Wednesday, 9 June 2021

სამი საიდუმლო კარი, რომლის გაღება აკრძალულია


მსოფლიოში არსებობს სამი ადგილი, სადაც დაბეჭდილია კარები, რომლის გახსნა არ შეიძლება სხვადასხვა მიზეზის გამო. იქ კი, აურაცხელი განძის გარდა იმალება დიდი საიდუმლოც.


 ინდოეთი_პადმანაბჰასვამის ტაძარი/საცავი B


სტატიაში გველის ნიშნით დალუქული პადმანაბჰასვამის ტაძრის კარის საიდუმლო უკვე ვისაუბრე ინდოეთში არსებულ ოქროთი მოვარაყებულ ტაძარზე და იქ გახსნილ 5 ოთახზე, სადაც აღმოჩნდა ტრილიონი დოლარის ღირებულების ოქროს მონეტები, ნივთები და ძვირფასეულობა. მე-6 ოთახი (B)  დარჩა დაკეტილი, ვინაიდან კარი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიღება თუ ბუდისტი ბერი შეასრულებს განსაკუთრებულ წმინდა გალობას, მაგრამ ამის შესრულება დღეს არავის ძალუძს. ამიტომ ოთახი კვლავ დაკეტილია და ბევრ საიდუმლოს ინახავს.


ეგვიპტე_სფინქსის "ცოდნის დარბაზი"



სტატიაში ამოუცნობი ეგვიპტე_ჯეიმს ჰერტეკმა აღმოაჩინა ღმერთების ქალაქი გიზას პლატოს ქვეშ ვისაუბრე სფინქსის ქვეშ არსებულ "ცოდნის დარბაზზე", სადაც ინახება დაღუპული ცივილიზაციის ისტორია, სიბრძნე და ტექნოლოგიები. ზოგიერთს მიაჩნია, რომ დარბაზი დაკავშირებულია ატლანტიდასთან. ნადვილ გამოცანად რჩება ის, რომ  არავის ძალუძს მისი ხილვა, ვინაიდან ეგვიპტის ხელისუფლება კრძალავს იქ არქეოლოგიური გათხრების წარმოებას.

გადმოცემით, დარბაზში ორი შესასვლელია, მაგრამ ორივე დაბლოკილია თანამედროვე ნაგებობებით. 


ჩინეთი_პირველი იმპერატორის სამარხი



როგორც ამბობენ, ჩინეთში უამრავი პირამიდაა. უმეტესი მათგანი დაფარულია დანალექი ქანებითა და ბუჩქნარით, ამიტომ გამოუკვლევი რჩება. ერთი მათგანი იმპერატორ შრი ხუანდის სავარაუდო სამარხი უნდა იყოს და ის ნაწილობრივ იქნა გამოკვლელული, სადაც აღმოჩნდა ყველასთვის კარგად ცნობილი თიხისგან გამოძერწილი ჯარი.

ჩინელმა არქეოლოგებმა იციან სადაა შესასვლელი, მაგრამ უარს ამბობენ კარის გაღებაზე. ზოგიერთი საუბრობს წყევლაზე, ზოგიერთი კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ მინი-ხაფანგებზე. იმასაც ამბობენ, რომ იმპერატორმა ბრძანა სამარხის ყველა მშენებლის შიგნით გამოკეტვა. სავარაუდოდ, იქ ინახება მივიწყებული ისტორიის დიდი განძი.

ოდესმე ალბათ შევიტყობთ რა იმალება კაცობრიობის უძველეს, სანუკვარ ადგილებზე. მანამდე კი შეგვიძლია  მხოლოდ ვარაუდით ვისაუბროთ იქ არსებულ განძსა და საიდუმლო ცოდნაზე.












No comments:

Post a Comment