Saturday, 17 July 2021

კამბეის ცივილიზაცია_აღმოჩენილია ყველაზე უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში


ინდოსტანის ჩრდილო-დასავლეთით, არაბეთის ზღვაში მდებარეობს კამბეის ყურე. უძველესი დროიდან ეს ყურე იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. 2002 წელს კამბეის ყურეში აღმოაჩინეს უძველესი დასახლების ნანგრევები. ჩაძირული ქალაქი გამოიკვლიეს თანამედროვე ტექნიკის დახმარებით. წყლის ზედაპირზე ამოიღეს უამრავი არტეფაქტი. ყველაზე საოცარი კი ამ დასახლების ასაკი აღმოჩნდა, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 9500 წელს ითვლის.

არქეოლოგები ათეულობით წლების განმავლობაში იხილავდნენ ჰარაფას ცივილიზაციის წარმოშობას, რომელიც თანამედროვე პაკისტანისა და ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე ყვაოდა 3000 წლის წინ ჩვ.წ.აღ-მდე. კამბეის ყურეში ჩატარებული კვლევების შედეგად ინდოელი მეცნიერები სენსაციური აღმოჩენის წინაშე დადგნენ. გაირკვა, რომ ჰარაფას ცივილიზაცია დაკავშირებული იყო მასზე უფრო ძველ კულტურასთან. ეს უძველესი კულტურა კი არსებობდა უკანასკნელი გამყინვარების დასასრულისთვის, რომელიც შემდეგ წყალმა დაფარა. ცნობისთვის, უკანასკნელი გამყინვარების ხანაში დაახლოებით 18 ათასი წლის წინ, ზღვის დონე ამ ტერიტორიაზე 130 მეტრით დაბალი იყო.

ამ არაჩვეულებრივ აღმოჩენამდე ფიქრობდნენ, რომ ორგანიზებული ცივილიზაციები არ არსებობდა ძვ. წ. აღ-ის 5500 წლამდე. ბევრი მეცნიერი უარს აცხადებდა  ეღიარებინა უძველეს რელიგიურ ხელნაწერებში გადმოცემული მითები წარღვნაზე, რომელიც თავს დაატყდა დედამიწას. კამბეის ყურეში გაკეთებულმა აღმოჩენამ კი გააოგნა ისინი, ვინაიდან დამტკიცდა ოკეანეში ჩაძირული უძველესი ცივილიზაციის არსებობა.

არაბეთის ზღვის ფსკერზე, ინდოეთის სანაპიროს მახლობლად აღმოჩენილი უძველესი ჩაძირული ქალაქი მოიცავდა 17000 კვ.კმ-ზე მეტ ფართობს უამრავი ნაგებობით. ( შეადარ. ბაბილონი 4 კვ.კმ.) იქვე, შორიახლოს  აღმოჩნდა შედარებით მომცრო კიდევ ერთი ქალაქი. ეს უძველესი დასახლებები ბომბეის  ჩრდილოეთით 300 კმ-ში მდებარეობს. ინდოელი სპეციალისტები აქ გათხრებს აწარმოებენ 2002 წლიდან, რაც ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, ვინაიდან საძიებო რაიონის სიღრმე 30-40 მ-ია.



აღმოჩენა მოულოდნელი გახლდათ, ვინაიდან ჩვენამდე  არ მოუღწევია იმ ეპოქის რაიმე გადმოცემას ან ლეგენდას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ლეგენდა ლემურიის ცივილიზაციის შესახებ, ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ლემურია უნდა ყოფილიყო უფრო სამხრეთ-დასავლეთით. ფსკერის მახასიათებლები ცხადყოფს, რომ ჩაძირვა ნელ-ნელა მიმდინარეობდა და ეს არ მომხდარა  მოულოდნელი კატასტროფის შედეგად.

