სახელგანთქნული მხატვრების ზოგიერთმა შედევრმა დაბადა მრავალი შეთქმულების
თეორია და საფუძველი ჩაუყარა საიდუმლოებით მოცულ ისტორიებს, რასაც გარკვეულწილად თავისი მიზეზი ჰქონდა. იმდენად დიდი დრო გვაშორებს მათ შემქნელებთან, რომ ახლა შეუძლებელია ზუსტად გავარკვიოთ რას ფიქრობდნენ მათი შექმნისას, რომელიც აიძულებს ჩვენს წარმოსახვას შეეხოს ამ ფარულ შეტყობინებებსა და სიმბოლოებს. შესაძლოა ჭკვიანური, მაგრამ ხანდახან ხელოვნების ცნობილი ნიმუშების პროვოკაციული დეტალები არ წარმოადგენს "და ვინჩის კოდივით" გამოუცნობს, მაგრამ ისინი მაინც გაიძულებთ შეხედოთ ამ ნახატებს სულ სხვა თვალით.
მიქელანჯელოს მიერ შესრულებული ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი, რომელიც სიქსტის კაპელის ჭერზეა, გამოსახულია ადამი, რომელსაც ღმერთი აწვდის სიცოცხლის პირველ ნაპერწკალს. ბევრის აზრით, ამ ნახატში იმალება მეცნიერული საიდუმლო. ღვთისა და ანგელოზების უკან განფენილ მოწითალო-ყავისფერ მოსასხამს ზუსტად ისეთივე ფორმა აქვს როგორიც ადამიანის ტვინს. მკვლევარებმა ზოგიერთი ნაწილის გამოყოფაც კი შეძლეს, თუნდაც ხერხემლის არტერია (რომელიც წარმოდგენილია ანგელოზის სახით ღმერთის და მისი მწვანე შარფის ქვეშ) და ჰიპოფიზი. არსებობს რამდენიმე თეორია რატომ გააკეთა მიქელანჯელომ ეს. ზოგი ვარაუდობს, რომ ტვინი წარმოადგენს ღმერთს, რომელიც ადამს აძლევს ღვთაებრივ ცოდნას. თუმც უფრო პოპულარულ თეორიას თუ ვენდობით, მიქელანჯელომ ტვინი დახატა ეკლესიის მიერ მეცნიერების უარყოფის ფარული პროტესტის ნიშნად.
მეთხუტმეტე საუკუნის ცობილმა მხატვარმა იან ვან ეიკმა თავი ვერ შეიკავა, რომ არ აღმოჩენილიყო საკუთარ პორტრეტზე "არნოლფინი". თვითრეკლამის მიზნით ვან ეიკმა კედელზე ორი ფიგურის უკან ლათინურად დაწერა “იან ვან ეიკი აქ იყო 1434 წელს”. მაგრამ უფრო ნაკლებად შესამჩნევია სხვა ორი ფიგურა ამ სურათზე. ფიგურები მოჩანს სარკეში, დგანან დაახლოებით იმ ადგილზე, სადაც ამ სცენის მაყურებელი უნდა იმყოფებოდეს. გავრცელებული აზრით, ხელაწეული მამაკაცი სწორედ ვან ეიკია.
მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული საგანძურის ძიებაზე აგებული ტრილერი “და ვინჩის კოდი” სპეკულაციურ ხასიათს ატარებს, ლეონარდო და ვინჩი საკუთარ ნამუშევრებში მაინც მალავდა რაღაც საიდუმლოებებს. კერძოდ, ლუვრის ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ნახატზე მონა ლიზას მარჯვენა თვალში გამოსახულია მხატვრის ინიციალები LV, მაგრამ ისინი მიკროსკოპულად პატარაა. კიდევ უფრო საოცარია, რომ 2015 წელს ფრანგმა მეცნიერმა ამრეკლავი სინათლის ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებით სურათის ქვეშ აღმოაჩინა ქალის კიდევ ერთი პორტრეტი. სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო და ვინჩის “პირველი მონახაზი”, რომელიც მან გადაღება თავისი შედევრის შესაქმნელად.
