უკვე ათი წელია, რაც ატლანტის ოკეანეში შემჩნეულია საიდუმლო ფენომენი-თავისებური "ლაქა", რომელიც გადაჭიმულია სამხრეთ ამერიკიდან აფრიკამდე-ბრაზილიიდან ზიმბაბვემდე. როგორც აღმოჩნდა, "ლაქის" შიგნით დედამიწის მაგნიტური ველი უფრო სუსტია ვიდრე გარეთ. ეს მეცნიერებმა მალევე გაარკვიეს, მაგრამ ამ ფენომენის ბუნება დღემდე ამოუხსნელი რჩება.
სამხრეთ-ატლანტიკური მაგნიტური ანომალია (South Atlantic Anomaly)-ასე უწოდეს ამ გარღვევას პლანეტის გეომაგნიტურ ველში. ის აფუჭებს მაგნიტოსფეროს, გარსს, რომელიც იცავს ყველაფერ ცოცხალს კოსმოსური გამოსხივებისა და მზის ქარის მავნე გავლენისგან.
"ლაქაზე" დაკვირვება გაოცებას იწვევს, ვინაიდან ცოცხალი უჯერიდივით იქცევა-იზრდება და იყოფა, ანუ მრავლდება. ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) თანამგზავრებიდან მიღებული მონაცემთა მოწმობით: ანომალიაში ფორმირდება მეორე ბირთვი, რომელიც აფრიკასთან ახლოს მდებარეობს. თავად ამ ზონას უკვე 8 მილიონი კვ.კმ. უკავია. NASA-ში მას უწოდებენ "ღრმულს" და გამოსახავენ ლურჯად.
ჯერჯერობით ანომალია ვნებას აყენებს მის ზემოთ მოძრავ თანამგზავრებს. დამუხტული ნაწილაკებს, რომელიც იქიდან გამოდის, დროდადრო მწყობრიდან გამოჰყავს კოსმოსური აპარატების ელექტრონული მოწყობილობა, ხელს უშლის მონაცემთა შეგროვებას და გადაცემას. მაგნიტური ველის კიდევ უფრო დასუსტებამ შესაძლოა ცუდად იმოქმედოს ბრაზილიისა და აფრიკის კონტინენტის ზღვისა და ხმელეთის ბინადრებზე.
არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომელსაც ხელმძღვანელობს ციან იუანი, ფიქრობენ რომ ანომალიას ქმნის არამიწიერი ობიექტები.
ჰიპოთეზა გახლავთ ასეთი: სამი ათასი კმ-ის სიღრმეში, დედამიწის გარე ქერქსა და მისი გარსის (მანტიის) საზღვარზე იმყოფება როგორც მინიმუმ ორი ლოდი, უფრო მკვრივი, ვიდრე ისინი რომელიც აკრავს. "ლოდები უზარმაზარია, მოცულობით ევერესტზე მილიონჯერ დიდი-ამბობს ციან იუანი.
ეს მილიონობით ევერესტი ერევა დედამიწის წიაღში მიმდინარე კონვექციის პროცესებში, ანუ ნივთირებათა ზევით-ქვევით მოძრაობაში, რომელშიც ჩართულია თხევადი რკინის ბირთვი, რომლის ბრუნვა ახდენს გეომაგნიტური ველის გენერირებას. სწორედ ასეთი ჩარევა ასუსტებს მას. საიდან გაჩნდა ლოდები? -არამიწიერი ობიექტები, რომელმაც შეაღწია დედამიწის წიაღში, წარმოადგენს თეას ნაწილებს-ჰიპოტეტური პლანეტა მარსის ზომის, რომელიც დაეჯახა დედამიწას 4,5 მილიარდი წლის წინ, რომლის შედეგად წარმოიქმნა მთვარე.
სამხრეთ-ატლანტიკურ მაგნიტურ ანომალიის არამიწიერი წარმოშობის მიზეზებს მეცნიერები დიდი შთაგონებით უდგებიან და იზიარებენ. ამას გარდა, ფიქრობენ, რომ მკვრივი ქანების მასიური წვეთები ასევე შეიძლება იყოს თეას ნარჩენები. თეას გარსი (მანტია) იყო უფრო მკვრივი ვიდრე ახლაგაზრდა დედამიწისა და სავარაუდო შეჯახების შემდეგ მისი ნაწილები ჩაიშალა დედამიწის სიღრმეში.
No comments:
Post a Comment