ლეონარდო და ვინჩი მართლაც უნივერსალური ადამიანი გახლდათ. თითქმის ყველა სფეროში მიაღწია მან პროფესიული წარმატების მწვერვალს: მხატვარი, მუსიკოსი, მწერალი, გამომგონებელი და მეცნიერი.
1499 წელს ლეონარდომ საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XII-თან მილანში შეხვედრისთვის შექმნა მექანიკური ლომი, რომელსაც რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ეხსნებოდა გულმკერდი და იქიდან მოუჩანდა "შროშანებით სავსე" შიგნეულობა. დიდ მხატვარს ეკუთვნის სკაფანდრის, წყალქვეშა ნავის, თბომავლის გამოგონება. მანვე დაგვიტოვა ხელნაწერი, სადაც საუბარია გაზის განსაკუთრებული ნარევის გამოყენების შესახებ ( საიდუმლო შეგნებულად დაწვა) წყალქვეშ ყვინთვისთვის. ასეთ გამოგონებას აუცილებელად ესაჭიროებოდა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების ზედმიწევნით ცოდნა, რაც იმ დროს წარმოუდგენელი იყო. ლეონარდომ გამოიგონა ვერტმფრენი, ველოსიპედი, პარაშუტი, ტანკი, ტყვიამფრქვევი და ბევრი სხვა რამ. საოცარია, რომ გამოგონებულ მანქანებს და მოწყობილობებს, რომლის დამზადება იმ დროს შეუძლებელი იყო, დაწვრილებით აღწერდა.
შუა საუკუნეების ხელნაწერებში ვაწყდებით რეაქტიული თვითმფრინავებისა და დროში მოგზაურობის აღწერას. ნახსენებია ასევე ნოსტრადამუსის კონსტრუირებული მომავლის მანქანაც. ცნობილია, რომ ნოსტრადამუსი წინასწარმეტყველებდა არა ასტროლოგიის, არამედ სპეციალური მანქანის დახმარებით, რომლის საიდუმლო ამოიკითხა შუა საუკუნეების არაბულ ხელნაწერებში.
სამყაროს აღქმის უფრო სრულყოფის, მეხსიერების გაუმჯობესებისა და წარმოსახვის განვითარებისთვის და ვინჩი ასრულებდა სპეციალურ ფსიქოტექნიკურ ვარჯიშებს. ერთ-ერთი მისი საიდუმლო ძილის განსაკუთრებულ ფორმულაში მდგომარეობდა: იძინებდა 15 წუთს ყოველ ოთხ საათში ერთხელ, რითაც 8 საათიან ძილს ამოკლებდა საათნახევრამდე. ასეთი ძილის რეჟიმის დამსახურებით შეძლო დროის 75%-ის ეკონომია, რამაც გაუხანგრძლივა სიცოცხლე 70-დან 100 წლამდე.
ლეონარდო და ვინჩი ზებუნებრივი უნარებისა და შესაძლებლობების პატრონი იყო. მას უცნაური პირადი დღიური ჰქონდა, სადაც საკუთარ თავს მიმართავდა "შენობით" და აძლევდა მითითებებს, ბრძანებებს როგორც მოსამსახურეს და მონას: "შენ უნდა აჩვენო საკუთარ თხზულებაში"... "უბრძანე გააკეთონ ორი სამგზავრო ჩანთა"...იქმნება შთაბეჭდილება, რომ ლეონარდოში ცხოვრობდა ორი პიროვნება: ერთი-ყველასთვის ცნობილი, მეგობრული, მეორე-წარმოუდგენლად უცნაური, დაფარული, ყველასთვის უცნობი, რომელიც ბრძანებლობდა და მართავდა მის ქცევებს.
და ვინჩი არაჩვეულებრივი ილუზიონისტი, მაგიც იყო. მას შეეძლო მდუღარე სითხეში წითელი ღვინის ჩასხმით მრავალფეროვანი ორთქლი მიეღო; თეთრ ღვინოს ადვილად აქცევდა შავ ღვინოდ; ორ ჭიქაზე დადებულ ჯოხს ტეხავდა ერთი დარტყმით ისე, რომ ჭიქები მთელი რჩებოდა.