ბოტიჩელი ყველასთვის ცნობილია ნახატით “ვენერას დაბადება”. მას ძალიან უყვარდა მცენარეები. მეორე მის ცნობილ ნახატზე “პრიმავერა” მკვლევარებმა აღმოაჩინეს 500-მდე სხვადასხვა სახის მცენარე. ყველა დახატულია ისეთი მეცნიერული სიზუსტით, რომ მათი ამოცნობა ძალიან ადვილია.
ალბათ შეძლებთ ჰანს ჰოლბაინ უმცროსის ამ ნახატზე “ელჩებში” დამალული თავის ქალის პოვნას. გამადიდებელი შუშა არაა საჭირო, ის საკმაოდ დიდია ნახატზე. ეს გახლავთ კრემისფერი და შავი დიაგონალური ლაქა, რომელიც ნახატის ბოლოში თავის ქალად იქცევა თუ სწორად შეხედავთ ტილოს.
კარავაჯოს ბახუსის (ღვინის ღმერთის) პორტრეტი გახლავთ კიდევ ერთი ხელოვნების ნიმუში, რომელიც მალავს მხატვრის მინიატურულ ავტოპორტრეტს. 1922 წელს რესტავრატორი ასუფთავებდა 1595 წლის ნამუშევარ ტილოს. როცა საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყი მოსცილდა ნახატს, გამოჩნდა პორტრეტი. მარცხენა დაბალ კუთხეში, შუშის ქილაში ზის კარავაჯო ღვინის ზედაპირზე.
ნახატი ქალბატონის გამოსახულებით ცნობილია როგორც “მადამ X”. სინამდვილეში ამ პარიზელი არისტოკრატი ქალბატონის სახელი გახლავთ ვირჯინია ამელი ავენიო გოტრო. მე-19 საუკუნის მხტვარმა ჯონ სინგერ სარჯენტმა გადაწყვიტა მისი პორტრეტის დახატვა იმ იმედით, რომ სახელს გაითქვამდა. ასეც მოხდა, მაგრამ სრულიად შეუსაბამო მიზეზით. თავდაპირველ პორტრეტზე მადამ გოტროს კაბის მარჯვენა თასმა მხარზე ჰქონდა ჩამოვარდნილი. ამიტომ პორტრეტის მნახველმა მაღალი წრის საზოგადოებამ ასეთი შტრიხი აღმაშფოთებელ ფაქტად მიიჩნია. სარჯენტმა თასმა ხელახლა დახატა და თავის ადგილზე დასვა, მაგრამ ნეგატიური რეაქცია არ შეწყვეტილა. ამის გამო, მხატვარს მოუწია პარიზის დატოვება. თუმც მან მაინც შეძლო პორტრეტი მიეყიდა მეტროპოლიტენ მუზეუმისთვის. ასე რომ, ჩანაფიქრი გარკვეულწილად მაინც შეისრულა.
ვინსენტ ვან გოგმა, ცნობილი ფერწერული ტილოების “ვარსკვლავური ღამე” და ავტოპორტრეტის” ავტორმა, შექმნა მრავალფეროვანი ნახატი “კაფეს ტერასა ღამით”. ამ ნახატთან დაკავშირებით გავრცელებულია მოსაზრება, რომ ის წარმოადგენს და ვინჩის “საიდუმლო სერობის” უფრო თანამედროვე ინტერპრეტაციას. უნდა აღინიშნოს, რომ ვან გოგი ღრმად რელიგიური პიროვნება გახლდათ. სურათზე, კაფეში ზუსტად თორმეტი ადამიანი ზის. ისინი გარს ახვევიან ფეხზე მდგომ გრძელთმიან ფიგურას, რომელიც დგას ჯვრის მსგავსი ფორმის წინ ფანჯარასთან.
No comments:
Post a Comment