Thursday, 17 June 2021

სპარსეთის ყურეში აღმოჩნდა დაკარგული ცივილიზაციის ნაშთები


ძველი მითებიდან ვგებულობთ ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში მომხდარი წარღვნის შესახებ. ამასვე  იმეორებს ბიბლიაც. სწორედ ბიბლიაშია ნახსენები ნოეს კიდობანი, რომლის აგების მიზანი გახლდათ კაცობრიობის მომავლის გადარჩენა.

არქეოლოგებისა და ანთროპოლოგების აზრით, სპარსეთის ყურის ზონაში წყლით დაიფარა ოდესღაც ნაყოფიერი მიწები, სადაც სავარაუდოდ 75-100 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ ადამიანები აფრიკის კონტინენტს იქით.

სპარსეთის ყურეში ძველი ცივილიზაციის არსებობას მოწმობს უკანასკნელ ხანს უამრავი დასახლების აღმოჩენა  სანაპირო ზოლში, წყლის ქვეშ-60-ზე მეტი არქეოლოგიური ძეგლი. კვლევებს ხელმძღვანელობდა ჯეფრი როუზი. სახლები ნაგებია  ქვით. აღმოჩნდა ასევე სავაჭრო გზების მთელი ქსელი, ლამაზად მოხატული კერამიკა, შინაური ცხოველების ნაშთები და მსოფლიოში უძველესი ნავები. თავისი განვითარების პიკზე ამ ცივილიზაციას ეკავა დაახლოებით ბრიტანეთისხელა ტერიტორია. წყალმა ეს ტერიტორია ნელ-ნელა მთლიანად დაფარა. არქეოლოგთა აზრით, ინდოეთის ოკეანემ საბოლოოდ შთანთქა ხმელეთი 8 ათასი წლის წინ. 


ბრიტანელთა ჰიპოთეზამ შეიძლება ნათელი მოჰფინოს თანამედროვე ჰომო საპიენსის მიგრაციის ნიუანსებს, რომლებმაც მიგრაცია დაიწყეს აფრიკიდან 125 ათასიდან, 60 ათასი წლის ჩათვლით. ბრიტანელთა თეორიამ დავა გამოიწვია  მკვლევართა შორის.

დაკარგული ცივილიზაციის არსებობამდე მეცნიერები სწორედ ამ ძველი დასახლებების აღმოჩენამ მიიყვანა-დასახლებები საკმაოდ განვითარებული ინფრასტრუქტურით, ვაჭრობით, ჭურჭლით, რომელიც განეკუთვნება 7,5 ათას წლის წინანდელ ხანას.

ამ აღმოჩენამ შესაძლოა გადაწეროს ისტორია. აღნიშნული ცივილიზაციის მოსახლეობა მისდევდა თევზჭერას, მეცხოველეობას და  ფინიკის პალმის კულტივირებას. ჩაძირულ ნანგრევებში ჩანს ქვის სახლებიც, რომლის აგება შეეძლო მხოლოდ განვითარებულ ცივილიზაციას.

ვინ იყო ეს ხალხი და საიდან მოვიდა? უცნობი ცივილიზაცია გაქრა ისტორიიდან კლიმატის ცვლილებების გამო. არაა გამორიცხული, რომ ეს ყოფილიყო შუმერულ ეკონომიკურ ტექსტებში ნახსენები დილმუნის ძველი სამეფო-სავაჭრო ცენტრი, რომელიც ყვაოდა ჩვ.წ.აღ-მდე 2000 წელს ბაჰრეინის ნახევარკუნძულზე, სპარსეთის ყურეში. დილმუნის ადგილმდებარეობა ჯერაც არაა დაზუსტებული. ამიტომ ბაჰრეინი შიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ კანდიდატად.

თუ არქეოლოგები მართლს ამბობენ, მაშინ წყალქვეშ არსებული ნანგრევები იმაზე მეტყველებს, რომ ფარაონებამდე და შუმერებამდე ამ ადგილზე არსებობდა განვითარებული ცივილიზაცია.






No comments:

Post a Comment