ფსკერზე მოპოვებული ნივთების ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი განეკუთვნება მოჰენჯო-დაროსა და ჰარაფას ცივილიზაციამდელ, რამდენიმე ათასწლეულით წინარე ხანას. ეს ხანა კი უფრო ახლოს დგას ლეგენდარული ატლანტიდის ეპოქასთან. საუბარია ჩვ. წ.აღ-მდე  7, 500 წელზე. კამბეის ყურეში აღმოჩენილი ქალაქი უფრო ძველია ვიდრე იერიქონი, რომელიც სულ 7000 წლისაა. 

დათარიღებასთან დაკავშირებით გამოჩდნენ სკეპტიკოსები. ოკეანოლოგები კი ამტკიცებენ, რომ ყურე დღევანდელი სახით ჩამოყალიბდა 6900-7700 წლების შუალედში. ასე რომ, ყველა შემთხვევაში აღმოჩენილი ქალაქები უძველესია. როგორც ცნობილია,  პროტოინდურ ქალაქებში (ჰარაფა, მოჰენჯო-დარო)აღმოჩენილი მცირერიცხოვანი სამარხებიდან გაირკვა, რომ მოსახლეობა განეკუთვნებოდა  ხმელთაშუაზღვსპირულ რასას, ასევე ავსტრალოიდებს.

ბევრ შუმერულ ტექსტში ნახსენებია ქვეყანა მელუჰა, რომელთანაც შუმერებს საზღვაო ვაჭრობა აკავშირებდა.  მელუჰას ზუსტი მდებარეობა აქამდე გარკვეულია. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ სწორედ ჰარაფას ცივილიზაციას დაარქვეს შუმერებმა მელუჰა.

ყველასთვის ცნობილი ვედები ეკუთვნოდა ტომებს , რომლებიც ინდოსტანის ტერიტორიაზე მოგვიანებით მივიდნენ. წყაროებში საუბარია რაღაც საიდუმლო ცოდნაზე, რომელმაც ადამიანები იხსნა წყლისგან. სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო  ძველი ცივილიზაციების სიბრძნე. საოცარია, მაგრამ  ძველი ცივილიზაციების არსებობის დამამტკიცებულ ფაქტს წარმოგვიჩენს ალექსანდრე მაკედონილის ინდოეთში ლაშქრობის მომსწრე ბერძენი ავტორი. ის წერდა რომელიღაც 153 თაობის მეფეებზე, რომლებიც მანამდე მართავდნენ ინდის ველს 6400 წლის განმავლობაში.

კვლევების დროს, ფსკერიდან ამოიღეს უძველესი აგურები. აგურებს სისქის, სიგანის და სიგრძის შეფარდება  ჰქონდა ერთი-ორზე ან სამზე. ანუ, ინდის ქალაქებში იყენებდნენ უფრო გრძელ აგურებს. ასე რომ, უძველესი ქალაქების პირდაპირ მემკვიდრეობითობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.


ვედებში არიელების მიერ დაპყრობილი ინდის ველის მოსახლეობა "დასას"სახელითაა ცნობილი. მოსახლეობის უმეტესობას მონობის უღელი დაადგეს. სწორედ მათ შეავსეს შემდეგ ინდოეთის დაბალი კასტა. თავად დასას წარმოშობა კი დღემდე უცნობია, თუმც მათი საცხოვრებელი არეალი  5-6 ათასი წლის წინ იყო სწორედ კამბეის ყურის  რაიონი. არიელთა აქ გამოჩენის შემდეგ დასას დაუმორჩილებელთა ნაწილმა გადაინაცვლა ინდოსტანის სამხრეთში, სადაც ახლა ცხოვრობს დრავიდი მოსახლეობა.

კამბეის ცივილიზაციის დაღუპვა ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით 5600 წელს უნდა მომხდარიყო, როცა ზღვისპირა ზონა წყლით დაიფარა. სავარაუდოდ, მოსახლეობა დაიძრა ჩრდილოეთ მაღლობისკენ, სადაც დააფუძნა მეორე ქალაქი. ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით 2000 წელს მიწისძვრამ დაანგრია ჩრდილოეთის ქალაქი, რომელიც შემდეგ წყალმა დაფარა.

