მრავალი წლის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ შრი-ლანკას უძველეს ქალაქ ანურადჰაფურში მდებარე კლდეზე ამოუცნობი გამოსახულება უნდა ყოფილიყო უძველესი ვარსკვლავური ჭიშკარი, რომლის გავლით ძველი ცივილიზაციების წარმომადგენლები მოგზაურობდნენ სამყაროს სხვა ადგილებში.
ეს ადგილი ცნობილია როგორც რაჯარათა (მეფეთა მიწა), რომელიც კუნძულზე დაარსებული პირველი სამეფო გახლდათ (377 წ.ჩვ.წ.აღ-მდე) და მდებარეობს შრი-ლანკას ბუდისტური ცივილიზაციის ცენტრში. ამ ადგილს უამრავი ადამიანი სტუმრობს. ის იზიდავს მომლოცველებს უძველესი ბუდისტური ტაძრებით.
ანურადჰაფურის წმინდა ქალაქში არის ძველი პარკი, რომელიც გადაჭიმულია 16 ჰექტარზე, ცნობილი რანმასუ იანას სახელით(ოქროს თევზის პარკი). მას გარს არტყავს სამი ბუდისტური ტაძარი. სწორედ აქ შეიძლება ნახოთ გრაფიკი (რუკა).
საკვალა ჩაკრაიას (სამყაროს ციკლი) დიამეტრი 1,8 მ.-ია და გამოკვეთილია დაცული პარკის მომცრო კლდეზე. წინა ფასადის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ მიწის დონეზე. საპირისპირო მხარეს კლდეში გამოჭრილია ოთხი დასაჯდომი ადგილი, რაც მისი დათვალიერების იდეალურ ზონას ქმნის.
რუკაც და დასაჯდომი ადგილიც გამოუცნობი წარმოშობისაა და მრავალ კითხვას უჩენს ისტორიკოსებს, არქეოლოგებს და მეცნიერებს.
მიაჩნიათ, რომ რანმასუ იანას იყენებენ უხსოვარი დროიდან. განვითარების მეორე, მთავარი ფაზა დაიწყო მე-7 საუკუნეში. ამ პერიოდში წინანდელი ბაღის დიზაინს დაემატა რამდენიმე ახალი ნაგებობა. გამოუცნობი გრაფიკი შესაძლოა იმ დროს შეიქმნა, მაგრამ გაუგებარია მიზეზი და ფუნქცია. წყაროებში, რომელიც ინახება ბუდისტურ მონასტრებში, არაფერია მასზე ნათქვამი.
პანელის დანიშნულებაზე არაფერია ცნობილი. ხატწერა შეუთავსებელია ანურადჰაფურის სხვა სკულპტურების ხანასთან (მე-3-10სს ჩვ.წ.აღ-ით) გრაფიკის ცენტრი იქმნება შვიდი კონცენტრირებული წრით, რომელიც გაყოფილია ვერტიკალური და ჰორიზონტალური პარალელური ხაზებით. მართკუთხა კუპეები შეიცავს პატარა გადაჯვარედინებულ წრეებს. გამოუცდელი თვალისთვის ჩანს ფიგურები, რომელიც ჰგავს ქოლგებს, მშვილდიდან სროლას, ფრანს, ტალღოვან ხაზებს. გარე წრეზე გამოსახულია ზღვის ბინადრები: თევზები, კუები და ზღვის ცხენები.
მეცნიერები სკეპტიკურად ეკიდებიან ასეთ მოსაზრებებს. ჩვენამდე არ მოუღწევია წყაროებს, სადაც ეს ობიექტია ნახსენები. ბუდისტი ბერები, თუკი გააჩნიათ რაიმე ცნობა ან დოკუმენტი, დუმან.
თეორია, რომელიც ცნობისმოყვარეთა გაუნელებელ ინტერესს იწვევს, გახლავთ შემდეგი: ქვის გამოსახულება არის სამყაროს უძველესი რუკა, რომელსაც ხედავდნენ წინაპრები.
პირველი, ვინც ამ რუკას არქეოლოგიური მნიშვნელობა მიანიჭა, იყო ჰარი ჩარლზ პერვის ბელი, ბრიტანელი ოფიცერი, რომელიც ცეილონზე დაინიშნა არქეოლოგიის პირველ მმართველად. მან მოამზადა ანგარიში, სადაც აღნიშნავდა, რომ "უძველესი რუკა" სავარაუდოდ ძალიან ძველი იყო. მისი არსებობა მოწმეა ასტრონომიული ტრადიციის სიძველის, რომლის პრაქტიკა არსებობს ზოგიერთ ბუდისტურ მონასტერში. გამოსახულება ჰგავს უფრო კოსმოგრაფიულ ცხრილს, რომელიც გახლავთ სამყაროზე მიამიტი ბუდისტური წარმოდგენა.
ზოგიერთი პარალელს ავლებს ანურადჰაფურსა და სხვა ქვეყნების ანალოგიურ ადგილებს შორის, რომლებიც წარმოადგენდა ვარსკვლავურ ჭიშკარს და მისი საშუალებით ადამიანებს შეეძლო სხვა სამყაროში გასვლა. ამ თეორიის მიხედვით, რუკა შეიცავს საიდუმლო კოდს ჭიშკრის გასაღებად.
ალტერნატიული მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ანურადჰაფურს ჰქონდა ეგვიპტესა და პერუს ვარსკვლავური ჭიშკრების მსგავსი ფორმები და სიმბოლოები. ამ მსგავსებას ემატება სამივე ჰიპოთეტურ ჭიშკართან ახლოს წყალსაცავების არსებობა.
შრი-ლანკას გამოუცნობი ვარსკვლავური ჭიშკარი კვლავ საიდუმლოებითაა მოცული. მისი დანიშნულება და მიზანი დაკარგულია დროში.
No comments:
Post a Comment