მეგობრის გარადაცვალების შემდეგ, ალბერტ აინშტაინმა თქვა: "ბესომ დატოვა ეს უცნაუარი სამყარო, ცოტათი გამასწრო. არაფერია, ჩვენნაირმა ადამიანებმა იციან, რომ განსხვავება წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის მხოლოდ ჯიუტი, შეუვალი ილუზიაა". ექიმი, მეცნიერი რობერტ ლანცა დარწმუნებულია, რომ აინშტაინი მართალი იყო: სიკვდილი მხოლოდ ილუზიაა.
მიგვაჩნია, რომ ეს სამყარო-რაღაც ობიექტური რეალობა, დამკვირვებლისგან დამოუკიდებელია. ვფიქრობთ, რომ სიცოცხლე მხოლოდ ნახშირბადისა და მოლეკულების ნაზავია: რაღაც დროის განმავლობაში ვცოცხლობთ, შემდეგ მიწაში ვიხრწნებით. გვჯერა სიკვდილის იმიტომ, რომ ასე გვასწავლეს. და კიდევ იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვაიგივებთ ფიზიკურ სხეულთან და ვიცით: სხეული კვდება და გაგრძელება არ არსებობს.
ბიოცენტრიზმის თეორიის ავტორ რობერტ ლანცას წარმოდგენით, სიკვდილი არ შეიძლება იყოს დასასრული როგორც ჩვენ მიგვაჩნია. მაგალითისთვის შეიძლება გამოგვადგეს ამინდი. ვხედავთ ცისფერ ცას, მაგრამ ცვლილებამ ტვინის უჯრედებში შეიძლება შეცვალოს ეს აღქმა და ცა მოგვეჩვენება მწვანედ ან წითლად. გენური ინჟინერიის დახმარებით შევძლებთ ყველაფრის წითლით ვიბრირებას, ხმაურს ან გარეგნული მომხიბვლელობის სრულყოფას.
ვფიქრობთ, რომ ახლა დგას ნათელი, მაგრამ თუ ნეირონულ კავშირებს შევცვლით, გარშემო ყველაფერი ჩაბნელებული მოგვეჩვენება. იქ, სადაც ცხელა და ტენიანობაა, ტროპიკულ ბაყაყს სცივა და სიმშრალეა. ეს ლოგიკა მისაღებია პრაქტიკულად ყველაფრისთვის. ლანცა ზოგიერთი ფილოსოფოსის მსგავსად ასკვნის: რასაც ვხედავთ, ჩვენი ცნობიერების გარეშე არ შეიძლება არსებობდეს. რასაც ახლა ვხედავთ და ვგრძნობთ, ჩვენ სხეულსაც კი, არის ინფორმაციის ნაკადი, რომელიც გონებაში იბადება. ბიოცენტრიზმის თანახმად, სივრცე და დრო არ გახლავთ მყარი, ცივი ობიექტები, როგორც მიაჩნიათ, არამედ ინსტრუმენტებია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს.
ლანცა გვთავაზობს შემდეგი ექსპერიმენტის შეხსენებას: როცა მეცნიერთა მეთვალყურეობის ქვეშ ელექტრონები გადის ბარიერის ორ ხვრელში, მაშინ მოქმედებს ტყვიების მსგავსად და პირველ ან მეორე ხვრელში გადის. მაგრამ თუ მათ არ შევხედავთ ბარიერში გავლისას, ისინი ტალღებივით მოქმედებს და შეუძლია ერთდროულად ორივე ხვრელში გავლა. გამოდის, უმცირეს ნაწილაკს შეუძლია შეცვალოს თავისი ქმედება იმისდა მიხედვით უცქერენ მას თუ არა? ბიოეთიკის მომხრეთა აზრით, პასუხი აშკარაა: რეალობა პროცესია, რომელიც ჩვენს ცნობიერებას მოიცავს.
მარადიულ, უკიდეგანო სამყაროში სიკვდილი არ არსებობს. უკვდავება არ ნიშნავს მარადიულ არსებობას დროში-ის დროის გარეშეა საერთოდ.
შეიძლება კიდევ ერთი მაგალითის მოყვანა კვანტური ფიზიკიდან, ჰაიზენბერგის გაურკვევლობის პრინციპის გახსენებით. თუ არსებობს სამყარო, რომელშიც ბრუნავს ნაწილაკები, ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება გავზომოთ მათი ყველა თვისება, თუმც ეს შეუძლებელია. მაგალითად, შეუძლებელია ერთდროულად ნაწილაკის მდებარეობის და მისი იმპულსების განსაზღვრა.
