Monday, 7 June 2021

სოლომონ მეფის მაგიდა_რთული ტექნოლოგია


სოლომონ მეფის საგანძური გამუდმებით იწვევდა და იწვევს საზოგადოების გაუნელებელ ინტერესს. მრავალი საუკუნის შემდეგაც კი არ წყდება მისი რეალურად  არსებობის შესახებ დავა, ვინაიდან სოლომონის ტაძრის დარბევის დროს დაიკარგა და აქამდე არ აღმოჩენილა. საგანძურის  ნივთების მთავარი ღირსება მათი მაგიური თვისებები გახლდათ. ერთ-ერთი ასეთი ნივთი იყო სოლომონის მაგიდა, რომელსაც საოცარი მახასიათებლები ჰქონდა. 

ისტორიული წყაროების მიხედვით, მაგიდა ჰგავდა სარკეს, რომელშიც აისახებოდა წარსულის, აწმყოსა და მომავლის ყველა ნაცნობი სივრცე. ეს გახლდათ ერთგვარი ქრონოგრაფი, რომლის დახმარებით მაგიდის მფლობელი, ვისაც შეეძლო ყველა უნარის აქტივირება, ღმერთებივით განუსაზღვრელ ძალაუფლებას იძენდა.


მუსლიმმა ჟამთააღმწერებმა დაფას უწოდეს "სოლომონის მაგიდა", ასევე "სოლომონის სარკე". ფოტოზე გამოსახული ობიექტი არაბებმა ნახეს ვესტგოთთა სამეფოს დედაქალაქში მისი დაპყრობის დროს.


ლეგენდის მიხედვით, სოლომონმა თავისი ცოდნა სამყაროზე, შესაქმეს ფორმულა და ღმერთის ჭეშმარიტი სახელი დაშიფრა მაგიდაში. ამავე ლეგენდის მიხედვით, მაგიდა აძლევს მფლობელს აბსოლუტურ ცოდნას. გადმოცემით, მაგიდაზე იყო სოლომონის ავეჯი და ზღვას განასახიერებდა, ანუ მისი ზედაპირი ჰგავდა ზღვას. 

მანუელ ხესუს სეგადო-უჩედას მიერ წამოყენებული ჰიპოთეზის მიხედვით, სოლომონის მაგიდა იყო არა ფიზიკური ობიექტი, არამედ საიდუმლო ცოდნის კონცეფცია, რომელიც გადაეცემოდა თაობიდან თაობას ხანგრძლივი  ისტორიის განმავლობაში. ბენ ჰაიანი კი საუბრობს "მუსლიმთა დინასტიების ისტორიაში" ნახსენებ ქრისტიანთა მტკიცებას, რომ სოლომონის მაგიდა მეფე სოლომონს კი არ ეკუთვნოდა, არამედ უკავშირდებოდა ქრისტიან მეფეთა ხანას.

თუკი შევაჯამებთ მონაცემებს, იხატება შემდეგი სურათი: მაგიდა იყო სარკე, სადაც ჩანდა აწმყო, წარსული და მომავალი. ასევე მას შეეძლო ეჩვენებინა ის, რაც იმ დროისთვის არ იყო დამახასიათებელი. არტეფაქტის ზედაპირი ჰგავდა ზღვას,  იყო გლუვი და ლაპლაპა. დამზადებული იყო არა სოლომონის დროს, არამედ უფრო ადრე. ზედაპირზე ეწერა სახელი და სიმბოლოები.

რამდენიმე წლის წინ Microsoft-მა ჩაუშვა პროგრამა surface (ზედაპირი)-ჰორიზონტალური და ბრტყელი კომპიუტერები, რომელსაც ჰქონდა მაგიდის ფორმა. ახლა Microsoft აკეთებს ორიგინალური სენსორული ეკრანის რებრენდინგს.


Surface-ის ზედაპირის სენსორული ინტერფეისი ძალიან ჰგავს Iphone-ს. მასზე შესაძლებელია თამაში კომპიუტერული თამაშებით, მენიუს წაკითხვა, საკვებისა და სასმელის შეკვეთა მაგიდასთან ურთიერთობის დახმარებით. ახლა Microsoft-მა ლას-ვეგასში დაიწყო Surface-ის მხარდაჭერით დაფების გამოშვება, რომელიც ჰგავს ჟურნალის მაგიდას.



დაფაზე დგას ორი ჭიქა. ნათქვამია, სოლომონის მაგიდაზეც შეიძლებოდა საჭმლის დადება, სხვადასხვა სამყაროების გახსნა, დაახლოებით ისე, როგორც ჩვენ დავძრომიალობთ ინტერნეტში და სენსორულ ზედაპირზე თითების ოდნავი შეხებით ვნახულობთ "სამყაროს ყველა საიდუმლოს".

თითქოს Surface ზუსტად იმეორებს სოლომონის მაგიდის ფუნქციების აღწერას. მაგიდა ჰგავს კომპიუტერს. რა თქმა უნდა, იმ დროს არ არსებობდა მსგავსი ტექნოლოგიები, სავარაუდოდ (თუკი ასეა),  ეს ნივთი სოლომონს ერგო უფრო მაღალგანვითარებული ძველი ცივილიზაციისგან.

ზოგიერთს სჯერა, რომ მაგიდა-კომპიუტერი ნამდვილად არსებობდა და გარკვეული ხნის განმავლობაში მუშაობდა კიდეც, სანამ არ დაჯდა.
































No comments:

Post a Comment