ამასთან დაკავშირებით, ღირს  ყურადღება მიექცეს შემდეგ სამ მთავარ საკითხს. 1. ხალხურ სიმღერებში, ადგილობრივი კაჩის დიალექტზე, ნახსენებია წარსულში არსებული ოთხი მთავარი ქალაქი. სამი მათგანი იდენტიფიცირებულია მოჰენჯო-დაროსთან, ჰარაფთან და დოლავირთან. სავარაუდოდ მეოთხე, ყველაზე დიდი და ძველი, უნდა ყოფილიყო კამბეის ყურეში მდებარე ქალაქი. 2.  მკვლევარები, კუუჩის ყურეში, თანამედროვე ქალაქ დვარაკთან არსებული ნანგრევებს, მიიჩნევენ ლეგენდარულ ქალაქ დვარაკას ნაშთად, რომელიც "მაჰაბჰარათაში" ნახსენებია როგორც ღმერთი კრიშნას საცხოვრებელი. გადმოცემით, ქალაქი დაანგრია ზღვამ, რაც აღწერა კრიშნას მთავარმა მოწაფემ არჯუნმა. მოცემული რაიონი არის ხრიოკი. კრიშნას კი უნდა შეენახა უზარმაზარი არმია, სპილოები, ცხენები. უწყლობა და მცენარეული საფარის არარსებობა ბადებს ეჭვს იქ  უძველეს ქალაქ დვარაკას არსებობასთან დაკავშირებით. კამბეის ყურის ჩაძირული ქალაქი  შეიძლება რეალურად ყოფილიყო უძველესი დროის დიდი ქალაქი, სადაც მოედინებოდა მდინარე და იქაურობა გამოირჩეოდა მრავალფეროვანი ფლორით. აქიდან გამომდინარე,  კამბეის ყურის ქალაქი შესაძლოა ყოფილიყო "მაჰაბჰარათას" დროინდელი ქალაქი დვარაკა. 3. აუცილებელია ასევე, იმისი გაანალიზებაც რა მოხდა მას მერე, რაც პირველი და მეორე ქალაქი წყალში ჩაიძირა. დღემდე ნაპოვნია 500-მდე დასახლება, რომელიც ჰარაფას წინარე ხანას განეკუთვნება. დაახლოებით 258 მათგანი მდებარეობს  გუჯარათში, კამბეის ყურის პერიფერიაზე. კამბეის ყურეში მომხდარი კატასტროფისა და ქალაქების  ჩაძირვის შემდეგ ხალხი განსახლდა მთელ გუჯარათში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე რათა გაეგრძელებინა ჰარაფას ტიპის ცივილიზაციის განვითარება.

კამბეის ყურეში აღმოჩენილი ქალაქი იყო წინმსწრები და მოდელი მომდევნო ჰარაფას ცივილიზაციისა. ისტორიამდელი კამბეის ცივილიზაცია არსებობდა ჩვ.წ.აღ-მდე დაახლოებით 11 000-დან 10000 წ-მდე. ამის გამო ის ითვლება ყველაზე ძველ და მსხვილ ცივილიზაციად არამარტო აზიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ის 7500 წლით ძველია ყველაზე ძველ შუამდინარულ ცივილიზაციაზე. მაგრამ ასევე არსებობს მონაცემები, რომელიც მიუთითებს ადამიანის ამ რეგიონში არსებობას 30 000 წლის წინაც. ამ ადამიანებმა შექმნეს დიდი და დღემდე უცნობი ცივილიზაცია, რომელიც წარღვნამ აღგავა პირისაგან მიწისა, რაც გახლავთ ადგილობრივი და მსოფლიო ლეგენდების მტკიცებულება წარღვნაზე.










No comments:

Post a Comment