ჩვენი სწორხაზოვანი აზროვნებით, წარმოდგენა დროზე ასევე არ შეესაბამება ექსპერიმენტების საინტერესო სერიას. 2002 წელს მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ფოტონებმა წინასწარ იცოდა რას გააკეთებდა მათ შორს არსებული "ტყუპები" მომავალში. მკვლევარებმა შეამოწმეს წყვილ ფოტონებს შორის კავშირი. ერთ მათგანს ნება მისცეს დაესრულებინა მოგზაურობა-უნდა "გადაეწყვიტა" მოქცეულიყო ტალღასავით ან ნაწილაკივით. მეორე ფოტონისთვის მეცნიერებმა გაზარდეს მანძილი, რომელიც აუცილებლად უნდა გაევლო, რათა მიეღწია თავისი დეტექტორისთვის. გზაზე დადგეს შიფრატორი ნაწილაკად გადაქცევის აღსაკვეთად.
პირველმა ფოტონმა რატომღაც "იცოდა" რას აპირებდა მკვლევარი, ისე, თითქოს მათ შორის არ არსებობდა სივრცე და დრო. ფოტონი არ იღებდა გადაწყვეტილებას რად ქცეულიყო, ნაწილაკი თუ ტალღა, მანამდე, სანამ მისი ტყუპისცალი გზაზე არ შეეჯახებოდა შიფრატორს. "ექსპერიმენტები თანმიმდევრულად ამტკიცებს, რომ ეფექტები დამკვირვებელზეა დამოკიდებული. ჩვენი გონება და მისი ცოდნა ერთადერთია, რომელიც არკვევს თუ როგორ იქცევა ნაწილაკები"-ამბობს ლანცა.
მაგრამ ეს კიდევ არაფერი, ექსპერიმენტის ფარგლებში, რომელიც 2007 წელს ჩატარდა საფრანგეთში, მეცნიერები ისროდნენ ფოტონებს აპარატში, რათა მოეხდინათ რაღაც უჩვეულოს დემონსტრირება: მათ მოქმედებას შეუძლია უკანა რიცხვით შეცვალოს ის..., რაც უკვე მოხდა წარსულში. როცა ფოტონები გადადიოდა ჩანგლის საშუალებით აპარატში, მათ უწევდა გადაწყვეტილების მიღება, მოქცეულიყო როგორც ნაწილაკები ან როგორც ტალღები სხივის გამყოფზე მოხვედრისას. მოგვიანებით, როცა ფოტონებმა გაიარა ჩანგალი, ექსპერიმენტატორს სრულიად შემთხვევით შეეძლო ჩაერთო ან გამოერთო სხივის გამყოფი.
ცხოვრება-თავგადასავალი, რომელიც სცდება ჩვენი სწორხაზოვანი აზროვნების ზღვარს. როცა ვკვდებით, ეს შეთხვევით არ ხდება.
კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს ცდები ეხება მხოლოდ კვანტურ სამყაროს და მიკროსკოპულ ნაწილაკებს. თუმც ლანცას კონტრარგუმენტის სახით მოჰყავს 2009 წელს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული სტატია, სადაც ნათქვამია, რომ კვანტური ქცევა ვრცელდება ყოველდღიურ სფეროზეც. სხვადასხვა ექსპერიმენტები ასევე აჩვენებს, რომ კვანტური რეალობა სცდება "მიკროსკოპული სამყაროს".
ჩვეულებრივ, ჩვენ უარვყოფთ მრავალი სამყაროს არსებობის კონცეფციას როგორც მხატვრულ გამონაგონს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელია იყოს მეცნიერულად დადასტურებული რეალობა. კვანტური ფიზიკის ერთ-ერთი პრინციპი ამბობს, რომ დაკვირვების აბსოლუტური პროგნოზირება შეუძლებელია-საუბარია შესაძლო დაკვირვებებზე სხვადასხვა ალბათობით.
