1995 წლის დასაწყისში, მისურის შტატის ქალაქ სტენბერის მაცხოვრებელმა მაიკ მარკუმმა სცადა საკუთარი სახლის ვერანდაზე აეგო დროის მანქანა და შეუდგა "ჯეიკობსის კიბის" მოწყობილობის აგებას. ორ კონატაქტს შორის ჰაერის წინააღმდეგობის შესამცირებლად მან გამოიყენა კომპაქტ-დისკების მოდიფიცირებული ლაზერი. შედეგად წარმოიქმნა უწყვეტი ელექტრორკალი. მოწყობილობის ჩართვისას მაიკი უცნაური შედეგის წინაშე დადგა. წარმოიქმნა სითბური კვალი, როგორიც ცხელი ასფალტის ზედაპირზე ჩანს ხოლმე, მაგრამ მას ჰქონდა ქარბორბალას ფორმა. მარკუმმა რკინის ხრახნი ჩააგდო შიგნით. ხრახნი წამიერად გაქრა და შემდეგ ისევ გამოჩნდა რამდენიმე მეტრის მოშორებით.
მარკუმი იმხანად 21 წლის სტუდენტი იყო და სწავლობდა ელექტროტექნიკას. მის გამოგონებას დიდი ენერგია სჭირდებოდა. რამდენიმე ცდის შემდეგ კომპაქტ-დისკების ლაზერი აალდა. ახალგაზრდა მიხვდა, რომ მანქანის ასაწყობად საჭირო იყო ძლიერი ტრანსფორმატორები. ტრანსფორმატორები კი ძვირი ღირდა. გამომგონებელმა ახალი გზა აირჩია. ადგილობრივ ელექტროსადგურზე ექვსი ძველი ტრანსფორმატორი ჰქონდათ. მარკუმმა ექვსივე ტრანსფორმატორი წონით 140 კგ. მოიპარა ელექტროსადგურიდან.
ახალი ექსპერიმენტის ჩატარების დროს მასიურად გამოერთი ელექტროენერგია რაიონის რამდენიმე კვარტალში. მალევე, ტრანსფორმატორების ქურდობისთვის შერიფმა იუჯინ ლიუპფერმა დააპატიმრა მარკუმი .
ციხეში რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ, მარკუმი გაანთავისუფლეს. ის სტუმრად მიიწვიეს არტა ბელას შოუზე, რადიო Coast to Coast-ში. მაიკმა ისაუბრა რკინის ხრახნის გაქრობისა და დროის მანქანის შექმნის შესახებ. განაცხადა, რომ მომავალში საკუთარ ცდებს ჩაატარებდა ლეგალურად. მას სურდა კიდევ ერთი ექსპერიმენტის ჩატარება, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ახერხებდა.
ინტერვიუს დროს მაიკმა დატოვა საკუთარი ტელეფონის ნომერი. სამი დღის განმავლობაში ტელეფონის ზარი არ წყდებოდა. შოუმ აშკარად გაუწია დახმარება მარკუმს. მსმენელები ეხმარებოდნენ ფინანსურად, იდეებით და საჭირო დეტალებით.
მსმენელთა შემოწირულობების დამსახურებით მისი ახალი მანქანის პროექტი უფრო ძლიერი და ზომით დიდი იყო. თუკი ადრინდელი დროის მანქანა მუშაობდა კილოვატებზე, ამ შემთხვევაში, ის გათვლილი იყო სამ მეგავატზე.
მარკუმმა ასევე შექმნა მბრუნავი მაგნიტური ველი, ისეთი როგორიც გამოიყენეს ფილადელფიის ექსპერიმენტის დროს ამერიკელმა სამხედროებმა. გამომგონებლის აზრით, მბრუნავი მაგნიტური ველი იყო უფრო ეფექტური და ქმედითი.
ერთი წლის შემდეგ, არტ ბელმა კვლავ მიიწვია მაიკ მარკუმი სტუმრად. მაიკი ამტკიცებდა, რომ ატარებდა უფრო რთული დროის მანქანის ექსპერიმენტს. ელექტრომაგნიტური გრიგალი საკმაოდ ძლიერი იყო ადამიანის შიგ შესასვლელად.
ინტერვიუ დასრულდა მარკუმის განცხადებით, რომ ის მანქანის ამუშავებისთვის აუცილებელი ძაბვის შექმნასთან ახლოს იდგა. კითხვაზე, რას წაიღებდა თან, მან უპასუხა, რომ მხოლოდ მობილურ ტელეფონს. გადაცემის დასასრულს, მაიკმა გადაწყვიტა მსმენელებისთვის ტელეფონის ნომრის ნაცვლად მისამართი დატოვებინა. ყველას შეეძლო მისი სახლის პოვნა Google Earth-ზე.
1996 წელს, არტ ბელას შოუზე ბოლო გამოჩენისას, მაიკმა თქვა, რომ 30 დღეღა იყო დარჩენილი მუშაობის დასრულებამდე. 1997 წელს მაიკ მარკუმზე აღარაფერი ისმოდა. მარკუმის გაუჩინარების შემდეგ, ერთმა მსმენელმა დარეკა ბელას შოუზე და უცნაური ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც სპეციალურად მოიძია. 1930 წელს, კალიფორნიის სანაპიროზე პოლიციამ ნახა გვამი გაჭედილი უცნაურ ლითონის მილში. გვამის შეცნობა შეუძლებელი გახლდათ. სხეულთან ახლოს იპოვეს ამოუცნობი მოწყობილობა და ეს მოწყობილობა აღწერით ძალიან ჰგავდა მობილურ ტელეფონს.
No comments:
Post a Comment