გენიალური მხატვრის თაყვანისმცემელთ ხშირად ავიწყდებათ, რომ ლეონარდო რაღაცით მიშელ ნოსტრადამუსზე მაღლაც კი იდგა, ვინაიდან ფლობდა მომავლის წინასწარმეტყველების უნარს. ცნობილ "წინასწარმეტყველებებში", რომელიც მან მილანში დაწერა 1494 წელს, აღწერილია მომავლის საშინელი სურათები. ბევრი მისი წინასწარმეტყველება ან უკვე წარსულად იქცა, ან ახლა იქცევა რეალობად.
და ვინჩის მთავარ წინასწარმეტყველებად ითვლება "სამყაროს დასასრულის" სურათი. თანამედროვენი მას სრულ უაზრობად მიიჩნევდნენ, ვინაიდან მასში ასახული იყო დანგრეული ქალაქი უზარმაზარი სოკოს ფონზე. ჩვენ კი ახლა ვხვდებით, რომ ლეონარდომ დახატა ხიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედია.
და ვინჩი "წინასწარმეტყველებებში" საუბრობს მომავალში ზნეობრიობის დაცემაზეც, როცა ქალები ურცხვად გამოფენენ საკუთარ სხეულს და ადვილად ხელმისწავდომნი ხდებიან. საუბრობს მავნე საკვებზე, რომელიც ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ლეონარდო თვლიდა, რომ ადამიანები მომავალში სიმდიდრეს ყველაფერზე მაღლა დაყენებდნენ, მაშინაც კი, თუ ამით სხვათა უფლებები დაირღვეოდა.
"ხალხი იმოძრავებს, ისაუბრებს იმასთან ვინც არ არსებობს"-წერდა და ვინჩი. იმ დროს ეს სიტყვები უცნაურად ჟღერდა, მაგრამ დღეს გვესმის, რას ამბობდა ამ სიტყვების ავტორი. ლეონარდო წინასწარმეტყველებდა დღევანდელი გადაადგილების საშუალებებზე, რომლის დამსახურებით ადამიანი რჩება პრაქტიკულად უმოძრაოდ, და ამავე დროს აღმოჩნდება სხვა ქუჩაზე, სხვა ქალაქში. სატელეფონო საუბრები კი გახლავთ საუბარი იმასთან, რომელიც არ არსებობს, გვერდით არ გვყავს.
მან იცოდა, რომ მომავალში დაიწყებდნენ მიწის დაბურღვას წიაღისეულის მოსაპოვებლად. მოპოვებულ მადანს გამოიყენებდნენ რკინის იარაღის დასამზადებლად. ის წინასწარმეტყველებდა ქაღალდის ფულის დაბეჭდვასაც, რომელიც ჩაანაცვლებდა ოქროს მონეტას.
ცნობილი გახდა, რომ ლეონარდო ხატავდა სარკეში გამოსახულ ანარეკლს. მან ყველა მითიური არსება სპეციალურად დახატა. 2011 წელს, ამერიკელმა მეცნიერებმა მოულოდნელი აღმოჩენა გააკეთეს. ჩვეულებრივი სარკეების დახმარებით შეისწავლეს ლეონარდო და ვინჩის რამდენიმე ნახატი. ყველა ტილოს ერთი რამ ახასიათებდა-მათზე გამოსახული გმირები იცქირებოდნენ სიცარიელეში. მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ გმირთა მზერა მიმართული იყო უხილავი ობიექტისკენ.
დიდი მხატვრის საიდუმლოს გასაღებს ეძებდნენ ნახატის ზედაპირზე სარკის მოძრაობით. თითეულ ნახატზე მუშაობას რამდენიმე თვე დასჭირდა. ყოველი ექსპერიმენტის შემდეგ მეცნიერებს ელოდა ერთიდაიგივე შოკისმომგვრელი შედეგი-სარკეში არეკლილი გამოსახულების ფრაგმენტი აჩვენებდა რაღაც იდუმალ ფიგურას.
მკვლევარები საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ. თურმე მონა ლიზა უცქერის არა სიცარიელეს, არამედ რაღაც იდუმალებით მოცულ ნიღბიან არსებას. უცნაური სახის ნაკვთები ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს, რომელიც დაშიფრულია მხატვრის ათეულობით ნახატში.
და ვინჩი თვლიდა, რომ სარკე ინფორმაციის დაფარვის საშულებაა. რა საიდუმლო კოდის გადმოცემა სურდა მხატვარს და რა გამოცანის გასაღები იმალება სარკის ანარეკლში?
No comments:
Post a Comment