ინდოეთში არსებობს ასტროლოგიური ბიბლიოთეკა ნადი. ნადი ძველ ტამილურ ენაზე ნიშნავს დანიშნულებას. პალმის საცავი ძირითადად ინდოეთში მდებარეობს, მაგრამ ნაწილი შრი-ლანკაშიცაა. სამყაროს ისტორია შესაქმედან მოყოლებული დატეულია პალმის ფოთლებისგან შემდგარ 3665 ტომში. თითეულ მათგანში დევს 365 ფირფიტისგან შექმნილი ბარათი.
დაახლოებით შვიდი ათასი წლის წინ, დედამიწაზე ცხოვრობდა ნახევრად ღმერთი, შვიდი ბრძენი-რიში. მათ ჩაიწერეს იმ ადამიანთა ცხოვრების გზა, ვინც ოდესღაც მოვიდოდა ამ ბიბლიოთეკაში საკუთარი მომავლის გასაგებად. ნათქვამია, რომ მოვლენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც სულიერი განვითარებით საკმაოდ მაღალ საფეხურზე არიან ასულნი.
გადმოცემით, 5 ათას წელზე მეტი ხნის წინ დიდ ინდოელ ბრძენსა და ასტროლოგ რიში ბჰრიგუს დაერთო ნება ენახა წარსული და მომავალი კაცობრიობის მთელი თაობებისა, რომელიც ინახება სამყაროს მეხსიერებაში. ის მეთოდურად შეუდგა შეუფასებელი ცოდნის შეგროვებასა და ჩაწერას. ცოდნა იზრდებოდა და საკუთარი ხანგრძლივი სიცოცხლის ბოლოს ნადის ასტროლოგიური სწავლების საფუძლის ჩამყრელმა შეაგროვა და განათავსა 80 000-ზე მეტი ხელნაწერი პალმის ფოთლებზე. ასე გაჩნდა ბჰრიგუ სამჰიტა-ბედის ბიბლიოთეკა, სადაც აღწერილია ყველა ადამიანის ცხოვრება, ვინც კი დედამიწაზე მოვლენილა სამყაროს შექმნის დღიდან, ვინც მომავალში დაიბადება და მათი გარდასახვების ჯაჭვი.
სანსკრიტზე დაწერილი ტექსტები ითარგმნა ძველ-ტამილურ ენაზე და ჩაიწერა გამომშრალ, სპეციალურად დამუშავებულ და გაპრიალებულ პალმის ფოთლებზე. როცა ფოთლები ცვდება, ტექსტები ახალ ფოთლებზე გადააქვთ. ინდოეთში პალმის ფოთლების ბიბლიოთეკა განსაკუთრებული საცავია.
რა პრინციპით მოქმედებს პალმის ფოთლებზე რკინის კალმით დაწერილი ქრონიკები?-ძირითადი ნაწილი შედგება 12 ფირფიტისგან. არის ასევე დამატებითი ფირფიტები 13,14,15,16 წარსულ ცხოვრებაზე, ასევე რისი გაკეთებაა საჭირო, რომ შეიცვალოს მდგომარეობა. ამას გარდა, არსებობს რამდენიმე დამატებითი განყოფილება, რომელიც პასუხს აგებს ცხოვრების ამა თუ იმ მხარეზე-ჯანმრთელობა, ფინანსები, სურვილები, ოჯახი, შვილები და ა.შ. თუმც ბევრი განყოფილება დახურულია მანამდე, სანამ ვიზიტორი არ შეასრულებს ძირითადი ამოცანების პირობებს. ამ ფირფიტებს ეწოდება კანდამები.
ბედისწერის ფირფიტებზე მითითებულია ადამიანის მახინჯი მხარეები, რომელიც ხელს უშლის თვითრეალიზაციაში. მოცემულია ყველაზე აქტუალური პრობლემები, რაც აფერხებს მას და რასაც ყველაზე მეტად განიცდის. ფირფიტებზე ჩაწერილია მთელი კაცობრიობის მომავალი და არა მარტო...მითითებულია წარსული ინკარნაციების ყველა დეტალი (ვინ იყო ადამიანი წინა ცხოვრებაში, სად ცხოვრობდა და რანაირად ცხოვრობდა).
ერთი ვერსიით, ბიბლიოთეკაში შენახულია წინასწარმეტყველება წარსულში, აწმყოსა და მომავალში მცხოვრებ ყველა ადამიანზე რეინკარნაციის ჩათვლით. მეორე ვერსიით, ბიბლიოთეკაში შენახულია მონაცემები მხოლოდ იმათზე, ვინც აუცილებლად ესტუმრება ბიბლიოთეკას. გამოდის, ბრძენმა ასტროლოგმა 5000 წელზე მეტი ხნის წინ იცოდა ყველაფერი ასეთ ადამიანებზე. იმაზეც კი, ვინც ამ ადგილს ესტუმრებოდა. ფირფიტები განაწილებულია ინდოეთის ხუთ ტაძარში. ბედისწერის წასაკითხად წინასწარ, სამი თვით ადრე ეწერებიან. ვიზიტის მსურველმა უნდა დატოვოს დაბადების ზუსტი თარიღი და ადგილი, რათა მასთან შესახვედრად მოემზადოს ბედისწერის წამკითხავი. მომავლის წაკითხვა ხშირად 2-4 საათი გრძელდება.
ზოგი ევროპელი წერს, რომ მათი ფირფიტა იპოვეს საცავში. ამ ფირფიტაზე ნამდვილად მათი ცხოვრება იყო აღწერილი. ამავე დროს, ამბობენ, რომ მათთვის განკუთვნილ ფირფიტასთან მისვლა შეუძლიათ მხოლოდ განსაზღვრულ დროს-კონკრეტულ დროს. წამკითხავები ეუბნებიან ყველაზე ფარულ ცხოვრებისეულ წვრილმანებს. როგორც ჩანს, ყველაფერი წინასწარ ყოფილა განჭვრეტილი 5000 წლის წინ.
ხანდახან ნადი-წამკითხავმა შეიძლება ვიზიტორს მოსთხოვოს რამდენიმე დღის, თვის, კვირის, თვის შემდეგ მისვლა, შესაფერისი დროის გათვალისწინებით. ეს მაშინ ხდება, როცა ფირფიტების ნაკრების წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ პლანეტების სხვა განლაგების დროს.
ინდუსები თვლიან, რომ ინფორმაცია ბედისწერაზე ეხმარება ადამიანს ჩაწვდეს დედამიწაზე ცხოვრებისს აზრს.
No comments:
Post a Comment