"მრავალი სამყაროს" თეორიის ერთი ძირითადი ინტერპრეტაცია არის ასეთი: ყოველი ასეთი შესაძლებელი დაკვირვება შეესაბამება (მულტისამყაროს) ცალკე სამყაროს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უთვალავ სამყაროსთან. რაც შეიძლება მოხდეს, ხდება რომელიმე მათგანში. ყველა შესაძლო სამყარო არსებობს ერთდროულად, იმისგან დამოუკიდებლად რა ხდება რომელიმე მათგანში. სიკვდილი ამ სცენარებში არ არის უცვლელი"რეალობა".
როცა ვკვდებით, ეს შემთხვევით კი არა, არამედ გარდაუვალი სასიცოცხლო ციკლის მატრიცაში ხდება. სიცოცხლე არ არის სწორხაზოვანი. რობერტ ლანცას აზრით, ის მრავალწლიან ყვავილს ჰგავს, რომელიც სულ ხელახლა იზრდება და ყვავის ჩვენი მულტისამყაროს ერთ-ერთ სამყაროში.
სული არ კვდება, ის უბრუნდება სამყაროს-ასე ფიქრობს ზოგი მეცნიერი. მრავალი საუკუნეა, რაც ფილოსოფოსები და მეცნიერები აყენებენ ადამიანის სულის უკვდავების თეორიებს. სხვადასხვა სფეროს მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ სულის ამოუცნობი ბუნება. ზოგს მიაჩნია, რომ ტვინი კომპიუტერს ჰგავს, ხოლო ადამიანის გონება პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აქტიურდება ბიოკვანტური კომპიუტერ-ტვინის საშუალებით.
გამოდის, სული არ კვდება, ის სამყაროში არსებობას აგრძელებს სიკვდილის შემდეგ. მკვლევარები ცნობიერების ბუნებასა და სულის შეცნობასთან ახლოს არიან. თვლიან, რომ კვანტური ვიბრაციები არსებობს ტვინის ნეირონების მიკროტუბულებში.
1996 წელს, ორი ცნობილი მეცნიერი როჯერ პენტროუზი (ფიზიკა-მათემატიკოსი) და სტიუარტ ჰამეროფი (ანესთეზიოლოგი) მუშაობდა ტვინის ცნობიერების კვანტურ თეორიაზე. მათ დაასკვნეს, რომ კვანტური ვიბრაციები მიკროტუბულებში იმართება სინაფსის საშუალებით. ამასთან, მასში მეხსიერება ნარჩუნდება ობიექტური შემცირების ხარჯზე. მიკროტუბულები წარმოადგენს უჯრედის სტრუქტურლი ჩონჩხის მთავარ კომპონენტს. შედეგად, ეს თეორია მიუთითებს რომ სული რეალურია და ის არსებობს მიკროტუბულებში. ცნობიერება ესაა კვანტური გრავიტაციის ეფექტის შედეგი, რომელიც მიმდინარეობს მიკროტუბულებში. ორივე მკვლევარს მიაჩნია, რომ ადამიანის ტვინი წარმოადგენს ბიოლოგიურ კომპიუტერს. ხოლო ადამიანის ცნობიერება-პროგრამა, რომელსაც მართავს ტვინის შიგნით არსებული კვანტური კომპიუტერი. ის აგრძელებს არსებობას ჩვენი გარდაცვალების შემდეგ. დოქტორი ჰამეროფი სულის ანალიზზე მსჯელობისას, ამტკიცებდა, რომ როცა გული ცემას წყვეტს, მიკროტუბულები კარგავს თავის კვანტურ მდგომარეობას. თუმც მასში არსებული კვანტური ინფორმაცია არ ნადგურდება, ხდება მისი გაშლა სამყაროში. შესაძლოა, სული გადადის პარალელურ სამყაროში. იმ შემთხვევაში თუ მოხდა ადამიანის რეანიმირება, მაშინ ინფორმაცია უმალ უბრუნდება მიკროტუბულებს, მაგრამ თუკი ეს არ მოხერხდა, მაშინ ადამიანი კვდება და ინფორმაცია აგრძელებს არსებობას სულის სახით სხეულის გარეთ. მეცნიერთა ეს თეორია მიუთითებს, რომ ადამიანის სული უფრო მეტია ვიდრე ნეირონების უბრალო ურთიერთქმედება ტვინში და ის არსებობდა დროის ათვლის საწყისიდან. შესაძლოა არსებობს რეალობის სხვა დონეზე ან სრულიად სხვა სამყაროში.
No comments:
Post a Comment