მოგზაურობდნენ სამყაროს სხვა ადგილებში.

ეს ადგილი ცნობილია როგორც რაჯარათა (მეფეთა მიწა), რომელიც კუნძულზე დაარსებული პირველი სამეფო გახლდათ (377 წ.ჩვ.წ.აღ-მდე) და  მდებარეობს შრი-ლანკას ბუდისტური ცივილიზაციის ცენტრში. ამ ადგილს უამრავი ადამიანი სტუმრობს. ის იზიდავს მომლოცველებს უძველესი ბუდისტური ტაძრებით.

Wednesday, 19 May 2021

საგნების ლევიტაცია ბგერითი ტალღების ზემოქმედებით


2019 წლის თებერვალში კოლუმბიის უნივერსიტეტის მკველვართა ჯგუფმა გამოაქვეყნა ექსპერიმენტის შედეგები, რომლის თანახმად ბგერით ტალღებს შეუძლია მიიზიდოს გრავიტაციული მასა. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბგერით ტალღებს შეუძლია მცირე გრავიტაციული ველის შექმნა.

გამოთვლები აჩვენებს, რომ ბგერითი ტალღები ატარებს უარყოფით მასას, რაც ნიშნავს, რომ გრავიტაციული ველის არსებობისას, ისეთის როგორიც დედმიწაზეა, მათი ტრაექტორია ზევით იხრება. ირკვევა, რომ ტალღები ახდენს გრავიტაციული ველის გენერირებას.

კლდეზე წარმოქმნილი უცნაური ქვის კვერცხები


 ჩინეთის ერთ-ერთ სოფელში კლდეზე გამოუცნობი მიზეზით ჩნდება კვერცხის ფორმის 20-40 სმ-ის ზომის ქვის წარმონაქმნები. ადგილობრივთა თქმით ჩან დიანის კლდე 6 მ-ის სიმაღლისაა. მასზე, ყოველ 30 წელიწადში ერთხელ, ჩნდება ქვის კვერცხის ფორმის ბურთულები და ცვივა მიწაზე.

დროის მანქანა და მაიკ მარკუმის უცნაური გაქრობა


 1995 წლის დასაწყისში, მისურის შტატის ქალაქ სტენბერის მაცხოვრებელმა მაიკ მარკუმმა სცადა საკუთარი სახლის ვერანდაზე აეგო დროის მანქანა და შეუდგა "ჯეიკობსის კიბის" მოწყობილობის აგებას. ორ კონატაქტს შორის ჰაერის წინააღმდეგობის შესამცირებლად მან გამოიყენა კომპაქტ-დისკების მოდიფიცირებული ლაზერი. შედეგად წარმოიქმნა უწყვეტი ელექტრორკალი. მოწყობილობის ჩართვისას მაიკი უცნაური შედეგის წინაშე დადგა. წარმოიქმნა სითბური კვალი, როგორიც ცხელი ასფალტის ზედაპირზე ჩანს ხოლმე, მაგრამ მას ჰქონდა ქარბორბალას ფორმა. მარკუმმა რკინის ხრახნი ჩააგდო შიგნით. ხრახნი წამიერად გაქრა და შემდეგ ისევ გამოჩნდა რამდენიმე მეტრის მოშორებით.

Tuesday, 18 May 2021

ორთავიანი გოლიათი "კაპ-დვა"_საიდუმლოებით მოცული მუმია


 ძველ ტექსტებში საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ვაწყდებით იმის შესახებ, რომ დედამიწაზე ცხოვრობდნენ გოლიათები. მსგავს ინფორმაციას გვაწვდის თავად ბიბლიაც, სადაც საუბარია "ღვთისშვილ" გოლიათ ნეფილიმებზე. მაგრამ იშვიათად თუ ვინმეს სმენია პატაგონიის 3,5 მ. ორთავიანი გოლიათის შესახებ. ამ გოლიათის მუმიას მეცნიერებმა სახელად "კაპ-დვა" შეარქვეს.

Sunday, 16 May 2021

ყველაზე უცნაური გრაგნილები, კოდექსები და უძველესი წიგნები ისტორიაში

მენდოსას კოდექსი

კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში დაწყებული პირველი იეროგლიფებიდან და ასოებიდან, დასრულებული თანამედროვე ფილოსოფიური ტრაქტატებით, ადამიანი იყენებდა დამწერლობას აზრის გამოსახატავად სხვადასხვა საკითხზე. ზოგიერთი წიგნი-დიდი რთული ტრაქტატებია, რომელიც არ ექვემდებარება გაშიფვრას დღესაც კი. ზოგის წარმოშობა გაურკვევლია, ზოგის-შინაარსი. ლიტერატურის ჩასახვის დროიდან კაცობრიობამ დააგროვა უამრავი ისეთი ნაწარმოები, რომელიც დღემდე აოცებს მეცნიერებს.

მენდოსას კოდექსი-აცტეკთა ილუსტრირებული კოდექსი, რომელიც დაიწერა დაახლოებით 1541 წელს. მასში დაწვრილებით არიან აღწერილი აცტეკები და მათი მმართველები, ცხოვრების ფორმა, კულტურა და ბევრი სხვა რამ.