ძველ ტექსტებში საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ვაწყდებით იმის შესახებ, რომ დედამიწაზე ცხოვრობდნენ გოლიათები. მსგავს ინფორმაციას გვაწვდის თავად ბიბლიაც, სადაც საუბარია "ღვთისშვილ" გოლიათ ნეფილიმებზე. მაგრამ იშვიათად თუ ვინმეს სმენია პატაგონიის 3,5 მ. ორთავიანი გოლიათის შესახებ. ამ გოლიათის მუმიას მეცნიერებმა სახელად "კაპ-დვა" შეარქვეს.
მუმიის ისტორია 1673 წელს დაიწყო, როცა ესპანელმა მეზღვაურებმა ორთავიანი გოლიათი შეიპყრეს. გოლიათი დატყვევებული ჰყავდათ, მაგამ ეს უკანასკნელი გაქცევის დროს მოკლეს.
გოლიათის მუმიფიცირებული ნეშთი ერთი კოლექციონერიდან მეორის ხელში გადადიოდა. 1914 წელს ის აღმოჩნდა უესტონში, ბირნბეკზე. აქ მუმია 45 წელი უცნაურ არსებათა გამოფენაზე იყო. 1959 წელს გოლიათის მუმია შეიძინა ლორდ ტომას ჰოვარდმა.
"კაპ-დვა" გაოცებას იწვევდა მნახველებში. მოგვიანებით, შემთხვევით აღმოჩნდა ბალტიმორში, მერილენდის შტატში, უცნაურ კოლექციაში Bob’s Side Show, რომელიც ეკუთვნოდა რობერტ ჰერბერს. "კაპ-დვას" მუმიფიცირებული ნეშთის ნახვა დღესაც შესაძლებელია ჰერბერის კოლექციაში.
ჰერბერი ყვებოდა აბსოლუტურად განსხვავებულ ისტორიას გოლიათის შესახებ. მისი თქმით, "კაპ-დვა" ნახეს სანაპიროზე შუბით მოკლული. ადგილობრივმა პარაგვაელებმა მოკლულის სხეულს მუმიფიცირება გაუკეთეს. კაპიტანი ჯორჯ ბიკლი შემთხვევით წააწყდა მუმიას და ის გადაიტანა ინგლისში ბლეკპულის მუზეუმში, სადაც წლების განმავლობაში იყო გამოფენილი.
საბოლოოდ, მუმიფიცირებული ნეშთი კვლავ ამერიკაში, ბალტიმორში დააბრუნეს.
No comments:
Post a Comment